საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22 ა/ა: GE06TB0600000013467445
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 8
(გამარტივებული შესყიდვა)
ქ. თბილისი 17 იანვარი 2019 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთი მხრივ შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“ (მის: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ.№15; საბანკო რეკვიზიტები: სს „ვითიბი xxxxx xxxxxx“, ბანკის კოდი: UGEBGE22, ა/ა XX00XX0000000000000000; საიდ. კოდი - 202462101), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად”, წარმოდგენილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ
მიმწოდებელი: შპს „ალტა“ საიდენტიფიკაციო კოდი: 211380691;
მისამართი, ტელეფონი: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, xxxxxxxxxxx ქ. #104; ტელეფონი: x000 00 0000000; დირექტორი: xxxx xxxxxxxx;
საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა: XX00XX0000000000000000
შემდგომში ,,მიმწოდებელი’’, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: 1 (ერთი) ცალი ტონერიანი კარტრიჯის (CANON/ CEXV-42, (iR- 2202x) 10,200 pages 6%) შესყიდვა.
2.2 შესყიდვის საშუალება: გამარტივებული შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე–3f პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 105.00 (ას ხუთი) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.4 კლასიფიკატორის კოდი: CPV - 30125100 - ტონერიანი კარტრიჯები.
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ვადა და ადგილი
3.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, xxxxxxxxxxx ქ. N104.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4.3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიწოდების კონტროლს ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებით გაწეული მომსახურების ხელახალი შესრულება.
5.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“-ს აიტის სპეციალისტი xxxxxxxxxxx xxxxx.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“-ს აიტის სპეციალისტი xxxxxxxxxxx xxxxx.
6.3 მიღება-ჩაბარების აქტი დგება 3 (სამი) ეგზემპლიარად, რომელთაგან 2(ორი) გადაეცემა შემსყიდველს, ხოლო 1 (ერთი) მიმწოდებელს.
6.4 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.5 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,
,,მიმწოდებლის’’ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
7.3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან
10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
8.4 თუ კი პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3% და მიმწოდებელი ვერ განახორციელებს შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდებას და/ან არ გამოასწორებს აღმოჩენილ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველი შეწყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ, ობიექტური მიზეზის დადგომის შემთხვევაში, რაც უნდა დადასტურდეს ფაქტობრივი მტკიცებულებით (დოკუმენტალური დადასტურება).
8.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
9.5 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.6 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.7 ამ მუხლის პირველსა და მე-6 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის კორპორაცია
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11.3 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
12. უფლებების გადაცემა
12.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
12.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
13. ღირებულება
13.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
13.2 მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
13.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
14.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
14.2 ტელეფონით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი ქ–ნი: xxxxx xxxxxxxxxxx, მობილური ტელეფონის ნომერი: 599009980.
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი ბ-ნი: xxxxxxxxxxx xxxxx, მობილური ტელეფონის ნომერი: 599095006.
14.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
14.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
15.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
15.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16. სხვა პირობები
16.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ორი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
16.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
17. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები
შემსყიდველი | მიმწოდებელი |
შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“ | შპს „ალტა“ |
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი | დირექტორი |
xxxxxx xxxxxxxxxxx | xxxx xxxxxxxx |
GR Logistics and Terminals LLC
Digitally signed by GR Logistics and Terminals LLC Date: 2019.01.17
17:10:48 +04'00'