Contract
ხელშეკრულება #14/03/22
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი 14 მარტი 2022 წელი
ერთის ა(ა)იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“, წარმომადგენელი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში ,,შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, შპს კაბადონი + წარმომადგენელი მისი დირექტორის თეა გადაბაძის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი’’), ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კანომდებლობის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
,,ს1’’ ქვეპუნქტის და 2015 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №13 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანია ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის დიპლომებისა და სერთიფიკატების პერსონალიზაციით ბეჭდვითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (CPV- 79800000; 798100000) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1 მომსახურების ფასი განისაზღვრება თანდართული დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.2 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 6517.50 (ექვსიათასხუთასჩვიდმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
2.3. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი 24,68% (1608,75 ლარი) და საკუთარი შემოსავლები 75,32% (4908,75 ლარი) ლარი.
3. შესყიდვის ხარისხი და გარანტია
3.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მას გააჩნია ყველა ის საშუალება, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.
3.2. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, მასზედ რომ მის მიერ მომსახურება განხორციელდება დროულად, ხარისხიანად და სრულფასოვნად.
3.3. შემსყიდველი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია განხორციელებული მომსახურების ხარისხის თაობაზე ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყოს მუშაობა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან შეცვლისათვის საჭირო ზომების განსახორციელებლად და გონივრულ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3.4 მომსახურების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებულ ზიანს საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებს მიმწოდებელი.
4. მომსახურების განხორციელების პირობები
4.1 მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შემსყიდველისთვის ბეჭდვითი მომსახურების გაწევა, საბეჭდი ფაილების მიწოდებისა და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
4.2 შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნის განხორციელება დასაშვებია წერილობითი შეტყობინების გაგზავნით
(ელექტრონული ფოსტის საშუალებით) ან/და სატელეფონო კომუნიკაციით.
5.მომსახურების განხორციელების ვადა
5.1 მომსახურების განხორცილების ვადა: ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში 2022
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, რომელიც დასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
6.2 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მანანა მოისწრაფიშვილი - ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი - 557 57 88 33.
7. ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები)
7.1 ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება, კონსიგნაციით.
7.2 ანგარისწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში.
7.3 ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული აქტის გაფორმებიდან
10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში.
7.4 ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტებია:
- სასაქონლო ზედნადები;
- მიღება-ჩაბარების აქტი;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან წარმოებს ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიწოდებიდან და 7.4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8. ,,შემსყიდველის» უფლება-მოვალეობანი
8.1. შემსყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს მიმწოდებელს მომსახურების შეუფერხებელი გაწევა, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებელის ყველა და ნებისმიერი ვალდებულების შესრულება და შემსყიდველის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა.
8.2. შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
8.3 შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა.
9. ,,მიმწოდებლის« უფლება-მოვალეობანი
9.1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველის შეუფერხებელ მომსახურებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
9.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას განხორციელებულ მომსახურებაში არსებული ხარვეზი.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის და მოქმედებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 28
თებერვლის ჩათვლით.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ამასთან, xxxxxxxxxxxxxx დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ს.
11.2 იმ შემთხვევაში თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
11.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
11.4 ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რომელიც შეიძლება დაეკისროს მიმწოდებელს, შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 5%-ს.
12. ფორს-მაჟორი
12.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
12.2 გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ):
ა) სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა);
ბ) გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა; გ) ეპიდემიები;
დ) ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;
ე) ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
12.3. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
12.4. ფორს-მაჟორული მოვლენების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა) და წარუდგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფორსმაჟორული გარემოების არსებობისა და ხანგრძლივობის მითითებით.
12.5. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
12.6. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
თუ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც მიწოდებული იქნება მხარის მიერ იმ მისამართზე, რომელიც მითითებულ იქნა ,,შემსყიდველის« პირველადი რეგისტრაციის დროს.
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
14.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები
,,შემსყიდველი“ ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. სხვა პირობები
15.1 მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზარალს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
15.3 ,,შემსყიდველი« იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ის 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინებს მიმწოდებელს ამის შესახებ.
15.4 ყველა ის შემთხვევა და პირობა, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.5 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობა და დებულება ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეთათვის, სამართალ-მემკვიდრეთათვის, წარმომადგენელთათვის, რწმუნებულებისა და მუშაკებისთვის.
15.6 წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს მხარეთა შორის არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული და წინამდებარე ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მიმოწერა და ზეპირი შეთანხმება.
15.7 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება, ცვლილება და შესწორების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
15.8 თუ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვლება წინამდებარე ხელშეკრულების მე-15 მუხლში მითითებული რომელიმე რეკვიზიტი, მხარე მოვალეა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს.
15.9 მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა ნაწილის გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
15.10. მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე.
15.11. ,,შემსყიდველს« უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ,,მიმწოდებელი« არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
15.12. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით. 15.13. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
16. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები:
„შემსყიდველი”
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
ქ. თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მესამე კვარტალი, ნაკვეთი 01/10
ს/კ: 402019917
სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი:TRESGE22
ანგარიშის № XX00XX0000000000000000
xxxxxx xxxxxxxxxxxxxx დირექტორი
„მიმწოდებელი« შპს კაბადონი +
თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., 31ბ, ბ. 10ა
ს/კ 205186065
სს თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიშის № XX00XX0000000000000000
ტელ: 000-00-00; 000-00-00, 000 00 00 00
Email: xxxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx
xxx xxxxxxxx დირექტორი
დანართი #1
ფასების ცხრილი
# | შესყიდვის ობიექტის დასახელება | განზომილება | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება | ჯამი |
1 | დიპლომი პერსონალიზაციით | ცალი | 195 | 16,50 | 3217.50 |
სერთიფიკატი პერსონალიზაციით | ცალი | 200 | 16,50 | 3300.00 | |
სულ ჯამი: | 6517.50 |
„შემსყიდველი”
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
ქ. თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მესამე კვარტალი, ნაკვეთი 01/10
ს/კ: 402019917
სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი:TRESGE22
ანგარიშის № XX00XX0000000000000000
xxxxxx xxxxxxxxxxxxxx დირექტორი
„მიმწოდებელი« შპს კაბადონი +
თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., 31ბ, ბ. 10ა
ს/კ 205186065
სს თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიშის № XX00XX0000000000000000
ტელ: 000-00-00; 000-00-00, 000 00 00 00
Email: xxxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx
xxx xxxxxxxx დირექტორი
5