კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი: წლიური X % ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*: X% -კრედიტის სრულად ათვისების და ვადის ბოლომდე დაფარვის შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი:(ძირითადი თანხა+პროცენტი) Xთანდართული გრაფიკის...
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საბანკო კრედიტის ხელშეკრულების # თავსართი
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
საპროცენტო განაკვეთი: | წლიური X % |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*: | X% -კრედიტის სრულად ათვისების და ვადის ბოლომდე დაფარვის შემთხვევაში |
ფინანსური ხარჯები:
ყოველთვიური შენატანი: (ძირითადი თანხა+პროცენტი) | X თანდართული გრაფიკის შესაბამისად |
ვადის ბოლოს შენატანი | |
ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო |
ხელშეკრულების სხვა პირობები
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | |
მომხმარებლის მიერ გადასახელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
კრედიტის ვადა: | X დღე |
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ: • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ; • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. • ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით. |
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს!
*ლარის შესაძლო 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს X %-ს
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდ xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 406 406.
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #----------
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*:
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი X%
ფინანსური ხარჯები/ხელშეკრულების სხვა პირობები
გასატანი თანხის ოდენობა: კრედიტის გაცემის ფორმა:
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #---------
ფილიალის დასახელება | ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: |
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი (პოზიცია, სახელი გვარი) და მეორე მხრივ, (სახელი გვარი) (შემდგომში ''კლიენტი''/''მსესხებელი'') (პასპორტის/პირადი ნომერი) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში ''ძირითადი ხელშეკრულების'') საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების xxxxxxx xxxxxx მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და xxxxxxxx მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
2. საბანკო კრედიტის ძირითადი პირობები
2.1 | კრედიტის ტიპი: | ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი სესხი |
2.2 | კლიენტ(ებ)ი: | |
2.3 | კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | |
2.3.1 | მომხარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
2.4 | კრედიტის ვადა: | X დღე |
2.5 | საპროცენტო განაკვეთი: | X % წლიური |
2.5.1 | საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
2.6 | კრედიტის მიზნობრიობა: | |
2.7 | კრედიტის გაცემის ფორმა: | |
2.8 | კრედიტის დაფარვის გრაფიკი: | თანდართული გრაფიკის მიხედვით; კლიენტის/მსესხებლის მიერ ტრანშის ათვისების შემთხვევაში, ბანკი მოახდენს ტრანშის ვადის შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით სესხის დაფარვის გრაფიკის აგებას ანუიტეტის პრინციპით, რაც გულისხმობს სესხის დაფარვას დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას. სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელზეც კლიენტის ხელმოწერა არ არის სავალდებულო. xxxxxx მიერ შედგენილი გრაფიკი შეგიძლიათ მოითხოვოთ სს ,,თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში/სერვის-ცენტრში ან იხილოთ თქვენს ინტერნეტ ბანკში“. გრაფიკის დაკორექტირების უფლება აქვს ბანკს ცალმხრივად შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. საშეღავათო პერიოდში (მისი არსებობის შემთხვევაში) სესხზე უცვლელად და უწყვეტად ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ნაწილობრივ/სრულად წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული ყველა გადასახდელი, მათ შორის, სადაზღვევო პრემია |
(დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) და საპროცენტო სარგებელი, იმ პროპორციულობით, რაც დარიცხულია წინსწრების თარიღამდე (დღემდე), თუ წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდში, ხოლო საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული (გრაფიკის მიხედვით მომავალ გადასახდელ(ებ)ში გადანაწილებული) საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დაზღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელები. | |
2.9 | საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილია: |
2.10 | დამატებითი პირობები: |
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განცხადება საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ და განაცხადი ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ:
3.3.1 დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას;
3.3.2 თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საჭირო მოცულობით, მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები;
3.3.3 თანახმაა, xxxxxx გაუხსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ი (ნებისმიერ ვალუტაში) კრედიტის დაფარვის (მომსახურების), ვალდებულებ(ებ)ის შესრულების, საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე თანხ(ებ)ის შეტანის/ჩარიცხვის ან/და საანაბრო ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის გატანის/გადარიცხვის მიზნით;
3.3.4 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და ა.შ.).
3.4 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (თუ კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით/კლიენტის საბანკო ანაგრიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.5 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი.წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის
უფლებამოსილება ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი, ძალაში შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.5.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, xxxxxxxx მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის დარღვევის საფუძვლით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ.
3.5.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
3.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს
/სერვისცენტრს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან/ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).
3.8 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ) დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
3.9 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.10იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების დადების ადგილია აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოს (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005).
3.11იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების დადების ადგილია დასავლეთ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან), გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად
გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359), თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, დავის განხილვის ადგილია ქუთაისი.
3.12მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
3.13იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი/არბიტრაჟები იქნება ლიკვიდირებული ან მას/მათ შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
3.14 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ნებისმიერი მიზეზით დაექვემდებარება სასამართლოს განსჯადობას (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზეზით და სხვ.) და განხილული იქნა სასამართლოს მიერ, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.15 მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს
წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
3.16 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე საკრედიტო პროდუქტის (კლიენტის ვალდებულების) უზრუნველყოფას წარმოადგენს ანაბარი / სადეპოზიტო სერთიფიკატი და ამავე ანაბრით / სადეპოზიტო სერთიფიკატით წინამდებარე საკრედიტო პროდუქტის (კლიენტის ვალდებულების) გარდა, ურუნზველყოფილია კლიენტის და/ან მესამე პირთა სხვა საკრედიტო პროდუქტ(ებ)ი (ვალდებულებ(ებ)ი), ანაბრით / სადეპოზიტო სერთიფიკატით უზრუნველყოფილი ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულებ(ებ)ის სრულად და/ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკრედიტო პროდუქტზე დაფიქსირდა ვადაგადაცილება და/ან დადგება ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა, ბანკი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ანაბრის / სადეპოზიტო სერთიფიკატის და/ან ანაბრის/სადეპოზიტო სერთიფიკატის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ყველა საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულება და მეანაბრის / სადეპოზიტო სერთიფიკატის მფლობელი პირის ანგარიშ(ებ)ზე არსებული ანაბრის / სადეპოზიტო სერთიფიკატის თანხ(ებ)ით, სრულად დაფაროს ყველა საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები (მათ შორის წინსწრებით), კლიენტის/კლიენტების დამატებითი თანხმობის და/ან ინფორმირების გარეშე.
3.17 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx/მსესხებელი |
სს “თიბისი ბანკი“ | სახელი გვარი |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | პირადი ნომერი: საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ფილიალის მისამართი: საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული ბანკი“(მის.თბილისი,სანაპიროს xxxx x0) | ელ. ფოსტა: |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |