საკრედიტო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
საკრედიტო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
1. დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებაში შემდეგ ტერმინებსა და გამოთქმებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობები:
1.1. ანგარიში – ბანკში არსებული კლიენტის საბანკო ანგარიში.
1.2. გრაფიკი – საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის თანხის დაბრუნების/გადახდის გრაფიკი, რომელიც განთავსდება ინტერნეტ-ბანკში ან/და დაერთვება საკრედიტო ხელშეკრულებას ან/და მიეწოდება კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის რომელიმე საშუალებით. თუ კლიენტისთვის, რომელიმე ზემოაღნიშნული ფორმით ხელმისაწვდომი არ გახდა გრაფიკი ან/და კლიენტს სურს გრაფიკის მიღება (მათ შორის, დამატებით), იგი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს და მოითხოვოს გრაფიკის გაცემა.
1.3. დამატებითი პირობები/დანართი N2 – საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.4. დანართი – ხელშეკრულების დანართი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
1.5. დანართი N3 - საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N3-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, კლიენტის მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.6. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი სასამართლოს, არბიტრაჟის, სამთავრობო ორგანოს, მარეგულირებელი ორგანოს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საქართველოს ეროვნული ბანკის) ან სხვა მსგავსი ორგანოს ნებისმიერი მოთხოვნა, ინსტრუქცია/მითითება, დირექტივა, ბრძანება ან გადაწყვეტილება.
1.7. კლიენტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია საკრედიტო ხელშეკრულების 1.2. პუნქტში.
1.8. კრედიტი (ან საბანკო კრედიტი ან სესხი) – ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად კრედიტი/საბანკო კრედიტი (ლიმიტი) წარმოადგენს თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, კლიენტი უფლებამოსილია ერთჯერადად ან ეტაპობრივად მოითხოვოს კრედიტის თანხის ათვისება (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის) და ვალდებულია წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით და ვადებში. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ მოქმედებს დანართი N1-ის 3.5.2. ქვეპუნქტი.
1.9. კრედიტის თანხა – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისათვის გამოყოფილი (ათვისებული ან ასათვისებელი) ფულადი სახსრები.
1.10. კრედიტის მომსახურე ანგარიში – ბანკში არსებული მიზნობრივი ანგარიში, რომელიც ბანკის მიერ გამოიყენება კლიენტის კრედიტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოებისთვის.
1.11. მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად (ა) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება ან/და დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე; ან/და (ბ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს შორის
დადებული სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობისათვის, ან მის უზრუნველსაყოფად.
1.12. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კლიენტისა
ან/და ბანკისა.
1.13. მხარე/მხარეები – კლიენტი ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად.
1.14. xxxxxxxxxx – ხელშეკრულების და შესაბამისი ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად ოვერდრაფტი (ლიმიტი) წარმოადგენს ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე მოკლე ვადით დაწესებული სადებეტო ნაშთის თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მის ანგარიშზე დაწესებული სადებეტო ნაშთის ფარგლებში მრავალჯერადად გამოიყენოს ანგარიშზე რიცხულ თანხაზე მეტი თანხა (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის), ხოლო წარმოქმნილი დავალიანება პირველ რიგში ავტომატურად დაიფარება ანგარიშზე შემოსული თანხით. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება შესაბამისი ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში შესაბამისი ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება დანართი N1-ის
3.5.2. ქვეპუნქტის პირობები.
1.15. პირგასამტეხლო (ჯარიმა) – კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
1.16. პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
1.17. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან/და კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.
1.18. საკომისიო – ხელშეკრულების ფარგლებში და მათ შესაბამისად, ბანკის მიერ კრედიტით სარგებლობისათვის კლიენტისათვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
1.19. საკრედიტო ხელშეკრულება – ქვემოთ მოცემული 3.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება (მისი დანართების ჩათვლით) რომლის დანართსაც წარმოადგენს წინამდებარე სპეციფიკური პირობები.
1.20. საპროცენტო სარგებელი – ხელშეკრულების საფუძველზე და მათი პირობების შესაბამისად კრედიტის თანხით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
1.21. სპეციფიკური პირობები/დანართი N1 – საკრეიდტო ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით.
1.22. შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი.
1.23. ხელშეკრულება – (ა) საკრედიტო ხელშეკრულება; (ბ) საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1 (სპეციფიკური პირობები); (გ) საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (ე) მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება, რომელიც დაიდება მომავალში კლიენტის მიერ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
1.24. DEBT/ფულადი ვალდებულება – კლიენტის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი.
1.25. DSCR/ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მომსახურების კოეფიციენტი - გადასახადების და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული კლიენტის მოგება (დაკორექტირებული კლიენტის საკუთარი სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური დანახარჯებით, დივიდენდებით, მოგების გადასახადით და ცვლილებებით საბრუნავ კაპიტალში) გაყოფილი ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მიმდინარე ნაწილის მოსამსახურებლად საჭირო ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ჯამზე.
1.26. EBITDA - მოგების გადასახადის და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული კლიენტის მოგება.
1.27. EQUITY/კაპიტალი - კლიენტის მთლიანი აქტივების საერთო ღირებულებას გამოკლებული კლიენტის მთლიანი ვალდებულებების (ფულადი და არაფულადი) საერთო ღირებულება (მათ შორის დამფუძნებლის/აქციონერის/პარტნიორის ფულადი მოთხოვნები, რომლებიც სუბორდინიერებულია კლიენტის წინაშე ბანკის მოთხოვნების მიმართ).
1.28. CAPEX/კაპიტალური დანახარჯები - კლიენტის ისეთი დანახარჯები, რომელიც ზრდის მისი ძირითადი საშუალებების ღირებულებას.
1.29. Current Assets/მიმდინარე აქტივი - კლიენტის ყველა ის აქტივი, რომელიც ნებისმიერი 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის განმავლობაში არ წარმოადგენს რეალიზაციის/განკარგვის ობიექტს.
1.30. Current Liabilities/მიმდინარე ვალდებულებები - კლიენტის ნებისმიერი ვალდებულება მესამე პირის წინაშე, რომელიც არ წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებას, ამასთან, გრძელვადიან ვალდებულებას წარმოადგენს ვალდებულება, რომელთა მოქმედების ვადა აღემატება 12 (თორმეტი) თვეს.
2. მხარეთა უფლებამოსილება და განცხადება
2.1. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მხარეთა მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა.
2.2. კლიენტის განცხადებით მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისთვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება, ასევე ხელშეკრულებით დადგენილი კრედიტის მიზნობრიობის დარღვევა
კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
3. კრედიტით სარგებლობის პირობები, პროცედურები და წესი
3.1. კრედიტის ფარგლებში კრედიტის თანხის
გაცემის წესი
3.1.1. ბანკის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კრედიტის დამტკიცების საკითხის დადებითად გადაწყვეტის საფუძველზე ბანკმა და კლიენტმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კრედიტით სარგებლობის კონკრეტული პირობები;
3.1.2. კრედიტის ფარგლებში კრედიტის თანხის გაცემა მოხდება კლიენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ბანკისათვის მისაღები ფორმით;
3.1.3. ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, კრედიტის თანხა შესაძლოა გაიცეს ერთიანად ან რამდენიმე ტრანშად (ნაწილად) ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით.
3.2. საპროცენტო სარგებელი, საკომისიო და მათი დაანგარიშებისა და დარიცხვის წესი
3.2.1. საპროცენტო სარგებლის და საკომისიოს ფორმა და ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
3.2.2. საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტობრივი დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით;
3.2.3. საკომისიოს ოდენობა იანგარიშება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და პერიოდულობით. მათ შორის, თუ გათვალისწინებულია წლიური საკომისიო, მაშინ მისი დაანგარიშება მოხდება საპროცენტო სარგებლის დაანგარიშებისათვის გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა წესით;
3.2.4. საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
3.3. პირგასამტეხლო (ჯარიმა) კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის და მისი დარიცხვის წესი
3.3.1. პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება ხელშეკრულებით;
3.3.2. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე;
3.3.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გადასახდელების) შესრულებისაგან/გადახდისაგან.
3.4. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს (ჯარიმის) და სხვა გადასახდელების გადახდის წესი
3.4.1. კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები;
3.4.2. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაანგარიშება და გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით დადგენილი წესით და შესაბამისად. ამასთან, გრაფიკსა და ხელშეკრულების დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა. ამასთან, შეუსაბამობად არ მიიჩნევა გრაფიკით განსაზღვრული დებულებების/მონაცემების არარსებობა ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გრაფიკით განსაზღვრულ დებულებებს/მონაცემებს. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ წარდგენილი ზეპირი ან წერილობითი განცხადების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტის თანხა და საპროცენტო სარგებელი შეიძლება წინსწრებით დაიფაროს ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც;
3.4.3. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს იმავე ვალუტაში რა ვალუტაშიც დამტკიცებულია კრედიტი, ხოლო აღნიშნული მიზნით თანხის კონვერტაციის აუცილებლობის შემთხვევაში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს კლიენტის ხარჯზე კონვერტაციის თარიღისათვის ბანკში დაწესებული კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3.4.4. xxxxxxxx მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ისინი გადახდილია ხელშეკრულებით დადგენილ თარიღში, ხოლო თუ ეს თარიღი ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
3.4.5. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად.
3.5. კრედიტით სარგებლობის დამატებითი პირობები
3.5.1. თუ კრედიტის თანხა დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება გაცემის მომენტში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
3.5.2. თუ კრედიტის თანხის მოცულობა დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო კრედიტის თანხის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.5.3. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტებით მომსახურებაზე (მათ შორის, კრედიტის თანხების გაცემაზე) ან მის ნაწილზე, თუკი კლიენტის ქონებაზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (მათ შორის, ანგარიშზე) აღრიცხულია (რეგისტრირებულია) რაიმე სახის შეზღუდვა, მათ შორის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც საფრთხეს უქმნის კლიენტის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
3.5.4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დარიცხვის (გადახდის) მომენტში, კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს
ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) განაკვეთები, რომელთა მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) განაკვეთები, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
3.5.5. კლიენტი ვალდებულია კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით, ვადამდე შესრულებამდე, მათ შორის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე, აღნიშნულის თაობაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დრით ადრე წერილობით მიმართოს ბანკს. ამასთან, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის მოცულობა არ აღემატება 2000000 (ორი მილიონი) ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში (ბანკისათვის წერილობით მიმართვის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით), ბანკი ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვას უზრუნველყოფს წერილობით მიმართვის დღეს ან თუ წერილობით მიმართვა განხორციელდა არასამუშაო დროს, არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვა უზრუნველყოს დანართი N1-ის 5.2. პუნქტით გათვალისიწნებული წესით.
3.5.6. კრედიტის თანხის ვადამდე დაფარვისას, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ მოთხოვნილ ვადაში (ხოლო თუ ბანკის მიერ ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ დაუყოვნებლივ), ბანკისთვის მისაღები ფორმით, წარუდგინოს ბანკს კრედიტის თანხის დაფარვისთვის გამოყენებული ფულადი სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კლიენტის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კრედიტის თანხის დაფარვა ხდება სხვა საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფულადი სახსრებით, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ანიჭებს ბანკს უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დააკისროს კლიენტს ათვისებული კრედიტის თანხის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების საკომისიო.
3.5.7. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული
სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი საკომისიო, თანხა, საზღაური ან/და გადასახდელი მითითებული და განსაზღვრულია გადასახადების (მათ შორის
შეუზღუდავად, ნებისმიერ იურისდიქციაში განსაზღვრული წყაროსთან დაკავების ვალდებულების ან/და არაპირდაპირი გადასახადის) გარეშე და არ მოიცავს მათ.
3.5.8. მიუხედავად ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის ნებისმიერი სხვა უფლების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია უარი განუცხადოს კლიენტს კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდაზე, გაცემაზე ან შენარჩუნებაზე, თუ (ა) კანონმდებლობა უკანონოს ან შეუძლებელს ხდის ბანკის მიერ კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდას, გაცემას ან შენარჩუნებას/ქონას, და/ან (ბ) კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდა, გაცემა ან შენარჩუნება/ქონა ეწინააღმდეგება ან შეუსაბამოა კანონმდებლობას და/ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ აკრძალვას/შეზღუდვას.
3.5.9. იმ შემთხვევაში, თუ უზრვენლყოფის/იპოთეკის
საგნის რეალური ფართობი არ ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემს, კლიენტი ვალდებულია კრედიტის თანხის გაცემიდან/ათვისებიდან 2 (ორი) თვის ვადაში მოითხოვოს ამზომველის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი და დააზუსტოს რეალური ფართობი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში. ამასთან, აღნიშნულ ვადაში მოთხოვნილი უნდა იქნეს განახლებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4. კლიენტის ძირითადი ვალდებულებები ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
4.1. მიზნობრიობა. კლიენტი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით დადგენილი კრედიტის მიზნობრიობა (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);
4.2. დაზღვევა. კლიენტი ვალდებულია ბანკის წერილობით ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები (მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალებები) ბანკის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს ბანკი ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს ბანკის (ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირის)
მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები.
4.2.1. ამასთან, კლიენტი იღებს ვალდებულებას:
4.2.1.1. დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს ბანკს;
4.2.1.2. თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს ბანკს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვადით;
4.2.1.3. დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და სადაზღვევო კომპანიას.
4.3. ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფა. კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების (ან მათი ნაწილის) შესრულების, ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლო), აღსრულების, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად:
4.3.1. თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს);
4.3.2. თუ კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე ბანკი წერილობით უარს განაცხადებს უზრუნველყოფაზე, მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფის ამგვარი გაუქმება ჩაითვლება მხარეთა შორის შეთანხმებულად და ბანკის მოთხოვნები კლიენტის მიმართ დარჩება ძალაში სრული ოდენობით.
4.4. ინფორმაციის წარდგენა. კლიენტი ვალდებულია ქვემოთ მითითებულ ვადებში, ან/და ბანკის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
4.4.1. ასახავს კლიენტის საერთო აქტივებს/ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას (მათ შორის ბალანსი და
მოგება-ზარალის უწყისი), საქმიან ოპერაციებს, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის, სხვა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ანგარიშებიდან) და ანგარიშგებას (საგადასახადო ანგარიშგების ჩათვლით), მათ შორის:
4.4.1.1. ყოველი კალენდარული კვარტლის შემდგომი თვის ბოლო რიცხვამდე – ინფორმაცია საერთო აქტივების/ქონების შესახებ, მოგება-ზარალის უწყისი და ბალანსი კალენდარული კვარტლის ბოლო დღის მდგომარეობით;
4.4.1.2. ყოველი მომდევნო კალენდარული წლის მე-4 თვის ბოლო რიცხვამდე – გასული კალენდარული წლის ფინანსური დოკუმენტაცია (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) კალენდარული წლის ბოლო დღის მდგომარეობით, რომელიც ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული სახით ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4.4.1.3. დაუყოვნებლივ – იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, კლიენტის აქტივებთან/ქონებასთან, უზრუნველყოფის საშუალებებთან, კლიენტის გადახდისუნარიანობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას.
4.4.2. აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის
მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
4.4.3. მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
4.5. გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. კლიენტის მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:
4.5.1. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, შრომითი და სოციალური დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ან ასეთის საშიშროების შესახებ. აღნიშნულთან ერთად კლიენტი ვალდებულია ბანკს აცნობოს იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, ასევე, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეუთანხმოს ბანკს ან/და გაითვალისწინოს
ბანკის მოთხოვნები და რეკომენდაციები აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად;
4.5.2. მხარეები თანხმდებიან შეასრულონ დანართი N3-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაკისრი/მინიჭებული უფლება-მოვალეობები.
4.6. სხვა ვალდებულებები. კლიენტი ვალდებულია
4.6.1. ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:
4.6.1.1. კლიენტმა, როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს არ დაუშვას ძირითადი საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია;
4.6.1.2. არ დაუშვას საკუთარი აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ან/და სხვაგვარად დატვირთვა ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ, რითაც საფრთხე შეექმნება ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
4.6.1.3. არ განკარგოს ნებისმიერი სახით საკუთარი აქტივები/ქონება (ან მისი/მათი ნაწილი) ან/და შეიძინოს ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერი სახის აქტივები/ქონება ან მისი/მათი ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ქმედება განხორციელებულია კლიენტის ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.4. არ განახორციელოს ინვესტიციები, დაიკისროს რაიმე ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები, მათ შორის კაპიტალური დანახარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ინვესტიციების, ან/და ხარჯების გაწევა ან/და ვალდებულებების აღება შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის მიზნობრიობას, ან/და გახორციელებულია კლიენტის ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.5. არ დაიკისროს რაიმე დამატებითი საბალანსო ან გარესაბალანსო კრედიტები, სესხები ან/და მსგავსი ვალდებულებები;
4.6.1.6. დივიდენდების გაცემა კლიენტს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მხრიდან ადგილი არა აქვს ხელშეკრულების ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა შეთანხმებების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან ან/და დივიდენდის გაცემით არ იქმნება ამგვარი დარღვევის საშიშროება.
4.6.2. საკუთარი და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული დაცვით, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, (ა) ამგვარი ანგარიშების წარმოება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს (International Financial Reporting Standards), და (ბ) ფინანსური ანგარიშების შემოწმება უნდა მოხდეს ბანკისათვის
მისაღები აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ.
4.6.3. ისარგებლოს მხოლოდ ბანკის პროდუქტებით ან/და მომსახურებით, მათ შორის საბანკო ბრუნვის და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის 100 (ასი) % აწარმოოს/იქონიოს მხოლოდ ბანკის მეშვეობით.
4.6.4. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი), ხოლო ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან/გადახდისაგან.
5.2. ამასთან, კლიენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ბანკისათვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე). მათ შორის, დანართი N1-ის 3.5.5. პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია კლიენტს დარღვეული ვადის პერიოდზე დაარიცხოს შესაბამისი საპროცენტო სარგებლის (როგორც მიყენებული ზიანის/ზარალის) დამატებითი მოცულობა ან შესაბამისი ვალდებულების დაფარვა უზრუნველყოს წერილობით მიმართვიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა. ზიანის (ზარალის) ანაზღაურება კლიენტს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან/გადახდისაგან.
5.3. მიუხედავად დანართი N1-ის 5.1. და 5.2.
პუნქტებით განსაზღვრული გარანტიებისა, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
5.3.1. რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, განსაზღვროს კრედიტის და მის ფარგლებში არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა;
5.3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე, მასთან არსებული წესების დაცვით, შესაბამისი გადასახდელის
მოცულობით, უაქცეპტოდ დაბლოკოს კლიენტის
ნებისმიერი სახის ანგარიში.
5.3.3. კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან (მათ შორის საანაბრე ანგარიშიდან) უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად.
6. კომუნიკაცია მხარეებს შორის
6.1. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, გარდა კლიენტისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების ვადამდე სრულად შესრულების მოთხოვნის წარდგენისა ან ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შეტყობინებისა, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის, ან სხვა ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, მობილ-ბანკით, ინტერნეტ-ბანკით) გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
6.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
6.2.1. კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
6.2.2. ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს.
6.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს
შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
6.4. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
7. კონფიდენციალურობა
7.1. მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
7.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
7.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე;
7.2.2. რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
7.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
7.3. მიუხედავად დანართი N1-ის 7.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
7.3.1. კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს კლიენტისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
7.3.1.1. ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
7.3.1.2. ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
7.3.2. ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და კლიენტის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: www.creditinfo.ge), რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: ა) კლიენტზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). კლიენტისათვის ცნობილია, რომ: ა) სს
„კრედიტინფო საქართველო“ წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის
კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; ბ) სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე კლიენტის მსხვილი
აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა
და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.
7.3.3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს კლიენტის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან.
7.3.4. კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
7.3.4.1. ხელშეკრულების და შესაბამისი უზრუნველყოფის ხელშეკრულებების/გარიგებების მხარეებს;
7.3.4.2. მესამე პირებს: (ა) კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან (ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და კლიენტის ვალდებულებების გადაკისრებით.
7.3.5. საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და ანგარიშგების ფარგლებში) მიზნით, კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება) მიაწოდოს ნებისმიერ მესამე პირს (მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, ან მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა მესამე პირებს), ამასთან ასეთი გადაცემული
ინფორმაციის/ხელშეკრულების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, შესაბამისი ინფორმაციის/ხელშეკრულების მიმღები მესამე პირი.
8. დავები
8.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან, აღსრულებასთან ან/და
ნამდვილობასთან/ბათილობასთან დაკავშირებით) წყდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ და მხოლოდ კანონმდებლობის გამოყენებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინიტანციის სასმართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9.2. ხელშეკრულებით, ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
9.2.1. ბანკის მიერ:
9.2.1.1. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას;
9.2.1.2. ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყებისას ან დადგომისას, რითაც საფრთხე შეექმნება: (ა) კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის აქტივებს/ქონებას ან/და მის საქმიანობას, ან/და (ბ) კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
9.2.1.3. კლიენტის მიერ კრედიტით სარგებლობა არ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
9.2.1.4. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალებულებებთან, ნაკისრ ვალდებულებებს;
9.2.1.5. თუ ადგილი ექნება კლიენტის აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის დაყადაღებას, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
9.2.1.6. კლიენტის აქციონერის, პარტნიორის თუ სხვა სახის დამფუძნებლის (მათ შორის, ბენეფიციარი მფლობელების) მიერ აქციის, წილის ან კლიენტის კაპიტალში/ქონებაში სხვა სახის მიმოქცევადი
უფლების განკარგვა (გასხვისება, დატვირთვა და ა.შ.) მოხდება ბანკთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე;
9.2.1.7. თუ ნებისმიერმა სხვა კრედიტორმა კლიენტს მიმართა მასთან გაფორმებული გარიგების ვადამდე შეწყვეტით ან/და მოსთხოვა ვალდებულების (მათ შორის ფინანსური) ვადამდე შესრულება, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
9.2.1.8. ქვეყანაში ინფლაციის დონის, სამომხმარებლო ფასების, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსების, ან/და სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების უარყოფითად ცვლილების გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის ფინანსურ მდგომარეობაზე ან/და საფრთხეს უქმნის კლიენტის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
9.2.2. კრედიტის მოქმედების ვადის ამოწურვისას, იმ პირობით, რომ მხარეებს სრულად აქვთ შესრულებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;
9.2.3. კლიენტის მიერ დანართი N1-ის 9.3. პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში და პირობებით;
9.2.4. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
9.2.5. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.3. კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება კრედიტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმ პირობით, რომ კლიენტს არ გააჩნია ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე სახის შეუსრულებელი/შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიმართ.
9.4. მხარე, რომელიც მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამასთან, თუ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ან უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ხელშეკრულება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
9.5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დადგომისას:
9.5.1. ბანკი თავისუფლდება ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
9.5.2. ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების შეუწყვეტლად, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე მოსთხოვოს კლიენტს ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულება (მათ შორის, კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით), რა შემთხვევაშიც ვალდებულების წინსწრებით შესრულების ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისათვის კლიენტს არ ეკისრება რაიმე დამატებითი გადასახდელის გადახდა.
9.6. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს კრედიტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
10. ცვლილებები და დამატებები
10.1. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით, მათ შორის კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით, მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე დადებული გარიგება წარმოადგენს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას და მასზე სრულად გავრცელდება ხელშეკრულების (მათ შორის მისი დანართების) პირობების მოქმედება.
10.2. მიუხედავად დანართი N1-ის 10.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ბანკი უფლებამოსილია:
10.2.1. შეამციროს კრედიტის მოცულობა;
10.2.2. შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;
10.2.3. გაზარდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის ვადა/ვადები უნდა შეიცვალოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალანდარული დღით;
10.2.4.შეცვალოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;
10.2.5.დაადგინოს საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთის ოდენობა.
10.3. ბანკის მიერ დანართი N1-ის 10.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
10.3.1.თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე ატყობინებს კლიენტს;
10.3.2.თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის სასარგებლოდ (მათ შორის საპროცენტო სარგებლის შემცირებისას), ან/და არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს დანართი N1-ის მე-6 მუხლით დადგენილი წესით ან/და ბანკის სერვის ცენტრებში ან/და სხვა მომსახურების წერტილებში შესაბამისი განცხადების განთავსებით.
10.4. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები (მათ შორის 10.2. და 10.3. პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები და დამატებები) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11. ხელშეკრულების პირობების მოქმედება კლიენტების მიმართ
11.1. ხელშეკრულების მიზნებისათვის, „კლიენტის” დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
11.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
11.2.1.დანართი N1-ის მე-11 მუხლის სხვა დებულებებით დადგენილი პასუხისმგებლობის შეუზღუდავად, თითოეული ასეთი კლიენტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა/შესაბამისი ხელშეკრულების დადება/ხელმოწერა შესაძლოა მოხდეს ინდივიდუალურად, ერთობლივად ან/და ცალკეული ჯგუფების მიხედვით;
11.2.2.თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
11.2.3.თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს კლიენტი ამგვარი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს;
11.2.4.თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
11.2.5.ერთ-ერთი კლიენტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ კლიენტს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
12. სხვა პირობები
12.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, LIBOR განაკვეთი ან/და სხვა) გაუქმების ან/და ოფიციალურად გამოქვეყნების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში ან/და შესაბამისი პირების (მაგ. საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო ინდექსის პროვაიდერის/ადმინისტრატორის ან/და სხვა) მიერ აღნიშნულის დაანონსების შემთხვევაში, ბანკი განსაზღვრავს ახალ საჯარო ინდექსს და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიებს/ფორმულებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის/რომელთა შესაბამისადაც მოხდება საპროცენტო სარგებლის ფორმირება. აღნიშნულის თაობაზე ბანკი შეატყობინებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული კომუნიკაციის ერთ- ერთი საშუალებით. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის გაუქმების ან/და ოფიციალურად გამოქვეყნების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში ან/და შესაბამისი პირების (მაგ. საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო ინდექსის პროვაიდერის/ადმინისტრატორის ან/და სხვა) მიერ აღნიშნულის დაანონსების შემთხვევაში: (ა)ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, არსებული საჯარო
ინდექსის გაუქმების, გამოქვეყნების შეწყვეტის ან შეჩერების შემდგომ, არსებული საჯარო ინდექსით იქნება ფორმირებული იმ მომენტამდე, რა მომენტშიც ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების შესაბამისად უნდა მომხდარიყო არსებული საჯარო ინდექსის განახლება; (ბ) ბანკის მიერ ახალი საჯარო ინდექსის გათვალისწინებით განისაზღვრება/შეიცვლება საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის დადგენილი საჯარო ინდექსის დანამატი საპროცენტო კოეფიციენტი ისე, რომ საჯარო ინდექსის ჩანაცვლების მომენტში, ახალი საჯარო ინდექსით ფორმირებული საპროცენტო სარგებლის მოცულობა იქნება არსებული საჯარო ინდექსით ფორმირებული საპროცენტო სარგებლის მოცულობის ტოლი, თუმცა, არანაკლებ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული მინიმალური საპროცენტო სარგებლის მოცულობისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის ოფიციალურად გამოქვეყნების შეჩერების შემდგომ მისი ოფიციალურად გამოქვეყნების განახლების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საპროცენტო სარგებლის ფორმირების მიზნით, აღადგინოს არსებული საჯარო ინდექსი ან განაგრძოს საპროცენტო სარგებლის ფორმირება შესაბამისი საჯარო ინდექსით. თუ კანონმდელობით ან/და კანონმდელობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის (მაგ. საქართველოს ეროვნული ბანკის) მიერ განისაზღვრება საჯარო ინდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სავალდებულოდ შესასრულებელი წესი/პირობა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ წესს/პირობას, ხოლო თუ განისაზღვრება სარეკომენდაციო წესი/პირობა, ბანკი უფლებამოსილი იქნება სრულად ან ნაწილობრივ იმოქმედოს აღნიშნული სარეკომენდაციო წესის/პირობის შესაბამისად.
12.2. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
12.3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება
ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
12.4. ხელშეკრულების რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას.
12.5. ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები, კონტექსტის შესაბამისად გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
12.6. ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.
12.7. ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულება ან/და კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
12.8. კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით
ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ კლიენტმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
12.9. მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში აღწერილია საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მონაცემები, თითოეული მხარე უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხელმოწერასთან ერთად, უთითებს სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს.
12.10. ხელშეკრულებით განსაზღვრული დეფინიციები გამოყოფილია მკაფიოდ გამუქებული სიტყვებით ან/და სიმბოლოებით.
12.11. ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
12.12. ხელშეკრულების იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.