სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 26/06/19
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 26/06/19
ქ. თბილისი 2019 წელი
ერთი მხრივ, სს „სილქნეტი“, (შემდგომში: „მიმწოდებელი“), სს „სილქნეტის“ გენ. დირექტორის 2018 წლის 10 იანვრის N 344/05-8 ბრძანების საფუძველზე, წარმოდგენილი კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის xxxxxx xxxxxxxxxxxxx (პ/ნ 61001000301) სახით და მეორე მხრივ, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, (შემდგომში: „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxxxx xxxxxxxxxx სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–101 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 სექტემბრის #1805 განკარგულებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ შესაბამისად, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდგეზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებით „მიმწოდებელი“ „შემსყიდველს“ უწევს ინტერნეტის მიწოდების მომსახურებას (CPV 72400000).
1.2. ინტერნეტ მომსახურების სიჩქარე და ფასი რეგულირდება ამ ხელშეკრულების დანართით (რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია).
1.3. ხელშეკრულების ყველა ცვლილება (დანართებში არსებული მისამართების, ასევე ტარიფების) ფორმდება წერილობითი ფორმით, შეთანხმების სახით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იქნება.
1.4. მიმწოდებლის მიერ შესყიდვების ობიექტის მიწოდება განხორციელდება 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1. მომსახურების ფასი მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში. ხელშეკრულების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 3 600 (სამიათას ექვსასი) ლარს. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ფასი მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების ვადისა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სხვა პირობების გათვალისწინებით და მათზე დაყრდნობით.
2.2. მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს ყოველთვიურად. ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხორციელდება გაწეული მომსახურებების შესახებ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, სრული მოცულობით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 (ოცდახუთი) რიცხვისა.
2.3. წინააღმდეგობა მხარეების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შორის არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით და წინამდებარე პუნქტის მიხედვით დადგენილი პირობების დაცვით მეორე მხარეს წარუდგენს გადაანგარიშების მოთხოვნას გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. მხარის მიერ გადაანგარიშების მოთხოვნაში დაფიქსირებული უნდა იყოს დარიცხული თანხისა ან/და მომსახურების რა ნაწილს ეთანხმება იგი და რას არა, რა საფუძვლით ხდის სადაოდ დარიცხულ თანხას. ასევე, გადაანგარიშების მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი თუ სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2.4. 2.3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ არსებობს წინააღმდეგობა მხარეების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შორის, ანგარიშსწორება იწარმოებს ორმხრივად შეთანხმებულ ანუ არასადაო ნაწილზე, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. გადაანგარიშების მოთხოვნის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შეუთანხმებელ ნაწილზე მხარეები ქმნიან ერთობლივ კომისიას, რომელიც 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში სწავლობს მხარეთა მიერ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შეუთანხმებელი ნაწილის შეთანხმებას. ანგარიშსწორება განხორციელდება შეთანხმების საფუძველზე ოქმის შედგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას თითოეული უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან/და სასამართლოს.
2.5. ყველა სხვა შემთხვევაში, ანგარიშსწორება იწარმოებს “მიმწოდებლის” მიერ “შემსყიდველისადმი” წარდგენილი გაწეული მომსახურებების შესახებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული თანხების სრული ოდენობით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
2.6. ანგარიშწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, “მიმწოდებელი” უფლებამოსილია “შემსყიდველს” დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ვადის დარღვევა გაგრძელდა 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე მეტი ხნის ვადით, „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია შეუჩეროს „შემსყიდველს“ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინტერნეტის მიწოდების მომსახურება და მისცეს „შემსყიდველს“ დამატებითი ერთკვირიანი ვადა ანგარისწორების (პირგასამტეხლოების ჩათვლით) ვალდებულების სრულად შესასრულებლად. ამასთანავე, მომსახურების ასეთი შეჩერება არ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას. თუ ასეთი დამატებითი ერთკვირიანი ვადის გასვლის შემდგომ ანგარისწორების (პირგასამტეხლოების ჩათვლით) ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული „შემსყიდველის“ მიერ, „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინებით შეუწყვიტოს „შემსყიდველს“ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინტერნეტის მიწოდების მომსახურება და ვადამდე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
2.7. „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული პირგასამტეხლო(ები)ს დაკისრება წარმოადგენს „მხარის“ უფლებას და არა ვალდებულებას
დამრღვევი „მხარის“ მიმართ. პირგასამტეხლოს მიღების უფლება მეორე „მხარისათვის“ მოპოვებულად ითვლება და შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადახდას, დამრღვევი „მხარისათვის“ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობის დარიცხვა განხორციელდება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის თარიღისა.
2.8. ნებისმიერი მხარე უფლებემოსილია „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული მისი ნებისმიერი უფლება/სანქციები, რომლებიც წარმოშობილია „შემსყიდველის“ მხრიდან „ხელშეკრულების“ დარღვევის შედეგად, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს როგორც ცალ– ცალკე, ასევე ერთობლივად.
3. ანგარიშსწორების პირობების დარღვევის სამართლებრივი შედეგები
3.1. “შემსყიდველის” მიერ “მიმწოდებლის” წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, “მიმწოდებელი”
უფლებამოსილია გადახედოს წინამდებარე ხელშეკრულებას და მოითხოვოს მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
3.2. ფინანსური ვალდებულების დარღვევაში იგულისხმება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში “შემყიდველის” მიერ
“მიმწოდებლისთვის” თანხის არ ან/და არასრულად გადახდა.
3.3. ცვლილებები შეეხება ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ პირობებს, მათ შორის, გაწეულ ან/და გასაწევ მომსახურებაზე თანხის გადახდის ვადებს და “შემსყიდველის” მიერ “მიმწოდებლის” წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფის საკითხებს.
3.4. თანხა გადახდილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩაირიცხება/აისახება “მიმწოდებელის” საბანკო ანგარიშზე.
3.5. 3.1 პუნქტში განსაზღვრული ფაქტის დადგომის შემთხვევაში “მიმწოდებელი” უგზავნის “შემსყიდველს“ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღწერილი იქნება ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები.
3.6. “შემსყიდველი” 3.5 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილია წერილობით დაეთანხმოს ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ან/და უარი განაცხადოს მათზე. “შემსყიდველის” მიერ წერილობით შეტყობინებაში დაფიქსირებული მოთხოვნების არ ან/და ნაწილობრივ გაზიარება ჩაითვლება ხელშეკრულების არსებით დარღვევად და ამავდროულად უარად ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, „მიმწოდებელი” უფლებამოსილი იქნება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შეწყვიტოს ან/და შეაჩეროს წინამდებარე ხელშეკრულება „შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევის მიზეზით.
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
4.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2019 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
5. მომსახურების მიწოდების პირობები
5.1. „მიმწოდებელი “ უზრუნველყოფს „შემსყიდველს“ ინტერნეტ მომსახურებით, რომლის მიწოდებაც ხორციელდება დანართ(ებ)ში მოცემული პირობებით:
5.2. იმ შემთხვევაში, თუ გაუფრთხილებლად შეწყდება ინტერნეტის მომსახურების მიწოდება „მიმწოდებელის“ ბრალეულობით 6 საათზე მეტი დროით, რაც არ იქნება განპირობებული „შემსყიდველის“ დაუდევრობით ან ფორს-მაჟორით და ექსპლუატაციის შეწყვეტის ხანგრძლივობა აღემატება ექვს მიმდევრულ საათს, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გადასახადის კომპენსირება. კომპენსირების ზომა თითოეულ გათიშულ მომსახურების მიწოდებაზე გაითვლება შემდეგი ფორმულის თანახმად:
N=P*(T-6)/Tn
P არის დანართით განსაზღვრული ჯამური გადასახადი გათიშულ მომსახურებაზე, T არის მომსახურების გათიშვის ხანგრძლივობა (საათი), Tn
არის საათების რაოდენობა შესაბამისი თვის განმავლობაში.
კომპანსირება განხორციელდება მორიგი გადასახადის პროპორციულად შემცირების გზით.
6. ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1. „მიმწოდებელს“ შეუძლია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ „შემსყიდველმა“ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები. ამ შემთხვევაში „მიმწოდებელი“ წერილობით აცნობებს „შემსყიდველს“ აღნიშნულის შესახებ და განუსაზღვრავს 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღიან ვადას დარღვევების აღმოსაფხვრელად. დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად.
6.2. წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია ყოველგვარი დამატებითი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე
„მიმწოდებელი“ აცნობებს „შემსყიდველს“ ამის შესახებ და წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება ძალადაკარგულად „შემსყიდველისთვის“ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან.
6.3. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები:
6.3.1. მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
6.3.2. მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა;
6.3.3. წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლში მითითებული ვადის გასვლა;
6.3.4. ერთ-ერთი მხარის ლიკვიდაცია;
6.3.5. ერთ-ერთი მხარის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება;
6.3.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
7. xxxx xxxxxx (დაუძლეველი ძალა)
7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
7.2. „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობენ ხელშეკრულების დადების დროს და რომელთა დადგომა თუ ზემოქმედება მხარეებს არ შეუძლიათ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ.
7.3. დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), აფეთქებები (მათ შორის ტერორისტული თუ დივერსიული აქტები), საომარი მოქმედებები (მათ შორის სამოქალაქო არეულობები და გაფიცვები), ხელისუფლების ისეთი აქტები, რაც არსებითად აფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სხვა.
7.4. თუ ზემოხსენებულმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შერულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება. მხარემ, რომლისათვისაც ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა ამ გარემოებების დადგომიდან ან დასრულებიდან, შეატყობინოს მეორე მხარეს წერილიბით. შეუტყობინებლობის, ან დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
8. სხვადასხვა დებულებები
8.1. თითეული მხარე ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ორმხრივი კეთილი ნებისა და კეთილსინდსიერების პრინციპების შესაბამისად.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეთათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები არ შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ მესამე პირს ან შეიცვალოს, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
8.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სავალდებულოა როგორც მხარეებისათვის, ისე მათი უფლებამონაცვლეებისათვის.
8.4. ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარეებს შორის წარმოშობილი ყველა სადავო საკითხი პირველ რიგში გადაწყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა, მათ შორის, დაკავშირებული წინამდებარე ხელშეკრულების მოშლასთან, შეწყვეტისთან ან ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი იქნება სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.5. ხელშეკრულების ცალკეული დებულებების ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების დანარჩენი დებულებების ბათილობას, თუ შესაძლებელია ხელშეკრულების საგნის მიღწევა. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობის შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან შეცვალონ ბათილი დებულება ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ხელშეკრულების მოქმედი მუხლების შინაარს.
8.6. ხელშეკრულების დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ძალაშია ამ ხელშეკრულებასთან ერთად.
9. მხარეთა რეკვიზიტები:
„შემსყიდველი“
სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“
ს/კ: 205307960
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. #144
ფაქტიური მისამართი:
ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. #121 დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო ბიუჯეტი; საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი - TRESGE22
შიდა ანგარიში - 200122900 სახაზინო კოდი - 270106
„მიმწოდებელი“ სს „სილქნეტი“ ს/კ: 204566978
იურიდიული მისამართი:
საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ., №95
xxxxxxx xxxxxxxxxxx: სს „თიბისი ბანკი“
ბ/კ XXXXXX00
ა/ა XX00XX0000000000000000
xxxxxxxx xxxxxxxxx xxxxxx xxxxxxxxxxxx
LEPL
Emergency Situations Coordinatio n and Urgent Assistance Center
Digitally signed by LEPL Emergency Situations Coordination and Urgent Assistance Center
Date: 2019.06.25 10:05:20
+04'00'
Xxxxx signed by
Digitally
et JSC
Silknet JSC Date: 2019.06.26
15:22:11
+04'00'
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 01/01/19 ხელშეკრულების დანართი ოპტიკური სილქ ინტერნეტ მომსახურების (P2P) სატარიფო გეგმა
(ფასები მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით)
N | მომსახურების მიწოდების მისამართი | სააბონენტო პაკეტი | სააბონენტო გადასახდელი | სიჩქარე | სერვისის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) | სააბონენტო ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
1 | თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 121 | FOE exclusive | 600 ლარი | 100 მბ/წმ ლოკალი- 20 მბ/წმ გლობალი | OI322811662 |
ხარისხის პარამეტრი:
1. სიჩქრე გულისხმობს გარანტირებულ სიჩქარეს, რომელიც მოიცავს მაქსიმალურ, მინიმალურ და ფაქტობრივად ხელმისაწვდომ სიჩქარეებს.
2.
გლობალური ინტერნეტი - მიმართულება | დაყოვნება (ერთი მიმართულება) (მილიწამი) | xxxxxx (მილიწამი) | დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (%) |
ევროპა | <60 | <10 | <2 |
აშშ | <100 | ||
რუსეთი | <40 | ||
ჩინეთი | <200 | ||
სხვა | <250 |
ლოკალური ინტერნეტი | დაყოვნება (ერთი მიმართულება) (მილიწამი) | ჯიტერი (მილიწამი) | დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (%) |
<5 | <4 | <0.5 |
კომპანიის კუთვნილი ტექნიკური საშუალებების დაზიანებისას/დაუბრუნებლობისას ხელშეკრულების/დანართის გაფორმების მომენტისთვის აბონენტზე დასარიცხი ტექნიკური საშუალებების სარეალიზაციო ღირებულება | |
მოწყობილობის დასახელება | ტექნიკური საშუალების სარეალიზაციო ღირებულება |
ოპტიკური მედია კონვერტორი (100 მბ) □ | 180 ლარი |
მომსახურების საფასურის გადახდის თარიღი
• მომსახურების საფასურის გადახდა ხდება მომსახურების მიღების შემდეგ, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.
• აბონენტის მიერ თანხა გადახდილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩაირიცხება/აისახება კომპანიის საბანკო ანგარიშზე;
• ინსტალაციის ერთჯერადი საფასურის გადახდა ხდება მომსახურების პირველი თვის საბონენტო გადასახდელთან ერთად.
მომსახურების შეზღუდვის, აღდგენისა და შეწყვეტის სპეციალური პირობები:
1. აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური სატარიფო გეგმით გათვალისწინებული წესის და პირობების შესაბამისად;
2. მომსახურების საფასურის გადახდის პირობის დარღვევის შემთხვევაში, გადახდის ვადის ბოლო დღის მომდევნო დღიდან და/ან ლიმიტის ამოწურვისას, მომსახურება იზღუდება.
3. თუ არ მოხდება დავალიანების დაფარვა მომსახურების შეზღუდვიდან არასრული 3 (სამ) თვის (შეზღუდვის თარიღიდან თვის ბოლომდე პერიოდს დამატებული სრული ორი თვე) მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე, ხელშეკრულება წყდება.
4. მომსახურების აღდგენა შესაძლებელია მომსახურების შეზღუდვიდან მის შეწყვეტამდე, დავალიანების დაფარვის პირობით.
5. თუ აბონენტს ერთიან ანგარიშზე აქვს ოპტიკური სილქ ინტერნეტ ან/და VOIP სატელეფონო/სილქ ტვ მომსახურება, ოპტიკური სილქ ინტერნეტ მომსახურების ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტისას იგი არ არის ვალდებული დააბრუნოს ოპტიკური მოდემი.
6. სატარიფო გეგმით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებები აბონენტს გადაეცემა დროებით სარგებლობაში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
„შემსყიდველი“
სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“
ს/კ: 205307960
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. #144
ფაქტიური მისამართი:
ქ.თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. #121 დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო ბიუჯეტი; საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი - TRESGE22
შიდა ანგარიში - 200122900 სახაზინო კოდი - 270106
xxxxxxxx xxxxxxxxx
„მიმწოდებელი“ სს „სილქნეტი“ ს/კ: 204566978
იურიდიული მისამართი:
საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ., №95
საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ ბ/კ XXXXXX00
ა/ა XX00XX0000000000000000