მიმღები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 302003287
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (პროექტი)
ქ. თბილისი 2021 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.№ 2
მიმღები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 302003287
მეორეს მხრივ (მიმწოდებელი):
წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით, საიდენტიფიკაციო კოდი:
მისამართი:
ბანკის დასახელება:
ბანკის კოდი:
IBAN:
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის № 12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის (მიმწოდებელი კომპანიის დასახელება) სატენდერო წინადადების საფუძველზე, NAT ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1.ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომელზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2.ხელშეკრულების ღირებულება – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3.დღე, კვირა, თვე – კალენდარული დღე, კვირა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.4.„ეტაპი“ - წინამდებარე ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული თვე (30 კალენდარული დღე).
1.5.„შემსყიდველი” – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.6.„მიმწოდებელი” – პირი, რომელიც ახორციელებს სამუშაოს შესრულებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.7.„სამუშაო” – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.8.„ინსპექტირება“ – ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
1.9.„ექსპერტი"-სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირი.
1.10. „ჩარიცხული თანხა“- მიმწოდებლის რეკვიზიტზე ჩარიცხული თანხა.
2. ხელშეკრულების საგანი 2.1.ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:
▪ სსიპ „იუსტიციის სახლის“ თერჯოლის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
▪ CPV კოდი: 45210000 - შენობების მშენებლობა
2.2.სამუშაოების შერულებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის (დანართი N1) შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, ხელშეკრულების ძირითად ტექსტსა და მის დანართებს შორის წინააღმდეგობის/შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1.ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს: (თანხა სიტყვიერად) ლარს.
3.2.ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს, მათ შორის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
3.3.ხელშეკრულების ღირებულება შეიძლება დაკორექტირდეს ფაქტობრივად გაწეული სამუშაოების მიხედვით, ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
4. მიწოდების ადგილი და ვადები:
4.1.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) თვე, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის (დანართი N2) შესაბამისად, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
4.2.სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს აქვს უფლება წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.
4.3.შესრულებული სამუშაოების შემსყიდველისათვის ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში.
4.4.სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ.თერჯოლა, რუსთაველის N116 (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 00.00.00.000)
5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები:
5.1.მიმწოდებელი ვალდებულია:
5.1.1. განახორციელოს სამუშაოს შესრულება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
5.1.2. წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოთა შესრულების შესახებ ფორმა, რომელიც ასახავს შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ღირებულებას (შემდგომში „ფორმა N2").
5.1.3. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოშობილი საჭიროების შემთხვევაში, შენობის პროექტში შესატანი ნებისმიერი ცვლილების განხორციელების თხოვნით მიმართოს შემსყიდველს. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნას წერილობით. ხსენებული მიმართვის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში, შემსყიდველი უზრუნველყოფს ცვლილების შეტანას საპროექტო დოკუმენტაციაში.
5.1.4. განიხილოს შემსყიდველის ნებისმიერი პრეტენზია და არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მოტივირებული პოზიცია ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
5.1.5. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას გამოსაყენებელი სამშენებლო მასალის/მოწყობილობის ნიმუშები წარუდგინოს შემსყიდველს მისი ხარისხისა და სხვა მახასიათებლების შეთანხმების მიზნით.
5.1.6. სამშენებლო მასალა/მოწყობილობები უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს გამოყენებული (მეორადი მოხმარების) და შეესაბამებოდეს შემსყიდველთან შეთანხმებულ ნიმუშებსა და ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
5.1.7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - შემსყიდველმა მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნით ხარისხის დადასტურება. გამოყენებული მასალის ხარისხის საეჭვოობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მიმწოდებელს.
5.1.8. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ- ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვ.) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი ხარჯით აღმოფხვრას ასეთი შეუსაბამობა (გამოასწოროს დეფექტი ან, ჩაანაცვლოს შემსყიდველისათვის მისაღები მასალით, მოწყობილობით ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო). ამასთან, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების შიდა და გარე აგრეგატების მწარმოებელი კომპანი(ებ)ის სახელზე გაცემული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის (მაგ.: ISO) სერთიფიკატი.
5.1.9. უზრუნველყოს სამშენებლო ადგილის შემოსაზღვრა და დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სამუშაოს შეასრულება უზრუნველყოს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით; ობიექტის მშენებლობის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას სახანძრო, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები. სამუშაოების წარმოებისას საკუთარი თანამშრომლებისა თუ მესამე პირების მიმართ გამოწვეულ ნებისმიერ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ამ კუთხით არავინ შეიძლება დააყენოს რაიმე სახის მოთხოვნა შემსყიდველის მიმართ.
5.1.10. სამუშაოების შესრულების პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაური, ვიბრაცია და მტვრის გავრცელება.
5.1.11. სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების შესაბამისად.
5.1.12. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
5.1.13. ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
5.1.14. სრულად აანაზღაუროს ან/და საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას სამუშაოს შესრულების პროცესში მისი მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით) შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი (ზარალი).
5.1.15. სამუშაოების მიმდინარეობისას მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებისა და შესაბამისი სამოქმედო ინსტრუქციის (გეგმის) ერთობლივად შემუშავების მიზნით, პრობლემისა და სავარაუდო ნეგატიური შედეგების დეტალური აღწერილობა წერილობით წარუდგინოს ინსპექტირების ჯგუფს.
5.1.16. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და შეტყობინება შემსყიდველს მიაწოდოს (წარუდგინოს) წერილობით ან/და ელ.ფოსტის საშუალებით.
5.1.17. წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები (ასეთის არსებობისას) გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიღებული თანხების მიზნობრივად განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
5.1.18. მშენებლობის პროცესში მოხმარებულ ენერგორესურსებსა და წყალზე კომუნალური გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
5.1.19. საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თავს არიდებს წინამდებარე ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ობიექტის დასუფთავება და გაწეული ხარჯი დაუქვითოს მიმწოდებელს საბოლოო ანგარიშსწორებისას ან მოსთხოვოს მისი ანაზღაურება.
5.1.20. წარმოადგინოს ყოველკვირეული ანგარიში შესრულებულ სამუშაოთა შესახებ წერილობით, ხოლო შემსყიდველის მითითებით - ელექტრონული ფორმით.
5.1.21. ყოველდღიურად აწარმოოს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი. ამასთან, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გაეცნოს აღრიცხვის ჟურნალს და მიიღოს ჟურნალის ჩანაწერების ასლები.
5.1.22. წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მესამე პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში სავალდებულო წესით ასახოს დებულება იმის შესახებ, რომ სსიპ „იუსტიციის სახლი“ უფლებამოსილია, მიმწოდებლის კონტრაჰენტისგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესასრულებლად განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.
5.1.23. სამშენებლო ობიექტზე არ დაუშვას ისეთი პირების ყოფნა, რომლებმაც შესაძლოა რაიმე ფორმით ხელი შეუშალონ სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას და პროექტის განხორციელებას (გამოიწვიონ სამუშაოთა შეფერხება, არსებობს მაღალი რისკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და სხვ.). ასეთი პირების შესახებ მითითება შეიძლება ასევე გასცეს შემსყიდველმაც, რომლის გათვალისწინებაც მიმწოდებლისთვის სავალდებულოა.
5.1.24. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დაადგენს, რომ არასაკმარისი პერსონალის გამო შესაძლოა საფრთხე შეექმნას გეგმა- გრაფიკის შესაბამისად სამუშაოების შესრულებას, შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით მოიზიდოს პერსონალი და გაზარდოს მშენებლობის მიმდინარეობის ტემპი.
5.1.25. დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემსყიდველს სრული ინფორმაცია ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ან ქმნიდეს/ზრდიდეს საფრთხეს ასეთი შესრულებისათვის. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ასეთი ინფორმაციის ამსახველი მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
5.1.26. შემსყიდველის მოთხოვნით მას წარუდგინოს ინფორმაცია და მის ხელთ არსებული შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
5.1.26.1. ქვეკონტრაქტორების/დაქირავებული პირების შესახებ (ასევე შესაბამისი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
5.1.26.2. ქვეკონტრაქტორების/დაქირავებული პირების მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებების ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
5.1.26.3. მიმწოდებლის სხვა (მესამე პირების წინაშე ნაკისრი) ვალდებულებების შესახებ (შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის ჩათვლით). ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს მესამე პირებისაგან ასეთი ინფორმაცია პირდაპირ ასეთი მესამე პირებისაგან, რაზედაც მიმწოდებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.
5.1.26.4. კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებობისა და მისი შესრულების შესახებ.
5.1.26.5. სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობების არსებობის შეფასებისათვის.
5.1.26.6. გადასცეს შემსყიდველს ფაქტობროვად შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ში გათვალისწინებული საქონელი, მომსახურება და სამუშაო უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან თავისუფალ მდგომარეობაში.
5.1.27. წინამდებარე ხელშეკრულების დანართებს შორის რაიმე სახის ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ხსენებული საკითხის აღწერით წერილობით მიმართოს შემსყიდველს ასეთი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღის ვადაში. თავის მხრივ, შემსყიდველი ხსენებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით მიმწოდებელს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებას აძლევს არაუგვიანეს 10 (ათი) დღის განმავლობაში. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს შეუსაბამობის ფაქტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას.
5.1.28. წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოების შესრულების ამსახველი, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ დადასტურებული საექსპერტო დასკვნა. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება. (მიმწოდებლის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.1.29. სამუშაოების დაწყებამდე აღრიცხოს ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები და შესრულების პერიოდში დაიცვას ისინი ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან/დაზიანებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოების პროცესში საჭირო გახდება მათი გადარგვა, შეათანხმოს აღნიშნული საკითხი შემსყიდველთან და უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით მათი დაუზიანებლად გადარგვა.
5.1.30. ჭერების, ფასადის და პანელის დეტალები არის მხოლოდ არქიტექტურული გადაწყვეტა. მათი საბოლოო დამუშავება და მუშა ნახაზების შესრულება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე და შეთანხმდეს შემსყიდველთან.
5.1.31. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.
5.1.32. მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს და სამშენებლო მოედნის მიმდებარე ადგილებზე განათავსოს საპროექტო ობიექტის შესახებ სათანადო ინფორმაციის შემცველი ბანერი (არანაკლებ 1200*600მმ), სადაც დატანილი უნდა იყოს შენობის რენდერი და ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 კვირაში.
5.1.33. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ/პირებთან ერთად.
5.1.34. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
5.1.35. სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
5.1.36. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან მაქსიმუმ 1 თვეში სამშენებლო ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს 4G ინტერნეტით უზრუნველყოფილი, მინიმუმ 2 მეგაპიქსელიანი, ღამის ხედვის ორი ცალი გარე სამონტაჟო კამერის დაყენება. კამერების დაყენების ადგილი და რაკურსი შეთანხმდეს შემსყიდველთან. კამერები უნდა იძლეოდნენ შესაძლებლობას რომ შემსყიდველის სურვილის შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში განახორციელოს სამშენებლო ტერიტორიის კონტროლი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოწყობილობების ტექნიკური და პროგრამული გამართულობა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოწყობილობებზე შესაბამისი წვდომა.
5.1.37. შესრულებული სამუშაოების მოცულობები და სამუშაოებისას გამოყენებული მასალებისა და აგრეგატ/დანადგარების შესაბამისობა პროექტითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტირებული პირის მიერ მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.1.38. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მშენებლობის დროს გამოყენებული ბეტონის ხარისხის პროექტთან შესაბამისობის დასკვნა (არანაკლებ პროექტში მითითებული ბეტონის მარკისა), რომელიც გაცემული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ. დასკვნა გაცემული უნდა იყოს ბეტონის მიწოდებისას აღებული სინჯების გამოცდის საფუძველზე.
5.1.39. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტში მითითებული ტკეპვნის კოეფიციენტზე დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრეედიტირებული ორგანიზაციის მიერ შემსყიდველის მიერ მითითებული ნიშნულებზე და ადგილებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე/მიხედვით.
5.1.40. მიმწოდებელმა, გეგმა-გრაფიკის შედგენისას უნდა გაითვალისწინოს, რომ უამინდობის გამო გეგმა- გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა არ გაგრძელდება.
5.1.41. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის„სამშენებლო რესურსების ფასებით“ ან ბაზრის კვლევის საფუძველზე განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა.
5.1.42. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.2.შემსყიდველი ვალდებულია:
5.2.1. უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების შესაბამისად.
5.2.2. უზრუნველყოს, შესაბამის ორგანოებში მშენებლობის პროექტის შეთანხმება და ნებართვის მიღება. ასევე პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული.
5.2.3. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.3.შემსყიდველი უფლებამოსილია:
5.3.1. ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ექსპერტის მოწვევის გზით) შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისი ხარისხი. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს შეუჩეროს თანხის გადახდა. ასეთი საფუძვლით გადახდის შეჩერების შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებისაგან.
5.3.2. უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და ამისათვის მოითხოვოს სრული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, სხვა მტკიცებულებების წარდგენა, მოსთხოვოს ამავე მიზნით განმარტებები უშუალოდ მიმწოდებელს ან მის ქვეკონტრაქტორებს (დაქირავებულ პირებს).
5.3.3. ხელშეკრულების მიმიდნაეობის ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული, ნებისმიერი ტიპის საქონლის, მომსახურებისა და სამუშოას შესყიდვის დამასასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
6. საგარანტიო პირობები და ვადები
6.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და ნორმებს.
6.2. მიმწოდბელის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი სახის საგარანტიო ვადები:
ა) კონსტრუქციული ნაწილის და ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებული მასალების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან - არანაკლებ 20 წელს; ბ) მშენებლობის დროს გამოყენებულ სამშენებლო
მასალებზე (გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგების, წყალსარინების და სახანძრო წყალმომარაგების სამუშაოებში გამოყენებული დანადგარები და მასალები) - არანაკლებ 3 წელს; გ) ყველა სხვა სახის სარემონტო სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე - არანაკლებ 2 წელს;
6.3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
6.4. მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულების 6.3. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
7.1 გაწეული მომსახურების ხარისხისა და შესრულებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხის შემოწმების მიზნით, ხელშეკრულების ინსპექტირებას განახორციელებს სსიპ „იუსტიციის სახლის“ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური. შემსყიდველს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ ჩართოს ინსპექტირების პროცესში სხვა პირები, რომელთა ჩართვასაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად.
7.2 შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს განახორციელოს ინსპექტირება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, შეუზღუდავად.
7.3 შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნი, მიმწოდებელი ვალდებულია, გამოასწოროს წუნი, თუ წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის ბრალით, ან თუ მიმწოდებელი ვერ შეძლებს წუნის გამოსწორებას შეთანხმებულ ვადაში და შემსყიდველს გადახდილი აქვს ამ წუნდებული სამუშაოს ღირებულება, მიმწოდებელი ვალდებულია, წუნდებული სამუშაოს საფასური შემსყიდველს დაუბრუნოს შეთანხმებული ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
7.4 შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ანგარიშების მიწოდება მიმწოდებლისაგან, რომელიც უკავშირდება სამუშაოთა მიმდინარეობას, მის ხარისხს, ან/და ნაკისრი სხვა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.
7.5 მიმწოდებელი პასუხისმგებელია ინსპექტირებისა და ვალდებულებების შესრულების პროცესის კონტროლის მიზნით შემსყიდველისათვის მიწოდებული ინფორმაციისა და ანგარიშების სისწორეზე და ნამდვილობაზე.
7.6 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითებით წარგზავნილ იუსტიციის სამინისტროს სისტემის ნებისმიერ თანამშრომელს ინსპექტირების განხორციელებისას და შეასრულოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ნებისმიერი მითითება ინსპექტირების მიზნებისთვის, შეასრულოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირების ან უშუალოდ შემსყიდველის ან ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილი პირების მითითებები. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, შეასრულოს შემსყიდველის ნებისმიერი სახის მითითება წინამდებარე კონტრაქტთან დაკავშირებით.
7.7 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინსპექტირების განხორციელება წარმოადგენს შემსყიდველის უფლებას და არა ვალდებულებას, შესაბამისად ხსენებული მექანიზმი გამოიყენება შემსყიდველის შეხედულებისამებრ.
8. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
8.1 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით.
8.2 ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა. (მიმწოდებლის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
8.3 შემსყიდველს უფლება აქვს, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას მიმწოდებელს მოსთხოვოს მშენებლობაზე დასაქმებულ პერსონალთან სახელფასო დავალიანების არქონის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა და არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს ამ დოკუმენტაციის წარდგენამდე. ამ უფლებით სარგებლობა შემსყიდველს შეუძლია მიღება-ჩაბარების შემდგომაც, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის წარდგენამდე შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს თანხის გადახდა.
9. ანგარიშსწორება
9.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
9.1.1. ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
9.1.2. ანგარიშსწორების ფორმა – უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
9.1.3. ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან 1 000 000 ლარი ანაზღაურდება წინასწარი ანგარიშსწორების გზით. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 30 დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
9.1.4. წინასწარ გადახდილი თანხა გათავისუფლდება ეტაპობრივად (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე), ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 40%-ის ოდენობით, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული
მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია;
9.1.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა;
9.1.6 ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი 60% შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
9.1.7 წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;
9.1.8 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
9.1.9 დაფინანსების წყარო: 2021 წელს - არაუმეტეს 476 000 ლარი საკუთარი შემოსავლების, ხოლო 1 024 000 ლარი საბიუჯეტი სახსრების ფარგლებში, ხოლო 2022 წელს ( ლარი) სსიპ „იუსტიციის სახლისათვის“ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
9.1.10 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის წინასწარ გადახდილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხებს შორის სხვაობას;
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული შეფერხება გასტანს 1 (ერთ) თვეს ან მეტხანს, შემსყიდველს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1 წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ამსახველი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების (ეტაპის) დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წუნდებული სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით.
11.3 ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სახის ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველი დღის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს.
11.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ნაწილობრივი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 10%-ის ოდენობით.
11.5 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელია, შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
11.6 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.7 მხარეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
11.8 შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გადახდა უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედებით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.2 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, რა დროსაც, შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღისა, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ამ გარემოების წარმოშობისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე დაურთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები. შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ასეთი გარემოებების დაზუსტება და დამატებით მტკიცებულებების წარდგენა. შემსყიდველი უფლებამოსილია დამოუკიდებლადაც მოიპოვოს მესამე პირებისაგან ასეთი ინფორმაცია და მოიპოვოს მტკიცებულებები.
12.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს 10%-ით.
12.4 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12.5 სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ნებისმიერი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების წერილობით ინიციირებამდე არ არის გასული 15 (თხუთმეტი) დღეზე მეტი იმ დღიდან, რაც წარმოიშვა ის გარემოებები, რომელიც ანიჭებს ერთ-ერთ მხარეს ხელშეკრულებაში ცვლილებების მოთხოვნის უფლებას.
13. დავების გადაწყვეტა
13.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია მიმართოს საქართველოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14.2 წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი დანარჩენი პირობების ბათილობას და მხარეებს ეკისრებათ მათი განუხრელად დაცვის ვალდებულება.
14.3 თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
14.4 შემსყიდველი უფლებამოსილია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება:
14.4.1 თუ მიმწოდებლის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე თუ მიმწოდებლის მიმართ დაწყებულია იძულებითი აღსრულება, რომლის ოდენობაც აღემატება ამ ხელშეკრულების ღირებულების 20%-ს (ასევე, როდესაც ასეთი აღსრულების დაწყება მოსალოდნელია და მიმწოდებელს არ შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ასეთი ვალდებულება).
14.4.2 მიმწოდებლის მიერ სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ნებისმიერი ეტაპის ვადის 20 (ოცი) დღეზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში.
14.4.3 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ არც მომავალში აპირებს/მოახერხებს მათ შესრულებას.
14.4.4 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
14.5 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არღვევს (რაშიც იგულისხმება ასევე ვალდებულებების შესრულების გაჭიანურება საამისოდ აუცილებელი ობიექტური მიზეზის დასახელებისა და დასაბუთების გარეშე) ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ისეთ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება შემსყიდველისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, შემსყიდველისათვის გამოყენებული უნდა იქნას ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების პროცესის კონტროლისათვის, ხელშეკრულების მოშლისათვის არ მოითხოვება დამატებითი ვადის დაწესება ან/და დამატებით გაფრთხილება.
15. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
15.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილია მიერ გაცემული, ხელშეკრულების ღირებულების _%-იანი საბანკო გარანტია , რომელიც ძალაშია ჩათვლით.
15.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს 15.1. პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.
15.3 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაბრუნება.
16. კონფიდენციალობის დაცვა
16.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მათთვის შესაძლოა ზეპირად, წერილობით, გამოსახულებით ან ელექტრონული მატარებლების საშუალებით ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია, რომლის მესამე პირისთვის გამჟღავნება კონტრაჰენტს მიზანშეუწონლად შეიძლება მიაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მეორე მხარემ ხსენებული ინფორმაცია არ უნდა გახადოს მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი.
16.2 წინამდებარე მუხლის 15.1. პუნქტით დადგენილი შეზღუდვისას შემსყიდველს არ შეიძლება მოეთხოვოს იმ ინფორმაციის დაფარვა მესამე პირებისგან, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებულია საჯარო ინფორმაციად.
16.3 კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიუხედავად.
17. მხარეთა კომუნიკაციის პირობები
17.1 მხარეები ერთმანეთის ინფორმირებას ახდენენ ამ მუხლში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სატელეფონო ან/და წერილობით.
17.2 ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარეთა უფლებამოსილი პირები არიან: შემსყიდველის მხრიდან - (ტელ.: ; ელფოსტა: ); მიმწოდებლის მხრიდან - (ტელ.: ელფოსტა; ).
17.3 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია აწარმოოს მხოლოდ წერილობით.
17.4 შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებელთან კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ამ მუხლში მითითებულ ელფოსტაზე გზავნილით, ისევე ამავე მუხლში მითითებულ უფლებამოსილ პირთან სატელეფონო კომუნიკაციითა და/ან წერილობით. ყველა ამ ფორმით გადაცემული ინფორმაცია ოფიციალურ ძალას ატარებს.
17.5 მიმწოდებელი ვალდებულია, წინამდებარე მუხლში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგზავნილი ინფორმაცია ჩაითვლება სათანადო წესით მიწოდებულად.
18. ფორს-მაჟორი
18.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
18.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
18.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
19. დამატებითი ტექნიკური პირობები
19.1 სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის ცენტრალური/საკონტროლო პანელი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა სამისამართო მოწყობილობის ცალ-ცალკე მონიტორინგს და მართვას, გარემო პირობებისაგან დამოკიდებულებით ყველა დეტექტორის მგრძნობიარობის ინდივიდუალურ დარეგულიერებას, შემავალი დაგამავალი მოწყობილობების ჩართვისათვის ბრძანების მიწოდებას. სისტემის მეხსიერება უნდა უზრუნველყოფდეს დროის და ადგილის ინფორმაციის მატარებელის შეტყობინების შენახვას არანაკლებ 500 შეტყობინების, თავისუფლად უნდა იძლეოდეს ინფორმაციის გამოტანას დისპლეიზე ან მონიტორზე.
19.2 ზამთრის პირობებში (ყინვის დროს) მუშაობისას ბეტონის ჩაწყობის შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას ყინვამედეგი ბეტონი, რომელიც მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს განფასებისას და მოწყობის შემდეგ წარმოადგინოს ყინვამედეგობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დასკვნა.
20. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
20.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს დეკემბრის
ჩათვლით, ხოლო საგარანტიო ნაწილში ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად.