• კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: რეფინანსირების განაკვეთს + X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად), მაგრამ არანაკლებ X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად) და არაუმეტეს X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები | ||
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ინდექსირებული
• კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: რეფინანსირების განაკვეთს + X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად), მაგრამ არანაკლებ X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად) და არაუმეტეს X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება იმ დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
ფინანსური ხარჯები
• ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი): საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
• ვადის ბოლოს შენატანი: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
შენატანები შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.
• კრედიტის გაცემის საკომისიო: განისაზღვრება ინდივიდუალურად
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: განისაზღვრება ინდივიდუალურად
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების გაუქმების რეგისტრაციის ხარჯი: განისაზღვრება ინდივიდუალურად
• კრედიტის ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯი (კრედიტის გადარიცხვის ან/და განაღდების
საკომისიო): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• სესხის მართვის საკომისიო: განისაზღვრება ინდივიდუალურად
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• კრედიტის ვადა: X წელი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: კლიენტის მიერ საკრედიტო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
• კლიენტი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე დაფაროს კრედიტი. კრედიტის წინსწრებით დაფარვის
საკომისიო (მსესხებლის კუთვნილი ან მესამე პირის სახსრებით): გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად); კრედიტის რეფინანსირების (გარდა შიდა რეფინანსირებისა) საკომისიო: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საკომისიოს ოდენობა შეადგენს 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი, ან თუ კრედიტი გაცემულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში და კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება მსესხებლის მიერ პროგრამით სარგებლობის პერიოდში. თუ კრედიტის ძირითადი თანხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვისთვის გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდი, პირველ რიგში სრულად იფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სარგებელი.
• ვადაგადაცილების ჯარიმა: მიმდინარე დავალიანების X% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0,27%-ისა; ყოველი შენატანის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს მინიმუმ X ლარს. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს კლიენტის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული:
⮚ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: წლიური X%-ს (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები ხელშეკრულებაში, რის
შესახებაც კლიენტს ეცნობება წერილობითი ფორმით / ელექტრონული ფოსტით / ინტერნეტბანკით
/ მოკლე ტექსტური შეტყობინებით, შემდეგი ვადების დაცვით:
⮚ ხელშეკრულების თავსართში მოცემული მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე;
⮚ ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – ცვლილებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე;
⮚ კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში - შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
• მსესხებელს უფლება აქვს ბანკში წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი,
სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
თარიღი
საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების ძირითადი პირობები)
ერთი მხრივ, სს "ბაზისბანკი" (შემდგომში "ბანკი") და მეორე მხრივ სახელი, გვარი (შემდგომში „კლიენტი“ ან "მსესხებელი"), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. საკრედიტო ხელშეკრულების (შემდგომში „საკრედიტო ხელშეკრულება“ ან „ხელშეკრულება“) საფუძველზე, ბანკი მსესხებელს აძლევს სასყიდლიან კრედიტს სესხის ფორმით, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით (შემდგომში „საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობები“ ან
„ძირითადი პირობები“) განისაზღვრება საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი/არსებითი პირობები (კრედიტის მოცულობა, ვადა, საპროცენტო სარგებელი, კრედიტის გამოთხოვისა და საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ა.შ), ხოლო სხვა პირობები რეგულირდება საკრედიტო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით (შემდგომში „სპეციფიკური პირობები“), რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე xxxxx://xx.xx/xxxx/XxxxxxXxxxXxxxxxxx.xxx და წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მხარეთა შეთანხმებით, სპეციფიკური პირობები შესაძლებელია ასევე მატერიალური სახით დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას და დამოწმდეს მხარეთა ხელმოწერებით.
მუხლი 2. კრედიტის ძირითადი პირობები
2.1. მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი ვალდებულებების ძირითადი პირობებია:
• კრედიტის ტიპი: იპოთეკური სესხი.
• კრედიტის თანხა (მთლიანი მოცულობა): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამასთან, კრედიტის მთლიანი თანხიდან მსესხებლის მიერ მისაღები/გასატანი (ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი) თანხის ოდენობა შეადგენს X ლარს (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• კრედიტის ვადა: X წელი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ძირითადი თანხის და/ან დარიცხული სარგებლის დაფარვებისთვის გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდ(ებ)ი, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება გრაფიკში. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტზე სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ამასთან, გრაფიკით განსაზღვრული შენატანები მოიცავს საშეღავათო პერიოდში დარიცხულ სარგებელსაც (შესაბამისი პროპორციით). მსესხებლის მიერ კრედიტის სრულად, ან ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის/შემცირების, ან რეფინანსირების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, პირველ რიგში დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სარგებელი სრულად.
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ინდექსირებული.
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთი: ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების (საბაზისო) განაკვეთს1 (შემდგომში „საბაზისო განაკვეთი“) დამატებული ფიქსირებული საპროცენტო კოეფიციენტი - X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (შემდგომში „საბაზისო განაკვეთის დანამატი“), რაც ჯამში შეადგენს წლიურ X%-ს (თვეში შეადგენს X%-ს) (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი და შესაბამისად, გრაფიკით განსაზღვრული შენატანები, ყოველ ჯერზე ავტომატურად იცვლება (გაზრდის ან შემცირების თვალსაზრისით) საბაზისო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, კალენდარული თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ, მსესხებლის წინასწარი თანხმობის გარეშე და განისაზღვრება ცვლილების განხორციელების მომენტისათვის საბაზისო განაკვეთისა და საბაზისო განაკვეთის დანამატის ჯამური ოდენობით, თუმცა იმ პირობით, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა იყოს წლიურ X%-ზე (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ნაკლები, ხოლო მაქსიმალური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ X%-ს (განისაზღვრება ინდივიდუალურად). საბაზისო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს მსესხებელს აღნიშნული განაკვეთს მიერ მიღებული მნიშვნელობის შესახებ, ცვლილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულებით დადგენილი ერთ-ერთი ფორმით. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, არ შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი, თუ მსესხებელი ნებისმიერი კალენდარული თვის განმავლობაში არ მოახდენს კრედიტის ძირითადი თანხის შემცირებას ან/და არის ვადაგადაცილებაში.
⮚ ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად განახორციელოს საპროცენტო განაკვეთის ცვლილება (მათ შორის, საბაზისო განაკვეთის ჩანაცვლება სხვა ინდექსით ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის პირობებით სარგებლის გამოთვლის წესის გაუქმება და საპროცენტო განაკვეთის ფიქსირება), ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების
1 გაეცანით ინფორმაციას რეფინანსირების განაკვეთის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდისა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელი ხაზის 032 2 406 406 მეშვეობით.
არსებობისას: (ა) ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ან საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის გაუქმების შემთხვევაში, საბაზისო განაკვეთის სხვა ინდექსით ჩანაცვლებისას; (ბ) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსების მიღების და/ან გაცემის ზოგადი პირობების ცვლილებისას; (გ) კლიენტის საკრედიტო რეიტინგის (კლიენტის მიერ სესხის გადახდისუნარიანობა და/ან სესხის მომსახურების კოეფიციენტი) ან/და ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებისას; (დ) ბანკის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ტიპის სესხების გაცემისთვის დადგენილი რომელიმე მოთხოვნის (პირობა, კრიტერიუმი) დარღვევისას (გაუარესებისას); (ე) ბანკის მიერ მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგირავების შეუძლებლობისას; (ვ) კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი რომელიმე პირობის/ვალდებულების დარღვევისას ან/და არაჯეროვნად შესრულებისას. საპროცენტო განაგვეთის ცვლილება განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
• კრედიტის მიზნობრიობა: უძრავი ნივთის შეძენა/აშენება/რემონტი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• კრედიტის გაცემის ფორმა: ბანკის მიერ კრედიტის გაცემა ხდება ერთ ეტაპად.
• კრედიტის დაფარვის გრაფიკი: მსესხებლის ვალდებულებები იფარება ამ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია და ხელმისაწვდომია კლიენტისთვის ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში. გრაფიკი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გრაფიკის/გრაფიკით გათვალისწინებული შენატანების ცვლილებისას, შესაბამისი ცვლილების ასახვა და აღნიშნულის შესახებ კლიენტის ინფორმირება/შეტყობინება მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ფორმით. მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ ბანკმა, გრაფიკით გათვალისწინებული შენატანებისა და სხვა ვადამოსული ვალდებულებების (მათ შორის, კრედიტის ძირი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა) სრულად დასაფარად საკმარისი თანხები უაქცეპტო წესით ჩამოწეროს მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშ(ებ)იდან და მიმართოს ისინი მსესხებლის შესაბამისი ვალდებულებების დასაფარად. (საჭიროებისას, მოახდინოს თანხის კონვერტაცია ბანკში დადგენილი კურსით).
• პირგასამტეხლო/ჯარიმა: გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს ხოლო
მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის X%-ის (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0,27%-ისა; ამასთან, ყოველი შენატანის განხორციელების პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლო შეადგენს მინიმუმ X ლარს. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს კლიენტის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
• მსესხებელი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე დაფაროს კრედიტი. კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო (მსესხებლის კუთვნილი ან მესამე პირის სახსრებით): გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5% (განისაზღვრება ინდივიდუალურად); კრედიტის რეფინანსირების (გარდა შიდა რეფინანსირებისა) საკომისიო: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საკომისიოს ოდენობა შეადგენს 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი ან თუ კრედიტი გაცემულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში და კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება მსესხებლის მიერ პროგრამით სარგებლობის პერიოდში. ანგარიშზე კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის მიუხედავად, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა, გარდა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც xxxxxx მიერ მოხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ გამოთხოვა.
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ეფექტური
საპროცენტო განაკვეთი ითვლება იმ დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
• მსესხებლის გარდაცვალების გამო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და/ან მის ფარგლებში
წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის და/ან უზრუნველყოფის საგან(ებ)ის განადგურების რისკ(ებ)ი ბანკის მიერ დაზღვეულია ბანკის შეთავაზებებიდან მსესხებლის მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიაში (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ინფორმაცია დაზღვევის პირობების შესახებ განთავსებულია ბანკის ინტერნეტ გვერდზე: xxxx://xx.xx/xxxx/xxx.xxxx . მსესხებელი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ბანკისგან ინფორმაცია დაზღვევისა და მისი პირობების შესახებ.
• საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა: იპოთეკა, თავდებობა/გირავნობა (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
2.2. მსესხებლის ფინანსური ხარჯი შეადგენს:
• ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი): საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
• ვადის ბოლოს შენატანი (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• კრედიტის გაცემის საკომისიო: (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• სესხის მართვის საკომისიო: (განისაზღვრება ინდივიდუალურად). საკომისიოს გადახდა ხდება ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებული ულუფებით.
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი: (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• კრედიტის ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯი (კრედიტის გადარიცხვის ან/და განაღდების საკომისიო): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
2.3. საჯარო ინდექსის (საბაზისო განაკვეთის) ოდენობის წლის განმავლობაში შესაძლო 5 (ხუთი) პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: წლიურ X%-ს (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
მუხლი 3. სხვა პირობები
3.1. xxxxxx მიერ კრედიტი/კრედიტის პირველი ტრანში გაიცემა მას შემდეგ, რაც შესრულდება მისი გაცემისათვის დადგენილი ყველა წინაპირობა, თუმცა, ბანკი უფლებამოსილია, კრედიტი გასცეს შესაბამისი წინაპირობების შესრულებამდეც.
3.2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს უზრუნველყოფის სხვა საშუალებ(ებ)ის დამატება. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, მსესხებელი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამოწმებისა და სათანადო ორგანოში რეგისტრაციის ხარჯების გადახდა.
3.3. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხ(ებ)ით, ბანკის მიმართ დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო/საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა.
3.4. ბანკში მსესხებლის ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობისას, როდესაც მსესხებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა საკმარისი არ არის ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელი უფლებამოსილია, სს „ბაზისბანკის“ სერვისცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, თავად განსაზღვროს ვალდებულებების დაფარვის რიგითობა. მსესხებლის განცხადების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებაში მყოფი არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადაგადაცილებაში მყოფი უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადამოსული არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები და ბოლოს ვადამოსული უზრუნველყოფილი ვალდებულებები; ამასთან, ერთი და იმავე კატეგორიის ვალდებულებების დაფარვა ხორციელდება დაფარვის მომენტში არსებული ვალდებულების ძირი თანხის ნაშთის კლებადობით, უდიდესიდან უმცირესისკენ.
3.5. მსესხებელი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ბანკის სერვისცენტრ(ებ)ში და/ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.6. ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება კლიენტისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოსთხოვოს მას საკრედიტო ვალდებულებების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შესრულება/გადახდა, ხოლო კლიენტის ვალდებულია, შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა მასზე დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან/საკომისიოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მათ შორის, თუნდაც ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას: (ა) კლიენტის მიერ არ იქნება გადახდილი გრაფიკით განსაზღვრული შენატანი ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი და აღნიშნული ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში; (ბ) კლიენტი ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკისრებს ვალდებულებებს მესამე პირების წინაშე და/ან დაირღვა ბანკის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვა; (გ) განადგურდება, დაზიანდება ან ღირებულება შეუმცირდება კლიენტის ვალდებულებათა უზრუნველყოფის ობიექტს(ებს) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან გაუარესდება თანამსესხებლის/თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფინანსური მდგომარეობა; (დ) კლიენტის მიერ დაირღვევა კრედიტის მიზნობრიობა, ან ამავე ან/და ძირითადი ხელშეკრულებით დადგენილი სხვა რომელიმე პირობა/ვალდებულება ან/და კლიენტი არაჯეროვნად ასრულებს ბანკის მიმართ წინამდებარე ან/და სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრ ვალდებულებათაგან თუნდაც ერთ-ერთს; (ე) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა კლიენტი, აღმოჩნდება არასწორი; (ვ) არსებობს უარყოფითი ცვლილება მსესხებლის/თანამსესხებლის ან/და თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება (ზ) მსესხებლის/თანამსესხებლის ან თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგულად, ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად გამოცხადების შემთხვევაში, ან თუ მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების მიმართ დაიწყება სალიკვიდაციო წარმოება ან გაიხსნება გაკოტრების/გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (თუ მსესხებელი/თანამსესხებელი/თავდები იურიდიული პირია).
3.7. შეუსრულებელ ვალდებულებებზე კლიენტი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ასევე გულისხმობს, რომ კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით,
ბანკის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის იძულების ღონისძიებები, მათ შორის (და არა მხოლოდ):
3.7.1. კლიენტის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადება და/ან შეზღუდვის დაწესება;
3.7.2. კლიენტის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში;
3.7.3. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგან(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. ამასთან, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარეალიზაციოდ მიქცევის შედეგად სრულად ვერ დაიფარება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნა, ბანკი უფლებამოსილია, დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ სხვა ქონებაზე (კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
4.1. საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების ძირითადი და სპეციფიკური პირობები), სესხის დაფარვის გრაფიკთან ერთად ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
4.2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ ხელშეკრულება დამოწმებული იქნება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებით ან ელექტრონული ხელმოწერებით, ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში ინტეგრირებული, ან ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სხვა პირის მფლობელობაში არსებული ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის (მათ შორის, შპს “ენჯითი როქით სოლუშენს"-ის, ს/ნ 405432580, მფლობელობაში არსებული პლატფორმის - Signify.ge-ის) საშუალებით/გამოყენებით (შემდგომში “ელექტრონული პლატფორმა”), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ელექტრონული ხელმოწერების შესაბამისი პლატფორმის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურით. ელექტრონული დოკუმენტის სახით მომზადებული და გაფორმებული ხელშეკრულება კლიენტს მიეწოდება ელექტრონულად, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ან შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის საშალებით. თუ წინამდებარე ხელშეკრულება მომზადებულია დაბეჭდილი დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ მისი დამოწმება მოხდება პირადი ხელმოწერებით და მომზადდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეცაა წარმოდგენილი და თითო პირი გადაეცემა ყოველ მხარეს.
4.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მხარეთა შორის ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან/და ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი ქმედება (მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერა), აგრეთვე ელექტრონული ფორმით შედგენილი დოკუმენტაცია და მხარეთა შორის წარმოებული ელექტრონული კომუნიკაცია ატარებს ოფიციალურ ხასიათს, გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა და უნარი, დაშვებულ იქნას მტკიცებულებად, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი იურიდიული ფაქტების დამტკიცება (მათ შორის, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების ფაქტის უტყუარობის დადგენა), მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო დავის დროსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.4. მხარეთა შორის შეტყობინება (კომუნიკაცია) ხორციელდება ქართულ ენაზე, წერილობით, ან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
4.5. საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანა შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრივად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც xxxxxx მიერ მსესხებელს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (საკრედიტო ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ მსესხებელი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით, სხვა შემთხვევაში, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ბანკს არ ევალება მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე, ხოლო კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს კლიენტს შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
4.6. საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ სადაო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ სადაო საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან
დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ერთი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
4.7. ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
4.8. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება სპეციფიკური პირობებით, გენერალური ხელშეკრულებითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოქმედი კანონმდებლობით.
4.9. თუ წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ბანკსა და რამდენიმე მსესხებელს (თანამსესხებლებს) შორის, ხელშეკრულების პირობები გავრცელდება თითოეული თანამსესხებლის, როგორც სოლიდარული მოვალის მიმართ.
4.10. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.11. მსესხებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.11.1. ჯეროვნად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, სპეციფიკურ პირობებს (რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა ბანკის მიერ დამოწმებული სახით) და ეთანხმება მათ;
4.11.2. ხელშეკრულებას დებს საკუთარი საჭიროებისათვის და გააჩნია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება.
4.11.3. ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან სხვა პირთა მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის და/ან სხვა ნეგატიური გარემოების ზემოქმედების გარეშე.
მუხლი 5. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N1. ტელეფონი: +995 322 922 922, ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@basisbank.ge, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
კლიენტი, მსესხებელი: (მიეთითება რეკვიზიტები)
თარიღი
შეთანხმება
(„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ)
წინამდებარე შეთანხმების მხაერთი მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორე მხრივ სახელი, გვარი
(შემდგომში “მსესხებელი”), ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. შეთანხმების საგანი
1.1. მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (შემდგომში “საკრედიტო ხელშეკრულება”) საფუძველზე ბანკის მიერ კრედიტი გაცემულია „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 02 აგვისტოს N388 დადგენილებისა (შემდგომში წოდებული “სახელმწიფო პროგრამა” ან „პროგრამა“) და მის შესაბამისად ბანკსა და სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს (შემდგომში წოდებული “სააგენტო”) შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომში წოდებული “კონტრაქტი”) ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ ბანკის მიერ მსესხებელზე გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის (სარგებლის) სუბსიდირებას განახორციელებს სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამითა და კონტრაქტით დადგენილი წესითა და პირობებით;
1.2. სააგენტოს მიერ კრედიტის სუბსიდირების წესი, პირობები, მოთხოვნები, პროგრამის მიმართულებები და მიზნობრიობა, მონიტორინგის და ანგარიშგების წესი, პროგრამის შეწყვეტის პირობები და სხვა საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო პროგრამითა და კონტრაქტით, რომელთა შესაბამისი პირობებიც ასევე წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილს და შესაბამისად, მსესხებელი ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული დოკუმენტებით განსაზღვრული წესები, პროცედურები და შეასრულოს შესაბამისი ვალდებულებები.
მუხლი 2. განსაკუთრებული პირობები
2.1. მხარეები ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ:
2.1.1. ვიდრე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს (ხუთი პროცენტი), სააგენტო უზრუნველყოფს მისი მხრიდან დადასტურებული და ბანკის მიერ მსესხებელზე გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის (სარგებლის) სუბსიდირებას კრედიტის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (თუმცა, არაუმეტეს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), შემდეგი ოდენობით: თუ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის აღების მომენტში მსესხებელს ჰყავს 1 (ერთი) ან 2 (ორი) შვილი: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%-ის (სამი მთელი ხუთი მეათედი პროცენტული ერთეული) ოდენობით, თუმცა არაუმეტეს 6%-ისა (ექვსი პროცენტი), ხოლო, თუ კრედიტის გაცემის მომენტში ჰყავს 3 (სამი) ან მეტი შვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%-ის (ერთი მთელი ხუთი მეათედი პროცენტული პუნქტი) ოდენობით, თუმცა არაუმეტეს 8%-ისა (რვა პროცენტი). სუბსიდირება ხორციელდება პროგრამითა და კონტრაქტით დადგენილი წესითა და პირობებით.
2.1.2. სააგენტოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება ხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ გრაფიკით განსაზღვრული მისი წილი შენატანის გადახდის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამითა და კონტრაქტით დადგენილი წესით და ვადებში. მსესხებლის მხრიდან რამდენიმე შენატანის საკუთარი წილის ერთობლივად გადახდისას, სააგენტოც ასევე ერთობლივად გადაიხდის იმ შენატანებით განსაზღვრულ სუბსიდირებას კონტრაქტით დადგენილი წესით და ვადებში.
2.1.3. მსესხებელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ან ნებისმიერი მიზეზით სააგენტოს მიერ სუბსიდირების შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება და მოსთხოვოს მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ან/და ვადამდე შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება და მიიღოს ზომები, რათა მსესხებელს ვადაზე ადრე გადაახდევინოს კრედიტი, დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად.
2.1.4. მსესხებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში სრულად აუნაზღაუროს ბანკს (მათ შორის, რეგრესულად) ნებისმიერი თანხა/თანხები, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი, სუბსიდირების თანხის არამიზნობრივი გამოყენების ან/და სხვა გარემოების გამო ბანკისთვის დაკისრებული ჯარიმის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი სხვა სანქციიდან, აგრეთვე მსესხებლის მიერ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევიდან ან/და ბანკისათვის არასათანადო/არასაკმარისი ინფორმაციის წარდგენიდან, სააგენტოს მხრიდან მსესხებლის სასარგებლოდ პროგრამის ფარგლებში თანხ(ებ)ის ზედმეტად გადახდიდან ან/და ნებისმიერი სხვა საფუძვლიდან, რის გამოც ბანკს ადგება ან შეიძლება მიადგეს ზიანი ან/და დაეკისროს სააგენტოს ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ ფინანსური სანქციის ან სხვა სახით შესაბამისი თანხ(ებ)ის გადახდის ვალდებულება.
2.1.5. მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა მსესხებელთან დამატებითი შეთანხმებისა და შეტყობინების გარეშე მიაწოდოს სააგენტოს მსესხებელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულება, მასში შესული ყველა ცვლილება/დამატება, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, აგრეთვე საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები) ასლები, აგრეთვე მსესხებლისა და საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)ის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, ასევე სრული ინფორმაცია მსესხებლის მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების შესახებ), გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციისა.
2.1.6. სახელმწიფო პროგრამისა და კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მიერ მსესხებლის სუბსიდირების შეწყვეტისას, აღნიშნულის შესახებ სააგენტოს მიერ ბანკისა და მსესხებლის ინფორმირება მოხდება სახელმწიფო პროგრამითა და კონტრაქტით დადგენილი წესით.
2.1.7. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იქნება მსესხებლის ვალდებულებების მეორადი უზრუნველყოფა, ბანკი უფლებამოსილია, ისარგებლოს მეორადი უზრუნველყოფით, პროგრამითა და კონტრაქტით დადგენილი წესითა და პირობებით.
2.1.8. ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებაში შეცვალოს/დაამატოს ის პირობები, რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფო პროგრამისა და კონტრაქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც გახდება ამ შეთანხმებისა და საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
2.1.9. საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების მიუხედავად, კრედიტზე წლიური დარიცხვა ხორციელდება 365 (სამასამოცდახუთი) კალენდარულ დღეზე გაანგარიშებით.
2.1.10. იმ შემთხვევაში, თუ ბანკისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზით ბანკი ვერ შეძლებს სააგენტოსგან სუბსიდირების თანხის მიღებას, ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს, ხოლო მსესხებელი ასეთ შემთხვევაში ვალდებულია, გადაუხადოს ბანკს შესაბამისი მოცულობის თანხა, როგორც მიუღებელი საპროცენტო სარგებელი.
2.2. მსესხებელი ვალდებულია, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, შეუქმნას ბანკს და სააგენტოს (თუ სააგენტო გადაწყვეტს მსესხებლის მონიტორინგის განხორციელებას) კრედიტისა და მისი მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგის, ასევე პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების პირობები. შემოწმების პერიოდულობა და რაოდენობა განისაზღვრება ბანკის მიერ, მსესხებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგად კრედიტის მიზნობრიობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო შეწყვეტს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის სუბსიდირებას, რის შესახებაც ბანკს ეცნობება წერილობით.
2.3. ბანკი უფლებამოსილია:
2.3.1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მსესხებლის მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევას/შეუსრულებლობას/არაჯეროვნად შესრულებას, და/ან სააგენტო ნებისმიერი მიზეზით არ მოახდენს კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის სუბსიდირებას, მოსთხოვოს მსესხებელს სესხის თანხის იმ ნაწილის ვადამდე სრულად დაფარვა, რომლის სუბსიდირება არ ხორციელდება სააგენტოს მიერ (ამოვარდნილია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სუბსიდირებიდან);
2.3.2. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის/შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების, და/ან ბანკისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზით სააგენტო ბანკს დააკისრებს ფინანსურ სანქციას ან/და მოსთხოვს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურებას, რეგრესის წესით მოსთხოვოს მსესხებელს შესაბამისი თანხების ანაზღაურება;
2.3.3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ ბანკისგან მოთხოვნილი იქნება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსესხებლის სასარგებლოდ ზედმეტად ან არასწორად გადახდილი ნებისმიერი თანხის ანაზღაურება/დაბრუნება, მოსთხოვოს მსესხებელს შესაბამისი თანხების გადახდა/ანაზღაურება.
2.4. მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ შეთანხმების „2.3.1.“-„2.3.3.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდა ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ხსენებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დავალიანების დაფარვა მოხდება ბანკის მიერ მსესხებლის სახელზე (მისი დამატებითი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე) გაცემული კრედიტით (თუ ბანკსა და მსესხებელს/თანამსესხებელს (ან/და თავდებს) შორის გაფორმებულია გენერალური ხელშეკრულება “კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურეობის შესახებ”, ბანკი უფლებამოსილია, სესხი გასცეს შესაბამისი გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში), რომლის ძირითადი პირობებია:
• სესხის ოდენობა – ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების თანხის ოდენობით;
• სესხის ხანგრძლივობა – სესხის გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
• სესხის საპროცენტო განაკვეთი – წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად);
• სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად);
• კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 დღით;
• პირგასამტეხლო – ვადაგადაცილებული თანხის 0.4% (თუმცა არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის
0,27%-ისა) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის წარმოშობის შესახებ ბანკი არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე აცნობებს კლიენტს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
2.5. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოსთხოვოს მთლიანი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრულად გადახდა, თუ კრედიტის თანხა სრულად ან მისი ნაწილი სააგენტოს მხრიდან ჩათვლილი იქნება არამიზნობრივად გახარჯულად და/ან სარგებლის სუბსიდირებას არ განახორციელებს სააგენტო. მსესხებელი ვალდებულია ბანკის შეტყობინების მიღების შემდეგ, შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა მასზე
დარიცხულ სარგებლისა და პირგასამტეხლოსთან/საკომისიოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთანავე, მსესხებელი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშ(ებ)იდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა კრედიტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების დასაფარად.
მუხლი 3. დამატებითი პირობები
3.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ხელმოწერის მომენტად ითვლება ამ შეთანხმების თავსართში მითითებული თარიღი).
3.2. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული ამ შეთანხმებით, რეგულირდება კონტრაქტისა და სახელმწიფო პროგრამის პირობების შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმების პირობებსა და საკრედიტო ხელშეკრულებას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ამ შეთანხმებით დადგენილ პირობას.
3.3. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ ბანკმა სრულყოფილად გააცნო მას სახელმწიფო პროგრამის პირობები, მისგან მომდინარე ვალდებულებები და იგი სათანადოდ ინფორმირებულია აღნიშნულთან დაკავშირებით.
3.4. მხარეები თანხმდებიან, რომ კონტრაქტში და/ან სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე, ცალმხრივად შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში, რის შესახებაც მსესხებლის ინფორმირება მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
3.5. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ საკრედიტო ხელშეკრულების ან ამ შეთანხმების ნებისმიერი პირობა, მათი მოქმედების პერიოდში, ეწინააღმდეგება სახელმწიფო პროგრამით ან კონტრაქტით დადგენილ პირობებს, უპირატესობა ენიჭება პროგრამითა და კონტრაქტით განსაზღვრულ პირობებს (მათ შორის, პროგრამით დადგენილი ნებისმიერი პირობა ან/და მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, რომელიც სხვაგვარად არეგულირებს ამ ხელშეკრულებით დადგენილ საკითხებს, ავტომატურად, მხარეთა დამატებითი შეთანხმების გარეშე, ძალაშია და ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებასთან მიმართებაში). ამასთანავე, ბანკი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ ისარგებლებს საკრედიტო ხელშეკრულებითა და ამ შეთანხმებით მისთვის მინიჭებული იმ უფლებ(ებ)ით, რომლებიც წინააღმდეგობაში იქნება ზემოაღნიშნულ პირობებთან. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბანკთან შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის (ცვლილება, დამატება) გაფორმებას წინამდებარე ხელშეკრულების სახელმწიფო პროგრამასთან და/ან კონტრაქტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
3.6. ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, რომელთა თითო პირი გადაეცემა მხარეებს.
მუხლი 4. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სს "ბაზისბანკი", 0103, ქ.თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1, ს/კ 203841833
მსესხებელი: (მიეთითება რეკვიზიტები)