გამარტივებული ელექტრონული N სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შემდეგზე:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ.თბილისი /თარიღი/
ერთი მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (შემდგომში - შემსყიდველი) წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თამარ გვარამაძის სახით და მეორე მხრივ,
(შემდგომში - მიმწოდებელი), წარმოდგენილი მისი დირექტორის –––––––––––
–––––– სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დაცვით და 2018 წლის -- ოქტომბერს გამოცხადებული
გამარტივებული ელექტრონული N სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შემდეგზე:
ტენდერის ფარგლებში ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას
1.ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) –შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელზეც გაფორმებულია წინამდებარე ხელშეკრულება.
1.3. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4.„მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
1. ხელშეკრულების ობიექტი და მიწოდების ვადა
2.1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველს ერთი ცალი დიზელ-გენერატორის მიწოდებით თანმდევი მონტაჟით და ტექნიკური მომსახურებით 1 წლის მანძილზე. (CPV-კოდი 31120000) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს გენერატორის მიწოდება, ხოლო მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს დიზელ-გენერატორის მონტაჟის სამუშაოები.
2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის აღწერა და რაოდენობა მოცემულია დანართ N1, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს –––––––––––––––––––––– ლარს.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შეძენილი საქონლის ღირებულება საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა ან/და მიღება–ჩაბარების აქტი) შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
4.2. ანგარიშსწორების ვადა – შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4.3 მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში (საგარანტიო მომსახურების ვადის ჩათვლით) დაეკისრებათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,01%-ის ოდენობით;
5. მიღება-ჩაბარების წესი
5.1. ხელშეკრულების ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
5.2. შემსყიდველის მხრიდან ამ მუხლის 5.1. პუნქტში აღნიშნულ საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას ხელს მოაწერს ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
6.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება;
6.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
6.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
6.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მიაწოდოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი სათანადო ხარისხითა და სრული მოცულობით, განუხრელად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულების პირობები იმ ვადაში, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში;
ბ) მიწოდებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა: არანაკლებ 2 წლის ოდენობით;
საგარანტიო პირობებში იგულისხმება: ინსპექტირება, გაწმენდა და შეზეთვა დადგენილ ვადებში (რაც გულისხმობს ზეთისა და ფილტრების მიწოდება-შეცვლას მიმწოდებლის ხარჯით); დარეგულირება და მწყობრიდან გამოსული ყველა ნაწილის შეცვლა/შეკეთება გონივრულ ვადში, მაგრამ არაუმეტეს 20 კალენდარული დღე.
7.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
7.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველის მიერ გამოყოფილი კოორდინატორი .
7.2. ინსპექტირება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეული საქონლის მიწოდების ვადების, მოცულობის, ხარისხის კონტროლს და ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
7.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით.
8.3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების სახით, რომელსაც ექნება იგივე იურიდიული ძალა რაც წინამდებარე ხელშეკრულებას.
8.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც უნდა აცნობოს მხარეს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
8.5. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
9. დაუძლეველი ძალა (ფორს – მაჟორი)
9.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორი) ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
9.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ განთავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
9.3 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა
10.1. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულობლობისათვის ან/და მისი არაჯეროვნად შესრულებისათვის კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობით, ურთიერთშეთანხმებით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან და მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
13.მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
–––––––––––––––––––––––––––
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე xxxxx xxxxxxxxx
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
მის: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N150 საიდ.კოდი: 203860679
ტელ: 2234499; 1481 (ცხელი ხაზი) ელ–ფოსტა: xxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xx სახელმწიფო ხაზიანა
კოდი: 220101222
ა/ა: 200122900
ხელშეკრულება N -ის
დანართი N1
# | შესყიდვის ობიექტი | ტექნიკური აღწერილობა | მოდელი | მწარმოებელი კომპანია | მწარმოებელი ქვეყანა | რაოდნობა | ერთეულის ღირებულება | საერთო ღირებულება | მიწოდების ვადა |
1 | დიზელ გენერატორი | მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღე, მონტაჟის ვადა მიწოდებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. |
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
–––––––––––––––––––––––––––
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე xxxxx xxxxxxxxx
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი