Contract
მიწოდების ხელშეკრულება
ქ. თბილისი 01 იანვარი 2023 წ.
ერთის მხრივ ფ.პ. xxxxxx xxxxxxxx (პ/ნ --------------- )შემდგომში წოდებული როგორც „გამყიდველი“ და მეორესმხრივ შპს „_______“ ს.კ. 40000000 წარმოდგენილი მისი დირექტორის, __________ სახით, შემდგომში წოდებული როგორც „მყიდველი“ ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულებით „გამყიდველი“ ყიდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს „გამყიდველის“პროდუქციას, რომლის ასორტიმენტი და რეაოდენობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული მიწოდებისას გამოწერილი ან ელექტრონულად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით.
მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
გამყიდველი ვალდებულია:
გადასცეს „მყიდველს“ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.
მოახდინოს ხელშეკრულების საგნისტრანს პორტირება „მყიდველის“ საწყობამდე.
გამყიდველი უფლებამოსილია:
ვადაზეადრემოშალოსწინამდებარეხელშეკრულება, თუ „მყიდველის“ მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულების პირობების სისტემატიურ დარღვევას. აღნიშნული უფლებით სარგებლობამდე „გამყიდველი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე 10 კალენდარული დღით ადრე აცნობოს „მყიდველს“
მყიდველივალდებულია:
მიიღოს პროდუქცია და მასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით
გადაუხადოს „გამყიდველს“ ხელშეკრულების საგნის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით და დგენილი წესითა და ოდენობით.
დაიცვას პროდუქციის შენახვის ყველა შესაბამისი პირობა რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
მყიდველი უფლებამოსილია:
მოითხოვოს შეთანხმებულ ვადაში პროდუქციის მიწოდება და ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
ხელშეკრულების საგნის ღირებულება და გადახდის პირობები
ხელშეკრულები საგნის ღირებულება განისაზღვრება ყოველი კონკრეტული მიწოდებისათვის გამოწერილი ან ელექტრონულად მიწოდებული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
მყიდველი ახორციელებს თანხის გადმორიცხვას ყოველი თვის 10 რიცხვში
3.1.3 თუ 3.1.2. პუნქტით დადგენილი ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს პირველივე სამუშაო დღის ბოლომდე (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში - ბანკების სამუშაო დროის დასრულებამდე).
მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერი საფუძვლითა და ფორმით დასრულების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „მყიდველისთვის“ მიწოდებულ პროდუქციაზე, საბოლოო და სრული ანგარიშსწორება უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.
ხელშეკრულების საგნის ღირებულება შესაძლებელია გადახდილ იქნეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში „მყიდველი“ „გამყიდველის“ კუთვნილ თანხებს რიცხავს მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მხარეთა პასუხსიმგებლობა
მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
იმ შემთხვევაში თუ „მყიდველი“ დადგენილი წესით არ განახორციელებს სრულ და საბოლოო ანგარიშსწორებას, „გამყიდველს“ წარმოეშობა უფლება ძირითადი ვალდებულების გარდა მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული არ არის.
პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს გადასახდელი თანხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
”მყიდველის” მიერ პროდუქციის მიღების შემდეგ, (რაც გულისხმობს პროდუქციის ”გამყიდველის” საწყობიდან ”მყიდველის” სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვას ან ”გამყიდველის” სატრანსპორტო საშუალებიდან ”მყიდველის” საწყობში მის გადმოტვირთვას) მისი მხრიდან არ მიიღება პრეტენზიები პროდუქციის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. თუ ”მყიდველი” მიიღებს პროდუქციას ეს ნიშნავს, რომ ის მის მიერ იქნა მოწონებული და ყოველგვარ შემდგომ გაუარესებაზე (ნებისმიერი სახის) ”გამყიდველი” არ აგებს პასუხს არც მყიდველისა და არც მესამე პირების წინაშე.
”გამყიდველი” მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს პროდუქტს თუ შესაძლებელია მისი შემდგომი რეალიზაცია, რაც გულისხმობს ვარგისიანობის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. ამავდროულად ”გამყიდველი” განსაზღვრავს საკმარისია თუ არა ვადა, რომელიც დარჩენილია ვარგისიანობის ამოწურვამდე, პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისთვის. თუ ვადა არაკმაყოფილებს მოთხოვნებს ”გამყიდველი” არდაიბრუნებს პროდუქციას.
„გამყიდველი“ არ არის პასუხსისმგებელი პროდუქციის ვარგისიანობაზე, იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის გაფუჭება გამოწვეულია „მყიდველის“ ბრალით, კანონითა და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად.
დავის გადაწყვეტის წესი
მხარეები მიმართავენ ყველა ღონეს, რათა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებისას წარმოქმნილი ყველა დავა გადაწყვეტილი ქნას მოლაპარაკების გზით.
მხარეთა პრეტენზიები განიხილება მათი წერილობითი ფორმით მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას, დავაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს თვის მიმართვის გზით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია ხელმოწერის დღიდან ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულების ხელმოწერის დღეა ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღი. ხელშეკრულება ითვლება ავტომატურად გაგრძელებულად ყოველი მომდევნო ერთი წლის ვადით თუ რომელიმე მხარე 30 დღით ადრე დადგენილი ერთ წლიანი ვადის ამოწურვამდე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სურვილის შესახებ.
მხარეებს უფლება აქვთ თავიანთი ინიციატივით ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება. მხარის ინიციატივით შეწყვეტა ხდება მეორე მხარისათვის შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინებით, შეწყვეტის თარიღამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე.
დაინტერესებული მხარის განცხადებით ხელშეკრულების მოქმედება შესაძლებელია შეჩერებულ იქნას არაუმეტეს სამი თვის ვადით. ხელშეკრულების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული მხარის წერილობითი შეტყობინება, რომელიც შეიცავს შეჩერების პირობებს და სახელშეკრულებო ურთიერთობის განახლების წესებს.
ფორს-მაჟორი
მხარეები არ აგებენ პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ზედა არასათანადო შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორული გარემოებები) და რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეებზე. კერძოდ, სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობები, რევოლუციები, სამხედრო მოქმედებები, კარანტინის გამოცხადება ან სხვა სახისუბედურებები, რომლებიც ხდება იმ რაიონებში, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან ზემოხსენებული მოვლენების გავლენის ქვეშ და რეალურ გავლენას ახდენენ მხარეთა მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე.
დამატებითი პირობები
წინამდებარე ხელშეკრულების ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება წერილობით, დამატებითი შეთანხმების სახით.
წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება და დანართი მის განუყოფელ ნაწილად ითვლება.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლიარად და აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.
მხარეთა რეკვიზიტები
-
მყიდველი
გამყიდველი
შპს „________________“
ფ.პ. xxxxxx xxxxxxxx
ქ. თბილისი,
მის:
ს/კ
პ.ნ.
ბანკი:
ა/ა
დირექტორი: