Contract
დისტანციურად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ არარეზიდენტ პირთა საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება
1.ტერმინთა განმარტებები
აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში:
1.1.ბანკი - სს „ბანკი ქართუ“ ს/ნ 204891652, მის: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, xxxx xxxxxxxxxx გამზ., N39ა, რეგისტრაციის N 5/5-
54, საბანკო ლიცენზიის N 229-, ტელ - (000) 000 00 00, ბანკის საზედამედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ N1;
1.2. საბანკო პროდუქტები - წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში მითითებული საბანკო მომსახურებ(ებ)ის გაწევა ბანკის მიერ, რომელთა ინდივიდუალური პირობები განისაზღვრება წინამდებარე ან/და კლინტთან გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებით;
1.3.კლიენტი - პირი, რომელიც სარგებლობს/სურს ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით და არის წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, გარდა ბანკისა;
1.4.საბანკო ანგარიში (შემდგომში - ანგარიში) - ბანკში პირის ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალება, რომელიც კლიენტის საკუთრებაა და გახსნილია კანონმდებლობის საფუძველზე;
1.5.მიმდინარე ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომელზედაც აღირიცხება პირის ფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად;
1.6.მულტისავალუტო ანგარიში - კლიენტის სახელზე ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშთა ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს უცხოურ ვალუტაში გახსნილ ანგარიშებს;
1.7. xxxxxxx xxxxxx (შემდგომში - ბარათი) - ბანკის მიერ კლიენტისთვის დამზადებული საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც ბანკის საკუთრებაა და რომელიც განკუთვნილია კლიენტის მიერ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად (ბანკის მიერ გამოშვებული „ვიზა“ (VISA) ან „მასტერქარდ“ (MasterCard) ბარათი);
1.8.კომერციული ბარათი (ბიზნეს ბარათი) - საბანკო ბარათი, რომლის საშუალებითაც იურიდიული პირის ანგარიშიდან ბარათის მფლობელი/ბარათით მოსარგებლე განკარგავს იურიდიული პირის სახსრებს და აწარმოებს კანონმდებლობით ნებადართულ ოპერაციებს;
1.9.საკრედიტო საგადახდო დავალება (შემდგომში - საგადახდო დავალება ან დავალება) - კლიენტის მიერ ბანკისთვის წერილობით ან/და სხვა ელექტრონული ან/და დისტანციური საშუალებით მიცემული დავალება, საბანკო ოპერაციის ბანკის მიერ შესრულების შესახებ;
1.10.დისტანციური მომსახურება - კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობა ბანკში მოუსვლელად, სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მათ შორის ელ.ფოსტის, სმს მომსახურებით, ბანკომატით;
1.11.ელექტრონული საგადახდო საბუთი - კლიენტის ან/და ბანკის მიერ ფორმირებული ელექტრონული საბუთი, რომელიც წარმოადგენს კლიენტის ანგარიშზე ოპერაციის შესრულების საფუძველს
1.12.უაქცეპტო წესით თანხის ჩამოწერა - ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა კლიენტის თანხმობის, ნებართვის გარეშე.
1.13.საკომისიო - ბანკის მიერ, კლიენტისათვის, ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი, მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება წინამდებარე, ან/და კონკრეტული საბანკო პროდუქტის ხელშეკრულებით.
1.14.ავტომატური გადარიცხვები - ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან, კლიენტის დავალების საფუძველზე, განხორციელებული რეგულარული გადახდები/გადარიცხვები.
1.15.პროვაიდერი კომპანია - კლიენტის მიერ განსაზღვრული კომუნალური, საკომუნიკაციო ან სხვა სახის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, რომლის გადასახადებსაც კლიენტი იხდის ავტომატური გადარიცხვებით;
1.16.ინტერნეტ ბანკი - მომსახურება, რომლის მეშვეობითაც, კლიენტი ბანკში მოუსვლელად, ბანკის სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით აწარმოებს გარკვეული შინაარსის ოპერაციებს, ბანკის მიერ დადგენილი წესებით.
1.17.საბანკო დღე - კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით;
1.18.განაცხადი მიმდინარე/საბარათე ანგარიშის გახსნის შესახებ - კლიენტის მიერ ხელმოწერილი განაცხადი, რომლითაც კლიენტი უერთდება წინამდებარე ხელშეკრულებას და ამ განაცხადზე ხელმოწერით წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტის მიმართ იძენს სავალდებულო ძალას ისე, რომ კლიენტი ცალკე ხელს არ აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
1.19.ვირტუალური ბარათი – ბარათის ფიზიკურად არსებობის გარეშე ბარათის რეკვიზიტების (სულ მცირე, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობა, რომლის საშუალებით ავთენტიფიკაციის შესაბამისი ზომების დაცვით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
1.20. დისტანციური საბანკო მომსახურების არხი (მ.შ. ელ-ფოსტა, ინტერნეტ-ბანკი, xxxxxx xxxxx, საგადახდო აპარატები და სხვ.)
- ბანკი მიერ განსაზღვრული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფები ან/და სხვადასხვა ელექტრონული არხები, რომლის გამოყენებითაც კლიენტს ეძლევა საშუალება მიიღოს წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მომსახურება, მათ შორის აწარმოოს საბანკო ოპერაციები ან მიიღოს მის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია ბანკში მიუსვლელად; 1.21.საბანკო ბარათის 3D უსაფრთხოება - მომსახურება, რომლის მიზანია უზრუნველყოს VISA და MasterCard-ის საერთაშორისო საგადამხდელო სისტემაში ჩართული ბარათით ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების უსაფრთხოდ შესრულება.
1.22.საბარათე სქემა – საერთაშორისო საბარათე სქემები (Visa, MasterCard, UnionPay, American Express და სხვა) და ლოკალური საბარათე სქემები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო წესების, ტექნიკური სტანდარტების და დანერგვის სახელმძღვანელოების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბარათე ოპერაციის დამუშავება, ასევე იგი მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან პირს. ადგილობრივი საბარათე სქემების გამოყენების შემთვევაში საბარათე სქემებზე ინფორმაცია განთავსებული იქნება ბანკის ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxxx.xx. ან სხვა ხელმისაწვდომ წყაროზე, რომლის შესახებაც კლიენტს ეცნობება.
1.23.კანონმდებლობა - საქართველოს კანონმდებლობა, რომლის შესაბამისადაც წარიმართება წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის ურთიერთობა.
2.ხელშეკრულების საგანი
2.1. ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას და გაუწევს მას საბანკო პროდუქტებით მომსახურებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, კლიენტი სრულად დაიცავს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და საბანკო ოპერაციების წარმოების წესებს;
2.2.xxxxx xxxxxxx მოემსახურება შემდეგი საბანკო პროდუქტებით:
2.2.1. მიმდინარე ანგარიში;
2.2.2. კომერციული ბარათი (VISA, MasterCard);
2.2.3. ინტერნეტ ბანკი;
2.2.4. SMS მომსახურება;
2.2.5. ავტომატური გადარიცხვები;
2.3. წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში გათვალისწინებული მომსახურებების გარდა, ბანკს უფლება აქვს კლიენტს შესთავაზოს სხვა საბანკო (საკრედიტო/სადეპოზიტო) პროდუქტები, მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის დისტანციური საშუალებით;
2.4. წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 ან/და 2.3 პუნქტში მითითებული საბანკო პროდუქტის მიღება კლიენტის მიერ ხდება შესაბამისი წერილობითი განაცხადის ბანკში წარდგენით ან/და გარკვეულ მომსახურებებზე განაცხადის ბანკისთვის დისტანციურად შევსებით ბანკის მხრიდან კლიენტის განაცხადის და შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
2.5.ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას/იხსნება დისტანციურად, დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე. შესაბამისი, xxxxxx მიერ მოთხოვნილი, დოკუმენტების არსებობამდე (ბანკისთვის წარდგენამდე) დისტანციურად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
2.6.ბანკის მიერ კლიენტის წინამდებარე ხელშეკრულებით 2.4 პუნქტით გათვალისწინებული განაცხად(ებ)ის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეებმა შესაძლებელია ბანკის მოთხოვნით გააფორმონ სხვა დამატებითი ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელიც იქნება ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და რომლითაც განისაზღვრება როგორც კონკრეტული საბანკო პროდუქტის ინდივიდუალური პირობები, ასევე მხარეთა დამატებითი უფლება-მოვალეობები;
2.7. წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ მომსახურებებზე დადგენილი დებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება კლიენტზე თუ ის სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით;
2.8.საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები, განაცხადები და დანართები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2.9.xxxxx უფლებამოსილია გადახდის ოპერაციის განხორციელებისას თავად განსაზღვროს შუამავალი ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემა (შემდგომ „აგენტი“), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკს კლიენტისაგან მიღებულია აქვს დავალება კონკრეტული აგენტის შესახებ და ასეთი დავალების შესრულება შესაძლებელია ბანკის მიერ.
2.10. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტს უარი განუცხადოს მომსახურების გაწევაზე უარის მიზეზ(ებ)ის განმარტების გარეშე. xxxxxxxx მიერ განაცხადის შევსება, აგრეთვე, ბანკისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ წარმოშობს ბანკის ვალდებულებას, გაუწიოს კლიენტს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე მომსახურება.
2.11. ბანკი უფლებამოსილია შესთავაზოს კლიენტს ხელმოწერის ნაცვლად ნებისმიერი ოპერაციის, დავალების ან/და ნებისმიერი დოკუმენტის/ხელშეკრულების ელ-ფოსტის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით დადასტურება (მათ შორის, ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება);
2.12.წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების / პროდუქტების პირობების/ინფორმაციის კლიენტისთვის მიწოდება და/ან კლიენტთან კომუნიკაცია ხორციელდება ქართულ ენაზე, თუ მხარეები დამატებით არ შეთანხმდებიან სხვა ენაზე ურთიერთობის განხორციელების თაობაზე;
2.13. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx. 0.00.xxxxxxxx მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდსა – xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
3.საბანკო მომსახურების საფასური
3.1.ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე ოპერაციების წარმოებისა და სხვა მომსახურების (მათ შორის ინტერნეტ ბანკი, SMS ბანკი, საბანკო ბარათებით განხორციელებული მომსახურება, ავტომატური გადარიცხვები და სხვ.) გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის საკომისიოს (მომსახურების საფასურს), წინამდებარე ხელშეკრულებაზე დართული ტარიფების შესაბამისად ან/და მხარეთა დამატებითი შეთანხმების შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულებაზე დართული ტარიფების ან/და მხარეთა დამატებითი შეთანხმებით არ არის დადგენილი მომსახურების საფასური, მისი განსაზღვრა ხდება ოპერაციის შესრულების ან/და მომსახურების გაწევის დროისთვის ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx;
3.2. xxxxxx მიერ კლიენტის მოთხოვნით ნებისმიერი ოპერაციის შესრულების შეჩერების ან შეწყვეტის, ასევე, კლიენტის მიერ, ბანკისგან ნებისმიერი მომსახურების მიღების შეწყვეტის, მათ შორის, კლიენტის ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ნებისმიერი მიზეზით წარუმატებლობის შემთხვევაში, კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ ბანკისთვის გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო).
3.3.წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ გაწეული მომსახურების პერიოდის პროპორციულად. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ითვლება, რომ ბანკმა გასწია მომსახურება, მიუხედავად იმისა xxxxxxxx ისარგებლა თუ არა რომელიმე ან ყველა საბანკო მომსახურებით. თუ მომსახურების საკომისიო კლიენტის მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ ბანკი ვალდებულია კლიენტს აუნაზღაუროს ზედმეტად გადახდილი თანხა.
4.კლიენტის ონლაინ იდენტიფიკაცია
4.1.წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „კლიენტი“ გულისხმობს კლიენტ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს, რომელიც მიმართავს ბანკს ონლაინ იდენტიფიკაციის საფუძველზე საბანკო მომსახურების მისაღებად. ამასთან, იურიდიული პირის შემთხვევაში ასევე ხორციელდება ასეთი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია.
4.2. კლიენტის ონლაინ იდენტიფიკაცია მოიცავს:
4.2.1. ვიდეო იდენტიფიკაციას - პირის დისტანციურ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, ვიდეო ზარის საშუალებით.
4.2.2. ბიომეტრიულ იდენტიფიკაციას - პირის დისტანციურ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, რომელიც გულისხმობს სახის ამოცნობის (Face recognition) სისტემის გამოყენებით, ე.წ. "Liveness" შემოწმებას და სელფის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბიომეტრიული პასპორტის) ფოტოებში სახის ბიომეტრიულ შედარებას.
4.3.xxxxx xxxxxxxx ონლაინ იდენტიფიკაციას ახდენს კლიენტისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის და ბანკის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა საბანკო სერვისის მიწოდების მიზნით, კანონმდებლობითა და ბანკში დადგენილი წესებისა და შეზღუდვების შესაბამისად.
4.4.ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით უარყოს იდენტიფიკაცია და დაადგინოს, რომ იდენტიფიკაციის პროცესი წარუმატებელია. ბანკი შეატყობინებს კლიენტს წარუმატებელი იდენტიფიკაციის შემთხვევაში.
4.5. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გაუჩნდა ეჭვი რომ ონლაინ იდენტიფიკაციის დროს კლიენტის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის გაყალბებული, განაცხადში მითითებული მონაცემები მცდარია ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ ეკუთვნის იმ პირს, ვინც ახორციელებს იდენტიფიკაციას ან/და ნებისმიერი მიზეზით ვერ ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია ბანკი უფლებამოსილია, შეწყვიტოს იდენტიფიკაციის პროცესი და უარი უთხრას კლიენტს მომსახურებაზე. 4.6.კლიენტი ვალდებულია, ბანკის განაცხადებში მიუთითოს სწორი და უტყუარი ინფორმაცია. კლიენტი ადასტურებს და მისთვის ცნობილია, რომ ბანკი სხვადასხვა სერვისის (მომსახურების) გაწევის დროს, მათ შორის ახალი სერვისის გააქტიურების დროს, გამოიყენებს კლიენტის მიერ განაცხადში მითითებულ მონაცემებს.
4.7.ონლაინ იდენტიფიკაციის საფუძველზე მიმდინარე ანგარიშის გახსნის დროს, კლიენტს გაუაქტიურდება საბაზისო საბანკო პროდუქტები. ამასთან, xxxxxxxx მიერ ფოსტით გამოგზავნილი დედანი დოკუმენტების მიღებამდე, ონლაინ იდენტიფიკაციით გახსნილ ანგარიშზე საბანკო ოპერაციების წარმოება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის
30 მარტის No48/04 ბრძანებით ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე’’ და ბანკის წესებით დადგენილი ლიმიტებისა და შეზღუდვების შესაბამისად. კლიენტისთვის ცნობილია, რომ xxxxxx მიერ მოთხოვნილი და კლიენტის მიერ ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტები ბანკმა უნდა მიიღოს ანგარიშის გახსნიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშის გახსნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს ან/და მიღებული დოკუმენტები არ შეესაბამება კლიენტის მიერ ელექტრონული იდენტიფიკაციის პროცესში მოწოდებულ დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა ჩარიცხვის ოპერაცია.
4.8. კლიენტისთვის ცნობილია და თანახმაა, რომ ბანკი, იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის ბიომეტრიულ მონაცემებს). აღნიშნული პროცესი მოიცავს:
4.8.1. ვიდეო იდენტიფიკაციის დროს - პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ბანკის თანამშრომლის მიერ კლიენტისთვის და წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის ფოტოების გადაღებას და კლიენტთან კომუნიკაციის ვიდეო და აუდიო ჩაწერას;
4.8.2. ბიომეტრიული იდენტიფიკაციის დროს - პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით კლიენტისა და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოების/სელფის გადაღებას, სახის ბიომეტრიულ შედარებას და დავალების შესრულებას;
4.8.3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბიომეტრიული პასპორტის) ნამდვილობის შემოწმებას და მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ვერიფიკაციას.
4.9.კლიენტისთვის ცნობილია და აცხადებს თანხმობას, რომ ონლაინ იდენტიფიკაციის პროცესში მიმდინარეობს მისი მონაცემების დამუშავება, ვიდეოს, ფოტოების სქრინშოთების გადაღება. აღნიშნულ ფოტოებს/სქრინშოთებს/ვიდეო ჩანაწერს/აუდიო ჩანაწერს ბანკი შეინახავს კანონმდებლობითა და ბანკის წესებით დადგენილი ვადით. კლიენტის პერსონალური მონაცემები შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მომსახურების გამწევი მესამე პირებისთვის (SUMSUB LTD), რომლის პროგრამულ უზრუნველყოფასაც იყენებს ბანკი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის.
4.10. ონლაინ იდენტიფიკაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, მათ შორის, xxxxxx მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია/დოკუმენტის მიღების შემდეგ, ბანკი ახორციელებს იდენტიფიკაციის დადასტურებას.
4.11. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ან/და ლიმიტები ონლაინ იდენტიფიკაციით გახსნილი ანგარიშების გამოყენებით საბანკო ოპერაციების წარმოებისას ან/და საბანო მომსახურების მიღებისას. ამასთან, კლიენტისათვის ცნობილია, რომ მის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე დაწესებულია გადარიცხვის ყოველთვიური, ხოლო ბარათ(ებ)ზე განაღდების ყოველდღიური ლიმიტები, წინამდებარე ხელშეკრულების დანართის - ტარიფების შესაბამისად.
4.12. xxxxx უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ კლიენტმა ხელი არ მოაწერა ან/და ბანკს არ მიაწოდა განაცხადი ან/და ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საბანკო მომსახურების/საბანკო პროდუქტების მისაღებად. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ, მიზეზის მითითების/გაცხადების გარეშე უარი თქვას კლიენტის მიერ მოთხოვნილ საბანკო პროდუქტების/საბანკო მომსახურების მიწოდებაზე.
4.13. კლიენტის მიერ გამოხატულ ნებისმიერ მოთხოვნას/განაცხადს/დავალებას/შეტყობინებას, რომელიც ბანკმა მიიღო ონლაინ იდენტიფიკაციის პროცესში ან/და ინტერნეტ ბანკით, აქვს xxxxxxxx მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა და დავის შემთხვევაში, ასეთი ვიდეო ჩანაწერი ან/და შესაბამისი მოთხოვნა/განაცხადი/დავალება/შეტყობინება, გამოყენებული იქნება მტკიცებულებად.
5.მიმდინარე ანგარიში
5.1.კლიენტს ბანკში შეუძლია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე მულტისავალუტო საბანკო ანგარიში;
5.2.კლიენტს ანგარიშ(ებ)იდან ოპერაციების საწარმოებლად გადაეცემა 22-სიმბოლოიანი საერთაშორისო სტანდარტით რეგისტრირებული (IBAN-Interntional Bank Account Number) ანგარიშის ნომერი;
5.3.კლიენტის ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის მიერ შესაბამისი განაცხადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და ბანკის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე და მათი ბანკში წარდგენის შემდეგ, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ამასთან, დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია კლიენტი;
5.4.კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკმა დამატებითი ანგარიშ(ებ)ი გაუხსნას ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, დისტანციურად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს გახსნილი ანგარიში ბანკში;
5.5.კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით;
5.6.ბანკის მიერ ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის დავალების, მოთხოვნის, ნებართვის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით; კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
5.7.დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება;
5.8.კლიენტის ანგარიშებზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას ან კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის, მათ შორის
10,000 (ათი ათასი) ლარის/მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში და მეტი ოდენობის თანხის, გადარიცხვას ბანკი უზრუნველყოფს, შესაბამისი კლიენტის დავალების ბანკის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
5.9.კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების ჩამოწერის მიზნით, ბანკი ოპერაციებს აწარმოებს ელექტრონული ან ქაღალდის საგადახდო საბუთების საფუძველზე, რომელსაც ბანკს წარუდგენს კლიენტი დღის განმავლობაში 16:30 საათამდე; 16:30 საათის გასვლის შემდეგ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად, რაც არ წარმოადგენს შეზღუდვას ბანკისთვის საგადახდო დავალების წარმოდგენის დღესვე შეასრულოს საგადახდო დავალება; 5.10.საგადახდო დავალებას ავსებს კლიენტი ან ბანკი. xxxxxx მიერ შევსებულ საგადახდო დავალებაზე ხელმოწერით, კლიენტი ადასტურებს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და ბანკისთვის მიცემული დავალების მის ნებასთან სრულ შესაბამისობას, რისთვისაც შემდგომი პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
5.11.საგადახდო დავალების დისტანციურად შევსებისას (ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა საშუალებით ბანკისთვის საბანკო ოპერაციის შესრულების დავალების მიცემა ან კლიენტის მიერ შესაბამისი ოპერაციის შესრულება, განიხილება როგორც საგადახდო დავალება), შევსებულ საგადახდო დავალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს და შესაბამისი საგადახდო დავალების ბანკის მიერ შესრულების დისტანციურად მოთხოვნისას, კლიენტი ადასტურებს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და ბანკისთვის მიცემული დავალების მის ნებასთან სრულ შესაბამისობას, რისთვისაც შემდგომი პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
5.12.კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალება, იმ შემთხვევაში თუ გადარიცხვა ჯერ არ შესრულებულა (რაც გულისხმობს, თანხის კლიენტის ანგარიშიდან ჩამოწერას) და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც ის გაიცა, ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
5.13.კლიენტი ინფორმირებულია, რომ xxxxxx მიერ საგადახდო დავალებაზე აღნიშვნის „საგადახდო დავალება არ ექვემდებარება გადამხდელის მიერ გაუქმებას ან გამოთხოვას“ გაკეთების შემთხვევაში, დავალება ხდება გამოუთხოვადი და კლიენტს არ აქვს უფლება გამოითხოვოს საგადახდო დავალება;
5.14.საგადახდო დავალების ბანკის მიერ უარყოფის ან/და შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, კლიენტი მიიღებს შეტყობინებას, კლიენტთან კომუნიკაციის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;
5.15.კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების უაქცეპტო წესით ჩამოწერა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
5.15.1. ბანკის მიმართ არსებული გადასახდელების, ნებისმიერი საბანკო მომსახურების საკომისიოების ან/და ჯარიმის გადასახდელად;
5.15.2. ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით).
5.15.3. მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგ.თავდებობა, საინკასო დავალება).
5.15.4. შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული/გაცემული/მიღებული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
5.16. xxxxx უფლებამოსილია არ მიიღოს ან არ შეასრულოს კლიენტის დავალება, იმ შემთხვევაში თუ:
5.16.1. შეუძლებელია კლიენტის, დავალების წარმომდგენის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
5.16.2. დავალება შედგენილია კანონმდებლობის ან ბანკში დადგენილი წესების მოთხოვნათა დარღვევით;
5.16.3. დავალებაში მითითებული მონაცემები არის არაზუსტი, რითაც შეუძლებელი ხდება ოპერაციის განხორციელება;
5.16.4. დავალებაში მითითებული თანხა, აღემატება კლიენტის ანგარიშზე დავალების წარდგენის დროისთვის არსებულ ხელმისაწვდომ ნაშთს, ან/და ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
5.16.5. xxxxx გაუჩნდა ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების მცდელობის შესახებ;
5.17. ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად, გამოიყენება სალაროს გასავლის ორდერები;
6.საბანკო პლასტიკური ბარათი/კომერციული ბარათი
6.1. კლიენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში საბანკო პლასტიკური ბარათით, ხოლო კლიენტი იურიდიული პირის შემთხვევაში კომერციული ბარათით (შემდგომში ერთად - „ბარათი“) მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული
„ვიზა“ (VISA) ან „მასტერქარდ“ (MasterCard) ბარათით კლიენტის ან მის მიერ დასახელებული პირის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას კლიენტის საბარათე ანგარიშიდან;
6.2. ბარათით ოპერაციის წარმოებისთვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშებს; დასაშვებია ერთ საბარათე ანგარიშზე რამდენიმე პლასტიკური ბარათის, ასევე რამდენიმე ანგარიშზე ერთი პლასტიკური ბარათის მიმაგრება. ოპერაციის განხორციელებისთვის ანგარიშებს შორის პრიორიტეტი დგინდება კლიენტის მიერ პირველად გახსნილ საბარათე ანგარიშზე შესაბამისი განაცხადის შევსებისას; ოპერაციის განხორციელებისას პირველი რიგში გამოიყენება იმ ვალუტის ანგარიში რა ვალუტაშიც ახორციელებს კლიენტი ოპერაციას, და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ - კლიენტის მიერ ანგარიშების გახსნის რიგითობის მიხედვით;
6.3. კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი ან რამდენიმე ტიპის პლასტიკური ბარათი, რომელსაც კლიენტი ირჩევს ბანკში,
კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებული განაცხადის შევსებისას;
6.4. ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ კლიენტი, ასევე მის მიერ დასახელებული პირ(ებ)ი (დამატებითი ბარათის შემთხვევაში) (შემდგომში - „ბარათით მოსარგებლე“). ბარათზე დატანილია კლიენტის სახელწოდება, ბარათის მფლობელის/მოსარგებლის სახელი, გვარი, ხელმოწერის ნიმუში. აღნიშნული ინფორმაცია, პერსონალურ საიდენტიფიკაციო კოდთან ერთად, რომელიც ცალკე გადაეცემა ბარათის მფლობელს წარმოადგენს ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
6.5. მომსახურებისა და სავაჭრო ობიექტებზე შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ბარათის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი არ წარადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ობიექტის მომსახურე პერსონალი უფლებამოსილია, შეაჩეროს ტრანზაქცია, რაზედაც ბანკი პასუხისმგებელი არ არის.
6.6. ყოველი ბარათის მფლობელს ენიჭება პერსონალური ოთხნიშნა კონფიდენციალური კოდი (PIN). პერსონალური კოდი გამოიყენება ფულის გამოტანისას ბანკომატებიდან ან პოს ტერმინალებში ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციისთვის.
6.7. ბარათი და PIN კოდი არ შეიძლება გადაეცეს სარგებლობისათვის სხვა პირს და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ბარათის მფლობელის მიერ.
6.8. კლიენტის მიერ ბარათით მოსარგებლეზე გაცემული ბარათებით ოპერაციების წარმოების შედეგებსა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც კლიენტს, ასევე უშუალოდ ბარათით მოსარგებლეს;
6.9. გამოშვებული ბარათი სადებეტო ბარათია. ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს თანხის ის ოდენობა, რომელიც შეტანილია/ჩარიცხულია ანგარიშზე. თანხას აკლდება ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო, მინიმალური ნაშთი, ხოლო თანხის გადახარჯვის შემთხვევაში - მასთან დაკავშირებული პროცენტები და პირგასამტეხლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6.10.ბარათით ჩატარებული ოპერაციები ლარში, აშშ დოლარში და ევროში აისახება კლიენტის ანგარიშზე იგივე ვალუტაში. იმ შემთხვევაში, თუ ბარათით შესრულებული ოპერაცია განხორციელდა ისეთ ვალუტაში, რომელშიც კლიენტს არ გააჩნია ანგარიში ან რომელშიც კლიენტს გააჩნია ანგარიში, მაგრამ აღნიშნულ ანგარიშზე არ ირიცხება ოპერაციის ასახვისათვის საკმარისი ნაშთი
- ასეთი ოპერაცია აისახება კლიენტის ანგარიშზე კონვერტაციით, ოპერაციის განხორციელების დღეს არსებული ბანკის საბარათე ოპერაციების სავალუტო გაცვლითი კურსის შესაბამისად. ნებისმიერ სხვა ვალუტაში განხორციელებული ოპერაცია აისახება კლიენტის მიერ პირველად გახსნილ საბარათე ანგარიშზე ან ანგარიშზე, რომელზეც კლიენტს აქვს ოპერაციის განხორციელებისათვის საკმარისი ნაშთი. ამასთან, საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში კონვერტაციის კურსი ბანკის მიერ დგინდება პლასტიკური ბარათების შესაბამისი საგადამხდელო სისტემის (ვიზა/მასტერქარდი) მიერ დაწესებული კურსის შესაბამისად.
6.11.საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, ბარათის განახლება:
6.11.1. ბარათის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია ბარათის მფლობელის მოთხოვნით ან ბანკის მიერ 6.11.4 პუნქტის შესაბამისად;
6.11.2. კლიენტი/ბარათით მოსარგებლე ვალდებულია ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ან ტელეფონის (ტელეფონის ნომერზე +995 32 200 80 80) მეშვეობით აცნობოს ბანკს და მოითხოვოს ბარათის დაბლოკვა. ბარათის დაბლოკვა შესაძლებელია:
ა) ბარათის ლოკალურ სტოპ სიაში ჩასმის გზით, რაც 1 (ერთი) საბანკო დღის ვადაში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას. აღნიშნულ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია განაახლოს (აიღოს ახალი) ბარათი, გარდა იმ შემთხვევისა როცა კლიენტი ბარათის დაბლოკვას ითხოვს მხოლოდ დროებითი ბლოკირებით;
ბ) ბარათის საერთაშორისო სტოპ სიაში ჩასმით, რაც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას მაქსიმუმ 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია ბარათით შემდგომი სარგებლობისთვის განაახლოს ბარათი;
6.11.3. კლიენტი ვალდებულია ბარათის საერთაშორისო სტოპ სიაში ჩასმის ტელეფონის მეშვეობით მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში წერილობით დაადასტუროს ბარათის საერთაშორისო სტოპ სიაში ჩასმის მოთხოვნა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი ამოიღებს ბარათს საერთშორის სტოპ სიიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერ ზიანსა და არასანქცირებულ ტრანზაქციებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება კლიენტს;
6.11.4. ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ბარათის მოქმედება, იმ შემთხვევაში თუ გაუჩნდა ეჭვი ბარათით არასანქცირებული/არაავტორიზებული გადახდების შესახებ ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში;
6.11.5. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
6.11.6. წინამდებარე ხელშეკრულების 6.11.2. და 6.11.3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებამდე შესრულებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
6.11.7. კლიენტი ვალდებულია ბარათის საბოლოო ვადის ამოწურვამდე არაუგვიანს 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მიმართოს ბანკს ბარათის განახლების მოთხოვნით და დროულად მიიღოს ბარათი; იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტი ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკს უფლება ექნება გაანადგუროს ბარათი;
6.11.8. ბანკსა და „ვიზას“ (VISA) ან/და „მასტერქარდს“ (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დახუროს საბარათე ანგარიში და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს კლიენტს;
6.11.9. საგადახდო ინსტრუმენტის (ბარათის) გამოყენების წესი 6.11.9.1კლიენტი ვალდებულია:
ა) გამოიყენოს საგადახდო ბარათი ამ ბარათისთვის დადგენილი (წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული და ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული/ვებ-გვერდზე განთავსებული) პირობების შესაბამისად;
ბ) დაიცვას მისთვის გაცემული ბარათის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
გ) ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე ბანკს.
დ) თანხის გადახარჯვის შემთხვევაში დაუყონებლივ შეიტანოს (აღადგინოს) გახარჯული თანხა სრულად ანგარიშზე და შეატყობინოს ამის შესახებ ბანკს, ან ბანკის მხრიდან გადახარჯვის თაობაზე მიღებული შეტყობინებიდან დაყოვნების გარეშე აღადგინოს სრულად გადახარჯული თანხა ანგარიშზე.
6.11.9.2. ბანკი ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ბარათის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
ბ) არ გახადოს ბარათის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ბარათის მფლობელისა;
გ) ნათლად გააცნოს კლიენტს ბარათის უსაფრთხოების მოთხოვნები;
დ) უზრუნველყოს კლიენტის მიერ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ კლიენტისგან/ბარათის მფლობელისგან ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;
ე) კლიენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბარათის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.
ვ) საკუთარ თავზე აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
6.11.9.3 ბანკი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე კლიენტის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთ ვის პასუხისმგებელია კლიენტი.
6.11.9.4 ბანკი პასუხს არ აგებს და არ განიხილავს კლიენტის პრეტენზიას არასწორ ან/და ყალბ/არასანქცირებულ ტრანზაქცია(ებ)ზე 100 ლარამდე თანხის ფარგლებში (მიუხედავად ბარათით განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების რაოდენობისა), საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების და სავაჭრო ობიექტებში განლაგებულ POS ტერმინალებზე ბარათის უკონტაქტო მეთოდით გატარებისას (როდესაც მომსახურების/სავაჭრო ობიექტის მხრიდან არ ხდება პინ- კოდის მოთხოვნა)
6.12.ბარათით წარმოებულ ოპერაციებზე პრეტენზიების წარდგენის წესი:
6.12.1. კლიენტი ვალდებულია არაუგვიანს ყოველი თვის 5 (ხუთი) რიცხვისა მოითხოვოს და მიიღოს ამონაწერი საბარათე ანგარიშზე წინა თვეში წარმოებული ოპერაციების შესახებ და მისი მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია საეჭვო ტრანზაქციასთან დაკავშირებით და პრეტენზიას თან
დაურთოს ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში; წინამდებარე პუნქტით დადგენილ ვადაში ამონაწერის მიუღებლობის და პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია ითვლება კლიენტის მიერ დადასტურებულად და აღნიშული კლიენტის მიერ ბანკთან ურთიერთობაში შემდგომში არ შეიძლება გახდეს სადავო. ბანკი ვალდებულია განიხილოს ბარათის მფლობელის საჩივარი განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. თუ ბანკისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, ბანკი ვალდებულია აცნობოს ბარათის მფლობელს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზი, საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისა და საბარათე ინსტრუმენტის მფლობელისთვის გაცნობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 55 სამუშაო დღეს.
6.13.ბარათით სარგებლობის საკომისიო და საჯარიმო სანქციები:
6.13.1. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ბარათით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიო(ები) წინამდებარე ხელშეკრულების ტარიფების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საკომისიო(ები) არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულების დანართით, საბანკო მომსახურების ტარიფები და კლიენტის მიერ გადასახდელი თანხები დგინდება ბანკის ვებ-გვერდზე www.cartubank.ge-ზე განთავსებული ტარიფებით,, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე ასევე „ვიზა“-ს (VISA) და „მასტერქარდ“-ის (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
6.13.2. კლიენტი ვალდებულია საბარათე ანგარიშზე ოპერაციები აწარმოოს მხოლოდ ხელმისაწვდომი ნაშთის ფარგლებში. ხელმისაწვდომი ნაშთის შეგნებულად ან შეცდომით გადამეტებით გახარჯულ თანხას ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს სარგებელი, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, გადახარჯვით გამოყენებული თანხის სარგებლობის ყოველი დღისათვის;
6.13.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეავსოს გადამეტებით გამოყენებული თანხა და მუდმივად იქონიოს საბარათე ანგარიშზე მინიმალური ნაშთი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით;
6.13.4. კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია საბარათე ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ;
6.13.5. ნებისმიერი ტიპის ბარათით სარგებლობის წესები ექვემდებარება საერთაშორისო საგადასახადო სისტემის („ვიზა“ (VISA) და „მასტერქარდ“ (MasterCard) პროცედურებს, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღება კლიენტს შეუძლია მოთხოვნისთანავე;
6.14. საბარათე ოპერაციების განხორციელების დღიდან მათი ანგარიშზე ასახვა ხორციელდება არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, გარდა საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევებისა. ამ დროს თანხის ასახვის ვადა განისაზღვრება საგადამხდელო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ვადების შესაბამისად.
6.15. შესრულებული კონვერტაციის შესახებ მონაცემები კლიენტისათვის ხელმისაწვდომია ამონაწერის მიღების საშუალებით. ვალუტის კონვერტაციისას გამოყენებული კურსის წყაროს წარმოადგენს ბანკის ვებ გვერდი www. https://www.cartubank.ge/.
6.16. კლიენტი სრულად გაეცნო საბარათე სქემას (ადგილობრივი საბარათე სქემის არსებოსბის შემთხვევაში) და წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასატურებს თანხმობას ამ სქემის წესებზე და პირობებზე.
7.ინტერნეტ ბანკი
7.1.ინტერნეტი ბანკით მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია ბანკში წარადგინოს განაცხადი ინტერნეტ ბანკის მომსახურების გააქტიურების თაობაზე, რის შემდეგაც ბანკის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კლიენტს ექნება შესაძლებლობა აწარმოოს გარკვეული შინაარსის ოპერაციები ბანკში მოუსვლელად ბანკის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის www.ib.ge გამოყენების გზით. ინფორმაციას ინტერნეტ ბანკით მომსახურების სახეობების, მომსახურების საკომისიოს და იმ ოპერაციათა შესახებ, რომლის წარმოებაც შეუძლია კლიენტს ინტერნეტ ბანკის საშუალებით, კლიენტი მიიღებს შესაბამისი მომსახურების გააქტიურებისას, რა დროსაც თავად აირჩევს, რომელი სახის ინტერნეტ ბანკით სურს სარგებლობა. ინტერნეტ ბანკის საშუალებით განსახორციელებელი საბანკო ოპერაციების, ზუსტი ჩამონათვალი და შესრულების წესები განსაზღვრულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე - www.cartubank.ge განთავსებულ ინტერნეტ ბანკით მომსახურების პირობებში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.2.კლიენტს ინტერნეტ ბანკით სარგებლობისთვის დალუქული კონვერტით გადაეცემა ან SMS-ი მიეწოდება ინტერნეტ ბანკით
სარგებლობისთვის საჭირო მონაცემები (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის - „საიდენტიფიკაციო მონაცემები“), კერძოდ, მომხმარებლის სახელი - USERNAME და პაროლი - PASSWORD, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი იდენტიფიცირდება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის დროს. კლიენტი ვალდებულია კონვერტის გადაცემიდან/მიღებიდან ან SMS-ის მისვლიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, შევიდეს ინტერნეტ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე და შეცვალოს ბანკის მიერ მისთვის გადაცემული პაროლი.
7.3.იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სარგებლობს სრული ინტერნეტ ბანკის მომსახურებით, მომხმარებლის სახელსა და პაროლთან ერთად მას გადაეცემა ელექტრონული მოწყობილობა დიჯიპასი, რომელზეც ყოველ 36 (ოცდათექვსმეტი) წამში ერთხელ გენერირდება (იცვლება) ციფრების კომბინაცია (კოდი). კლიენტს შესაძლებლობა ექნება გარკვეული ოპერაციები აწარმოოს მხოლოდ დიჯიპასზე დაგენერირებული კოდის გამოყენებით და/ან სმს გამოყენებით.
7.4.კლიენტი ვალდებულია:
7.4.1. უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი თუ მოწყობილობა, ბანკის მიერ მინიჭებული პაროლი (Password) და მის მიერ არჩეული მომხმარებლის სახელი (Username). ასევე დიჯიპასის შესაბამისი მოწყობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7.4.2. არ გაანდოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობაში, რომლითაც კლიენტი უკავშირდება ბანკის ინტერნეტ გვერდს. უსაფრთხოდ შეინახოს დიჯიპასის მოწყობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა არ მოხდეს გარეშე პირის წვდომა მასზე დაგენერირებულს პაროლზე.
7.4.3. ბანკის მიერ მინიჭებული პაროლის დაკარგვის ან/და სავარაუდო გამჟღავნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს შესაბამისი რეაგირებისთვის;
7.4.4. დიჯიპასით სარგებლობის შემთხვევაში, დაუყოვლებლივ აცნობოს ბანკს დიჯიპასის მოწყობილობის დაკარგვის ფაქტი.
7.4.5. დარწმუნდეს, რომ დაუკავშირდა ბანკის ორიგინალ ინტერნეტ-გვერდს და ინტერნეტ ბანკში ნებისმიერი შესვლისას მუშაობის დაწყებამდე მოახდინოს უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმება (უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმებით დასტურდება, რომ კლიენტი დაუკავშირდა სწორედ სს „ბანკი ქართუ“-ს ინტერნეტ გვერდს www.cartubank.ge ან/და www.ib.ge ). მუდმივად ისარგებლოს „ინტერნეტ ბრაუზერის“ განახლებული ვერსიით;
7.4.6. ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულებისას პროგრამიდან გამოვიდეს მხოლოდ „გამოსვლა“ ღილაკზე დაჭერით;
7.4.7. ინტერნეტ ბანკის მომსახურებისთვის გადაიხადოს მომსახურების საფასური;
7.4.8. დიჯიპასით სარგებლობისას, ინტერნეტ ბანკის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, შეავსოს ინტერნეტ ბანკის გაუქმების/შეცვლის განაცხადი და დაუბრუნოს ბანკს დიჯიპასის მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტს დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამით გამოწვეულ შედეგებზე
7.5.ბანკი უფლებამოსილია:
7.5.1. კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
7.5.2. რისკების შემცირების მიზნით კლიენტის ოპერაციებზე დააწესოს შეზღუდვები, მათ შორის დაადგინოს ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები.
7.5.3. ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ბანკის მიერ მიღებული მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, შეასრულოს მოთხოვნილი საბანკო ოპერაცია, წინამდებარე ხელშეკრულების და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
7.6.ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
8.SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომსახურება
8.1.SMS მომსახურება არის დისტანციური საბანკო მომსახურება, რომლის მეშვეობითაც კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა ბანკში მოუსვლელად მიიღოს გარკვეული ტიპის ინფორმაცია და აწარმოოს გარკვეული შინაარსის საბანკო ოპერაციები. მათ შორის, კლიენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციების, ოპერაციის შესრულების მცდელობის და ანგარიშზე არსებული ნაშთების შესახებ;
8.2.SMS მომსახურების მისაღებად, კლიენტი ბანკში ავსებს განაცხადს, რომლითაც კლიენტი გამოხატავს სურვილს მიიღოს ბანკისაგან SMS მომსახურების სერვისი და რომლითაც განისაზღვრება SMS მომსახურების სხვა კონკრეტული პირობები. განაცხადში კლიენტი აფიქსირებს მობილური ტელეფონის ნომერს, რომელიც რეგისტრირდება ბანკის პროგრამაში და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება წინამდებარე სერვისით მომსახურება.
8.3.SMS მომსახურების სერვისის ერთხელ გააქტიურების შემდეგ, SMS მომსახურების სერვისი გავრცელდება ყველა იმ ანგარიშზე, რომელსაც მომავალში გახსნის კლიენტი. ამ შემთხვევაში SMS მომსახურება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
8.4.კლიენტისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას სატელეფონო კომპანიების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) არ გაგზავნის ან შეფერხებით/დაგვიანებით გაგზავნის ფაქტზე. ბანკი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მომსახურების შეფერხებით მიწოდებაზე, თუ ხსენებული შეფერხება (შეუტყობინებლობა/შეტყობინების დაგვიანებით მიღება) გამოწვეულია ბანკისგან დამოუკიდებელი და/ან ადგილობრივი/უცხო ქვეყნის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის/პროვაიდერის მიზეზით და ცდება ბანკის კონტროლს. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზიანზე, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოწვეულია ზემოაღნიშნული დეფექტით/მოკლე ტექსტური შეტყობინების გადაცემის ხარვეზით და/ან შეფერხებით.
8.5. კლიენტი ვალდებულია:
8.5.1. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, ბანკში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილების, ასევე მობილური ტელეფონის აპარატის დაკარგვის თაობაზე;
8.5.2. არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური აპარატის, სიმ ბარათის ან სხვა იმ მოწყობილობის მესამე პირთა ხელში მოხვედრა, რომელზეც კლიენტი იღებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურებას; ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის მესამე პირთა მიერ გაცნობაზე, რომელიც კლიენტს მიეწოდება SMS მომსახურების საშუალებით;
8.6.ბანკი უფლებამოსილია:
8.6.1. კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ ბარათის დაკარგვის თაობაზე კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე კლიენტს შეუჩეროს SMS მომსახურების სერვისი, მომსახურების აღდგენის შესახებ კლიენტის განცხადების მიღებამდე;
8.6.2. არ შეასრულოს კლიენტის მომსახურების პირობებთან შეუსაბამო, არასწორი დავალება, ასევე არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში, ან ბანკის მიმართ კლიენტის დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
8.7.SMS მომსახურების სერვისზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე ბანკი უფლებამოსილია საბანკო მომსახურების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი ინიციატივით გაუაქტიუროს კლიენტს SMS ბანკი - უფასოდ მომსახურების პირობით. ამავდროულად, ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაუთიშოს კლიენტს საკუთარი ინიციატივით გააქტიურებული SMS ბანკი. ბანკი უფლებამოსილია გაუგზავნოს კლიენტს საინფორმაციო/სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები/შეთავაზებები.
9. ავტომატური გადარიცხვები
9.1.ავტომატური გადარიცხვებით სარგებლობის მოთხოვნისას, კლიენტი ბანკს აძლევს დავალებას მისი ერთი ან რამდენიმე საბანკო ანგარიშიდან, კლიენტის მიერ განსაზღვრულ თარიღებში ჩამოწეროს ფულადი სახსრები და გადარიცხოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მითითებული მომსახურებების მისაღებად, კლიენტის მიერ შესაბამის განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე.
9.2.ბანკი კლიენტს მოემსახურება შემდეგი ავტომატური გადარიცხვებით: 1
9.2.1. კომუნალური გადახდები, მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება;
9.2.2. თანხის გადარიცხვა ბანკის შიგნით:
ა) ეროვნული ვალუტის გადარიცხვა კლიენტის პირად და/ან სხვა პირის/ორგანიზაციის ანგარიშებზე; ბ. უცხოური ვალუტის გადარიცხვა კლიენტის პირად და/ან სხვა პირის/ორგანიზაციის ანგარიშებზე; გ. თანხის გადარიცხვა ანაბრის შესავსებად.
9.2.3. თანხის გადარიცხვა ბანკის გარეთ:
ა) ეროვნული ვალუტის გადარიცხვა კლიენტის პირად ან სხვა პირის/ორგანიზაციის ანგარიშებზე;
9.3.კლიენტს უფლება აქვს, ყოველი ავტომატური გადარიცხვის დავალებისას, აირჩიოს დავალების შესრულების კონკრეტული ან ცვალებადი თარიღი, დავალების თანხა კი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული ისე ცვალებადი (მაგ: მითითებული პროვაიდერი კომპანიების მიმართ გადარიცხვის თარიღისთვის დაფიქსირებული დავალიანების ოდენობით).
9.4.კლიენტი ხელშეკრულების 9.2 პუნქტში მითითებული მომსახურებ(ებ)ის მისაღებად, ბანკში ავსებს განაცხადს, რომლითაც განისაზღვრება ბანკის მიერ ავტომატურად გადარიცხვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფორმაცია, გადარიცხვის წესი და პირობები; კლიენტის მიერ ავტომატური გადარიცხვებით მომსახურებასთან დაკავშირებით შევსებული თითოეული განაცხადი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
9.5.ბანკი, კლიენტის მიერ ხელშეკრულების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, უაქცეპტო წესით/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, დავალიანების წარმოქმნისთანავე ან კლიენტის მიერ განსაზღვრულ თარიღში ჩამოწერს კლიენტის ანგარიშიდან თანხებს, ავტომატური გადარიცხვის სისტემაში ჩართული და კლიენტის მიერ განსაზღვრული პროვაიდერი კომპანიების მიმართ დაფიქსირებული დავალიანების დასაფარავად;
9.6.ხელშეკრულების 9.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9.7.ავტომატური გადარიცხვების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება თითოეული მომსახურებით სარგებლობის დაწყების თარიღის მიხედვით. თუკი, რამდენიმე გადარიცხვის „თვის რიცხვი“ ან/და „დავალიანების წარმოშობის“ პერიოდულობა (კომუნალური და მობილური გადასახადების შემთხვევაში) ემთხვევა ერთი და იმავე დღეს, ბანკი განსაზღვრავს პრიორიტეტულობას, წინასწარი გათვლის გარეშე.
9.8.კლიენტმა კონკრეტული დავალებისთვის თავად უნდა განსაზღვროს გამოიყენოს თუ არა ბანკმა კლიენტის სხვა მიმდინარე ან/და საბარათე ანგარიშებზე (დამატებითი ანგარიშები) არსებული ნაშთები. კლიენტი თანახმაა ბანკმა გამოიყენოს ანგარიშებზე დაშვებული ოვერდრაფტის „ხელმისაწვდომი ნაშთი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასეთ შემთხვევაში გამოყენებული ოვერდრაფტის თანხას დაერიცხება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი;
9.9.იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი თანხმობას განაცხადებს ხელშეკრულების 9.8 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციის ბანკის მიერ განხორციელებაზე, ბანკი უფლებამოსილია, ავტომატური გადარიცხვის თარიღისთვის, კლიენტის ანგარიშზე ეროვნული ვალუტის არასაკმარისი ნაშთის არსებობისას, სხვა ვალუტის არსებული ნაშთიდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა, გააკეთოს კონვერტაცია, კონვერტაციის დროისათვის ბანკში არსებული კომერციული კურსის შესაბამისად და მიმართოს თანხები ავტომატური გადარიცხვის დავალების შესასრულებლად. იგივე ქმედებას განახორციელებს ბანკი უცხოური ვალუტის ანგარიშზე ნაშთის არსებობის და იმავდროულად, ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში.
9.10. ბანკის მიერ ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე (მათ შორის სხვა ნებისმიერ ვალუტაში გახსნილ ანგარიშზე) არის საკმარისი თანხა; ბანკის მიერ თანხის ნაწილობრივ გადარიცხვა არ მოხდება.
9.11. ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება (ერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად) უქმდება კლიენტის მიერ ბანკში შესაბამისი განაცხადის შევსებით და აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სახის გადარიცხვის მცდელობისას, ბოლო წარმატებული ტრანზაქციიდან ზედიზედ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ანგარიშზე არ იქნება თანხა გადარიცხვის განსახორციელებლად.
9.12. კლიენტი ვალდებულია:
9.12.1.ანგარიშებზე, რომლიდანაც ბანკმა უნდა განახორციელოს ავტომატური გადარიცხვები მუდმივად იქონიოს საკმარისი ნაშთი;
9.12.2.გადაიხადოს ავტომატური გადარიცხვებით მომსახურებისთვის დადგენილი საკომისიო (ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კლიენტი მიიღებს მოთხოვნისთანავე;
9.13. ბანკი უფლებამოსილია:
9.13.1.არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა კლიენტის ანგარიშიდან (მათ შორის სხვა ნებისმიერ ვალუტაში გახსნილ ანგარიშიდან) არასაკმარისი ნაშთის არსებობისას
9.13.2.არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ბანკის წინაშე დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
9.14.იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვისთვის კლიენტის მიერ შერჩეული თარიღი დაემთხვევა კლიენტის მიერ ბანკის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების თარიღს, ბანკი იტოვებს უფლებას დროებით შეაჩეროს ან არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა, კლიენტის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9.15.ბანკი ავტომატურ გადარიცხვებთან დაკავშირებული დავალების სტატუსის (მათ შორის, ინფორმაცია გადარიცხვის წარმატებით განხორციელების, წარუმატებელი მცდელობის, ავტომატური გადარიცხვებით მომსახურების გააქტიურების ან გაუქმების და სხვ.) შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ერთხელ გააგზავნის კლიენტის ბანკისთვის ცნობილ მობილური
1 ავტომატური გადარიცხვების მომსახურების ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი შინაარსის მქონე გადარიცხვებზე, რომელთაც ბანკის შიდა ინსტრუქციის თანახმად არ ესაჭიროებათ გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ტელეფონის ნომერზე. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიუღებლობასა და ამით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
9.16.ბანკი არ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელი ან/და შეცდომით შესრულებული ავტომატური გადარიცხვის დავალებით გამოწვეულ ზიანზე, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულ იქნა კლიენტის ანგარიშებზე საკმარისი თანხის არარსებობის მიზეზით ან/და კლიენტმა ბანკს წარუდგინა მცდარი ინფორმაცია ან/და ზიანი გამოწვეულ იქნა მომსახურე პროვაიდერი კომპანიის რაიმე მიზეზით;
9.17.ავტომატური გადარიცხვებით მომსახურებაზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
10. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
10.1.კლიენტი ვალდებულია:
10.1.1. ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების გაწევისთვის ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც აუცილებელია საბანკო მომსახურების მისაღებად, გარდა ისეთი სახის მომსახურების მიწოდებისათვის, რომელზეც მომხმარებელი კანონმდებლობის თანახმად განთავისუფლებულია საფასურის გადახდისაგან;
10.1.2. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, მათ შორის კლიენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, ინფორმაცია კლიენტის დამფუძნებლების, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ, ასევე ინფორმაცია საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ; ასევე იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. გამართულ მდგომარეობაში მათ შორის იგულისხმება ქართული და ლათინური შრიფტის/ფონტის წამკითხველი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე;
10.1.3. დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს ბანკს, ანგარიშის განკარგვაზე, ანგარიშზე ოპერაციების წარმოებაზე, ანგარიშის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ან/და მათი უფლებამოსილების შეცვლის შესახებ და წარუდგინოს ბანკს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტები. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისთვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც კლიენტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება; აღნიშნული დოკუმენტების ბანკში წარდგენამდე, ბანკის მიერ ანგარიშზე ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე;
10.1.4. ყოველი ანგარიშის გახსნისას წარუდგინოს ბანკს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესახებ;
10.1.5. ანგარიშ(ებ)ზე ოპერაციების წარმოებისას, მიაწოდოს მას სრული, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ოპერაციის/გადახდის დანიშნულების შესახებ და წარუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი (გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები);
10.1.6.ოპერაციის შესასრულებლად, წარუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ბანკს კლიენტის სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის, ოპერაციის შინაარსის, დანიშნულების, გადარიცხვის სახეობის და განსახორციელებელი ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
10.1.7. მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში შეატყობინოს ბანკს, შეცდომით ჩარიცხული თანხის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნოს მას; წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს ჯარიმა აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის გამოყენებისათვის გამოყენებული თანხის 0.2%-ის ოდენობით მისი სარგებლობის თითოეული დღისათვის; თანხის გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან;
10.1.8. ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი და აღნიშნულის თაობაზე ბანკი იქნება ინფორმირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
10.1.9. ხელშეკრულების 10.1.3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შეცვლის შემთხვევაში, თავად უზრუნველყოს ბანკის მიერ წარმომადგენლებისთვის/მინდობილი პირისთვის გადაცემული ნებისმიერი დოკუმენტის, ასევე საბანკო მომსახურების განსახორცილებელად გადაცემული ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური საშუალების გამორთმევა შემდგომი სარგებლობის მიზნით ან/და ბანკისთვის დასაბრუნებლად;
10.1.10. კლიენტი ვალდებულია წინასწარ და დაუყონებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ მოქალაქეობის/რეზიდენტობის შეცვლის, რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანის, სხვა ქვეყანაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის შესახებ, ან სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოების წარმოშობის შესახებ, რომელიც არსებითად ცვლის მის სამართლებრივ/გადასახადის გადამხდელის სტატუსს. რომელიმე მოცემული გარემოების დადგომის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილი იქნება ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით;
10.1.11. სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
10.1.12. მიაწოდოს ბანკს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით ან/და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაცია.
10.1.13. დაუყოვნებლივ განაახლოს ბანკში წარდგენილი დოკუმენტები, ან/და წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები/ინფორმაცია ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
10.1.14. აუნაზღაუროს ბანკს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად ბანკისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი.
10.1.15. ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტამდე უზრუნველყოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ის ანგარიშ(ებ)იდან სრულად გატანა და/ან აცნობოს ბანკს სხვა კომერციულ ბანკში არსებული ალტერნატიული საბანკო რეკვიზიტების შესახებ რომელზეც ბანკი შეძლებს კლიენტის ანგარიშზე არსებული ნაშთის გადარიცხვას. ხოლო, კლიენტის მიერ ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია: (ა) კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გადარიცხოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ი კლიენტის სხვა ბანკში არსებულ ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები ბანკისთვის ცნობილი გახდა მომსახურების გაწევისას ან საჯარო წყაროდან, ასეთ შემთხვევაში გადარიცხვის საკომისიო ანაზღაურება მოხდება კლიენტის ანგარიშიდან უაქცეპტო წესით და/ან (ბ) გადაიტანოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ი ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე და/ან (გ) შეუზღუდოს კლიენტს ანგარიშ(ებ)ზე წვდომა, საბანკო ოპერაციების წარმოება, უარი უთხრას მომსახურების გაწევაზე.
10.2. კლიენტი უფლებამოსილია:
10.2.1. მიიღოს ამონაწერი ანგარიშზე არსებული ნაშთისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ამონაწერის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, კლიენტის მხრიდან ბანკისთვის პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამონაწერში არსებული ინფორმაციის სისწორე ითვლება დადასტურებულად;
10.2.2. მისცეს ბანკს იმ სახის დავალებები ანგარიშზე ოპერაციების საწარმოებლად, რომელიც არ არის კანონმდებლობით აკრძალული; განახორციელოს ფულის გადარიცხვები, ვალუტის გაცვლა, ფულის განაღდება და სხვა ოპერაცია;
10.2.3. ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მიანდოს მესამე პირს;
10.2.4. ისარგებლოს ბანკის მიერ შეთავაზებული მომსახურებით;
10.2.5. კლიენტ ფიზიკურ პირს, ხოლო მომხმარებელ იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, ბანკის/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ ბანკისათვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული კლიენტი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება. კლიენტს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს ბანკისათვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
10.3.ბანკი უფლბამოსილია:
10.3.1. მოსთხოვოს კლიენტს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი ან/და უკვე წარდგენილი დოკუმენტის/ინფორმაციის განახლება ანგარიშის გახსნის, კლიენტის სრულყოფილი იდენტიფიცირების, კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული/განსახორციელებელი ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
10.3.2. განახორციელოს კლიენტის ანგარიშზე ოპერაციები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10.3.3. კლიენტის დავალებით ან/და მისი დავალების გარეშე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან.
10.3.4. თავისი შეხედულებისამებრ უარი უთხრას კლიენტს ანგარიშით მომსახურებაზე;
10.3.5.არ შეასრულოს კლიენტის დავალება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ წარმოადგენს ბანკის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ან/და ბანკს გაუჩნდება ეჭვი ოპერაციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შესახებ;
10.3.6. უაქცეპტოდ ჩამოწეროს ანგარიშ(ებ)ზე შეცდომით ჩარიცხული თანხა და გადაახდევინოს კლიენტს ჯარიმა აღნიშნული თანხის/მისი ნაწილის გამოყენებისათვის გამოყენებული თანხის 0.2%-ის ოდენობით მისი სარგებლობის თითოეული დღისათვის, კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 10.1.7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში;
10.3.7. დახუროს ბანკში გახსნილი კლიენტის ანგარიშები და შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ:
ა) კლიენტის შესახებ, ბანკის ხელთ არსებული ან/და კლიენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტური ან/და ელექტრონული სახით წარდგენილი) აღმოჩნდება მცდარი;
ბ) არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
გ) კლიენტი არ ისარგებლებს საბანკო მომსახურებებით 1 (ერთი) წლის განმავლობაში (ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის / საკრედიტო პროდუქტ(ებ)თან დაკავშირებული გადასახდელ(ებ)ის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან);
დ) კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და ვალდებულებებს; ე) არსებობს წინამდებარე ხელშეკრულების 10.3.9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;
ვ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
ზ) ბანკი ნებისმიერ დროს 15.12 პუნქტით გათვალისწინებული წესით შეწყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას. თ) კლიენტი გაიხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მის მიერ გაცემულ თანხმობას.
10.3.8. კლიენტი დისტანციური არხების გამოყენებით (მათ შორის ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ბანკომატი და სხვა) შეთავაზოს და გაუაქტიუროს სხვადასხვა საბანკო პროდუქტები და მომსახურებები.
10.3.9.ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტოს კლიენტის და კლიენტთან დაკავშირებული პირების ანგარიშ(ებ)ზე ოპერაციების განხორციელება, შემდეგ შემთხვევებში და წესით:
ა) ბანკს გაუჩნდება ეჭვი ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის კანონიერებასთან დაკავშირებით ან მოთხოვნილი ოპერაცია წარმოადგენს საეჭვო ოპერაციას ან უჩვეულო გარიგებას. ტრანზაქციის საეჭვო ოპერაციად ან უჩვეულო გარიგებად მიჩნევისას ბანკი ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ბ) კლიენტის მიერ მოთხოვნილია ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც ეხება საყურადღებო ზონებში თანხის გადარიცხვას, ან სხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას. საყურადღებო ანუ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონად ითვლება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი);
გ) შესაბამის სისტემებზე ან წყაროებზე დაყრდნობით ბანკისთვის ცნობილი გახდა ფულის გათეთრებაში, სხვა ეკონომიკურ დანაშაულში, ტერორიზმში და სხვა მძიმე დანაშაულში კლიენტის, მისი წარმომადგენლის ან სხვა დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაწილეობის, მათი ბრალდების ან სხვაგვარი ეჭვის არსებობის შესახებ, ასევე თუ საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. ამ შემთხვევაში შეზღუდვა მოქმედებს შესაბამისი სისტემებიდან და წყაროების მონაცემებიდან პირის ამორიცხვამდე, თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს (სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა) გადაწყვეტილებით სხვა რამ არ დადგინდება; დ) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას, ასევე როდესაც ბანკის მიერ მიღებული გონივრული ზომების მიუხედავად ვერ ხერხდება კლიენტის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის, ან ოპერაციაში მონაწილე მხარის და ოპერაციის შინაარსის იდენტიფიკაცია.
ე) მხარეები თანხმდებიან, რომ: ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს 10.3.9. პუნქტებში მითითებული გარემოების ნამდვილობა და მას უფლება აქვს, აღნიშნულ პუნქტებში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში ან საკუთარის შეხედულებით მიიღოს გადაწყვეტილება საბანკო ოპერაციების შესრულების ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტის შესახებ; 10.3.9. პუნქტებში მითითებული გარემოებების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება კლიენტს; ბანკის მიერ კლიენტის შესახებ ინფორმაციის და მონაცემების გადაცემა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო და დანაშაულის აღმკვეთი სამსახურებისთვის, ასევე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, დაწესებულებებისთვის და ორგანიზაციებისთვის, არ განიხილება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დარღვევად; იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სასამართლოსთვის მიმართვის გზით ან სხვა უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით დაამტკიცებს 10.3.9. პუნქტებში მითითებული გარემოებების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, გააუქმოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ოპერაციების შესრულების შეზღუდვა. ამასთან, კლიენტი უარს აცხადებს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაწესების შედეგად ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
ვ) კლიენტი უარს აცხადებს/ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ აწვდის ბანკს ან/და აწვდის არასწორ/არასრულ ინფორმაციას
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით ან/და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და სხვაგვარად არღვევს აღნიშნული აქტიდან გამომდინარე მოთხოვნებს.
10.4. ბანკი ვალდებულია:
10.4.1 დროულად და კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ზუსტი დაცვით აწარმოოს საბანკო ოპერაციები და მათი წარმოებისას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
10.4.2 კლიენტის მოთხოვნით მიაწოდოს მას ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მისი ანგარიშის და ანგარიშზე გახორციელებული ოპერაციების შესახებ;
10.4.3 მოთხოვნისთანავე მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია საბანკო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფებისა და მომსახურების საკომისიოს შესახებ.
10.4.4 სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
10.5. ყოველგვარი საეჭვოობის/გაურკვევლობის გამორიცხვის მიზნით, ამ ხელშეკრულების 10.1.2 და 10.1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე ან/და კლიენტის მონაცემებში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, ბანკი უფლებამოსილია საბანკო ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები, ინტერნეტ ბანკით, კომერციული ბარათით ან/და ბანკი კლიენტით მომსახურება და ა.შ) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს შეზღუდვის მოსახსნელად განსახორცილებელი ქმედებები ან/და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. ამასთან, ბანკი არ არის ვალდებული დააწესოს შეზღუდვა და ზემოაღნიშნული დოკუმენტების ბანკში წარდგენამდე, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო ოპერაციები ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკანონი შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე ბანკს ეკრძალება საბანკო ოპერაციის განხორციელება დოკუმენტის წარმოდგენამდე/ქმედების განხორციელებამდე.
10.6. კლიენტისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ:
10.6.1.ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის თუ იმ სახელმწიფააოში, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკი ვრცელდება რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს ან/და შეუძლებელს ხდის ადრესატის მიერ თანხის მიღებას.
10.6.2ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის თუ საკორესპოდენტო ბანკი (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა), საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემა ან/და მიმღები ბანკი უარს განაცხადებს ოპერაციის შესრულებაზე ან/და მოხდება გადასარიცხი თანხის დაკავება/ბლოკირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის ან/და სხვა ნებისმიერი მიზნით.
10.6.3. ბანკი არ არის პასუხისმგებელი შედეგებზე რომელიც გამოწვეულია ტელეკომუნიკაციების ოპერატორის, ინტერნეტ- პროვაიდერის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით.
10.6.4. ბანკი არ არის პასუხისმგებელი შედეგებზე რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.6.5. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის მიერ წვდომის კოდების არაავტორიზებულად გამოყენების შემთხვევებზე.
10.6.6. პაროლ(ებ)ი, რომელიც თავდაპირველად გადაეცა/გადაეცემა ექვემდებარება სავალდებულო ცვლილებას ნებისმიერი დისტანციური საბანკო მომსახურების პირველივე გამოყენებისას.
10.6.7. იმ შემთხვევაში თუ გადახდის ოპერაციაში მონაწილეობს შუამავალი ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემა (შემდგომში - აგენტი), აღნიშნული გადახდის ოპერაციის შესრულებისას ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე მხოლოდ ისეთ ზიანზე (ზარალზე) რომელიც გამოწვეულია ბანკის მიერ გადახდის ოპერაციის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ არასწორად შესრულებით და ბანკი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს კლიენტის წინაშე ისეთ ზიანზე (ზარალზე), რომელიც გამოწვეულია ამგვარი აგენტის ქმედების ან/და უმოქმედობის შედეგად. მათ შორის, (ა) გადახდის ოპერაციის შესრულების დაგვიანებით ან/და მისი ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობით ან/და (ბ) კლიენტზე ნებისმიერი დამატებითი ხარჯის/საკომისიოს ან/და სანქციის დაკისრებით.
11. კლიენტის განცხადებები და გარანტიები
11.1. კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
11.1.1 კლიენტი ფიზიკური პირი, კლიენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, ასევე კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერი დროს:
ა) არ არიან/იქნებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ან/და ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროს ან/და საქართველოს ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე „უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“), რასაც დროდადრო განსაზღვრავენ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
ბ) პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდიათ/დადებენ ნებისმიერ გარიგებას ნებისმიერ პირთან ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დააფინანსებენ ან/და არ გადასცემენ ნებისმიერი სახის აქტივს/ქონება ნებისმიერ პირს ან/და გაერთიანებას, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში.
გ) პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდიათ/დადებენ ნებისმიერ გარიგებას ისეთ ქონებასთან/აქტივთან/პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება სრული ან/და მიზნობრივი ან/და სექტორული სანქციები/შეზღუდვები.
11.1.2. მისთვის ცნობილია, ბანკის მიერ განსაზღვრული გამონაკლისების ნუსხაში შეტანილ საქმიანობათა ჩამონათვალი, მათ შორის, კლიენტის საქმიანობა არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს დაკავშირებული კრიპტო აქტივებთან, ფორექსთან, აზარტულ თამაშობებთან, სათამაშო ბიზნესთან, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან, სამხედრო საქმიანობასთან, რუსეთ უკრაინის ომთან დაკავშირებულ სანქცირებულ პროდუქციასთან. წინამდებარე დოკუმენტით კლიენტი ადასტურებს, რომ არ ეწევა და არც მომავალში დაკავდება გამონაკლისების ნუსხაში მითითებული (მათ შორის, შემდგომში დამატებული) საქმიანობით/საქმიანობებით. ამასთან, კლიენტისთვის ცნობილია, რომ ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად განახორციელოს ცვლილება გამონაკლისების ნუსხაში შეტანილ საქმიანობათა ჩამონათვალში.
12. მხარეთა პასუხისმგებლობა
12.1.წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
12.2.კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენება კანონთან შეუსაბამო მიზნით;
12.3.ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
12.3.1. ნებისმიერი სახით დამდგარ ზიანზე, მათ შორის მესამე პირის მიმართ, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად;
12.3.2. შედეგებზე (მათ შორის, კლიენტის მიერ ნებისმიერი პირის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე), თუ ეს გამოწვეულია:
ა) კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
ბ) კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის საგადახდო დავალებაში ან ბანკში წარდგენილ სხვა ნებისმიერ საბუთში მითითებული ინფორმაციის) უზუსტობით ან/და უსწორობით;
გ) კლიენტის მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან/და არასრულყოფილი შევსებით;
დ) კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით;
ე) კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის კუთვნილი კომპიუტერის ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობების (მათი ნაწილებისა და აქსესუარების), პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით; ინტერნეტ-პროვაიდერის, ტელეკომუნიკაციების ოპერატორის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
ვ) მიმღები ან/და შუამავალი ბანკის ან/და საგადახდო სისტემის ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემის ნებისმიერი ქმედებით ან/და ბანკისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ დავალებაში დაფიქსირებული შეცდომით;
ზ) ნებისმიერი შეზღუდვით, რომელიც დაწესებულია იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ან/და შუამავალი ბანკი ან/და საგადახდო სისტემა ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემა, რაც აფერხებს ან/და მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავს თანხის მიღებას;
თ) გადარიცხვის ოპერაციის ან/და გადასარიცხი თანხის ან მისი ნაწილის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის, ტერორიზმის დაფინანსების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით ან/და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და სასანქციო რეჟის დაცვის ან/და სხვა მიზნით ბლოკირებით, დაკავებით/ჩამოჭრით;
ი) საკორესპონდენტო ბანკის (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა) ან/და მიმღები ბანკის, ან/და საგადახდო სისტემის ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემის მიერ ოპერაციის შესრულებაზე უარის შედეგად ან/და ოპერაციის განხორციელების/დასრულების გაჭიანურებისათვის.
კ) საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით.
12.3.3. ნებისმიერი სახით დამდგარ ზიანზე, მათ შორის მესამე პირის მიმართ, რომელიც გამოწვეულია 10.5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ოპერაციების შეზღუდვის შედეგად.
12.3.4. ნებისმიერი სახით დამდგარ ზიანზე, მათ შორის მესამე პირის მიმართ, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ 10.1.2 და
10.1.3 პუნქტით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტების წარდგენამდე, კლიენტის მიერ ბანკში ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების შედეგად.
12.4.ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე კლიენტის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს 12.3.2.“კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ან ბანკის მიერ სწორად იქნა მითითებული მიმღების რეკვიზიტები და მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა (მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ბანკის მიერ გადარიცხულია საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა).
12.5.თუ ბანკმა სწორად შეასრულა კლიენტის საგადახდო დავალება, მაშინ მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია კლიენტის ან/და მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის განხორციელების სისწორისთვის.
12.6.თუ ბანკმა 12.4 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არასწორად განახორციელა საგადახდო დავალება, იგი ვალდებულია კლიენტს დაუბრუნოს არასწორად გადარიცხული თანხა და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული საკომისიო . როდესაც ბანკი არ ეთანხმება საგადახდო ოპერაციის მის მიერ არასწორად განხორციელების ბრალდებას, მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროს მას არასწორად გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება (საკომისიოსთან ერთად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, კლიენტი უარს აცხადებს წინამდებარე პუნქტიდან გამომდინარე ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით) მისთვის მიყენებული ზიანის, მათ შორის მიუღებელი სარგებლის/ ანაზღაურების მოთხოვნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება ბანკის განზრახი მოქმედება, იმ მიზნით, რომ კლიენტს მიადგეს ზიანი, ამასთანავე თუ სასამართლოს მიერ დადგინდება მიზეზობრივი კავშირი ბანკის მოქმედებასა და კლიენტისთვის მიყენებულ ზიანს შორის.
12.7.თუ კლიენტი წარმოადგენს მიმღებს და ბანკი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის არასწორად განხორციელებისთვის ამ ხელშეკრულების 12.4-12.6 პუნქტების შესაბამისად, იგი ვალდებულია კლიენტს ანგარიშზე ჩაურიცხოს თანხა. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, კლიენტი უარს აცხადებს წინამდებარე პუნქტიდან გამომდინარე ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით) მისთვის მიყენებული ზიანის, მათ შორის მიუღებელი სარგებელის, ანაზღაურების მოთხოვნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება ბანკის განზრახი მოქმედება, იმ მიზნით, რომ კლიენტს მიადგეს ზიანი, ამასთანავე თუ სასამართლოს მიერ დადგინდებაა მიზეზობრივი კავშირი ბანკის მოქმედებასა და კლიენტისთვის მიყენებულ ზიანს შორის.
12.8.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობისას კლიენტი უფლებამოსილია ბანკს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხოციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებატებიდან არ
გასულა 13 თვეზე მეტი და კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა ბანკს ამგვარი ოპერაციის შესახებ.
12.9.თუ კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ 12.8 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში. წინამდებარე პუნქტი არ წარმოშობს კლიენტის მოთხოვნას ბანკის მიმართ: სასამართლოს მეშვეობით ბანკისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თანხის დაბრუნება ან სხვა მოქმედების შესრულება.
12.10.ბანკი, წინამდებარე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია კლიენტს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, გარდა ამ პუნქტის 12.12 ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. კლიენტისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ პუნქტის 12.11 ქვეპუნქტის შესაბამისად.
12.11.კლიენტი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა 12.12. ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
ა)საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე;
ბ) დაკარგვა გამოწვეული იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მისი აგენტის ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
12.12.კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ამ ხელშეკრულების 6.11.9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით.
12.13.კლიენტი ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს ბანკს ამ ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული (კლიენტის მიერ შესრულებადი/შესასრულებელი) ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკის მიერ გაწეული/გასაწევი/ბანკისთვის დაკისრებული ყველა და ნებისმიერი ხარჯი, მათ შორის საზედამხედველო ორგანოს (ეროვნული ბანკის) მიერ ბანკისთვის დაკისრებული სანქცია/ჯარიმა.
12.14. წინამდებარე ხელშეკრულებით დაფიქსირებული კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ამ ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
12.15. კლიენტს არ შეუძლია უარი განაცხადოს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მას ხელმოწერა (მატერიალური და/ან ელექტრონული ფორმით) არ განუხორციელებია უშუალოდ წინამდებარე დოკუმენტზე (წინამდებარე დოკუმენტის ელექტრონულ და/ან მატერიალურ ვერსიაზე).
13. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები (ფორს-მაჟორი)
13.1.მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის [ფორს-მაჟორი] მოქმედების პერიოდში, თუ მისი მიზეზით შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/ ან ჯეროვანი შესრულება.
13.2.„დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ; კერძოდ: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია.
13.3.თუ ნებისმიერმა ზემოხსენებულმა გარემოებამ უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოების მოქმედების დროის შესაბამისად თანაბარზომიერად გაიზრდება.
13.4.მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა ამ გარემოების დადგომიდან და/ ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
13.5.შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
13.6.შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი.
13.7.თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საერთო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. კონფიდენციალურობის დაცვა
14.1.მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
14.1.1 იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის ან გახდება მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
14.1.2 იმ ინფორმაციაზე, რომლის მოპოვებაც მოხდება სხვა წყაროებიდან;
14.1.3 იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 14.2.კლიენტი ასევე ანიჭებს ბანკს უპირობო უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს გაეცნოს მის (კლიენტის და მისი
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის) შესახებ არსებულ ნებისმიერი სახის პერსონალურ ინფორმაციას (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები) ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამასთან, კლიენტი თანახმაა, რომ ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით (საბანკო პროდუქტ(ებ)ით მომსახურებისთვის ან/და კონკრეტული საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად) და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის პერსონალური მონაცემები.
14.3.კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას შეაგროვოს/დაამუშაოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველოს“ (შემდგომში „ბიურო“) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს ბიუროს რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას ბიუროს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნებისთვის. ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ უფლება მიიღონ ბიუროს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. ბანკს უფლება აქვს კლიენტის გადამხდელუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ასევე მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებებზე მიღებული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს, ასევე კანონდმებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.
14.4.კლიენტი აცხადებს თანხმობას მის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და ანგარიშთან/განხორციელებულ (განსახორციელებელ) ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს, შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა ან/და შესაბამის პროვაიდერს, ასევე ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს კლიენტის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას. პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს, ხოლო სამართლებრივი დავის/წარმოების ან ადმინისტრაციული წარმოების არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს (თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე ბანკის მიერ კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალეობების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.
14.5.კლიენტი ვალდებულია წერილობით განაცხადოს უარი, მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემასთან დაკავშირებით და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. ბანკი უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას და განადგურებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
14.6.კლიენტი გამოხატავს თანხმობას და უფლებას აძლევს სს „ბანკი ქართუს“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე დოკუმენტში და ბანკში დაცული კლიენტის ინფორმაცია, ასევე, კლიენტის შესახებ ბიუროში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. კლიენტი აცნობიერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, რომ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
14.7.კლიენტი ადასტურებს, რომ ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის
მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაცი(ებ)ისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირ(ებ)ისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
14.8.კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას მიმდინარე ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე მისი გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.“
15. დასკვნითი დებულებები
15.1.ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლენების დადგომის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა (რომლის საფუძველზეც გახსნილია საბანკო ანგარიში) იწვევს ანგარიშის დახურვას;
15.2.კლიენტი, თანახმაა მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ელ.ფოსტის მეშვეობით მიიღოს ნებისმიერი მათ შორის სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია. კლიენტი ვალდებულია იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში აღარ ექნება სურვილი ინფორმაციის მიღების, წერილობით აცნობოს ბანკს და მოითხოვოს აღნიშნულის შეწყვეტა ან ბანკის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების პირობების შესაბამისად (შეტყობინების გამორთვის ფუნქციის გააქტიურება), უარი თქვას ინფორმაციის მიღებაზე. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად კლიენტის მიერ ინფორმაციის მიღების შეწყვეტა, არ ვრცელდება კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულებასთან, სახელშეკრულებო/მომსახურების პირობების ბანკის მიერ ცვლილებასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან ან/და სხვა სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან, ასევე კლიენტის მიერ გააქტიურებულ საბანკო ოპერაციებზე SMS მომსახურებასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი წერილობით შეწყვიტავს SMS მომსახურებას) დაკავშირებით ბანკის მიერ გაგზავნილ/მიღებულ შეტყობინებებზე/ინფორმაციაზე;
15.3. ნებისმიერი სახის ელექტრონულ ხელმოწერას, მათ შორის, ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის (მათ შორის ელ-ფოსტის) საშუალებით დადასტურებას, აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა, როგორც მხარეთა შორის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის/სუბიექტის მიმართ.
15.4.კლიენტი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საგადახდო ოპერაციებთან დაკვშირებით ბანკში წარადგინოს პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით . პრეტენზიის ფორმის მიღება შესაძლებელია როგორც ბანკის ნებისმიერი სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში, ასევე ბანკის ვებგვერდის მეშვეობით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებელთა უფლებების დამცველი 15 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ ბანკისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ბანკი კლიენტს აცნობებს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზს, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადას. ასეთ შემთხვევაში საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 სამუშაო დღეს. ბანკი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილება კლიენტს აცნობოს დაუყოვნებლივ კლიენტის მიერ არჩეული ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). პრეტენზიის წარდგენის და განხილვის ინსტრუქცია იხილეთ ეროვნული ბანკის ინტერნეტ - გვერდზე www.nbg.gov.ge/cp
15.5.მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობით ფორმას უთანაბრდება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშით, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გზავნილის გზით, იმ პირობით რომ, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინების წერილობითი ფორმაც.
15.6.წინამდებარე ხელშეკრულებით შეტყობინება, გარდა ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა ჩაბარებულად ითვლება:
15.6.1 ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.);
15.6.2 თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
ა) კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგაზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
ბ)ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის თარიღიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მიუხედავად შეტყობინების ფაქტობრივად გაცნობის თარიღისა. კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, გაეცნოს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებს. გ)ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
15.6.3 თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ
მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას; 15.7.მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით
განსაზღვრულ მისამართზე/ საკონტაქტო მონაცემებზე ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, საკონტაქტო მონაცემებზე,
რომელთაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით, აგრეთვე ბანკისთვის ცნობილ კლიენტის სხვა მისამართ(ებ)ზე. თითოეული მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად;
15.8. იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
15.9. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებს მხარეები მოაწესრიგებენ ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოს. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად;
15.10.ბანკს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ სხვა შეთანხმების/ხელშეკრულების ტექსტში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მათ განხორციელებამდე/ამოქმედებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.cartubank.ge ან ბანკის სერვისცენტრების შენობებში განთავსების გზით. შეტყობინება ასევე დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების 15.5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით. კლიენტი უფლებამოსილია 1 (ერთი) თვის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება/შეთანხმება და გადაუხადოს ბანკს ნებისმიერი სახის გადასახდელი/დავალიანება სრულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების ვადით გააჩნია მიმდინარე ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება). წინააღმდეგ შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულება/შეთანხმება მასში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ჩაითვლება კლიენტის მხრიდან მიღებულად და გაგრძელდება იმავე პირობებით. ბანკს არ წარმოეშობა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, როდესაც ხორციელდება მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ მომსახურებაზე რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას (მომსახურებებს);
15.11.ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ნებისმიერი სახის საკომისიო და შეატყობინოს კლიენტს ბანკისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის, დისტანციური საშუალებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის სათავო ოფისისა და სერვისცენტრების შენობებში ინფორმაციის 1 (ერთი) თვით ადრე განთავსების გზით. შეტყობინება ასევე დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების 15.5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებაზე ვრცელდება 15.10 ქვეპუნქტის მესამე-მეხუთე წინადადებით გათვალისწინებული წესები; 15.12.კლიენტი ან ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა შეთანხმება/ხელშეკრულება. კლიენტი ვალდებულია შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე აცნობოს ბანკს წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით. კლიენტის მიერ ხელშეკრულების/შეთანხმების შეწყვეტა არ გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების 10.3.9. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმებას. ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეატყობინოს კლიენტს, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ბანკისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის, დისტანციური საშუალებით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიმართ
არსებული ნებისმიერ სახის დავალიანება;
15.13.თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნება ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი;
15.14.წინამდებარე ხელშეკრულების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა, და აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე;
15.15.ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად შეესატყვისება მხარეთა ნების ნამდვილობას;
15.16.წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
15.17.კლიენტს არ აქვს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან/და ვალდებულების მესამე პირისთვის გადაცემის უფლება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის ან/და ბანკთან დადებული ხელშეკრულების გარეშე. ბანკს, როგორც ამ ხელშეკრულების კრედიტორს, უფლება აქვს, კლიენტის თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები (მთლიანად ან ნაწილობრივ) ნებისმიერ დროს გადასცეს მესამე პირ(ებ)ს;
15.18.ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, რომლის ტექსტი ქაღალდის ვერსია განთავსებულია ბანკის (სერვისცენტრ(ებ)ის) შენობაში, ხოლო ელექტრონული ვერსია - ბანკის ვებ-გვერდზე: www.cartubank.ge. კლიენტის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულება სავალდებულო ძალას იძენს მიმდინარე/საბარათე ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადზე ხელმოწერის მომენტიდან. მიმდინარე/საბარათე ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.