დანართი N2
დანართი N2
პროექტი
ხელშეკრულება
ქ. თბილისი , 2014წ.
ერთის მხრივ, -------------------------------- (შემდგომში „მიმწოდებელი“),
წარმოდგენილი მისი დირექტორის, ------------------------------------------- სახით და მეორეს მხრივ, შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა სეფსისი“ ( შემდგომში
„მყიდველი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდგეზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულებით მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს, საქონელი (შემდგომში „საქონელი“)
1.2. საქონლის ზუსტი დასახელება, მახასიათებლები და ღირებულება მოცემულია დანართში
№1, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს..
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
2.1. საქონლის საერთო ღირებულება შეადგენს –––––––––––––––––––––––––– (––––––––––––) ლარს.
2.2. საქონლის ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს .
3. გადახდის პირობები
3.1. წინამდებარე ხელსეკრულებით გათვალისწინებული საქონლისთვის ანგარიშსწორება მხარეთა შორის წარმოებს, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის სრულად მოწოდების შემდგომ, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 20 (ოცი) კლენდარული დღის განმავლობაში.
4. მხარეთა უფლება–მოვალეობები
4.1. მიმწოდებლის უფლება–მოვალეობანი:
4.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია, მყიდველს მიაწოდოსხარისხიანი, განბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობითა და პირობებით.
4.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მყიდველს მიაწოდოს საქონელი წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან –––––––––––––––– კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––
4.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს მიწოდებული საქონლის მონტაჟი მისი მიწოდებიდან 7(შვიდი) კალენდარულ დღეში, რომელზეც შედგება შესაბამისი მიღება– ჩაბარების აქტი და დამოწმდება მხარეთა უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.
4.1.4. საქონლის მიწოდებმადე დაკარგვის ან დაზიანების რისკს ღებულობს მიმწოდებელი, ხოლო მიწოდების შემდეგ საქონლის შენახვის პირობებზე პასუხისმგებელია მყიდველი. საქონლის გადაცემის მომენტად ითვლება მყიდველისთვის საქონლის მიწოდების თარიღი, რაც დასტურდება მხარეთა შორის საქონლის მიწოდებაზე (გადაცემაზე) სასაქონლო ზედნადების გაფორმებით, რის შემდეგაც მყიდველზე გადადის საკუთრების უფლება საქონლეზე.
4.1.5. მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდების დროს რაოდენობრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ნაკლი მისი აღმოჩენიდან არაუმეტეს 3 (სამი) კვირის ვადაში წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობისა და პირობების შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს პირგასამტეხლო მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5 %–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შესრულების ვადებს გადააცილებს 5 (ხუთი) დღით, მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%–ის ოდენობით;
4.1.6. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონელი აღმოჩნდება ნივთობრივად ან/და უფლებრივად ნაკლიანი, მიმწოდებელი ვალდებულია, არსებული ნაკლი 2 (ორი) კალენდარული კვირის ვადაში გამოასწოროს ან 4 (ოთხი) კალენდარული კვირის ვადაში შეცვალოს წუნდებული საქონელი ახალი, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე საქონლით , წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში უკან უბრუნებს მყიდველს მიღებულ თანხას. თუ აღნიშნული თანხა არ იქნება დაბრუნებული 5 (ხუთი) საბანკო დღეში, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0.5%–ის ოდენობით.
4.1.7. მიმწოდებელი კისრულობს მიწოდებულ საქონელზე გარანტიას. საგარანტიო პერიოდი შეადგენს ––––––––––––––– წელს, მხარეთა მიერ შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გამოწერის დღიდან. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელს აღმოაჩნდება დეფექტი, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მყიდველის სურვილის გათვალისწინებით, 2 (ორი) კალენდარული კვირის ვადაში ან აღმოფხვრას აღნიშნული დეფექტი, ან 4 (ოთხი) კალენდარული კვირის ვადაში შეცვალოს წუნდებული საქონელი ახლით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკის საქონლით.
4.1.8.საქონლის გადაცემასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია, გადასცეს მყიდველს აღნიშნული საქონლის შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის: ხარისხის სერტფიკატი, საქონლის მანუალი)
4.1.9. მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნული საქონლის შესაბამისი სერვისი (მონტაჟი, ინსტალაცია, შემდგომი შემოწმება/ტესტირება) საქონლის მიწოდებიდან ერთი კვირის ვადაში.
4.2. მყიდველის უფლება–მოვალეობანი:
4.2.1. მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მიმწოდებელს თანხა იმ ოდენობით და ვადაში, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით.
4.2.2. მყიდველი უფლებამოსილია , მოითხოვოს მიმწოდებლისგან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება წინამდებარე ხელშეკრულებით გთვალისწინებუყლი წესით და ვადებში.
4.2.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევში მყიდველი უფლებამოსილია უშედეგო გაფრთხილებიდან 10 (ათი) კალენდარული დღეში ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითოვოს წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზრაურება.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. წინამდებარე ხელშკრულების შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. წინამდებარე ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარე მოვალეა, აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი.
5.2. მყიდველის მიერ საქონლის საფასურის გადახდის ვადის დარღვევისას მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს,ხოლო ასეთ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.5%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.3. მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების ვადის ან/და ინსტალაციის ვადის დარღვევისას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, გადაიხადოს პირგასამტეხლო , საქონლის სრული ღირებულების 0.5%–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.4. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.7. პუნტქით გათალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (4.1.7. პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში) მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს და ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო , ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელსეკრულების სრული თანხის 0.5%–ის ოდენობით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს მყიდველისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დაუჯდება მყიდველს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების და დეფექტის აღმოფხვრა.
5.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს ზიანს მიაყენებს მყიდველის ქონებას, მყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს და ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და გადაიხადოს ჯარიმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული ღირებულების ოდენობით.
5.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე რაიმე ფორმით შესთავაზებს მყიდველის თანამშრომელს საჩუქარს/წახალისებას, რათა თანამშრომელმა მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციის გაზრდა, წინწაწევა ან ამ საქონლის შესყიდვა, მყიდველი უფლებას იტოვებს მოითხოვოს და ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების სრული ღირებულების 50%–ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარი.
6. განსაკუთრებული პირობა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მიმწოდებელი ადასტურებს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951–ე მუხლის შესაბამისად ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მატარებელ პირს, მიმწოდებელი ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია უტყუარია. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აღმოჩნდება, რომ მიმწოდებელი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირია ან გახდება, რის გამოც მყიდველს მიადგება მატერიალური ზიანი/ზარალი (მათ შორის საგადასახადო ჯარიმის/სანქციის დაკისრება, გადახდილი თანხის ხარჯებიდან ამოღება და ა.შ.) მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი/ზარალი სრული მოცულობით პირველივე მოთხოვნისთანავე, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
7. ფორს–მაჟორი
7.1. არცერთი მხარე არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად ან არასრულად შეუსრულებლობისათვის , თუ ეს შეუსრულებლობა მოხდა ისეთი გარემოებების გამო, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ექსპორტის აკრძალვა ან სამხედრო ოპერაციების ჩატარება, ან სხვა , მხარეებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ვალდებულებათა განხორციელების ვადის გადაწევა ხდება იმ დროის შესაბამისად, რომლის განმავლობაშიც ვლინდება ასეთი გარემოებები და მათი შედეგები. თუ ეს გარემოებები და მათი შედეგები გაგრძელდა სამ თვეზე მეტ ხანს, მაშინ თითოეულ მხარეს ექნება უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე და ამ შემთხვევაში არც ერთ მხარეს არ ექნებ უფლება მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. ფორსმაჟორული გარემოებების გამო წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში უბრუნებს მყიდველს ავანსის სახით გადახდილ თანხას. ის მხარე, რომლისთვისაც შეიქმნა მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობა, დაუყოვნებლივ, არა უმეტეს ამ პრობლემათა დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში ატყობინებს მეორე მხარეს შესაძლებელი გაგრძელების დროის დადგომისა და ზემოთმოყვანილი ხელისშემშლელი გარემოებების შეწყვეტის შესახებ.
8. დავების გადაწყვეტა
8.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შეიძლება გადაიჭრას მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში დავის გადაწყვეტა მოხდება სასამართლოს მეშვეობით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
9. დამატებითი პირობები
9.1. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება და დამატება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შესრულებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მხარეთა შორის მანამდე არსებული ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე და თითოეულ მხარესთან ინახება თითო ეგზემპლარი.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მის სრულ და საბოლოო შესრულებამდე.
11. მხარეთა რეკვიზიტები
მყიდველი: შ.პ.ს.. „აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა სეფსისი“ ს/კ 405018831 სს „საქართველოს ბანკი“ ცენტრალური ფილიალი ბ/კ XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 გენერალური დირექტორი: /დ. გადელია/ | მიმწოდებელი: მის: ------------------------------- ტელ. ს/x xxxxx: ბ/კ ა/ა დირექტორი: / / |