3, IV მიკრო/რაიონის მიმდებარედ არსებულ 378081 კვ.მ არასასოფლო-
ნასყიდობის ხელშეკრულება
ქ. თბილისი 2013წ.
ერთი მხრივ,
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – გამყიდველი) წარმოდგენილი იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სახით,
მოქმედი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ---- წელს გაცემული № მინდობილობით
მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში და
მეორე მხრივ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), წარმოდგენილი სახით,
მოქმედი ----- მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში
მესამე მხრივ, შპს ,,მგ თბილისის ზღვის ინოვაციები“ (ს.კ. 405006327) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxx მიერ (პ.ნ. 717714708) (შემდგომში – მყიდველი) ერთად წოდებულნი როგორც ,,მხარეები“ ვმოქმედებთ --------- საფუძველზე, ვაფორმებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1. ნასყიდობის საგანი
ხელშეკრულების პირობების თანახმად, „გამყიდველი’“ გადასცემს, ხოლო
„მყიდველი“ საკუთრებაში იღებს ქალაქ თბილისში, დასახლება ვარკეთილი
- 3, IV მიკრო/რაიონის მიმდებარედ არსებულ 378081 კვ.მ არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.16.09.001.039) (შემდგომში წოდებული როგორც
„ქონება“) ამ ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით.
მუხლი 2. საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი
2.1. „მყიდველი“ ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში და წარმოუდგინოს „გამყიდველს“ საპრივატიზებო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.2. საპრივატიზებო თანხის გადახდა „მყიდველის“ მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით: ------
2.3. საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი „გამყიდველის“ ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. „მყიდველი“ ვალდებულია:
3.1.1. „სამინისტროსთან“ სპორტულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, უზრუნველყოს „ქონების“ ნაწილზე მულტიფუნქციური სპორტის სასახლის (სამი დარბაზით, მათ შორის, ერთი საშეჯიბრო არანაკლებ 7000 (შვიდი ათასი) მაყურებლის ტევადობით), ოლიმპიური აუზისა და მძლეოსნობის არენის მოწყობა 2015 წლის 1
მარტამდე „სამინისტროსა“ და „გამყიდველთან“ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
3.1.2. „სამინისტროსთან“ სპორტულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით შეთანხმებული პროექტის მიხედვით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს „ქონების“ ნაწილზე 4 (ოთხი) საფეხბურთო მოედნის მოწყობა 2015 წლის 1 აგვისტომდე „სამინისტროსა“ და „გამყიდველთან“ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
3.1.3. ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, განახორციელოს არანაკლებ 22 500 000 (ოცდაორი xxxxxx xxxxxx ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია
„სამინისტროსა“ და „გამყიდველთან“ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
3.1.4. „სამინისტროსთან“ შეთანხმებული მდებარეობისა და პროექტის შესაბამისად, სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განსათავსებლად, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, უზრუნველყოს“ ქონების“ ნაწილზე - არანაკლებ 32 700 (ოცდათორმეტი ათას შვიდასი) კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 2000 (ორი ათასი) კვ.მ. განაშენიანების ფართობისა და არანაკლებ 7000 (შვიდი ათასი) კვ.მ. საერთო ფართობის შენობის „სამინისტროსა“ და „გამყიდველთან“ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მშენებლობა (მათ შორის სარემონტო სამუშაოების) დასრულებული სახით 2015 წლის 1 აგვისტომდე და შესაბამის მიწის ნაკვეთთან (არანაკლებ 32 700 (ოცდათორმეტი ათას შვიდასი) კვ.მ.) ერთად, სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა 2015 წლის 20 აგვისტომდე;
3.1.5. ხელშეკრულების 3.1.4. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით განახორციელოს არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ევროს
ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია „სამინისტროსა“ და
„გამყიდველთან“ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
3.1.6. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა
„სამინისტროსა“ და „გამყიდველს“ წარუდგინოს წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1-3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გრაფიკი. ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და
3.1.3. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემთხვევაში, გრაფიკი უნდა მოიცავდეს თითოეული ვალდებულების შესრულების ერთთვიან ეტაპებს, ხოლო 3.1.4 და 3.1.5 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების შესრულების არაუმეტეს ექვსთვიან ეტაპებს.
3.1.7. უზრუნველყოს „ქონებაზე“ შექმნილი სპორტული ინფრასტრუქტურის (მულტიფუნქციური სპორტის სასახლის, ოლიმპიური აუზის, მძლეოსნობის არენისა და ოთხი საფეხბურთო მოედნის) სპორტული პროფილით ფუნქციონირება/გამოყენება მისი მოწყობიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში.
3.1.8. ხელშეკრულების 3.1.1–3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოსა და ინვესტიციის ვალდებულების შესრულების თაობაზე „სამინისტროსა“ და „გამყიდველს“ წარუდგინოს
„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორ- ციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული პირის მიერ მომზადებული აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა. დასკვნის წარდგენა უნდა განხორციელდეს:
ა) ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 ან/და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემთხვევაში შესაბამისი ერთთვიანი ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა;
ბ) ხელშეკრულების 3.1.4 ან/და 3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემთხვევაში, შესაბამისი არაუმეტეს ექვსთვიანი ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა;
3.1.9. ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული დასრულებული კომპლექსის ან/და 3.1.4 მუხლში მოცემული შენობის
„სამინისტროსთან“ შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წარუდგინოს „სამინისტროს“ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს:
ა) ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2. მუხლებით გათვალისწინებული დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურის/კომპლექსის
„სამინისტროსთან“ შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ვალდებულების შესრულების ბოლო ეტაპის ვადის გასვლიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღისა.
ბ) ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4. მუხლებში მოცემული დასრულებული შენობის „სამინისტროსთან“ შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, შენობის მშენებლობისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
3.1.10. დაარეგისტრიროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში - საჯარო რეესტრი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება;
3.1.11. დაფაროს „საჯარო რეესტრში“ „ქონებაზე“ საკუთრების უფლებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგისტრაციის ხარჯი;
3.1.12. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე არსებული ინფორმაცია „გამყიდველს“ წარუდგინოს მისი მოთხოვნისთანავე.
3.1.13. საპრივატიზებო თანხის გადახდის „გამყიდველის“ მიერ დადასტურების გაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
„მყიდველის“ მიერ „ქონების“ გასხვისების შემთხვევაში, „ქონება“ ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო
„გამყიდველსა“ და „მყიდველს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. „ქონების“ სხვაგვარად გასხვისება იქნება ბათილი.
„ქონების“ გასხვისების შესახებ წერილობით უნდა აცნობის „გამყიდველს“.
3.2. „მყიდველს“ „ქონების“ საპრივატიზებო თანხის გადახდამდე,
„გამყიდველის“ თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, გადაცემული „ქონება“ გაასხვისოს, გასცეს სარგებლობის უფლებით, განკარგოს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა- პატრონობასა და დაცვაზე.
3.3. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, „გამყიდველი“ ვალდებულია, გასცეს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
3.4. ხელშეკრულების 3.1.4 მუხლით გათვალისწინებული დასრულებული შენობის „სამინისტროსთან“ შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის დადასტურებას „სამინისტრო“ ახდენს „მყიდველის“ მიერ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.
3.5. ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.3 და 3.1.4. მუხლებით გათვალისწინებული პროექტების ან/და დასრულებული ინფრასტრუქტურის/შენობის სპორტულ სტანდარტებთან შესაბამისობას,
„სამინისტრო“ ადასტურებს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების ან/და ა (ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ან/და კომპეტენციის ფარგლებში მოწვეული სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის მეშვეობით.
3.6. „გამყიდველის“ თანხმობის შემთხვევაში „მყიდველს“ უფლება აქვს საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი ქონება.
3.7. „ქონების“ ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე
„მყიდველთან“ ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
მუხლი 4. xxxxxxx xxxxxxxx
4.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.3, 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.1.8 და 3.1.9 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად
„მყიდველის“ მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.5. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციების საერთო მოცულობის არანაკლებ 20%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრულია 2015 წლის 1 დეკემბრამდე.
4.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „გამყიდველს“ უფლება აქვს, ხელშეკრულების 4.1. მუხლით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიიდან განახორციელოს როგორც ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.3, 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.1.8 და/ან 3.1.9 მუხლებით ნაკისრი, ისე ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4.3. ხელშეკრულების 4.2. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შემცირებისას, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, „მყიდველი“ ვალდებულია შეავსოს იგი ერთი თვის ვადაში.
4.4. „გამყიდველის“ მიერ ხელშეკრულების 6.9. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლების გამოყენების შემთხვევაში, „მყიდველის“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია გამყიდველის მოთხოვნისთანავე სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 5. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
5.1. „მყიდველს“ საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
5.2. „მყიდველს“ ქონება მფლობელობაში გადაეცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან.
5.3. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება „გამყიდველის“ და „სამინისტროს“ მიერ მათი წერილობითი დადასტურების მომენტიდან.
მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების მოშლა
6.1. ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, „გამყიდველი“ „მყიდველს“ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ამავდროულად დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.2. ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „გამყიდველი“ „მყიდველს“ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების 5 (ხუთი) დღიანი ვადა. „მყიდველს“ იმავდროულად ეკისრება პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო „მყიდველს“ ეკისრება თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის და არა ჯამურად. პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა იზრდება თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე და განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:
- დარღვევის პირველი დღისათვის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის;
- დარღვევის მეორე დღისათვის 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის;
- დარღვევის მესამე დღისათვის 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის;
- დარღვევის მეოთხე დღისათვის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის;
- დარღვევის მეხუთე დღისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის.
6.3 „გამყიდველის“ მიერ, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, შესაძლებელია განსაზღვრულ იქნეს ხუთ
დღეზე მეტი ხანგრძლივობის დამატებითი ვადა. „გამყიდველის“ მიერ
„მყიდველისათვის“ ხუთ დღეზე მეტი ხანგრძლივობის დამატებითი ვადის მიცემის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დღიური ოდენობის ზრდა გაგრძელდება ამავე პრინციპით.
6.4 პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა თითოეული დარღვეული ვალდებულებისთვის შეადგენს დარღვეული დღეებისათვის გათვალისწინებული დღიური პირგასამტეხლოების ჯამს.
6.5. ხელშეკრულების 3.1.3 ან/და 3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „გამყიდველი“ „მყიდველს“ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების 5 (ხუთი) დღიანი ვადა. „მყიდველს“ იმავდროულად ეკისრება პირგასამტეხლო განუხორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.6. ხელშეკრულების 3.1.6, 3.1.8 ან/და 3.1.9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,გამყიდველი’’
,,მყიდველს“ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების 5 (ხუთი) დღიანი ვადა. „მყიდველს“ იმავდროულად ეკისრება პირგასამტეხლო თითოეული დარღვეული ვალდებულებისათვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში „გამყიდველი’’ ,,მყიდველს’’ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. „მყიდველს“ იმავდროულად ეკისრება პირგასამტეხლო თითოეული დარღღვეული ვალდებულებისათვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.8. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს
,,მყიდველს’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
6.9. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების პირობების განმეორებით დარღვევა ან/და დამატებით ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველს ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში „საჯარო რეესტრისათვის“
,,გამყიდველის’’ მიმართვის საფუძველზე, გადაცემულ ,,ქონებაზე’’
,,მყიდველის’’ სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია უქმდება, ქონება უბრუნდება ,,გამყიდველს’’, ხოლო
,,მყიდველს’’ არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 7. ფორს-მაჟორი
7.1 ხელშეკრულების მიზნებისათვის დაუძლეველი ძალა და დაუძლეველი ძალის გარემოება ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს ისეთ ნებისმიერ შემთხვევას ან გარემოებას, რომელიც ასეთი მხარის კონტროლის ფარგლებს მიღმაა და რომელიც, მიუხედავად მხარის ყველა გონივრული მცდელობისა მაინც ვერ იქნა თავიდან აცილებული ან მოგვარებული და რომელიც გადაიზრდება ან გამოიწვევს ასეთი მხარის მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობას. ამგვარ გარემოებებს განეკუთვნება ომი, სამოქალაქო დაპირისპირებები, აჯანყებები, ელექტროენერგიის მასიური გათიშვები, გაფიცვები, ტერორისტული აქტები, საერთაშორისო ემბარგოები, გადატრიალება, სტიქიური უბედურებები (ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, მეწყერი, დიდი ტალღები და ა.შ), სხვა გლობალური ხასიათის ტექნიკური/საოპერაციო პრობლემები, ასევე, სამთავრობო
სტრუქტურების გადაწყვეტილებები და ბრძანებები, რომელთა გამოც მხარეების მიერ ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება.
7.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს სხვა მხარეებს ხსენებული გარემოების და მოვლენის, როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შესრულების სრული ან ნაწილობრივი შეუძლებლობის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა. ამასთან თითოეულმა მხარემ უნდა:
7.2.1. გამოიყენოს მთელი ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილოს, შეამციროს ან შეასუსტოს დაუძლეველი ძალის გარემოებით გამოწვეული შედეგები;
7.2.2. გამოიყენოს მთელი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების ჩვეულებრივ რეჟიმში შესრულება დაუძლეველი ძალის ნებისმიერი გარემოების შეწყვეტის შემდეგ და უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი მხარეთათვის;
7.2.3. თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ შეამციროს მხარეებისადმი ზარალის ოდენობა, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.
7.3. თითოეულ მხარეს ეპატიება მის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება და ამის საფუძველზე არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული
ვალდებულების შესრულების სრული ან ნაწილობრივი შეუძლებლობა დამდგარია დაუძლეველი ძალის გარემოებების ან მათგან გამომდინარე შედეგების გამო. ამასთან, ვალდებულებების შესრულება გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის ვადით.
7.4. ფორს-მაჟორული გარემოებების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
8.3. ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ხელშეკრულებაში უნდა განხორციელდეს წერილობით, მხარეთა სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად.
8.4. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ნებისმიერი შეტყობინება უნდა იყოს წერილობითი ფორმით, მიწოდებულ უნდა იქნეს პირადად ან ფოსტის მეშვეობით და ჩაითვლება მიწოდებულად ჩაბარების დადასტურების შემთხვევაში შემდეგ მისამართზე:
,,გამყიდველის“ შემთხვევაში
„სამინისტროს“ შემთხვევაში
,,მყიდველის’’ შემთხვევაში
8.5. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება ან მისი ნაწილი გაბათილდება ან შეუძლებელი იქნება მისი შესრულება ნებისმიერ მხარესთან მიმართებით, წინამდებარე ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება შესაძლებლობის ფარგლებში რჩება იურიდიული ძალის მქონედ.
8.6. ხელშეკრულება მოქმედებს ყველა ვალდებულების შესრულების
„გამყიდველის“ და „სამინისტროს“ მიერ წერილობით დადასტურებამდე ან მხარეთა სამმხრივი შეთანხმების ან ვალდებულების დარღვევის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
8.7. ხელშეკრულება შედგენილია 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.
,,მხარეთა ხელმოწერები“