Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №--
ქ. თბილისი 2017 წელი
სს `საქართველოს რკინიგზა~ (ს/კ 202886010), შემდგომში – ~გამყიდველი~, წარმოდგენილი ფილიალის ,,xxxxx xxxxxx სოლუშენს,, დირექტორის xxxxx xxxxxxx სახით და ----------------
(პირადი/ს/კ #--------------) შემდგომში – ~მყიდველი~, სს `საქართველოს რკინიგზა~-ს მიერ 2017
წლის --------------- გამოცხადებული №--------- ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 სს `საქართველოს რკინიგზა~-ს მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით ქონების რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს ”მყიდველს” :
.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ----------(-------------) ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონული აუქციონზე `მყიდველის~ მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) ჩარიცხულია სს `საქართველოს რკინიგზა~-ს საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით (თან ერთვის);
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული საერთო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
5.2 ”მყიდველი” ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით და გატანის პროცესში უზრუნველყოს სს `საქართველოს რკინიგზა ~-ს წარმომადგენლის დასწრება.
5.3 ”გამყიდველის” მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პირია -----------
.
5.4 ქონების გატანასთან დაკავშირებული პროცედურები (დატვირთვა,ტრანსპორტირება და სხვა) უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამუშაო დღეებში 900 საათიდან - 1700 საათამდე.
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ხელშკრულების ობიექტის გატანა ”გამყიდველის” ტერიტორიიდან;
6.3 ქონების გატანის პროცესში მყიდველმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა (მათ შორის გარემოსდაცვითი და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა), რომელთა დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს;
6.4 ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ”მყიდველი” ვალდებულია ”გამყიდველს” გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საგნის თითოეული გასატანი ერთეულის ღირებულების 0,1 %.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, საიდანაც ორი გადაეცემა ”გამყიდველს” და ერთი ”მყიდველს”.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” სს `საქართველოს რკინიგზა~ ს/კ 202886010 ქ. თბილისი, თამარ მეფის ქ. N15 ტელ.: | ”მყიდველი” --------------------------- ------------ ტელ.: --------- |
მიღება-ჩაბარების აქტი
ქ. თბილისი “ ” 2017 წელი
ერთის მხრივ, სს `საქართველოს რკინიგზა~ (შემდგომში ”გამყიდველი”) წარმოდგენელი მისი -------------
--(პირადი №------------------) სახით და მეორეს მხრივ (შემდგომში ”მყიდველი”)
(საიდენტიფიკაციო/პირადი №--------------) ვდებთ წინამდებარე აქტს მასზედ, რომ ”გამყიდველმა” გადასცა, ხოლო ”მყიდველმა” მიიღო 2017 წლის ------------ გაფორმებული № ხელშეკრულებით
განსაზღვრული ქონება --.
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 3 ეგზემპლარად, წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და თან ერთვის.
”გადამცემი” ”მიმღები”
სს `საქართველოს რკინიგზა ~ | ------------------------------- |