იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT---------------) მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები შესყიდვაზე (CPV03400000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი
ქ. გორი 2021 წელი
ერთის მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, ,-------------------- წარმოდგენილი დირექტორის სახით
(შემდგომში „მიმწოდებელი“), „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT---------------) მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები შესყიდვაზე (CPV03400000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, განახორციელოს მრავალწლიანი ხის ნარგავების, მცენარეების მიწოდება (თანმდევი მომსახურებით - დარგვით), რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 0.00 (თანხა სიტყვიერად) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“).
1. გამოყენებული ტერმინები: ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულლება, თანდართულ და ხელშეკრულებაში მითითებულ ყველა დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
1.2. შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვებს.
1.3. მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს, მომსახურებას ან ასრულებს სამუშაოს.
1.4. ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.
1.5. დღე - ნიშნავს კალენდარული დღეს.
2. შესყიდვის ობიექტი:
2.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, მრავალწლიანი ხის ნარგავები, ხეების - CPV 03452000, მცენარეების - CPV 03451000 შესყიდვა - თანმდევი მომსახურებით - დარგვა, ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით -- დარგვა) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
3.2.ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება და დარგვა შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილებზე;
3. 3 მიწოდების ადგილია - გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1.შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და განახორციელოს საქონლის ხარისხის ინსპექტირება.
4.2.შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
4.3.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულის შესრულების კონტროლს განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ინსპეტირების ჯგუფი.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1.შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
5.2.ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე და ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ მე-4 მუხლის 4.3 პუნქტში მითითებული პირები.
5.3.მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებული საგადასახახდო დოკუმენტაცია.
6. ანგარიშწორება და ვალუტა
6.1. ანგარიშწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების გზით, ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
6.2 ანგარიშწორება მოხდება 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრებით,
6.3 ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7. გარანტია
7.1 მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ნერგი საბოლოო მიღება- ჩაბარებია აქტის საფუძველზე გადასცეს შემსყიდველს დაუზიანებელი. დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა უზრუნველყოს მისი ანალოგიური შესყიდვის ობიექტით ჩანაცვლება.
7.2 მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, ნერგების გახმობის შემთხვევაში (გარდა მექანიკური დაზიანებებისა და ქურდობის ფაქტების), საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მიწოდებული ნერგების რაოდენობის არაუმეტეს 40%-ის ოდენობით ნერგების შემსყიდველისათვის მიწოდება-შესაბამისი მომსახურებით - დარგვით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
8. ხელშეკრულების ღირებულება
8.1 მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრს.
8.2 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
8.3.ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა დაუშვებელია თუ ამგვარი ცვლილებით იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან/და უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამ წესიდან გამონაკლის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
8.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
9.1.ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
9.2.წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა, ცვლილების ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3.ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, რომლითაც იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება მდგომარეობა შემსყიდველისათვის დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.4.ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით, შეთანხმების სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10. უფლებების გადაცემა
10.1. შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა მესამე პირისათვის.
11. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
11.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოიშვა წინასწარ გაუთვალისწინებელი შეფერხება, მაშინ მხარე ვალდებულია ასეთი შეფერხების წარმოშობის მომენტიდან არა უგვიანეს 2 (ორი) დღის ვადაში წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების მიზეზის და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, რის შესახებაც მეორე მხარე არა უგვიანეს 2 (ორი) დღის ვადაში აცნობებს წერილობით პასუხს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
11.2თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეფერხების არსებობისას მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც დაერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
12 მხარეთა უფლება-მოვალეობანი
12.1მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
12.2 შემსყიდველი ვალდებულია:
12.2.1 კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
12.2.2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების პროცეში წარმოშობილი ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
12.2.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული საქონლის საზღაური.
12.3 შემსყიდველს უფლება აქვს:
12.3.1 განახორციელოს შემოწმება.
12.3.2 შეაჩეროს ან შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
12.4 მიმწოდებელი ვალდებულია:
12.4.1 კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადაში შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
12.4.2 დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა ნაკლი, რომელიც გამოვლენილი იქნება შემსყიდველის მიერ შემოწმების დროს.
12.5 მიმწოდებელს უფლება აქვს:
12.5.1 მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
13 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
13.1მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
13.2თუ ვადის დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
13.3პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
13.4იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ქმედებით შემსყიდველს მიადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანი, მაშინ მიმწოდებელს დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-სა.
14 ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
14.1მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
ბ) მიმწოდებელი სისტემატურად ან/და უხეშად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალის არსებობისას
15.1მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.
15.2ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის გამოწვეული მხარეთა ბრალეულობით, შეუძლებელია წინასწარ ცნობილი ყოფილიყო მხარეთათვის და რომლის არსებობაც გამორიცხავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (მაგ: სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვები და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორს- მაჟორული სიტუაციები).
15.3ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, იმ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაუძლეველი ძალის აღმოფხვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი ვითარების შესახებ.
15.4თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდება ერთ თვეზე მეტი ვადით, მაშინ მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
16 სადაო საკითხების გადაწყვეტა
16.1მხარეები უნდა ეცადნონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
16.2იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხზე შეთანხმებას, მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
17 გამოყენებული სამართალი
17.1ხელშეკრულება დადებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18 მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა
18.1მხარეთა შორის, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. (შემსყიდველის შემთხვევაში - xxxx@xxxx.xxx.xx; მიმწოდებლის შემთხვევაში ;)
18.2შეტყობინება ძალაში შედის მხარის მიერ მისი მიღების დღიდან ან შეტყობინებაში მითითებული ვადიდან.
19 გადასახადები და დაბეგვრა
19.1რეზიდენტი და არარეზიდენტი მიმწოდებლები პასუხს აგებენ ყველა იმ გადასახადის გადახდაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით.
20 ხელშეკრულების მოქმედების ვადა
20.1ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ------- წლის ------
-------- ჩათვლით.
21 სხვა პირობები
21.1შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, სატენდერო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
21.2წინამდებარე ხელშეკრულებას და სატენდერო დოკუმენტაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
21.3წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე PDF ფაილის სახით, ხელმოწერილია ელექტრონულად და ინახება მხარეებთან.
21.4წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიტანება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
22 მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
გორის მუნიციპალიტეტის მერია
ს/კ 218086087 ს/კ
მის: ქ. xxxx, xxxxxxx #5. მის:
სახელმწიფო ხაზინა ბანკი:
კოდი: TRESGE22 ბანკის კოდი:
ა/№ 300843460 ა/№
გორის მუნიციპალიტეტის მერი
xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxx