Contract
ხელშეკრულება პროექტი
ქ. ხონი /თარიღი/
1.ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების წარმოდგენილი მისი დირექტორის მ.შ. xxxx xxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ კანონის დაცვით ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შემდეგზე :
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 ხონის საბავშო ბაგა-ბაღების გაერთიანებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტების ( შაქარი,ორცხობილა,კანფეტი,ვერმიშელი,მაკარონი,საჭმლის სოდა,ძმარი,მარილი,მწვანილი,ჩაი) შესყიდვა. მიმწოდებელი მიაწვდის, ხოლო
შემსყიდველი შეისყიდის დანართ №1-ში მოცემულ პროდუქტებს. დანართი №1
წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.2 შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
2.3. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ჯეროვანი მიწოდება, წინამდებარე პირობების შესაბამისად;
2.4 კლასიფიკატორის კოდი –CPV158000000
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ------------ (------------------------) ლარს.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებულ მიწოდების ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მათ შორის დღგ, თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი.
4. შესყიდვის ობიექტის სტანდარტი
4.1 საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16.08 №30ნ1/ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმები“-ს მოთხოვნებს.
4.2 საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
4.3 მოსაწოდებელი პროდუქტების ვარგისიანობა მოწოდების მომენტისათვის უნდა აღემატობოდეს სულ მცირე 3 თვით.
4.4 საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმატივებს;
5. მიწოდების წესი
5.1 მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2024 წლის 17 იანვრიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ, სამუშაო დღეების სამუშაო საათებში; მისაწოდებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და მიწოდების თარიღი განისაზღვრება შემსყიდველისაგან წინასწარ მიღებული შეკვეთის საფუძველზე. (შეკვეთა შეიძლება განხორციელდეს
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ,თუ საბავშვო-სააღმზრდელო პროცესი უწყვეტათ წარიმართება წლის განმავლობაში).
5.2. მიწოდება უნდა განხორციელდეს ააიპ ხონის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების 20 ფილიალში დანართი #3 - ში მითითებულ მისამართებზე.
5.3 შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული , რომელიც შეიძლება
შემცირდეს ფაქტიურად ააიპ გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა გამოცხადების საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს შესაყიდი პროდუქტის რაოდენობა.
5.4 საქონლის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება დროებით შეწყდეს,თუ კი პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში შეწყდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და განახლდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. მიწოდებული საქონელი მიღებულად/ჩაბარებულად ჩაითვლება მიღება-
ჩაბარების აქტზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერის შემდეგ. ,,მიმწოდებელი~ წარუდგენს `შემსყიდველს~ მიწოდებული საქონლის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტს და სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
6.2. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების-ს მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტს ამტკიცებს გაერთიანების დირექტორი xxxxxx xxxxxxx.
6.3 ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი.
7. ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები)
7.1 ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო.
7.2 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში.
7.3 ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან
(შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებიდან) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
8.1
. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398 _ ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის (შეთანხმება)სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
8.3 მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანდ და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს სხვა სუბიექტს მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები.
8.4 ხელშეკრულების შესრულების პროცესში რაიმე ხელის შემშლელი გარემოებების წარმოშობისას მხარეებმა ურთიერთობა უნდა მოაგვარონ წერილობითი
შეტყობინების გზით.
9. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
9.1 მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 ფორს _ მაჟორული გარემოებების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების
პირობების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.02 % _ ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.3 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%–ს, ,,შემსყიდველს" უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსი, საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.4 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20 %, ხოლო ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლო შესასრულებელი-დარჩენილი ღირებულების არაუმეტეს 10 %.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას თუ მისი ვალდებულებების შეუსრუებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგი.
10.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი”ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით,პანდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებათა მკვეთრი შემცირებით და სხვა.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში იმ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების დადგომის და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.ამ შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულების შეწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ შეტყობინების
გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით
აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების
ზეგავლენისაგან.
11. სადაო საკითხების გადაწყვეტა
11.1 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2 ,,შემსყიდველი”უფლებამოსილია მოშალოს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავის ვალდებულებების ჯეროვან
შესრულებას ან სხვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
13. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება ხონი, ჭანტურიას მე–3 შესახვევი 9 საიდენტიფიკაციო კოდი:244973187 ტელეფონი: 577942034
ელ.ფოსტა: xxxxxxxxxxxxxx@xxxx.xx სახელმწიფო ხაზინა : 745 35 34 59 ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების
დირექტორის მ.შ.
14.მხარეთა ხელმოწერები:
შემსყიდველი: მიმწოდებელი: