ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.501.03
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.501.03
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.
(CPV- 50100000)
ქ. თბილისი „28“ დეკემბერი2023 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, საქართველოს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ (მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქ. N1ა, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი-TRESGE22, ს/კ -205390487) (შემდგომში
„შემსყიდველი“) წარმოდგენილი დირექტორის მოადგილის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით, და მეორეს მხრივ
მიმწოდებელი: შპს „კია საქართველო“ ს/კ 236096675
ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, xxxxx xxxxxxxxxxxxx ხეივანი, N197. ტელეფონის ნომერი/ელექტრონული მისამართი: ტელ: 577735656; XXxxxxxxx@xxx.xx
დირექტორი: xxxxxx xxxxxxxxx
xxxxxxx xxxxxxxxxxx: სს „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00, ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000;
(შემდგომში „მიმწოდებელი“), ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ - ის ბალანზე რიცხული 2020 წელს გამოშვებული 2 (ორი) ერთეული (KIA NIRO, სახელმწიფო ნომერი: DD-173-GD, საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXX00XXX0000000 და KIA NIRO, სახელმწიფო ნომერი: SS-010-SW, საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXX00XXX0000000) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება დანართი №1-ით (პრეისკურანტი) გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. დანართი №1 თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.2 შესყიდვის საშუალება: გამარტივებული შესყიდვა - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილების, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10„ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე- 3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2.3 შესყიდვის საფუძველი: ეკონომიკური სამმართველოს 2023 წლის 27 დეკემბრის N3823951 პატაკი.
2.4 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს: 1 000.00 (ერთი ათასი) ლარს, რომელიც მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტი ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს. ამასთან, პრეისკურანტის ღირებულება შეადგენს 324.00 (სამას ოცდაოთხი) ლარს.
2.5 კლასიფიკატორის კოდი - 50112000 - მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
2.6 ხელშეკრულება ძალაშია: ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
2.7 დაფინანსების წყარო: 2024 წლის საკუთარი შემოსავლები.
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა;
3.2 მომსახურების გაწევის ვადები არაგეგმიური ფასიანი სერვის-მომსახურების შემთხვევაში:
3.2.1 დანართი N1-ით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა შეადგენს მოთხოვნიდან და სატრანსპორტო საშუალების სერვისში წარდგენიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს.
3.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი)
კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკევთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).
3.3 მომსახურების გაწევის ადგილი:
3.3.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ია მომწოდებლის სერვის-ცენტრები;
3.4 მომსახურების გაწევის პირობები:
- სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
- ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით.
- მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
- ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მისი ტექნიკური დათვალიერების შემდეგ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მასალის/მომსახურების დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. ამასთან, ავტომანქანების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა–დასტური.
- სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-კამერებით, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 7 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალება სერვისზე წინასწარ იქნება ჩაწერილი. შეთანხმებული დღის და დროის დარღვევის შემთხვევაში მომსახურების გაწევა შესაძლოა გადაიდოს.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი და გარანტია
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
4.2 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ტექ-მომსახურების გაწევა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი კომპანიის მიერ რეკომენდირებული სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.
4.3 გაწეულ მომსახურებაში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნული ვადა მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით, თუ საჭირო გახდა დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომელიც მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია მოძიებულ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე) შეცვლა ახლით.
4.4 მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ გაწეული ტექ-მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მათ შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ - ის ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღება-ჩაბარებას განახორციელებენ შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ - ის ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
6.3 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის მიწოდებად არ ითვლება უხარისხო (წუნდებული) ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულზე მიღება- ჩაბრების აქტი არ ფორმდება.
6.4 შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გაწეულ მომსახურებაში გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6.5 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.6 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება
7.1 შემსყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით.
7.2 ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
7.3 ანგარიშსწორება ვალუტა - ლარი;
7.4 შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.5 თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა წინამდებარე ხელშეკრულების ღირებულებით გათვალისწინებული სრული თანხა, შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელი კარგავს განსახორციელებელი მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
8.4 მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 2.4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
8.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის
ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.6 ამ მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
10.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
10.3 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
10.4 თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული - „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“-ს მე-15„ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის თავდაპირველი ღირებულების 10%-ს.
11. ფორს-მაჟორი
11.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
11.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს- მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
12. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
12.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
12.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. xxxx xxxxxx xxxxxx, მობ. xxxxxxxxx ნომერი: 577735656; XXxxxxxxx@xxx.xx, შემსყიდველის მხრიდან საკონტ. xxxx xxxxxxx xxxxxxxxx; მობ. ტელეფონის ნომერი: 555 00-00- 16; ელექტრონული ფოსტა: x.xxxxxxxxxx@000.xx და xxxx xxxxxxxxxxxx; xxx. xxxxxxxxx ნომერი: 000 00-00-00; ელექტრონული ფოსტა: x.xxxxxxxxxxxxx@000.xx.
12.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
12.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
13. სადაო საკითხების გადაწყვეტა
13.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
13.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
13.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
14. სხვა პირობები
14.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
14.2 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ამ დოკუმენტის თავში მითითებულ თარიღს, შედგენილია ქართულ ენაზე და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
14.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
14.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
14.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
„შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“
KIA GEORGIA
Digitally signed by KIA GEORGIA LLC
LLC
Date: 2023.12.28
19:21:00 +04'00'
დანართიN1
KIANIRO, Æ | ˘ | ¸ | ˛ | 1.6, — ˛ ˙˙ ˘ ˛ | ˛ | ||||
N | ავტონაწილების/მომსახურების ფასები | განზომილება | ერთეულის ფასი | მომსახურების ფასი | |||||
1 | თვლების ნახარის რეგულირება | მომს. | 0.00 | 59.00 | |||||
2 | ანტიფრიზი | 1 ლიტრი | 28.00 | 12.00 | |||||
3 | წინა ფარის ნათურა | 1 ცალი | 30.00 | 6.00 | |||||
4 | უკანა ფარის ნათურა | 1 ცალი | 6.00 | 3.00 | |||||
5 | სანისლე ფარის ნათურა | 1 ცალი | 30.00 | 12.00 | |||||
6 | საბურავის დაშლა-აწყობა ბალანსირება | 1 ცალი | 0.00 | 16.00 | |||||
7 | საქარე მინის საწმენდი | 1 ცალი | 120.00 | 2.00 | |||||
ჯამი: | 214.00 | 110.00 | |||||||
˚ | ˛ | ˇ | ˛ | ˘˚ : ˙ | 324.00 |