ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15
ქ. ზუგდიდი 08 ივლისი, 2019 წელი
ერთი მხრივ, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში
,,შემსყიდველი“), მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N35, წარმოდგენილი მისი უფროსის კახაბერ ფარცვანიას სახით და მეორე მხრივ, შპს ,,ტერმინალი“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი“) მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. N1, წარმოდგენილი მისი ხელმძღვანელის შაქრო კვაშილავას სახით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის ნაწილებისა და აქსესუარების სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ძრავებისათვის (ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემათა კოლოფი) (CPV კოდი 34300000) მიწოდება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
1.2 სახელშეკრულებო პირობები
შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო თანხა საქართველოს კანონმბებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით შეადგენს 1900,00 (ათასცხრაასი) ლარს.
2. მიწოდების პირობები
2.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ დანართი N1 წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების პერიოდულობის მიხედვით.
2.2 ხელშეკრულების თანახმად შესყიდვის ობიექტის მიწოდების პუნქტად განსაზღვრულია მიმწოდებლის ოფისი, მდებარე მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. N1.
2.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა შემსყიდველისათვის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან კანონმდებლობით დაშვებული სხვა დოკუმენტი).
2.4 მომსახურების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
3. მიღება-ჩაბარების წესი
3.1 შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3.2 ხელშეკრულების ობიექტის მიღებას ახორციელებს შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის მიღების შედეგების მიხედვით აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.
3.3 შესყიდვის ობიექტის მიღების ადგილი განისაზღვრება მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით.
3.4 ობიექტის მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3.5 შესყიდვის ობიექტის რაოდენობის ან წუნდების მიზეზის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ ატყობინებს მიმწოდებელს წერილობით.
4. ანგარიშსწორების ფორმა და წესი
4.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო აგარიშსწორებით, მიმწოდებლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.
4.2 ანგარიშსწორებას შემსყიდველი განახორციელებს ფაქტობრივად მიღებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშფაქტურის ან კანონმდებლობით დაშვებული სხვა დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
5.1 შემსყიდველს უფლება აქვს:
5.1.1 შეამოწმოს მიწოდებული ობიექტის ხარისხის შესაბამისობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
5.1.2 გააფორმოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ მხარეთა შორის დადგენილი ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთანავე.
5.2 შემსყიდველი უფლებამოსილია:
5.2.1 მიმწოდებლისგან მოითხოვოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ობიექტის ხელშეკრულებით დაგენილი ოდენობითა და ვადაში მიღება;
5.2.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება;
5.2.3 თვით ან მოწვეული ექსპერტების მეშვეობით, დაუბრკოლებლივ განახორციელოს მიმწოდებლის მიერ გადაცემული შესყიდვის ობიექტის ხარისხის შემოწმება;
5.2.4 მიმწოდებლისგან მოითხოვოს შესყიდვის ობიექტის გადაცემის შესახებ დადგენილი ფორმის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია:
5.3.1 ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ღირებულებით მიაწოდოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი;
5.3.2 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველს წარუდგინოს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტები;
5.3.3 საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გამოვლენილი შესყიდვის ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ნაკლის აღმოფხვრა;
5.3.4 შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის ასლები და ანგარიში, რომლის შემდეგაც ფორმდება დადგენილი ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი;
5.3.5 დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობისა ან/და ხელისშემშლელ დაბრკოლებათა შესახებ.
5.4 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
5.4.1 შემსყიდველისგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.
6. უფლებების გადაცემა
6.1 მიმწიდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
7. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
7.1 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
8.1 ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
8.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
8.3 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
9. შეტყობინება
9.1 ნებისმიერი შეტყობინება, მხარის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად, გაეგზავნება მეორე მხარეს წერილობითი სახით, ხელშეკრულებაში მითითებულ მეორე მხარის მისამართზე.
9.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შეუსრულებლობის საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2 იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულების პირობების შეფერხების გამო მხარეები შეთანმხდებიან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1 ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ვადების დარღვევისათვის მხარეები ჯარიმის სახით გადაიხდიან სახელშეკრულებო ღირებულების 0.5 %-ს, ყოველ გადაცილებულ დღეზე.
11.2 საჯარიმო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.
11.3 საჯარიმო თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
12.1 ხელიშემკვრელი მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მეორე მხარე, უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება.
12.2 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების (ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე 2 (ორი) კვირით ადრე მაინც, ამასთან, უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.
12.3 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12.4 მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძველს.
13. ფორს-მაჟორი
13.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
13.2 თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპესაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
13.3 მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება დაუყონებლივ აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
14. დავების გადაწყვეტის წესი
14.1 ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
14.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
15.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
15.2 ხელშეკრულების შესრულებაზე და მიღება-ჩაბარებაზე ინსპექტირებას განახორციელებს ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანია.
15.3 ინსპექტირება განხორციელდება წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე.
15.4 შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების, აგრეთვე მიღებული შესყიდვის ობიექტის ხარისხის რაოდენობის, შენახვის და მიწოდების ვადების კონტროლი.
16. დასკვნითი დებულებანი
16.1 მხარეები ხელმძღვანელობენ ურთიერთპატივისცემის პრინციპით და თანამშრომლობის გარღმავების სურვილით.
16.2 ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ღირსებას.
16.3 მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
16.4 ხელშეკრულების მხარეებს არა აქვთ უფლება გააკეთონ განცხადება, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ვერ ან არ შესრულების, მისი შესრულებისას დარღვევების შესახებ და ა.შ. თუ წინასწარ არ მოხდება შესაბამისი საკითხის ერთობლივი შესწავლა და შესაბამისი ფაქტების დადასტურება.
16.5 ხელშეკრულების დებულებებში ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმების წერილობითი გაფორმების შედეგად.
16.6 ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
16.8 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარუფლებიანი ძალის მქონე ეგზემპლარად და თითო–თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
17. მხარეთა მისამართები, საბანკო რეკვიზიტები და ხელმოწერები
` შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი ~
ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 219984774 მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N35
მომსახურე ბანკი: სახელმწიფო ხაზინა სახაზინო კოდი 32 01 02 44
ბანკის კოდი: TRESGE 22
ხელმოწერა: /კახაბერ ფარცვანია/
` მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი ~
შპს ,,ტერმინალი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 220004616 მისამართი: ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. N1 საბანკო რეკვიზიტები: სს ,,ლიბერთი ბანკი “ ბანკის კოდი: LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
ხელმოწერა: /შაქრო კვაშილავა/