Contract
პროექტი
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად,
ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ქ. თბილისი 201 წ.
ჩვენ, ერთის მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, წარმოდგენილი უფროსის ------------ სახით (შემდგომში
³შემსყიდველი´ ხო ლო მეორეს მხრივ Ä ³ წ არმოდგენილი
დირექტორის --------- სახით (შემდგომში Äმიმწოდებელი³ ვ ხე ლმძღვანელობთ რა Äსახელმწიფო შესყიდვების შესახებ³ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი:
----------- სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის (-----------) სატენდერო წინადადება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა (-----------) აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს (-----------) ზემოაღნიშნული ობიექტი შემდეგ თანხაზე: ------ (----
-------) ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამდევი ხარჯების (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის, ასევე ყველა ხარჯის, რომელიც დაკავშირებულია საქონლის შესყიდვასთან) ჩათვლით (შემდგომში Äხელშეკრულების ღირებულება³
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ხე ლÄშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ³ შე მდგომ _
Äხელშეკრულება³ Bშ ემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
ხ ელÄშეკრულების ღირებულება³ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
შ ემÄსყიდველი ორგანიზაცია³ შე მდგომ Äშემსყიდველი³ ნიშნავს
ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
მი მწÄოდებელი³ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
დღ ეij კ ვიÄრა³ თ ვეijნ იშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
2. შესყიდვის ობიექტი და კლასიფიკატორის კოდი
2.1 ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია: სერვერების ვირტუალიზაციის სისტემის ლიცენზიებისა და მათი დანერგვის უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვა ფასების ცხრილის შესაბამისად.
2.2 კლასიფიკატოროს კოდი: 486 000 00.
3. საპატენტო უფლებები
საქონლის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენებისას საპატენტო უფლების დარღვევასთან, ასევე სასაქონლო მარკის ან საწარმოო ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების ან მატერიალური პასუხისმგებლობის მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და/ან გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
4.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
4.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა.
4.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელი.
5. საქონლის მიწოდების პირობები
5.1 საქონლის მიწოდება განხორციელდება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
5.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი N2.
6. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
7.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებას განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - xxxxxx xxxxxxx.
7.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
8. ანგარიშსწორება
8.1 ანგარიშსწორება მოხდება: ლარში.
8.2 გადახდის ფორმა: უნაღდო.
8.3 ანგარიშსწორება მოხდება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტიდან, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
9. ფასები
9.1 შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება: ლარში.
9.2 შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენს ---- (----------) ლარს.
9.3 ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
9.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1 არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
10.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
10.3 ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა Äსახელმწიფო შესყიდვების შესახებ³ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.4 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11. უფლებების გადაცემა
11.1 მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობები მესამე პირს.
11.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი განცხადება მესამე პირისთვის მთლიანი ან დარჩენილი უფლება- მოვალეობების გადაცემის თაობაზე, აგრეთვე მესამე პირის წერილობითი თანხმობა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი ან დარჩენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
11.3 შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უფლება-მოვალეობების გადაცემა (მთლიანად ან ნაწილობრივ) ფორმდება წერილობითი სახით შემსყიდველსა, მიმწოდებელსა და მესამე პირს შორის.
12. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
12.1 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
12.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.02%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12.3 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12.4 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის (მიმწოდებელი) აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 თვეში.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
13.1 შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
ბ) თუ მიმწოდებელი სისტემატიურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის პერიოდი აღემატება 15 კალენდარულ დღეს ან ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს;
დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ე) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
13.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
14. ფორს-მაჟორი
14.1 ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
14.2 ამ მუხლის მიზნებისათვის Äფორს-მაჟორი³ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
14.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1 შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
15.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის და მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
16. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებთან
16.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი გზავნილი უნდა მოხდეს ფოსტის საშუალებით.
16.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
17. გადასახადები და დაბეგვრა
17.1 უცხოელი მიმწოდებელი პასუხს აგებს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.
17.2 ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
18. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ჩათვლით.
19 . სხვა პირობები
19 .1 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. 19 .2 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
19 .3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
19 .4 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და დანართები თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
19 .5 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.