სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N106
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N106
ქ. გორი 2021 წელი
ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის მერის, xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში - შემსყიდველი),
მისამართი: ქ. გორი, xxxxxx xxxxxxx N5 საიდენტიფიკაციო კოდი: №218086087 ტელეფონის ნომერი:
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი: ა/№ 300843460
და მეორე მხრივ, შპს ,,ერედვი 2008“, წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით (შემდგომში - მომწოდებელი),
მისამართი: გორის რაიონი, სოფ. ტყვიავი საიდენტიფიკაციო კოდი: №404424413 ტელეფონის ნომერი: 557 00 00 29
საბანკო რეკვიზიტები: სს ,,xxxxxx xxxxx xxxxxx" ბანკის კოდი: UGEBGE22
ანგარიშის ნომერი: XX00 XX0000 0000 0000 0000
შემდგომში თითოეული ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის პირველი პუნქტის,
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT210012474) შედეგების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1. შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესაბამისი CPV კოდი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა/შენახვის სამუშაოები. (შემდგომში - სამუშაო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის CPV კოდია: 45233200 - გზების საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაოები.
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 199 990.00 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარს, ხოლო პრეისკურანტის ღირებულება 10 416.23 (ათი ათას ოთხას თექვსმეტი და 23 თეთრი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მუხლი 3. სამუშაოს შესრულების ვადა
1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - შემსყიდველის მოთხოვნიდან გამომდინარე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
3. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესაბამისად.
მუხლი 4. ანგარიშსწორების წესი
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, შუალედურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, (რაც დადასტურებული უნდა იყოს ფორმა N2- ზე ხელმოწერით).
4. ანგარიშსწორება იწარმოებს საქათველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 და 2020 წლის 02 დეკემბრის N2348 განკარგულებების შესაბამისად
მუხლი 5. წინასწარი ანგარიშსწორების პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (განახლებული ინფორმაცია საგადასახადო გირავნობისა ან/და ყადაღის თაობაზე), რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
4. ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა.
5. მიმწოდებლისთვის გადასახდელი ავანსი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20 %-ს.
6. მიმწოდებელი ვალდებულია ავანსი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
8. xxxxxxx გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ.
მუხლი 6. საგარანტიო ვადა
1. აღნიშნულ სამუშაოებზე მიმწოდებელს საგარანტიო ვადა არ მოეთხოვება.
მუხლი 7. სამუშაოს შესაბამისობა
1. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაო მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს ჯეროვნად, სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი (არსებობის შემთხვევაში) ნორმებისა და წესების და შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტში განსაზღვრული წესებიდან და ნორმებიდან მიმწოდებლის მხრიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მიიღოს სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 8. სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
2. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს.
მუხლი 9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სამუშაოს დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების მე-3 მუხლში განსაზღვრულ ვადაში და პირობებით;
ე) შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების განხორციელებისას გამოსაყენებელი მასალ(ებ)ის იერსახე და ხარისხი;
ვ) სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე, საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ მიმწოდებლის მიერ დაგეგმილი სამუშაოებიდან რომელიმე კონკრეტული სამუშაოს განხორციელებისათვის მიმწოდებელს არ აქვს მოპოვებული საჭირო დოკუმენტაცია ან ნებართვა, მიმწოდებელი ვალდებულია, სათანადო დოკუმენტაციის ან
ნებართვის მოპოვებამდე შეაჩეროს აღნიშნული სამუშაოს განხორციელება და დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსაპოვებლად;
თ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგად და ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით გამოვლენილი ყველა დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა;
ი) შემსყიდველს უმოკლეს ვადაში აცნობოს მისი მოსალოდნელი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;
კ) დაიცვას შემსყიდველის მიერ მისთვის გადაცემული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მოთხოვნები და პირობები (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. შემსყიდველი ვალდებულია, შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება;
ბ) არ ჩაიბაროს რაოდენობრივად, ხარისხობრივად ან უფლებრივად ნაკლიანი შესრულებული სამუშაო.
მუხლი 10. კონტროლი (ინსპექტირება)
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი უფლებამოსილია, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება).
3. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა და კონტროლის (ინსპექტირების) ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
5. სამუშაოს განხორციელების პროცესში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
6. სამუშაოების მიმდინარეობაზე შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ან სპეციალური კომისია კონტროლს (ინსპექტირებას) აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის, საპროექტო დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, შეაჩეროს სამუშაოების მიმდინარეობა და განახორციელოს ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
7. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველის, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების კონტროლის (ინსპექტირება) მიზნით შერჩეული სხვა პირ(ებ)ის მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად აღიწერება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზ(ებ)ი. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს ამ პუნქტში აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული ფიქსირდება ამავე აქტში და იგი იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი სახსრებით დაუყოვნებლივ აღმოფხვრას
დეფექტ(ებ)ი. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს არ უნაზღაურდება დეფექტ(ებ)ით შესრულებული სამუშაოების ღირებულება.
8. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან შესრულებულ სამუშაოთა შემსყიდველისთვის წარდგენილი მოცულობები შემსყიდველის მიერ გადამოწმების შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას, შემსყიდველი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აქტის შედგენის შემდეგ არ უნაზღაურებს მიმწოდებელს აღნიშნულ სამუშაოთა ღირებულებას და განიხილავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხს ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. ფორს-მაჟორი
1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ.) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი).
2. მხარე, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების მიზეზად ფორს-მაჟორი მოჰყავს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ ფორს-მაჟორის მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ასეთი მოვლენის დადგომისა და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა მხარემ უნდა წარადგინოს ფორს-მაჟორის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, და დაასაბუთოს, რომ ფორს-მაჟორმა არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაში.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5% ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირაგასამტეხლოს დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით და მოახდინოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
6. მიმწოდებლის მიერ ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შემსყიდველისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
7. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადაცემული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მოთხოვნებითა და პირობებით (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
8. მიმწოდებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე.
მუხლი 13. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
2. ხელშეკრულების შეწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება მხარეთა შორის დანართის გაფორმების გზით.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია, ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება თუ: ა) მიმწოდებელი არღვევს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ვალდებულებას/ვალდებულებებს;
ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (მიუხედავად მისი დაწყების დროისა);
გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, ზეგავლენა მოახდინოს ხელშეკრულები გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
ვ) მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევის გამო მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს;
ზ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 14. უფლებების გადაცემა
1. ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ხელშეკრულების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
მუხლი 15. შეტყობინება
1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, უნდა გაიგზავნოს წერილის, დეპეშის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (შემსყიდველის შემთხვევაში xxxx@xxxx.xxx.xx; ხოლო მიმწოდებლის შემთხვევაში - xxxxxx0000@xxxxx.xxx; ) ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარდგენით, ხელშეკრულებაში მითითებულ მეორე მხარის მისამართზე.
2. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინებაში ძალაში შესვლისათვის დადგენილ დღეს იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
მუხლი 16. სხვა პირობები
1. ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
3. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთშეთანხმების გზით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე PDF ფაილის სახით, ხელმოწერილია ელექტრონულად და ინახება ხელმომწერ მხარეებთან.
6. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
7. მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, ხარჯთაღრიცხვა, სამუშაოების შესრულების ტექნიკური დავალება, საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათი, სპეციფიკაციები, ნახაზები, პროექტი თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ ვალდებულებებისა, რომელთა არსებობაც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე.
მხარეთა ხელმოწერები:
შემსყიდველი: გორის მუნიციპალიტეტის მერი - xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxx
Digitally signed by Gori
Gori Municipality
Municipality
Date: 2021.07.29 14:27:50 +04'00'
მიმწოდებელი:
Xxxxxxxx Xxxxxxx
Digitally signed by Xxxxxxxx Xxxxxxx
Date: 2021.07.28 15:19:31
+04'00'
xxxxxxxxx xxxxXxXxxxxxx
goris municipalitetis teritoriaze municipaluri gzebis movla-Senaxvis (saremonto da sxva) samuSაოები
# | samuSaos dasaxeleba | ganzomi leba | preiskurantis zRvruli savaraudo Rirebuleba (araumetes, lari) | preisku-rantis saboloo Rirebuleba (lari) |
1 | 2 | 3 | 5 | 6 |
I. miwis vakisis movla-Senaxva | ||||
1 | gverdulebis moSandakeba | m2 | 0.20 | 0.20 |
2 | gverdulebze masalis damateba da datkepna | m3 | 16.00 | 16.00 |
3 | gzispira kiuvetebis gawmenda greiდeriT | grZ.m. | 2.40 | 2.40 |
4 | gzispira kiuvetebis gawmenda xeliT adgilze gadayriT | m3 | 10.00 | 10.00 |
5 | gzispira kiuvetebis gawmenda greiდeriT datvirTva da gatana naყarSi | m3 | 3.80 | 3.80 |
6 | gzispira kiuvetebis gawmenda eqskavatoriT, datvirTva da gatana nayarSi | m3 | 5.00 | 5.00 |
7 | gzispira kiuvetebis gawmenda xeliT, დატვირთვა da gatana naყarSi | m3 | 15.00 | 15.00 |
8 | gzispira gruntis kiuvetebis mowyoba meqanizmiT | grZ.m. | 4.20 | 4.20 |
9 | saniaRvre mildenebis gawmenda nayaris adgilze xxxxxX | m3 | 4.00 | 4.00 |
10 | saniaRvre mildenebis gawmenda nayaris gataniT | m3 | 5.00 | 5.00 |
11 | CamonaSalis gawmenda adgilze gadayriT | m3 | 2.00 | 2.00 |
12 | CamonaSalis gawmenda nayarSi gataniT | m3 | 5.00 | 5.00 |
13 | gverdulebze da gzis saval nawilze gamonatanebis mogroveba greideriT, datvirTva da gatana nayarSi | m3 | 4.80 | 4.80 |
14 | lodebiT miwis vakisis gamagreba | m3 | 18.00 | 18.00 |
15 | gabionebis mowyoba | m3 | 90.00 | 90.00 |
xxxx X | xxxx | 185.40 | 185.40 | |
II. xelovnuri nagebobebi | ||||
1 | kedlis mowyoba betonis blokebiT b-15 | m3 | 105.00 | 105.00 |
2 | kedlis mowyoba monoliთuri betoniT b15 | m3 | 120.00 | 120.00 |
3 | მონოლითური rk/betonis milხიდის mowyoba დ>ან=1,0 m | grZ.m. | 120.00 | 120.00 |
4 | betonis ანაკრები მილდენების მოწყობა დ>ან=1,0 m | გრძ.მ | 110.00 | 110.00 |
5 | xidis moajirebis SeRebva | m2 | 4.00 | 4.00 |
6 | xxxxx xxxxxxx ან ლითონის moajirebis aRdgena | t | 1300.00 | 1300.00 |
7 | მდინარეზე დასაკიდი ხიდის მოაჯირის აღდგენა | გრძ.მ | 25.00 | 25.00 |
8 | მდინარეზე დასაკიდი ხიდის ხის ძელაკებისა და ძირის აღდგენა | მ2 | 24.00 | 24.00 |
xxxx XX | xxxx | 1808.00 | 1808.00 | |
III. savali nawilis movla-Senaxva | ||||
1 | ormoebis Sekeთeba cxeli asf/betoniT sisqiT 4sm | m2 | 16.50 | 16.50 |
2 | ormoebis Sekeთeba cxeli asf/betoniT sisqiT 5 sm | m2 | 21.00 | 21.00 |
3 | ormoebis Sekeთeba cxeli asf/betoniT sisqiT 9 sm | m2 | 36.00 | 36.00 |
4 | gabzaruli da gacveTili adgilebis Seswo-xxxx cxeli asf/betonis nareviT sisqiT 3 sm | m2 | 13.00 | 13.00 |
5 | profilis aRsadgeni Semasworebeli fenis mowyoba cxeli asf/betoniT | t | 145.00 | 145.00 |
6 | savali nawilis SekeTeba qviSa-xreSovani nareviT | m3 | 20.00 | 20.00 |
7 | savali nawilis SekeTeba fraqciuli RorRiT | m3 | 28.00 | 28.00 |
8 | safuZvlis mowyoba qviSa-xreSovani nareviT | m3 | 1.50 | 1.50 |
9 | safuZvlis mowyoba fraqciuli RorRiT | m3 | 12.00 | 12.00 |
10 | bzarebis Sevseba biTumiT an emulსiiT | grZ.m. | 125.00 | 125.00 |
12 | Cawyvetili adgilebis Sevseba gruntiT | m3 | 12.00 | 12.00 |
13 | savali nawilis da xelovnuri nagebobebis calkeuli dazianebuli elementebis SekeTeba cementobetoniT | m3 | 125.00 | 125.00 |
14 | asf/betonis safaris mofrezva sisqiT 5 sm da qviSa-xreSovani narevis damateba sisqiT 10 sm | m2 | 6.00 | 6.00 |
15 | deformirebul adgilebze asf/betonis safaris mofrezva | m2 | 2.50 | 2.50 |
16 | საკომუნიკაციო ქსელების სათვალთვალო ჭების ამოწევა გზის ნიშნულამდე | cali | 140.00 | 140.00 |
17 | საკომუნიკაციო ქსელების სათვალთვალო Webis Tujis თავსახურების mowyoba | cali | 225.00 | 225.00 |
18 | sakomunikacio qselis Webis arsebuli rkina betonis gadaxurvis filebis gamagreba-gzis niSnulamde moyvana | m2 | 25.00 | 25.00 |
19 | ლითონის ცხაურების შეკეთება-რეაბილიტაცია | ტონა | 245.00 | 245.00 |
20 | ლითონის ცხაურების მოწყობა | ტონა | 1940.00 | 1940.00 |
21 | dazianebuli თუჯის ცხაურების amocvla | კომპ | 220.00 | 220.00 |
22 | სათვალთვალო ჭების რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა | ც | 250.00 | 250.00 |
23 | სათვალთვალო ჭების რკინა-ბეტონის თუჯის გადახურვის ფილის მოწყობა | ც | 390.00 | 390.00 |
24 | დაზიანებული ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტის რეაბილიტაცია | გრძ.მ | 70.00 | 70.00 |
25 | ლითონის მილხიდების მოწყობა | გრძ.მ | 70.00 | 70.00 |
26 | ლითონის მილხიდების რეაბილიტაცია | გრძ.მ | 35.00 | 35.00 |
27 | გოფრირებული მილების დ-300 მოწყობა | გრძ.მ | 45.00 | 45.00 |
28 | გოფრირებული მილების დ-500 მოწყობა | გრძ.მ | 65.00 | 65.00 |
xxxx III | xxxx | 4283.50 | 4283.50 | |
IV. gzebze moZraobis reJimis regulirebis teqnikuri saSualebebis movla-Senaxva | ||||
1 | parapetebis da betonis sxva nakeTobebis SeRebva | m2 | 4.00 | 4.00 |
2 | standartuli zomis axali sagzao niSnebis dayeneba | cali | 120.00 | 120.00 |
3 | arastandartuli zomis axali sagzao niSnebis dayeneba | cali | 250.00 | 250.00 |
4 | kilometris maCvenebeli sagzao niSnebis dayeneba | cali | 80.00 | 80.00 |
5 | rkinabetonis parapetebis dayeneba (7 c) | m3 | 180.00 | 180.00 |
6 | betoniს bordiurebiს moწyoba | grZ.m. | 15.00 | 15.00 |
7 | dazianebuli Tvalamridi Zelebis SekeTeba da aRdgena | grZ.m. | 20.50 | 20.50 |
8 | ჰorizontaluri moniSvna 1,1 | grZ.m. | 2.00 | 2.00 |
9 | dazianebuli კიუვეტების SekeTeba monoliTuri rkinabetoniT | მ3 | 285.00 | 285.00 |
10 | saval nawilze dazianebuli დეკორატიული ფილების SekeTeba-amocvla | მ2 | 22.00 | 22.00 |
xxxx XX | xxxx | 978.50 | 978.50 | |
V. aramoculobiTi samuSaoebi | ||||
1 | amwe manqanis muSaoba | sT | 30.00 | 30.00 |
2 | buldozeris muSaoba | sT | 45.00 | 45.00 |
3 | greideris muSaoba | sT | 35.00 | 35.00 |
4 | eqskavatoris muSaoba | sT | 40.000 | 40.000 |
5 | satvirTvelis muSaoba | sT | 25.00 | 25.00 |
xxxx X | xxxx | 175.00 | 175.00 | |
jami1-6 | ლარი | 7430.40 | 7430.40 | |
ზედნადები ხარჯები | 10% | 743.04 | 743.04 | |
ჯამი | 8173.44 | 8173.44 | ||
გეგმიური დაგროვება | 8% | 653.88 | 653.88 | |
ჯამი | 8827.32 | 8827.32 | ||
dRg | 18% | 1588.92 | 1588.92 | |
sul სახარჯთაღრიცხვო ღირებულება | ლარი | 10416.23 | 10416.23 |
შპს "ერედვი 2008-ს"
Digitally signed by Razhdeni
დირექტორი
Xxxxxxxx Xxxxxxx Geladze
Date: 2021.07.19 11:36:38 +04'00'