სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N
პროექტი
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ
პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ქ. თბილისი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, ა(ა)იპ „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“ (შემდგომში
„შემსყიდველი“), წარმოდგენილი ------------ სახით და მეორეს მხრივ, ------------ (შემდგომში „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი------------სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ (მათ შორის COVID19 ვირუსის შედეგად) ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2.2 შესყიდვის საშუალება - ელექტრონული ტენდერი (აუციონის გარეშე), განცხადების ნომერი:
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.
2.4 კლასიფიკატორის კოდი - 98370000 - დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1 მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
3.2 ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისიწინებული დავალების შესასრულებლად მიმწოდებელი გვამის განთავსების ადგილზე უნდა გამოცხადდეს დავალების გაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათში.
3.3 ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველი კონკრეტული დავალებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია გვამის განთავსების ადგილის, მომსახურების გაწევის ვადისა და გასაწევი მომსახურების შესახებ.
3.4 მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორია, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ზე/მიმართულებ(ებ)ით.
3.5 სარიტუალო მომსახურება მოიცავს შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილას სასახლის მიტანას, გვამის განთავსების ადგილზე სასახლის ატანას, მიცვალებულის მოწესრიგებას (ე.წ „ტვალეტი“-ს მომსახურების გაწევას, ჩაცმას, ტრანსპორტირებისათვის გამზადებას და ა.შ), ბალზამირებას, სასახლეში ჩასვენებას, ჩამოსვენებას და კატაფალკაში შესვენებას, ხოლო COVID19 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილას სასახლის და გვამის ჩანთის მიტანას და გვამის განთავსების ადგილას ატანას, მიცვალებულის გვამის ჩანთაში და შემდგომ სასახლეში ჩასვენებას, ჩამოსვენებას და კატაფალკაში შესვენებას. შემდგომ დავალებით განსაზღვრული (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის პირველი პოზიციით გათვალისწინებული) ადგილიდან აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე - ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ტრანსპორტირებას.
3.6 მიმწოდებლის ვალდებულია COVID19 ვირუსის შედეგად გარდაცვლილისთვის სარიტუალო მომსახურების გაწევის პროცესში მონაწილე მომსახურე პერსონალი აღჭურვოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების საშუალებებით.
3.7 პირველი პოზიციით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებაში გაითვალისწინებულია COVID19 ვირუსის შედეგად გარდაცვლილი მიცვალებულის ჩასადები გვამის ჩანთის ღირებულებაც.
3.8 მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარდაცვლილის პატრონის მოთხოვნით, საკუთარი სახსრებით, ძვირად ღირებული სასახლის შეძენის შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ხარჯთაღრიცხვის მე-2 პოზიციით გათვალისწინებული სასახლის ღირებულების ანაზღაურება.
3.9 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მომსახურების გაუწიოს დროულად და გამართული სატრანსპორტო საშუალებით.
3.10 მომსახურების ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, თითოეული პოზიციის დატვირთვის რაოდენობის მიხედვით.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ გაწეული მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ა(ა)იპ „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“-ს დირექტორი ან/და ა(ა)იპ „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“-ს თანამშრომლები.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
მომსახურების ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გაწეული მომსახურებიდან
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება, ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებით.
6.2
გამომდინარე, თითოეული პოზიციის დატვირთვის რაოდენობის მიხედვით.
6.3 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა(ა)იპ
„აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“-ს დირექტორი.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება განხორციელდება 2021 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა შემსყიდველის მიერ დაქვითულ იქნეს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
8.4 თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, დაეკისრება პირგასამტეხლო, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.5 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების პირველივე დარღვევის შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ შემსყიდველი/მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.6 ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ღირებულება
12.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
12.2 ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
12.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
12.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა (გარდა დავალებისა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების ადგილის, თარიღის, ვადის და გასაწევი მომსახურების შესახებ) ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე
ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი ბ/ქ-ნი ----------, ტელეფონის ნომერი ------------
ელექტრონული ფოსტა ;
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი ქ-ნი ----------; ტელეფონის ნომერი: ;
ელექტრონული ფოსტა: --.
13.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
13.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
14.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. სხვა პირობები
15.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
15.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
15.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
15.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
15.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
16. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი: