სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება Nპ/2703031101/40
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება Nპ/2703031101/40
ქ. თბილისი „24“ „04“ 2020 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
1.1. ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შემდგომში „შემსყიდველი“, მინისტრის მოადგილის xxxxxx xxxxxxxxxxx სახით და და მეორე მხრივ, შპს ,,xxxxxxxxx“ (შემდგომში
„მიმწოდებელი“), დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით.
2. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება
2.1. შემსყიდველმა განახორციელა გამარტივებული შესყიდვა, ,,საქართველოს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით, ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის N176 დადგენილებით დამტკიცებული (,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისათვის საჭირო საშუალებების შესყიდვა“) (პროგრამული კოდი 2703031101), ასიგნებების ფარგლებში, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N184 დადგენილებისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემის შესყიდვაზე (CPV კოდი: 33600000), რაზედაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული საქონელი - 930000 (ცხრაას ოცდაათი ათასი) ლარად (შემდგომში ,,ხელშეკრულების ღირებულება“). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი განთავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
3. შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები
3.1 მოსაწოდებელი საქონლის აღწერილობა, რაოდენობა და ფასები განისაზღვრება ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. საქონლის მოწოდების პირობები:
4.1. ვადები:
4.1.1 საქონლის მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
4.2. ადგილი:
4.2.1. საქონლის მიწოდება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ქ. თბილისის მასშტაბით.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 16.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის მიერ მომზადებული ინსპექტირების აქტის საფუძველზე შედგენილი მიღება–ჩაბარების აქტით.
6. ანგარიშსწორება
6.1. ანგარიშწორების ფორმა - უნაღდო ანგარიშსწორება ლარში;
6.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და ინსპექტირების აქტის საფუძველზე, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
7.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
7.1.1. უზრუნველყოს ,,შემსყიდველისათვის“ საქონლის მიწოდება დროულად და ხარისხიანად;
7.1.2. დროულად უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით (ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით);
7.1.3. დროულად განიხილოს შემსყიდველის მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
7.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
7.2.1. მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
8. მხარეთა უფლება
8.1. ,,მიმწოდებელს” უფლება აქვს:
8.1.1. ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვოს დროული და სრული დაფინანსება.
8.2. ,,შემსყიდველს” უფლება აქვს:
8.2.1. აწარმოოს მოწოდებული საქონლის ხარისხის და მოცულობის კონტროლი;
8.2.2 ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილად ითვლება, აღნიშნულის შესახებ, მიმწოდებლისადმი გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ვადიდან.
9. შეფუთვა
9.1. მისაწოდებელი საქონელი შეფუთული უნდა იყოს შესაბამისი ნორმების დაცვით.
9.2. მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე საქონლის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება არასწორი შეფუთვით.
10. ფორს-მაჟორი
10.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
10.2. ამ ხელშეკრულებაში ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11. ხელშეკრულების პირობების ცვლილება
11.1 არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
11.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა
11.3 ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.4 დაუშვებელია ერთეულის ფასის ისეთი ცვლილება, რომელიც გამოიწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდას.
11.5 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად
12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ ათი დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
13. სადავო საკითხების გადაწყვეტა
13.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, რომელიც წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
13.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია კანონით დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოს.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
14.2. შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.
14.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0,5 %-ის ოდენობით.
14.4. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა
15.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
15.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან.
15.3. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
16. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
16.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მატერიალური უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი - გურამ გიორგობიანი.
17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
17.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.
17.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით.
18. განსაკუთრებული პირობები
18.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილი და ხელმოწერილია ელექტრონულად (დოკუმენტზე შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დოკუმენტი დამოწმებულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
19. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
„შემსყიდველი“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ქ. თბილისი, 0119, აკაკი წერეთლის გამზირი №144.
საიდენტიფიკაციო კოდი: 202486559 სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22 ა/ა N200122900
„მიმწოდებელი“ შპს ,,xxxxxxxxx“
საქართველო, ქ. თბილისი,
საბურთალოს რაიონი,
ფანასკერტელის ქ., N 20ა, ბ. 1 საიდენტიფიკაციო კოდი: 404903119
ს.ს. „ბაზის ბანკი“ ბანკის კოდი: CBASGE22
ა/ა XX00XX0000000000000000
xxxxxx xxxxxxxxxx
მინისტრის მოადგილე
xxxxx xxxxxxx დირექტორი
Digitally signed by Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia Date: 2020.04.24 12:10:35 +04'00'
Nპ/2703031101/40 ხელშეკრულების დანართი
საქონლის დასახელება | რაოდენობა | განზომილების ერთეული | ერთ. ფასი | ჯამური ღირებულება |
სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემა Rapid tests for the detection of anti – (2019-nCoV) IgG/IgM (Whole Blood/Serum/plasma) მწარმოებელი Inzek International Trading. Netherlands | 30000 | ცალი | 31 ლარი | 930 000 ლარი |
„შემსყიდველი“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საიდენტიფიკაციო კოდი: №202486559
ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზ. №144. სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22 (220101222) ა/ა 200122900
„მიმწოდებელი“ შპს ,,xxxxxxxxx“
საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს
რაიონი, ფანასკერტელის ქ., N 20ა, ბ. 1 საიდენტიფიკაციო კოდი: 404903119 ს.ს. „ბაზის ბანკი“
ბანკის კოდი: CBASGE22
ა/ა XX00XX0000000000000000
xxxxxx xxxxxxxxxx მინისტრის მოადგილე
xxxxx xxxxxxx დირექტორი
x e l w e r i l i
q. Tbilisi
Cven, qvemoT xelis momwerini, vadasturebT, rom შპს ,,სოლემარტი“ -ის mimarT, srulad vakmayofilebT “saxelmwifo Sesyidvebis Sesaxeb” saqarTvelos kanonis me-8 muxliT dadgenil, interesTa konfliqtis Tavidan acilebis pirobebsa da wesebs.
g. wowkolauri
X. xxxXxxxx
a. Jvania
T. SalamberiZe
x. xxxxxxxxxxx
a. mamalaZe