ხელშეკრულება N2021/01/3 შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება N2021/01/3 შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი 18 იანვარი 2021 წ.
ერთი მხრივ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში ,,შემსყიდველად“ წოდებული) წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსის ვახტანგ შავგულიძის სახით და მეორე მხრივ შპს „ნეოლაბი“ (შემდგომში ,,მიმწოდებლად’’ წოდებული) წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx სახით (ორივე ერთად ,,მხარეებად“ წოდებული) ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამავე კანონის ლი მუხლის მე პუნქტისა და 21 წლის 18 იანვრის N11971 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 □ხეÄლშეკრულება“ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით რომელზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები
1.2 □ხეÄლშეკრულების ღირებულება“ საერთო თანხა რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის
1.3 □დÄღე“ „კვირა“ „თვე“ კალენდარული დღე კვირა თვე
1.4 □შეÄმსყიდველი“ ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს შესყიდვას
1.5 □მიÄმწოდებელი“ პირი რომელიც ახორციელებს მომსახურეობის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში
1.6 □მოÄმსახურეობა“ ხელშეკრულების მე მუხლით გათვალისწინებული მომსახურეობა
1.7 □ინÄსპექტირება“ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის PCR ტესტის ლაბორატორიული გამოკვლევების მომსახურების მიწოდება
,,ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში;
2.2 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ერთეული PCR ტესტის ლაბორატორიული კვლევის SARS CoV-2 RT PCR (კორონავირუსის რნმ-ის თვისობრივი განსაზღვრა რეალურ-დროითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ჩატარება, შემსყიდველის თანამშრომელთათვის.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობის ჯამური ღირებულება შეადგენს 42 500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) ლარს, საიდანაც ერთი ლაბორატორიული კვლევის ღირებულება შეადგენს 85 (ოთხმოცდახუთი) ლარს.
3.2 მომსახურეობის ღირებულება მოიცავს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადასახადს.
4. მხარეთა ვალდებულებები
4.1 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) შემსყიდველის თანამშრომლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს PCR ტესტის ლაბორატორიული გამოკვლევების (კორონავირუსის რნმ-ის თვისობრივი განსაზღვრა რეალურ-დროითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ჩატარება, ხოლო კვლევის შედეგების შესახებ შემსყიდველის ინფორმირება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განახორციელოს ტესტის გაკეთების მომდევნო დღის 18:00 საათამდე. (კვლევის შედეგები მიმწოდებელმა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: );
ბ) უზრუნველყოს შემსყიდველის თანამშრომელთათვის PCR ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო, შაბათს 10:00 საათიდან15:30 საათამდე, თავის ორ ლაბორატორიაში (მის. თბილისი, ტაშკენტის ქ.N47, ბათუმი. xxxxxxxxxx გამზ. N70);
გ) არ გაამჟღავნოს როგორც შემკვეთის, ასევე მისი კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია, კერძოდ: კლინიკაში რეფერირებული ბენეფიციარების/პაციენტების სახელი, გვარი და სხვა ტიპის პირადი ინფორმაცია;
დ) ტესტირების მასალის აღება უნდა მოხდეს შესაბამისი წესის დაცვით, მიმდინარე ალგორითმის გათვალისწინებით, რომელიც დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ;
ე) ნაკლის მქონე სამუშაოს შესრულების შემთხვევაში არა უგვიანეს 1 კალენდარული დღის ვადაში აღმოფხვრას ნაკლი ან მაღალ პროფესიონალურ დონეზე ხელახლა შეასრულოს სამუშაო საკუთარი ხარჯებით;
ვ) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ზ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები ხელშეკრულების 5.3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე და უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება არა უგვიანეს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
4.2 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ინსპექტირების განხორციელება.
ბ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5. ინსპექტირება
5.1 შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს ინსპექტირება, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს/პირებს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მას/მათ ინსპექტირების განხორციელების დროს.
5.2 ინსპექტირებას განახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის “მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის უფროსი ამზომველი xxxxxx xxxxxxxxxxx.
5.3 შემსყიდველის მიერ ინსპექტირება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელი პირი წერილობითი სახით შეატყობინებს მიმწოდებელს.
6. მომსახურეობის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 მომსახურეობის მიღება წარმოებს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7. ანგარიშსწორება
7.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი;
ბ) ანგარიშსწორების ფორმა – უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად;
გ) დაფინანსების წყარო: მსოფლიო ბანკის კრედიტი;
დ) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურეობის შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
7.2 მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის ღირებულება აუნაზღაურდება მომსახურეობის სრულად გაწევისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ (თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია), მხარეთა მიერ გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
8.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით;
8.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
9.1 წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურეობის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
9.2 წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, რის შესახებაც წინასწარ წერილობითი სახით უნდა აცნობოს ამ უკანასკნელს;
9.3 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ის ოდენობით;
9.4 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით;
10.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11. დავების გადაწყვეტა
11.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით;
11.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია მიმართოს საქართველოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა
12.1 თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში;
12.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან;
12.3 ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
14. ფორს-მაჟორი
14.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით;
14.2 ამ მუხლის მიზნებისათვის `ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა;
14.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
15. სხვა პირობები
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია ელექტრონულად.
16. მხარეთა რეკვიზიტები:
შემსყიდველი მიმწოდებელი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2.
ხაზინის ერთიანი ანგარიში: №XX00XX0000000000000000, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22
სავალუტო კოდი: 202255407
სკ - 202238621
შპს „ნეოლაბი“
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. N8 საბანკო რეკვიზიტები: ა/ა GE69 TB1163933 1200 00100
მომსახურე ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი XXXXXX00
ს/კ 205184352
შესყიდვების სამსახურის უფროსი xxxxxxx xxxxxxxxx
დირექტორი xxxxxx xxxxxxxxx
ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ
2021 წლის 18 იანვარი
ვადასტურებ, რომ `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ლაბორატორიული კვლევის მომსახურეობის შესყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში, შპს ,,ნეოლაბთან“ ინტერესთა კონფლიქტში არ ვიმყოფები.
xxxxxxx xxxxxxxxx
შესყიდვების სამსახურის უფროსი
xxxxxxxxx xxxxxxx
მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითრების კომპონენტის შესყიდვების ასისტენტი