Contract
შეთანხმება
კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ
ქ. თბილისი
ერთის მხრივ, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ (შემდგომში „ინფორმაციის გამჟღავნებელი“), დაარსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიცაციო ნომერი – 404957338; რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 21
და
მეორეს მხრივ _
(შემდგომში „ინფორმაციის მიმღები“), დაარსებული
კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი – ; რეგისტრირებული მისამართზე:
;
ინფორმაციის გამჟღავნებელი და ინფორმაციის მიმღები ცალ-ცალკე მოიხსენიება როგორც მხარე, ხოლო ერთობლივად როგორც მხარეები;
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ კაპიტალის 100% - იანი წილის გასხვისების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისა და შესაბამისი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის უზრუნველსაყოფად, მხარეები ვმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ვდებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის დაცვისა და გაუმჟღავნებლობის შეთანხმებას.
მუხლი 1. კონფიდენციალური ინფორმაცია
1.1 ,,კონფიდენციალური ინფორმაცია’’ განისაზღვრება, როგორც ტექნიკური, ფინსანსური და იურიდიული მონაცემები და სხვა ინფორმაცია, მათ შორის ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ ერთ მხარეს მიეცეს საქმიანი უპირატესობა მის კონკურენტებთან შედარებით, რომელსაც ერთი მხარე (,,ინფორმაციიის გამჟღავნებელი მხარე’’) მეორე მხარეს (მიმღებ მხარეს) გაუმჟღავნებს, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე.
1.2 კონფიდენციალურ ინფორმაციად არ შეიძლება გაგებულ იქნეს ინფორმაცია:
ა) რომელიც უკვე ცნობილი იყო საზოგადოებისათვის ან რომელიც გამჟღავნების მომენტისათვის იყო მიმღები მხარისათვის ცნობილი.
ბ) რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება (ამ შეთანხმების თანახმად დადგენილი ვალდებულებების დარღვევის მიზეზის გარეშე), ან
გ) რომელიც ამ შეთანხმების გაფორმებიდან ნებისმიერ დროს, კანონიერად იქნა მიღებული მიმღები მხარის ან მისი აფილირებული პირების მიერ ნებისმიერი მესამე მხარისაგან, რომელიც არ არის შებოჭილი კონფიდენციალურობის ნებისმიერი ვალდებულებით, რაც ასეთ ინფორმაციას შეეხება.
მუხლი 2 კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება
2.1 ინფორმაციის მიმღები კისროლობს ვალდებულებას, რომ შეინახავს და დაიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას გამჟღავნებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ინფორმაცია გადაეცა მის დასაქმებულს, წარმომადგენელს, კონსულტანტს, აფილირებულ საწარმოს, შუამავალს ან მრჩეველს (უფლებამოსილი პირი), რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური მიზეზი, იცოდნენ ეს ინფორმაცია, ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე. ინფორმაციის მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ
ნებისმიერმა უფლებამოსილმა პირმა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცვას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2.2 დაუშვებელია მიმღები მხარის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით ინფორმაციის შემდგომი დამუშავება ან გამჟღავნება, ასევე მესამე პირებისათვის გადაცემა თუ არ იარსებებს ინფორმაციის გამმჟღავნებელი მხარის თანხმობა.
2.3 ინფორმაციის მიმღები მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ უფლებამოსილი პირი მონაცემთა დასაცავად მიიღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს. იგი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.
2.4 ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
2.5 ინფორმაციის გამჟღავნებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ინფორმაციის მიმღები ვალდებულია არ გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია შესაბამისი პროექტის დამოუკიდებლად განხორციელების მიზნით და არ მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების მოპოვების მიზნით.
მუხლი 3 მოქმედების ვადა
3.1 ინფორმაციის მიმღების ვალდებულებები გრძელდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ხუთი
(5) წლის განმავლობაში. დამატებით, გაუმჟღავნებლობის შესახებ ვალდებულება ძალაში რჩება მიუხედავათ გამოკტრების, მმართველობაში გადაცემის, დავალების ან დაუფლების პროცედურებისა, მიუხედავათ იმისა აღნიშნული პროცედურები დაწყებულია ინფორმაციის მიმღების ინიციატივით თუ მის საწინააღმდეგოდ.
მუხლი 4 კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების დაშვებული შემთხვევები
3.1 ინფორმაციის გამჟღავნებელი მხარე უფლებამოსილია ინფორმაციის მიმღებისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ან/და გადასცეს მესამე პირებს.
3.2 მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისათვის თუ გამჟღავნება გამომდინარეობს: წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნიდან ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისაგან, ასევე სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილებიდან.
3.3 ზემოაღნიშნული შემთხვევის დადგომის შემთხვევაში,მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ინფორმაციის გამჟღავნებელ მხარეს ასეთი გარემოების არსებობის შესახებ.
მუხლი 5. დავათა გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი
წინამდებარე ხელშეკრულების რეგულირდება და მისი ინტერპრეტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანონთა კოლიზიის მხედველობაში მიღების გარეშე.
მხარეები თანხმდებიან რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუგებრობა ან დავა მათ შორის გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დავა ან წინააღმდეგობა რომელიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან უნდა გადაწყდეს საქართველოს სასამართლოების მიერ.
მუხლი 6. საბოლოო შეთანხმება.
აღნიშნული ხელშეკრულება წყვეტს და აუქმებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის გაფორმებულ ყველა შეთანხმებას თუ ხელშეკრულებას. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ფორმით.
მუხლი 7. გადაცემის დაუშვებლობა
ინფორმაციის მიმღებს არ აქვს უფლებამოსილება მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულებები გადასცეს მესამე მხარეს მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისათვის
4.1 მიმღები მხარე, რომელიც ამ შეთანხმების მიზნებისა და პიროებების საწინააღმდეგოდ გაამჟღავნებს ან ვერ დაიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კანონდებლობით დადგენილი წესით.
4.2 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის „მხარეების“ მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
მუხლი 9. შეტყობინებები
ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე ხელშეკრულებით, უნდა იქნას გაფორმებული წერილობითი ფორმით და უნდა გადაეცეს შესაბამის მხარეს პირადი ჩაბარებით ან სერტიფიცირებული მეილით ან ზემოაღნიშნულ მისამართზე.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
ინფორმაციის მიმღები | ინფორმაციის გამჟღავნებელი |