ერთი მხრივ, შპს „სქაიტელი“ (შემდგომში „მიმწოდებელი“) ს/ნ: 400013748, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, დ. გურამიშვილის გამზ., №23ა, წარმოდგენილი მისი კომერციული დირექტორის დავით ჭიაბერაშვილის სახით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის...
ხელშეკრულება
ინტერნეტ-მომსახურების შესახებ
ქ.თბილისი იანვარი 2023 წ.
ერთი მხრივ, შპს „სქაიტელი“ (შემდგომში „მიმწოდებელი“) ს/ნ: 400013748, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, დ. xxxxxxxxxxxx გამზ., №23ა, წარმოდგენილი მისი კომერციული დირექტორის xxxxx xxxxxxxxxxxxx სახით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - N231548353) და
მეორე მხრივ, შპს ---------- ს/ნ: --------------, მის: საქართველო, --------------- (შემდგომში „მომხმარებელი“) წარმოდგენილი დირექტორის --------------- სახით, მეორეს მხრივ, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტება
მიმწოდებელი - ინტერნეტ-მომსახურების გამცემი იურიდიული პირი;
მომხმარებელი- ინტერნეტ-მომსახურების მიმღები იურიდიული პირი;
მომსახურება - ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით, ან/და ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამოცემული ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
მომსახურების პაკეტი - სქაიტელის მიერ აბონენტისათვის შეთავაზებული მომსახურების კონკრეტული მახასიათებლებისა და პირობების მქონე პაკეტი, რომელიც განისაზღვრება დანართი N1-ით;
მომსახურების/სააბონენტო ღირებულება/გადასახადი - ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება, რომელიც ასევე მოიცავს ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გადასაცემ/გადაცემული აპარატურის სარგებლობაში გადაცემის ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დემარკაციის წერტილი - წერტილი, სადაც ხდება მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ვალდებულებების გამიჯვნა;
ინტერნეტ-მომსახურება - საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომას და ამგვარად, გამოყენებული ქსელის ტექნოლოგიის ტერმინალური მოწყობილობის მიუხედავად, იძლევა ინტერნეტის ფაქტობრივად ყველა წერტილთან დაშვების შესაძლებლობას, შემდგომში მომსახურება;
ხელშეკრულება - საქართველოს კანონის საფუძველზე მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით, დამატებით და ასევე ყველა დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებული;
ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება (მომსახურების ხელმისაწვდომობა), დანართ N1-ში მითითებული პირობების შესაბამისად.
პირველადი ჩართვის ვადა არ აღემატება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღეს.
მომსახურების პირობები და წესები
მომსახურების პირობები:
მომსახურების ჩასართავად მიმწოდებელი მომხმარებელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, გამოუყოფს საიდენტიფიკაციო კოდს/აბონენტის ნომერს და სარგებლობის უფლებით გადასცემს სპეციალურ მოწყობილობას. მომსახურების აპარატურის მომხმარებლისათვის გადაცემა და დაბრუნება წარმოებს მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებით.
მომხმარებლისათვის მომსახურების ჩართვა/გაწევა ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით და დანართი N1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მომსახურების პირობების გაცნობა ასევე შესაძლებელია სქაიტელის ვებ.გვერდზე (xxx.xxxxxx.xx).
მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღება ხორციელდება, მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში, მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში.
მომხმარებლისათვის მომსახურების ჩართვა/გაწევა იწყება მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებისთანავე.
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს მომსახურების დროებითი შეჩერების სერვისით, რომლის შესახებაც წინასწარ წერილობით (მათ შორის ელ.ფოსტით) 24 საათით ადრე უნდა მიმართოს მიმწოდებელს და აცნობოს რა პერიოდით სურს მომსახურების დროებითი შეჩერება. მომსახურების დროებითი შეჩერება უფასოა და მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული სერვისით თუკი მას არ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება მიმწოდებლის წინაშე.
მომსახურებით სარგებლობის წესები:
მომხმარებელი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს მომსახურებით და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნისთვის, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით აკრძალულისა, ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია მომსახურებით სარგებლობისას სრულად გაითვალისწინოს და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა.
ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები: მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული დაზიანებისას ან/და მომხმარებლის ინიციატივით ობიექტზე რაიმე ცვლილების შემთხვევაში შეაკეთოს ან გადააკეთოს მის სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული შიდა ქსელი. ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლის გამოძახების შემთხვევაში, დაზიანების შეკეთება ჩაითვლება ფასიან სერვისად და საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაზიანებიდან გამომდინარე, ყოველი გამოძახებისას დასახარჯი მასალის ღირებულების გამოანგარიშებით.
ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი
ინტერნეტ-მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გარდა გადაუდებელი სარემონტო, პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და მიმწოდებლის ლიცენზიის პირობებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, 4.2, 4.3, 4.4 და 4.5 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით.
მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა და ხარისხის დაცვა ქსელის აგებულების თავისებურებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მიმწოდებლის კონტროლისა და შესაძლებლობის მიღმა. ნებისმიერი შეფერხება რომელიც გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი სხვა კომპანიების ქსელის გაუმართაობით, რომელიც სცილდება ინტერნეტ-პროვაიდერისა და მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს წარმოადგენს სქაიტელის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას.
მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის ქსელში ფიქსირდება ხარვეზი, რაც საჭიროებს ლოკალურად პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი აღმოფხვრის დროის დადგენას.
მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მისაღებად მომხმარებელი იყენებს გაუმართავ, დაზიანებულ ან დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო მოწყობილობას, აღნიშნული მოიცავს როგორც მომხმარებლის საკუთრებაში არსებულ მოწყობილობას, ისე მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ მოწყობილობას, რომლის ხარვეზიც/გაუმართაობა/დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალით
მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიჩქარის ფარგლებში და შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობას მიღებულ მომსახურებასთან. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასა და მიღებულ მომსახურებას შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების მიღებას შეუსაბამობის დროული, ჯეროვანი და სრული აღკვეთის მიზნით.
მომსახურების საფასური, გადახდის პირობები
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ჩართვის, ინსტალაციის ღირებულება განისაზღვრება დანართი N1-ით. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების ჩართვის, ინსტალაციის ღირებულება პირველი თვის სააბონენტო გადასახადთან ერთად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვიური ღირებულება (სააბონენტო გადასახადი) განისაზღვრება დანართი N1-ით, მომსახურების პირველი თვის ღირებულების გადახდა მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მომსახურების ინსტალაციიდან არაუგვიანეს იმავე დღის 00:00 საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ ისარგებლებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით. მომსახურების ყოველთვიური ღირებულების გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდის წესით, ყოველი ახალი საანგარიშო პერიოდის დასაწყისამდე.
ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების სახით.
მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები
მიმწოდებლის მიერ ინტერნეტ მომსახურების შეზღუდვა გულისხმობს, რომ მომსახურების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდება შესაბამისი მომსახურება.
მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
სააბონენტო გადასახდელისა და მიღებული მომსახურების საფასურის (ნებისმიერი სხვა დავალიანების) ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ( 5.1, 5.2 პუნქტები) გადაუხდელობისას;
მომსახურების მიმწოდებლის მოწყობილობის დაზიანებისას;
მომხმარებლის მიერ ტექნიკური მოწყობილობის დემარკაციის წერტილთან კომპანიის წარმომადგენლის დაუშვებლობისას;
მომხმარებელი იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს სატელეკომუნიკაციო საშუალებები არაკანონიერი მიზნებისათვის ან არაკანონიერი გზით მიიღოს მომსახურება;
მომსახურების მიწოდება შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო.
მომსახურების მიწოდება დროებით შეიზღუდება ან სრულად შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო მოწყობილობით სარგებლობისას მომხმარებელი ზიანს აყენებს მიმწოდებელს, სხვა აბონენტებს ან მესამე პირებს. დროებით სარგებლობაში გადაცემული მოწყობილობის გამოყენებით ხდება ქსელში უნებართვო ჩართვა, მომსახურების გადაყიდვა, მომსახურების მიღება ხორციელდება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის ან სპამის ორგანიზებისთვის. მომსახურებით სარგებლობისას აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელებას ან გადამისამართებას ან ახორციელებს სხვა, მათ შორის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, მოგების მიღების მიზნით ან მომხმარებელი სხვაგვარად არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში მომსახურების მიწოდება სრულად ან ნაწილობრივ შეიზღუდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად.
მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის პერიოდში მომსახურების განახლება შესაძლებელია განხორციელდეს სააბონენტო გადასახდელისა და ნებისმიერი სხვა დავალიანების გადახდის, ან მომსახურების შეზღუდვის სხვა საფუძვლის აღმოფხვრისას, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე.
მიმწოდებლის მიერ ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
მომხმარებელი არ ფარავს მომსახურების საფასურს, სხვა დავალიანებას ან არ არის აღმოფხვრილი მომსახურების შეზღუდვის სხვა საფუძვლები, შეზღუდვის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის თაობაზე მომხმარებელს ეცნობება ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე/მეილზე გაგზავნილი შეტყობინებით. აღნიშნული შეტყობინების გაგზავნამდე იგულისხმება, რომ მომსახურების მიწოდება შეწყვეტილია, თუმცა მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მანამ სანამ მიმწოდებლის მიერ არსებული რესურსი იძლევა საშუალებას და მანამ სანამ მომხმარებელი არ დააბრუნებს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ აპარატურას ხელშეკრულება რჩება ძალაში, მომხმარებლის მიერ მომსახურებით სარგებლობის შესაძლო აღდგენის მიზნებისათვის.
მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელი ხდება მომსახურების მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების განადგურება/არქონა, ლიცენზიის, ნებართვის, ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება, კონკრეტული მომსახურების მიწოდების სრულად შეწყვეტა ან მისი არსებითი მოდიფიცირება და სხვა.
მომსახურების შეწყვეტის ფაქტი არ ათავისუფლებს მომხმარებელს შეწყვეტის თარიღისათვის მიმწოდებლის მიმართ დაგროვილი და გადაუხდელი დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
მომხმარებლის უფლება-მოვალეობები:
მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ინტერნეტ მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნებისათვის, გარდა მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით აკრძალულისა;
მომხმარებელი უფლებამოსილია „სქაიტელის“ 24 საათიანი ცხელი ხაზისგან (ტელ: 0322 500 300, პერსონალური მენეჯერის ტელ: ---------------) მიიღოს სატელეფონო კონსულტაციები ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით;
მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მომსახურების საფასურის გადაანგარიშება თუ „სქაიტელის“ მიერ მომსახურების მიწოდება ხორციელდება შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება 24 საათის განმავლობაში;
მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს „სქაიტელს“ განცხადებითა და საჩივრით მიწოდებული არაჯეროვანი მომსახურების შესახებ;
მომხმარებელი ვალდებულია დროულად დაფაროს „სქაიტელის“ მიერ გაწეული მომსახურების გადასახადი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს „სქაიტელის“ წარმომადგენლის დაშვება თავის ტერიტორიაზე ქსელში ჩართვის სამუშაოების ჩასატარებლად, აპარატურის შესამოწმებლად თუ საინსტალაციო სამუშაოების ჩასატარებლად, მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად;
მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმწოდებელს ზეპირად და წერილობით 5 სამუშაო დღის ვადაში, მისი გადახდისუუნარობის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების ან იმ სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ან შეუძებელი გახადოს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
მომხმარებლის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება, არ ათავისუფლებს მომხმარებელს მომსახურების ღირებულების გადახდისაგან;
მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები:
მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა და ნებისმიერი ვალდებულების შესრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლის უფლებების რეალიზაციისთვის ხელშეწყობა.
მიმწოდებელი უფლებამოსილია ჩაატაროს საკუთარ ქსელში გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა, გაუარესება ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ან ახალი ტექნოლოგიის დანერგვას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს წერილობითი ფორმით (მათ შორის ელ.ფოსტით) ან/და საკუთარ ვებ გვერდზე (xxx.xxxxxx.xx) გამოაქვეყნოს ინფორმაცია;
მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გააკეთოს სპეციალური შეთავაზებები, განსხვავებული პირობებით, რაზეც მხარეები დამატებით შეთანხმდებიან წერილობით;
მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს მომხმარებელს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსხაურება, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შეამოწმოს შეწყვეტისა და შეფერხების მიზეზები და შესაძლებლად უმოკლეს ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს. მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დაზიანება, მაგრამ არაუგვიანეს, ასეთი დაზიანების აღმოფხვრისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ განსაზღვრული ვადებისა, რომლის შედეგადაც მომხმარებელს შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება მომსახურება (აღნიშნულში არ მოიზარება გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები) და რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის ქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში შეაკეთოს მის სარგებლობაში არსებული შიდა ქსელი. დაზიანების შეკეთება ჩაითვლება ფასიან სერვისად და საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაზიანებიდან გამომდინარე.
მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ 5.1 მუხლით გათვალისწინებული წესით ინსტალაციის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მომხმარებელთან განთავსებული აპარატურის დემონტაჟი.
მხარეთა პასუხისმგებლობა
მიმწოდებელი პასუხს არ აგებს იმ ზარალისთვის, რაც მომხმარებელს შეიძლება მიადგეს მომხმარებლის კომპიუტერში ნებისმიერი მესამე პირის მიერ უკანონოდ შეღწევის შედეგად, ვინაიდან მიმწოდებლის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ მონაცემების გადაცემით, ინფორმაციის გატარების უზრუნველყოფით და თავად მომხმარებელია პასუხისმგებელი მისი კუთვნილი საინფორმაციო სისტემის დაცვაზე მესამე პირის მიერ აღნიშნული სისტემის არალეგალური ხელყოფისგან.
მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს მომხმარებელს ის ზიანი, რომელიც მას მიადგა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად, რომელიც დადასტურებულია და გამოწვეულია მიმწოდებლის ბრალეულობით, მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიმწოდებლისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება და განისაზღვრება შემდეგნაირად:
პირველადი ჩართვის ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ დაწესებული ერთჯერადი ინსტალაციის ღირებულების საფასურის 1% ოდენობის საურავით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, რომელიც გამოიხატება მომხმარებლის მიერ მომსახურებით სარგებლობის შეუძლებლობაში, უსასყიდლოდ მიაწვდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სერვისს მომსახურეობის შეწყვეტის/შეფერხების პროპორციული ხანგრძლივობით;
მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარსიხოდ მიწოდების ფაქტი მომხმარებლის მხრიდან უნდა იყოს მიმწოდებლისთვის ცნობილი და დოკუმენტალურად ან/და ელექტრონული ფორმით დადასტურებული.
მომხმარებელი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს მიმწოდებელს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად. მომხმარებლის პასუხისმგებლობა მიმწოდებლის წინაშე განისაზღვრება შემდეგნაირად:
მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისას, არასრული ან არადროული გადახდის შემთხვევაში, მომსახურების მიწოდების შეზღუდვიდან, ინტერნეტ მომსახურების განახლებისთვის, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სრული თვის სააბონენტო გადასახდელი.(მაგალითისთვის: თუკი მომხმარებელს მომსახურების ყოველთვიური ღირებულება უნდა გადაეხადა საანგარიშო თვის 30 რიცხვში, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეწყდება მომსახურების მიწოდება, იმისათვის რომ მომსახურების მიწოდება აღდგეს, მომხმარბელმა უნდა გადაიხადოს სრული თვის მომსახურების ღირებულება, ხოლო მომსახურების გაწევა განხორციელდება საანგარიშო თვის 30 რიცხვამდე, მიუხედავად იმისა თუ საანგარიშო თვის რომელ რიცხვში გადაიხადა მომხმარებელმა მომსახურების ყოველთვიური ღირებულება).
მომხმარებლისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მოწყობილობების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს 5 ლარით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გადაყიდვის ფაქტის დადგომის შემთხვევაში, მომხმარებელი კისრულობს პასუხისმგებლობას გადაიხადოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
სხვა დანარჩენი ვალდებულებების არ ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევებში მიმწოდებლისთვის პირდაპირი ზიანის ანაზღაურებით;
არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებლის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისთვის ან მათი შედეგებისთვის.
ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან თუ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი გარემოებების არსებობის გამო, რაც მოიცავს (მაგრამ არ იზღუდება): სტიქიური უბედურებები (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა), გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო და ა.შ.
მხარეები ფორს-მაჟორულ მოვლენად მიიჩნევენ მიმწოდებლის პარტნიორების მიერ მიმწოდებლისთვის ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტას.
ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნება მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით; იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორეს, ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით.
ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა აცნობოს 1 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი კისრულობს პასუხისმგებლობას მიმწოდებელს გადაუხადოს 1 თვის სააბონენტო გადასახდელი.
მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების და ყოველგვარი ზიანის ანაზღაურების (მათ შორის თანხის) დაკისრების გარეშე მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 6.2.4 , 6.2.6 ან/და 8.3.3 მუხლების დარღვევის შემთხვევაში.
მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ცალმხრივად, მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 5.1 მუხლის დარღვევის შემთხვევაში.
ხელშეკრულების შეწყვეტა არ ნიშნავს არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულების შეწყვეტას. მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დაგროვილი დავალიანება.
დავების გადაწყვეტა.
წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით.
მომხმარებელი უფლებამოსილია მიმწოდებლის მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრები წარადგინოს როგორც უშუალოდ სქაიტელში, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში. სქაიტელში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელი სარგებლობს საჩივრების განმხილველი სამსახურის დებულებით, რომელიც გამოქვეყნებული არის კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
თუ მხარეებმა ვერ გადაწყვიტეს დავა ან/და ვერ შეთანხმდნენ, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოს შესაბამის ინსტანციას.
სხვა პირობები
ყველა ის შემთხვევა და გარემოება რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობას შეუსაბამონ ან ბათილი დებულება შეცვალონ კანონმდებლობასთან შესაბამისი დებულებით.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. თითოეულ მხარეს გადაეცემა თითო ეგზემპლარი.
მხარეთა რეკვიზიტები
6