დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით; ნასყიდობის საგანი – ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ნივთი ან/და არამატერიალური...
ნასყიდობის ხელშეკრულება
ნასყიდობის ხელშეკრულება
ქ. [დასახელება] [რიცხვი] [თვე] 2020 წელი
ხელშეკრულების მხარეები
|
მყიდველი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო): |
[?]. |
|
საიდენტიფიკაციო ნომერი: |
[?]. |
|
იურიდიული მისამართი: |
[?]. |
|
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: |
[?]. |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]. |
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]; |
|
ტელეფონი: |
[?]; |
|
ფაქსი: |
[?]; |
|
ელფოსტა: |
[?]. |
|
საბანკო რეკვიზიტები: |
|
|
xxxxxx დასახელება: |
[?]; |
|
ბანკის კოდი: |
[?]; |
|
ანგარიშის ნომერი: |
[?]. |
|
|
|
|
გამყიდველი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: |
[?]; |
|
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: |
[?]; |
|
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: |
[?]; |
|
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: |
[?]. |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
[?]; |
|
პირადი ნომერი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]. |
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]; |
|
ტელეფონი: |
[?]; |
|
ფაქსი: |
[?]; |
|
ელფოსტა: |
[?]. |
|
საბანკო რეკვიზიტები: |
|
|
xxxxxx დასახელება: |
[?]; |
|
ბანკის კოდი: |
[?]; |
|
ანგარიშის ნომერი: |
[?]. |
დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული გამყიდველისა და მყიდველის საბანკო ანგარიშ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს მესამე პირს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს მესამე პირს რაიმე;
არსებითი შემადგენელი ნაწილი – ყველა ის ნივთი, რომელიც მყარადაა დაკავშირებული ნასყიდობის საგანთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია ნასყიდობის საგნის ან/და ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ასევე მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია ნასყიდობის საგნის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია ნასყიდობის საგანთან. ასევე, ნასყიდობის საგნის გაერთიანების შედეგად ნასყიდობის საგანზე არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებული ნაწილ(ებ)ით ან/და დაყოფის შედეგად წარმოშობილი ნასყიდობის საგნის ნაწილ(ებ)ი, ნასყიდობის საგნის ნაყოფი ან/და ყველა გაუმჯობესება;
გამყიდველი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების 1.2. პუნქტში;
განცხადებები და გარანტიები – ხელშეკრულების მე-6 მუხლში მოცემული გამყიდველის განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დანართ(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს/წარმოადგენენ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს/მოქმედებენ მასთან ერთად;
ექსპერტი – შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია საექსპერტო დასკვნის შედგენის უფლება.
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება) – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად მყიდველსა და გამყიდველს, ან მყიდველს/გამყიდველსა და მესამე პირს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება ან/და სხვა დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხორციელდება მის საფუძველზე/შესაბამისად;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა მყიდველისა ან/და გამყიდველისა;
მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
მოძრავი ნივთი – ყველა ის ნივთი რომელიც არ წარმოადგენს უძრავ ნივთს;
მხარე/მხარეები – მყიდველი ან/და გამყიდველი (კონტექსტის შესაბამისად);
ნაკლი – ნივთობრივი ნაკლი ან/და უფლებრივი ნაკლი (კონტექსტის შესაბამისად);
ნასყიდობის საგანი – ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი.
ნივთი – მოძრავი ან/და უძრავი ნივთი (კონტექსტის შესაბამისად);
ნივთობრივი ნაკლი/ნივთობრივად უნაკლო – ნასყიდობის საგანი ნივთობრივად ნაკლულია თუ მისი ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული მხარეთა შორის და იგი უვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნივთობრივი ნაკლის მქონეა;
პირი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
რეესტრი – რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზა ან/და შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო (კონტექსტის შესაბამისად): (ა) ფასიანი ქაღალდების (აქციების) შემთხვევაში - კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირი, (ბ) საჰაერო და საზღვაო ხომალდების შემთხვევაში - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირი, (გ) მექანიკური სატრანსპორტო და დამხმარე ტექნიკური საშუალებების შემთხვევაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, (დ) სხვა შემთხვევებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი;
დღე – სამუშაო დღე (შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა);
უფლებრივი ნაკლი/უფლებრივად უნაკლო – ნასყიდობის საგანი უფლებრივად ნაკლულია თუ მესამე პირს შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო, მათ შორის ა) ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება ან/და მოთხოვნა/ვალდებულება ან/და ბ) ნასყიდობის საგანი არის სადაო, არის აღძრული სარჩელი მესამე პირის მიერ ნასყიდობის საგანზე საკუთრების ან სხვა (მფლობელობის, სარგებლობის) უფლების მოპოვების მოთხოვნით;
უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა ან/და შენობა–ნაგებობის ერთეული ან/და ხაზობრივი ნაგებობა ან/და კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უძრავი ნივთი. (კონტექსტის შესაბამისად)
შენობა–ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული);
პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით განსაზღვრული, მხარეთა შორის შეთანხმებული, ფულადი თანხა, რომლის მოთხოვნის უფლებაც წარმოიშობა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
შენობა-ნაგებობის ერთეული – ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად (მაგ: ბინა, არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი, და სხვა)(მშენებარე, აშენებული ან დანგრეული);
ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი;
ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება; (ბ) წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (გ) ნებისმიერი დანართი, რომლებიც დაიდო/დაიდება მომავალში მხარეთა მიერ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ამგვარ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად:
გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს: ა) უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლება ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ ნასყიდობის საგანზე, ბ) ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გ) ნივთობრივად უნაკლო ნივთი (იმ შემთხვევაში როცა ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (ან მისი ნაწილი), რომელიც იძლევა ნივთის შეუზღუდავი ფლობისა და გამოყენების უფლებას). აგრეთვე, ნასყიდობის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე განახორციელოს თანმდევი მომსახურება (ასეთის არსებობისას) (შემდგომში - თანმდევი მომსახურება);
მყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი (შემდგომში – ნასყიდობის საფასური) და მიიღოს ნასყიდობის საგანი. აგრეთვე, გადაიხადოს თანმდევი მომსახურების (ასეთის არსებობისას) საფასური (შემდგომში - თანმდევი მომსახურების საფასური), თუ ნასყიდობის საფასური არ მოიცავს თანმდევი მომსახურების საფასურს.
ნასყიდობის საგნის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის – ნივთის აწონვის, გაზომვის, შეფუთვის, მიღებისა და გადაგზავნის ხარჯების) ასევე ხელშეკრულების დადების, გაფორმების, რეესტრში რეგისტრაციის (წარმოშობა, ცვლილება/დამატება ან შეწყვეტა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯების) ეკისრება გამყიდველს.
ნასყიდობის საგნის აღწერა და ნასყიდობის საფასურის ოდენობა, ასევე ნასყიდობის (შემდგომში - ნასყიდობა) და ნასყიდობის საფასურის გადახდის განსაკუთრებული პირობები განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N1-ით .
თანმდევი მომსახურების (ასეთის არსებობისას) აღწერა და თანმდევი მომსახურების საფასურის ოდენობა, თუ ნასყიდობის საფასური არ მოიცავს თანმდევი მომსახურების საფასურს, ასევე თანმდევი მომსახურების და თანმდევი მომსახურების საფასურის გადახდის განსაკუთრებული პირობები განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N 1 -ით.
თანმდევ მომსახურებაზე (ასეთის არსებობისას) სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება და მათგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები.
ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან/და მისი/მათი ნაწილის გადაცემა და მისი შედეგები.
ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მეორე მხარისათვის გადაცემის თარიღი და ადგილი, მყიდველმა წინასწარ გონივრული ვადის დაცვით უნდა შეატყობინოს გამყიდველს.
ნასყიდობის საგანი ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთები ან მისი/მათი ნაწილი მეორე მხარისათვის გადაცემულად ჩაითვლება (შემდგომში – მიწოდება) მხარეთა მიერ ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის ფაქტობრივი მიწოდებიდან, თუ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული არ არის: ა) მიღება–ჩაბარების აქტის არსებობა ან ბ) ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მიღება–ჩაბარების სხვა წესი.
ნასყიდობის საგნის და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მეორე მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის განადგურების, დაღუპვის, ღირებულების შემცირების, გაუფასურების ან დაზიანების (გაფუჭების) რისკი სრულად გადადის მეორე მხარეზე.
ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ გამყიდველის მიერ ერთ–ერთი ნაწილის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მყიდველს ეჭვი შეეპარება გამყიდველის მიერ მომავალი მიწოდების ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაში, მაშინ მყიდველს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
თუ ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მყიდველისათვის გადასაცემად აუცილებელია ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მყიდველისათვის გაგზავნა, გამყიდველმა უნდა დადოს გარიგებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისათვის, ასევე მიიღოს ყველა საჭირო ზომა გადაზიდვისათვის დადგენილი ჩვეული პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას. გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს ტვირთის გადაგზავნის თაობაზე და გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.
თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნასყიდობის საგანს ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებულ საბუთებს ან მის/მათ ნაწილს გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნასყიდობის საგანი ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთები ან მისი/მათი ნაწილი, ამასთან თუ მყიდველი აყოვნებს ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას (თუ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად მყიდველს ეკისრება ამგვარი ხარჯების ანაზღაურება) და ამასთან ნასყიდობის საგანი მალფუჭებადია ან მას გაუფასურება მოელის ან/და მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, გამყიდველი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს აღნიშნული ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის იმ დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების ტოლ ან/და მეტ ფასად რეალიზება, ხოლო ამონაგები თანხის მყიდველთან შეთანხებული ოდენობა და დარჩენილი თანხის 50% სრულად გადასცეს მყიდველს.(იმ შემთხვევაში თუ მყიდველის მიერ უკვე გადახდილია ნასყიდობის საფასური ან მისი ნაწილი) ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის გაყიდვამდე 5 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს ამის შესახებ მყიდველს.
ნასყიდობის სპეციფიკური პირობები
თუ მხარეები წინასწარ ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებით არ შეთანხმებულან ნასყიდობის საგნის ხარისხზე, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს ნასყიდობის საგანი მიაწოდოს შემდეგ მდგომარეობაში: ა) ნასყიდობის საგანი უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის საგანი და ვარგისი ნასყიდობის მიზნისათვის და ბ) ნასყიდობის საგანს არ უნდა გააჩნდეს რაიმე თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას (გაფუჭებას), განადგურებას, ღირებულების შემცირებას ან გაუფასურებას ან სხვა რაიმე ნაკლი რაც განაპირობებს ნასყიდობის საგნის შეუზღუდავი, ჯეროვანი, მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობას.
ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის გადაცემამდე მყიდველი უფლებამოსილია:
უარი განაცხადოს ნასყიდობის საგნის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა ნასყიდობის საგანი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება ან მიიღოს ასეთი ნასყიდობის საგანი და პროპორციულად შეამციროს გადასახადელი ნასყიდობის საფასური. გადასახდელი ნასყიდობის საფასურის შესამცირებელ ოდენობას ნაკლოვანი შესრულების შესაბამისად განსაზღვრავს მყიდველი, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო გამყიდველის მიერ;
თუ ნასყიდობის საგანი რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს - მიიღოს ეს რაოდენობა და პროპორციულად გაზარდოს გადასახდელი ნასყიდობის საფასური, ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე. გადასახდელი ნასყიდობის საფასურის გასაზრდელ ოდენობას განსაზღვრავს მყიდველი, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ან/და დოკუმენტაცია ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო გამყიდველის მიერ;
ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის გადაცემიდან ვარგისიანობის ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის გადაცემიდან გონივრულ ვადაში ნივთობრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია:
გამყიდველს ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) ნასყიდობის საფასურის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება მყიდველის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით, რომელიც ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო გამყიდველის მიერ) ან/და გ) აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი);
ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია:
გამყიდველს ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) უფლებრივი ნაკლის გამოსწორება, ბ) ნასყიდობის საფასურის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად ან/და გ) აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი);
ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;
xxxxxxx ამის შესახებ გამყიდველს და მოსთხოვოს ამ უკანასკნელს თანამოპასუხედ ჩართვა, ასევე მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამყიდველს აქვს მესამე პირის მიმართ.
განცხადებები და გარანტიები
გამყიდველი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
მომავალში დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, მყიდველის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული მყიდველის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ მყიდველისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
მისთვის ცნობილია, რომ მყიდველის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, მყიდველის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:
პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ნასყიდობის პროცესზე ან ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა მყიდევლის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
მყიდველის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს მის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას ნასყიდობის პროცესიდან ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი დისკვალიფიკაცია ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს გამყიდველის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
გამყიდველის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
გამყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მყიდველს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ მყიდველი მხოლოდ გამყიდველის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;
მოვალენი არიან სრულად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
თუ ის გარემოებები, რომლებიც ნასყიდობის საფასურის განსაზღვრის საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მყიდველი არ დადებდა ხელშეკრულებას ან დადებდა სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინა, მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ნასყიდობის საფასურის მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ნასყიდობის საფასურის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებული იქნება შეცვლილი გარემოებების ზეგავლენის დონე ნასყიდობის საფასურზე, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების და სამეწარმეო აქტიურობის ინდექსები და სხვა ფაქტორები. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადასტურების მიზნით მყიდველის მიერ წარმოდგენილი მონაცემები გამყიდველის მიერ არ გახდება სადაო და ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად.
თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მყიდველი არ დადებდა ხელშეკრულებას ან დადებდა სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინა, მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ხელშეკრულების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებული იქნება შეცვლილი გარემოებების ზეგავლენის დონე ხელშეკრულების პირობებზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადასტურების მიზნით მყიდველის მიერ წარმოდგენილი მონაცემები გამყიდველის მიერ არ გახდება სადაო და ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად.
მხარეთა პასუხისმგებლობა
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
გამყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის გადაუხადოს მყიდველს ერთჯერადი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის მომენტისათვის ნასყიდობის საფასურის მოცულობის 5%-ის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) ნასყიდობის საფასურის მოცულობის 0.5%-ის ოდენობით;
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო ზარალის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
მიუხედავად ხელშეკრულების 8.1. პუნქტით განსაზღვრული გარანტიებისა, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად მყიდველის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, გამყიდველი აცხადებს წინასწარ თანხმობას მყიდველის სრულ უფლებამოსილებაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ:
არ გადაუხადოს გამყიდველს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი (ნასყიდობის საფასური და სხვა), რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის (პირგასამტეხლო, ზიანის (ზარალის) ანაზღაურება და სხვა) ანგარიშში;
ანგარიშსწორება
მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, გარდა ნასყიდობის საფასურისა, უნდა შესრულდეს (გადახდილ უნდა იქნეს) ფულადი ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღიდან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დღიდან და სხვა) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ვალდებულების შესრულების (გადახდის) დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოიყენება მომდევნო დღე.
ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად.
უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხები უნდა ჩაირიცხოს შესაბამისი მხარის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე xx მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებულ სხვა საბანკო ანგარიშზე.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში;
ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - გაგზავნის თარიღიდან მეორე დღეს.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო/საარბიტრაჟო სასამართლო, (ხოლო მყიდველის შემთხვევაში, იმ საფონდო ბირჟის მოთხოვნების მიხედვით და დაცვით, სადაც ივაჭრება მისი ბენეფიციარი მფლობელის აქციები) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება: ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად.
მხარე უფლებამოსილია მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მესამე პირს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და მხარის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით.
პრეტენზიები და დავები
ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მყიდველის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული ხელშეკრულების დანართ N2-ით (დამატებითი პირობები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ნასყიდობა ძალაში შედის ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების მყიდველისათვის გადაცემის მომენტიდან, თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული ხელშეკრულების დანართი N2-ით (დამატებითი პირობები) (ასეთის არსებობისას), ხოლო ნასყიდობის რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობის შემთხვევაში - რეგისტრაციის მომენტიდან.
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ნასყიდობის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
მყიდველის მიერ თუ: ა) გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერი ვალდებულების (მათ შორის, ფულადი ვალდებულების, განცხადებების და გარანტიების, ნებისმიერი პირობის ან/და სხვა ვალდებულების) სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მყიდველი უარს განაცხადებს ნასყიდობაზე ან ბ) გამყიდველი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, წინააღმდეგობაში არ მოდის ხელშეკრულებასთან.
მყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების 13.3.1. და 13.3.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას ცალმხრივად, ზიანის (ზარალის) ანაზღაურების გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ნასყიდობა, ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება გამყიდველისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, გამყიდველის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამავე შეტყობინებით ნასყიდობის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივი შეწყვეტის სხვა ვადა ან/და პირობები არ არის გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მყიდველს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ხოლო თუ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში ან/და მყიდველს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეკრულების უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, ხელშეკრულება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით მიიღეს;
თუ ნასყიდობა, ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება გამყიდველმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მყიდველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, გამყიდველმა უნდა აანაზღაუროს მყიდველისათვის ამგვარი შეწყვეტით მიყენებული ზიანი (ზარალი).
რეგისტრირებული ნასყიდობის შემთხვევაში, ნასყიდობის ან/და ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტასას:
ნასყიდობიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულებები შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტილად ჩაითვლება ხელშეკრულებით ნასყიდობის შეწყვეტისათვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე მიუხედავად იმისა ზემოაღნიშნული შეწყვეტა რეგისტრირებულია თუ არა რეესტრში.
გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ან/და ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაუდასტუროს რეესტრს თანხმობა ან უარი ნასყიდობის ან/და ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნასყიდობის ან/და ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტაზე თანხმობა გაცემულად ჩაითვლება გამყიდველის მიერ და მყიდველი უფლებამოსილი იქნება გამყიდველის დამატებითი თანხმობისა თუ აქცეპტის გარეშე მოითხოვოს ნასყიდობის ან/და ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის რეგისტრაცია რეესტრში.
ნასყიდობის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს გამყიდველს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი დარჩენილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
თუ ნასყიდობის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
ცვლილებები და დამატებები
ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
თუ ცვლილებები და დამატებები, თავისი შინაარსით, საჭიროებენ რეესტრში რეგისტრაციას, მაშინ ისინი ძალაში შედიან მათი რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება გამყიდველის მიმართ
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მიზნებისათვის, „გამყიდველი”-ს დეფინიციაში მოცემულ პირზე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი გამყიდველი:
თითოეული ასეთი გამყიდველი წარმოადგენს მყიდველის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული გამყიდველის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად მყიდველის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთ გამყიდველთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა გამყიდველის მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველის მიერ რომელიმე გამყიდველის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა გამყიდველებზე და არ ათავისუფლებს მას/მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;
ერთ-ერთი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მყიდევლი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ გამყიდველს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული ტერმინები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულების დანართსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართსა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოადგენს მყიდველის უფლებას და არა ვალდებულებას.
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მისი/მათი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
გამყიდველს უფლება არა აქვს მყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. მყიდველის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ გამყიდველმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს მყიდველის უფლებას მიიღოს მესამე პირისგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა გამყიდველი.
ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. თუ რომელიმე მხარემ არ იცის ქართული ენა ან/და მისი დამწერლობა, ან მხარეებს ან ერთ-ერთ მხარეს სურს, მაშინ ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შესაძლოა შედგეს და დაიდოს ასევე მხარეთათვის მისაღებ სხვა ენაზეც. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
მხარეთა ხელმოწერები
მყიდველი გამყიდველი
/____________________/ /____________________/
ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი N 1
[რიცხვი] [თვე] 2018 წელი
ნასყიდობის ხელშეკრულების: |
|
ნომერი: |
[ნომერი]; |
დადების თარიღი: |
[თარიღი]. |
|
ნასყიდობის საგანი: |
|
|
|
[?]; |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ნუსხა: |
[[დასახელება] [ნომერი] [თარიღი]] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული არარეგისტრირებული ვალდებულებები: |
[?]; |
|
|
|
|
მიწოდების ვადა ან/და პირობები: |
[?]; |
|
|
|
|
ნასყიდობის საფასური: |
|
|
მოცულობა: |
[[რიცხვი ციფრებით] [(რიცხვი სიტყვებით)] [ვალუტა] [უცხოური ვალუტის შემთხვევაში დამატებით ტექსტი: ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
გადასახადები და გადასახდელები: |
[ნასყიდობის საფასური [მოიცავს < ან > არ მოიცავს] კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახდელს და გადასახადს] < ან > [სხვა პირობა]; |
|
გადახდის პირობები:
|
[ხელშეკრულების ხელმოწერიდან [ ვადა ]–ში] < ან > [ნასყიდობის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს [ ვადა ] –ში] < ან > გრაფიკის შესაბამისად] < ან > [სხვა პირობა]. |
|
|
|
|
ვარგისიანობის ვადა ან/და პირობები: |
[მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მიღებიდან [ვადა]] < ან > [მყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამყიდველისგან მოითხოვოს ნასყიდობის საგანზე ან მის ნაწილზე გარანტიის წარმოდგენა, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მითითებულ ვადაში წარუდგინოს მყიდველს გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის მიღების მომენტიდან 1 (ერთი) წლის ვადით] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მიღება–ჩაბარება: |
[ნასყიდობის საგნის ან/და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთების ან მისი/მათი ნაწილის მიღება–ჩაბარება (არ) საჭიროებს მიღება–ჩაბარების აქტით დადასტურებას] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
ნასყიდობის განსაკუთრებული პირობები: |
[?]. |
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების აღწერა: |
[?]; |
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების შესრულების საერთო ვადა: |
[?]; |
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების ეტაპობრივი შესრულების ვადები და პირობები: |
[?]; |
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების შესრულების ვადის შეწყვეტის/გაგრძელების პირობები: |
[თანმდევი მომსახურების შესრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ მყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობით] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების საფასური: |
|
|
მოცულობა: |
[[რიცხვი ციფრებით] [(რიცხვი სიტყვებით)] [ვალუტა] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
გადასახადები და გადასახდელები: |
[თანმდევი მომსახურების საფასური [მოიცავს < ან > არ მოიცავს] კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახდელს და გადასახადს] < ან > [სხვა პირობა]; |
|
გადახდის პირობები:
|
[გადახდილ უნდა იქნეს [ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს [ ვადა ]] < ან > გრაფიკის შესაბამისად] < ან > [სხვა პირობა]. |
|
|
|
|
ვარგისიანობის ვადა ან/და პირობები: |
[მყიდველის მიერ თანმდევი მომსახურების მიღებიდან [ვადა]] < ან > [ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თანმდევი მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამყიდველისგან მოითხოვოს თანმდევ მომსახურებაზე ან მის ნაწილზე გარანტიის წარმოდგენა, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მითითებულ ვადაში წარუდგინოს მყიდველს გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს მყიდველის მიერ თანმდევი მომსახურების ან მისი ნაწილის მიღების მომენტიდან 1 (ერთი წლის ვადით] < ან > [სხვა პირობა];
|
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების ან/და თანმდევ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მასალის, ქონების ან მისი/მათი ნაწილის მიღება–ჩაბარება: |
[თანმდევი მომსახურების ან/და თანმდევ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მასალის, ქონების ან მისი/მათი ნაწილის მიღება–ჩაბარება მიღება–ჩაბარების აქტით დადასტურებას (არ) საჭიროებს. < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
თანმდევი მომსახურების განსაკუთრებული პირობები: |
[?]. |
|
|
|
|
სხვა დეტალები: |
|
მხარეთა ხელმოწერები
მყიდველი გამყიდველი
/____________________/ /____________________/
8 / 8
გამყიდველის ხელმოწერა /_________________________/