ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N
ხელშეკრულების პროექტი
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N
ქ.თბილისი 2018 წელი
ერთი მხრივ, სსიპ ქალაქ თბილისის N: 215 საჯარო სკოლა., მისამართი ქალაქი თბილისი ვარკეთილის დასახლებარუსთაველის შესახვევი ს/კ:226563368 ს/ს „ლიბერითი ბანკი“ბანკის კოდი LBRTGE22 ანგარიშის ანგარიში- XX00XX0000000000000000 წარმომადგენლის დირექტორის -xxxxxxxxxx xxxxxxxxxxx სახით (შემდგომში “შემსყიდველი”)და მეორე მხრივ (შემდგომში “მიმწოდებელი”)შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება შემდეგზე:შემსყიდველმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, №NAT1800 შენობის დასრულების სამუშაოების (CPV კოდი 45400000) სახელმწიფო შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე შემდეგ თანხაზე: xxxx
(შემდგომში “ხელშეკრულების ფასი”).
წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:
1.1.მოცემულ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებენ იმავე მნიშვნელობებს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.
1.2.ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის
განუყოფელ ნაწილს, კერძოდ:
ა) წინამდებარე ხელშეკრულება;
ბ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ და ხარჯთაღრიცხვა;
გ)სამუშაოების შესრულების ვადები;(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დ)ნახაზები და სპეციფიკაციები; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
1.3.მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შეუსრულოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
1.4.შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
1.5.ყოველივე ზემოთქმულის დასტურად მხარეებმა გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.
1.6.წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის ათვლა იწყება:
1.7. ხელშეკრულების გაფორმებიდან და უნდა დასრულდეს 50 კალენდარულ დღეში.
1.8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2018 წლის ჩათვლით;
2. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1.,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’(შემდგომში _ ,,ხელშეკრულება’’) _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
2.2.,,ხელშეკრულების ღირებულება’’ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
2.3.,,შემსყიდველი ორგანიზაცია,, (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
2.4 .,,მიმწოდებელი’’ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს
სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში; 2.5.,,დღე’’, ,,კვირა’’, ,,თვე’’ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
3. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
3.1.არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
3.2.თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
3.3.ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივლისის #12 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1.შემსყიდველი ინსპექტირების ჯგუფის ან/და უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახდენს შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას. ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებაზე, სამუშაოს მიღება-ჩაბარებაზე შემსყიდველის უფლებამოსილი პირები არიან ინსპექტირების ჯგუფის წევრები ან/და უფლებამოსილი პირი.
4.2.მიმწოდებლის მიერ გასაწევ, ან უკვე გაწეულ სამუშაოებზე კონტროლი (ინსპექტირება) ხორციელდება სისტემატიურად შემსყიდველის შეხედულებისამებრ.
4.3.მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინსპექტირების ჩატარებას აუცილებელი პერსონალით და ტექნიკური საშუალებებით.
4.4.მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
4.5.შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე, თანახმად საქართველოში მოქმედი ყველა სამშენებლო ნორმების, სტანდარტების და წესებისა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს გააჩნია უფლება შეაჩეროს სამუშაოები და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
4.6.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში და საერთაშორისო მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობის ღონისძიებები.
5. სამუშაოს შესრულების პირობები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით.
5.2. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
5.3. მხარეები პერიოდულად განიხილავენ გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები.
5.4. შემსყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით.
6. თანმდევი მომსახურება
6.1.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა დანადგარებისაგან და სხვადასხვა ნარჩენებისაგან.
6.2.სამუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული
ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა.
6.3.მიმწოდებელმა, რემონტის დროს დემონტირებული გამოსადეგარი (მეორადი) სამშენებლო მასალები, უნდა დაასაწყობოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.
6.4. გამოყენებული მასალის მახასიათებლები: სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული ყველა მასალა
უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი და უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს.
6.5. შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
6.6. უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
6.7. მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
6.8 ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს სსიპ ქალაქ თბილისის N: 215 საჯარო სკოლის დირექტორთან -xxxxxxxxxx xxxxxxxxxx.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
7.1 შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად, მხოლოდ მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 7.2.შესყიდვის ობიექტის მიღება და შემოწმება ხდება გაწეული სამუშაოების შესრულების ადგილზე. 7.3.საბოლოო სამუშაოების შესრულებამდე ,,მიმწოდებელი’’ უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს შუალედური სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა #2 და ფორმა #3) და შესაბამისი ანგარიშფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზეც განხორციელდება ანაზღაურება.
7.4. შემსყიდველის მხრიდან ხელსეკრულებაზე, სამუშაოს შესრულების აქტზე და ფორმა #3 ხელმოწერის უფლება მიეცეს სკოლის დირექტორს---xxxxxxxxxx xxxxxxxxxx.
7.5. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით. 7.6.შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.7შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-
ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მომწოდებელს.
8. გარანტია
8.1.ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, საბოლოო მიღება ჩაბარების გაფორმებიდან ( ) წლის განმავლობაში.
8.2.საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. გარანტია არვრცელდება მექანიკურ დაზიანებებზე.
9. ანგარიშსწორება
9.1.მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ჯამური (დამატებითი ღირებულების გათვალისწინებით ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულება.
9.2.შემსყიდველი საბოლოო ანგარიშსწორებას განახორციელებს, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ მოცულობით რაც დაფიქსირებული იქნება ექსპერტიზის დასკვნაში, საბოლოო მიღება- ჩაბარების დოკუმენტაცია უნდა გაფორმდეს (მიღება-ჩაბარების აქტი) და დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გამოიწეროს ექპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ თანხაზე, რაც დაფიქსირებული იქნება ექსპერტიზის დასკვნაში, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
9.3.შემსყიდველი უფლებამოსილია ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ის ოდენობით.
9.4.შემსყიდველი შუალედურ ანგარიშსწორებას განახორციელებს თვეში ერთხელ, ფორმა #2, ფორმა #3 და დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
9.5.შუალედური ანგარიშსწორება მოხდება თვეში ერთხელ.
9.6.საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის, სსიპ xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა საფუძველზე. დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს;
9.7. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელი კარგავს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
10. ფასები
10.1. ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შემცირება დასაშვებია თუ: მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაო არ არის შესრულებული სრული მოცულობით.
10.2. ფასის გაზრდა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1. მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
11.2. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობების ამ მუხლში.
11.3. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრი ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან/და
ბ) განუსაზღვროს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის, პირგასამტეხლოს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
11.4. თუ შემსყიდველი დარწმუნდება, რომ შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე, იგი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი დააჯარიმოს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,2%-ს ოდენობით.
11.5. თუ კი მიმწოდებელი 11.3. ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაშიც ვერ განახორციელებს სამუშაოს სრულად დამთავრებას, შემსყიდველი წყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაჯარიმდება ხელშეკრულების
საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.
11.6 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყეტის შესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
12.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
13. გამოყენებული სამართალი
13.1. ხელშეკრულება დადებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
14. ხელშეკრულების ენა
14.1. ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის შესრულდება ქართულ ენაზე.
მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
სსიპ-ასპონძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი
xxxxxx xxxxxxx