Contract
ხელშეკრულების პროექტი მომსახურების შესყიდვის შესახებ #
ქ. თბილისი 2018 წ. --.
I. მხარეები
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის --------------------, ერთის მხრივ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, წარმოდგენილი მისი რეაბილიტაციის მმართველის –––––––––––––––– სახით (შემდგომში – ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ –––––
––––––––––––––––––––– (შემდგომში–,,მიმწოდებელი’’) შორის, წარმოდგენილი –––––––––––––
–––––– სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II. ხელშეკრულების საგანი
2.1. ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ,,შემსყიდველს“ გაუწიოს მომსახურება დანართი #1-is (ფასების ცხრილი ) და დანართი #2-ის (მომსახურების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები) შესაბამისად. CPV კოდი შესყიდვის ობიექტების მიხედვით: 90900000.
2.2 დანართი #1 (ფასების ცხრილი ) და დანართი #2 (მომსახურების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
III. საქონლის ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1. მომსახურების საერთო ღირებულება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ის (ფასების ცხრილი და ტექნიკური პირობა) შესაბამისად და შეადგენს –––––––
––– (–) ლარს ––––– (შემდგომში – ,,ხელშეკრულების ღირებულება“).
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეულ მოსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და სათანადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.
3.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. “მიმწოდებელი” მოვალეა:
4.1.1. გაუწიოს “შემსყიდველს” ნივთობრივად და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი მომსახურება.
4.1.2. მომსახურება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად.
4.2. “შემსყიდველი” მოვალეა:
4.2.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად გადაიხადოს გაწეული მოსახურების ღირებულება;
4.2.2 შეამოწმოს მოსახურების მდგომარეობა ვარგისიანობაზე;
4.2.3. წერილობით შეატყობინოს “მიმწოდებელს” მიღების ან ექსპლუატაციის დროს მომსახურებაზე შემჩნეული ნაკლის აღმოჩენისთანავე.
V. მომსახურების გაწევი ვადა და ადგილი
5.1 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან ––––––––––––––– დღეში.
5.2 „მიმწოდებელმა“ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს მისამართზე: ქ. თბილისი, xxxxxxxxxxxx #2, სს “სსე”–ს სათაო ოფისი.
VI.მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ მიწოდების შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო მოუწოდებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ხარისხიანი საქონლის სრულად გაწევის დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.2 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
6.5 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა
,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 7.2 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VII. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 ,,შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
7.2 ,,შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ –––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––.
7.3 კონტროლი განხორციელდება მომსახურების ხარისხისა და მიწოდების ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
VIII. ფორს-მაჟორი
8.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
8.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს– მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად მხარეები განიხილავენ შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
8.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
IX. ურთიერთობა მხარეებს შორის
9.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე ან /და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატილი კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით.
9.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
X.ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
10.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
10.2 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
10.3. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
10.3.1. მხარეთა შეთანხმებით;
11.3.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
10.4 ,,შემსყიდველს“ შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
10.4.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
10.4.2. ,,მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში;
10.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება; რაც წარმოადგენს“შემსყიდველის“ მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველს.
10.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.5 ამ მუხლის 10.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
XI. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
11.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
11.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
X II. დავათა განხილვა
12.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
12.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
X III. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
13.1 მომსახურების გაწევისას “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს გაწეული მომსახურების შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, ხარვეზების (წუნდების) არ არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის.
13.2 მომსახურების მიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ პასუხისგებლობა მომსახურებაზე გადადის შემსყიდველზე.
X IV. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.
14.2 ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულად ჩაითვლება მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის ––– ჩათვლით.
XV. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად და ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
15.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
15.4 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წარმოადგენს კონფედენციალურ ინფორმაციას და არ უნდა მოხდეს მათი გამჟღავნება სხვა მხარისათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15.5 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
XVI. მხარეთა რეკვიზიტები
“შემსყიდველი”: “მიმწოდებელი”:
ხელშეკრულების დანართი #1
ფასების ცხრილი
ხელშეკრულების დანართი #2
მომსახურების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სათაო ოფისის შენობის წინა ფასადის სამჯერადი წმენდის მომსახურებაზე
ქ. თბილისი 05 მარტი, 2018 წელი
1. შემსრულებელმა საწარმომ მომსახურება უნდა გასწიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების განუხრელი დაცვით;
2. ობიექტზე დაშვებისათვის და მომსახურების გაწევის მიზნით, შემსრულებელი ვალდებულია, განსაზღვროს გასაწევი მომსახურების ჯერადობა (მომსახურების ხასიათის, მუშაკებისა და ტექნიკის ცვლილების გათვალისწინებით) და მომსახურების გაწევის დაწყებამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე სსე–ს მიაწოდოს წერილობითი მონაცემები თითოეულ ჯერზე გასაწევი მომსახურების შინაარსის, მოცულობის, შესრულების ვადების შესახებ (დაწყების და დასრულების თარიღის მითითებით), მანქანა–მექანიზმების/ტექნიკის და მათი მძღოლების, აგრეთვე, მომსახურების უსაფრთხოდ გაწევაზე პასუხისმგებელ მივლინებულ პირთა სია: გვარების, ინიციალების, პირადობის მოწმობის პირადი ნომრების, თანამდებობების, მათთვის მინიჭებული უფლებების (ხელმძღვანელი, მწარმოებელი, მეთვალყურე, ბრიგადის წევრი) მითითებით;
3. მივლინებულ პირებს ობიექტის ტერიტორიაზე მკაცრად ეკრძალებათ ნებისმიერი ზომისა და სახეობის ცივი, ცეცხლსასროლი (მათ შორის, გლუვლულიანი/საფანტის), გაზის, პნევმატური, სათამაშო/სასწავლო და სხვა სახის იარაღის, საბრძოლო მასალების (მათ შორის, სასწავლო/სათამაშო ნიმუშების), ნებისმიერი სახეობისა და რაოდენობის ასაფეთქებელი, მომწამვლელი ან/და ადამიანებისა და გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებების, აგრეთვე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებების და ალკოჰოლური სასმელების შეტანა. ობიექტზე დაშვებისას ყველა მივლინებულმა პირმა/მუშაკმა სავალდებულოდ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ობიექტზე შესვლამდე ჩააბაროს ობიექტის დაცვის მუშაკს, ხოლო ობიექტიდან გამოსვლისას გამოართვას უკან. აკრძალულია აგრეთვე, ობიექტზე გამოცხადება ნასვამ (ალკოჰოლური ზემოქმედების) მდგომარეობაში, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნიდან ერთ–ერთის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაშიც კი შესაბამისი მივლინებული მუშაკი არ დაიშვება ობიექტზე, ხოლო პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი ფინანსური, დისციპლინური, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მივლინებული საწარმოს მუშაკი ობიექტზე არ დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი პიროვნება (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) არ აღმოჩნდება ობიექტზე/ობიექტის დაცვისათვის გადაცემულ სიაში;
4. პირი, რომელმაც მიიღო დადგენილი წესით თანხმობა ობიექტზე დაშვებაზე, ვალდებულია მომსახურეობა გასწიოს ობიექტის მფლობელთან შეთანხმებული პირობების და წესების დაცვით;
5. მიმავლინებელი საწარმოს მიერ ობიექტზე მომსახურების გასაწევად (დასაშვებად) გამოგზავნილი ყველა მივლინებული პირი ფიზიკური/ფსიქიკური მონაცემებით უნდა შეესაბამებოდეს მათ მიერ გასაწევ მომსახურეობას, მათი ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობა სრულყოფილად უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურების უსაფრთხოდ, დროულად და სრულად გაწევის პირობებს. მივლინებული პირები და მათი მიმავლინებელი საწარმო ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და სრულად არიან პასუხისმგებელნი წინამდებარე პუნქტის მოთხოვნების დაცვაზე, ასევე, უნებლიედ ან/და განზრახ მათი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ თუ დამდგარ ყველა უარყოფით შედეგზე;
6. მომსახურეობის გაწევა 5 (ხუთ) მეტრზე მეტ სიმაღლეზე მიწის, გადახურვის ან ნაფენის ზედაპირიდან, უნდა განახორციელონ მოსიმაღლეებმა, რომლებიც მაღალ დონეზე უნდა ფლობდნენ მაღლივი სამუშაოების წარმოების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გააჩნდეთ მსგავის მომსახურების (მაღლივად/სიმაღლეზე) გაწევის გამოცდილება;
7. მომსახურების გაწევის დაწყებამდე მივლინებულმა პირებმა უნდა გაიარონ შესავალი ინსტრუქტაჟი სსე–ს ტექნიკური უსაფრთხოების და ინსპექციის სამსახურში, ხოლო პირველადი ინსტრუქტაჟი შრომის დაცვაში – სსე–ს სამეურნეო სამსახურში, ინსტრუქტაჟის ჟურნალში შეტანით. პირველადი ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდეს ადგილობრივ თავისებურებათა და გამოყოფილ უბანზე საშიში გარემოებების/ფაქტორების გათვალისწინებით;
8. მაღლივი/სიმაღლეზე, მანქანა–მექანიზმების გამოყენებით მომსახურება სავალდებულოდ გაწეული უნდა იქნას განწესი–დაშვებით და უსაფრთხოების ყველა საჭირო ორგანიზაციულ–ტექნიკური ღონისძიების წინასწარი გატარებით. სავალდებულო წესით უნდა დაინიშნოს ბრიგადის მწარმოებელი და მეთვალყურე. მომსახურება გაწეული უნდა იქნას სსე–ს სათაო ოფისის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით. დაუშვებელია დადგენილი ღონისძიებების თვითნებური შეცვლა, აგრეთვე მომსახურების გაწევის ადგილის და დავალების მოცულობის გაფართოება. აუცილებლობის შემთხვევაში, მოქმედი წესების დაცვით წინასწარ/თავიდან უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება.
9. მომსახურების გაწევაზე პირველად დაშვებას ასრულებს სსე–ს წარმომადგენელი (დამშვები). დამშვები მიმავლინებელი საწარმოს პასუხისმგებელი შემსრულებლების დაშვებას ახორციელებს უსაფრთხოების წესების შესაბამისად. მომდევნო დღეებში მომზადებულ ადგილზე განმეორებით დაშვებას დამშვების ნებართვით ახორციელებს მივლინებული პირების მხრიდან გამოყოფილი ბრიგადის ხელმძღვანელი. მივლინებული პირების მწარმოებელს (მეთვალყურეს) მომზადებულ ადგილზე შეუძლია დაუშვას ბრიგადა დამშვების ნებართვით თუ მას ეს ევალება განწესის “ცალკეული მითითებების" სტრიქონში ჩანაწერით. ყოველდღიურად ბრიგადის დაშვება უნდა განხორციელდეს მიმდინარე (მიზნობრივი) ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდგომ, რომელიც ბრიგადის წევრებს უნდა ჩაუტარონ მივლინებული პირების მხრიდან გამოყოფილმა ხელმძღვანელმა, მწარმოებელმა და მეთვალყურემ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრიგადის წევრებთან ინსტრუქტაჟის მკაფიოდ და სრულად ჩატარებაზე, აგრეთვე, მომზადებული მომსახურების გაწევის ადგილის შესაბამისობაზე განწესით/განკარგულებით განსაზღვრულთან და მომსახურების გაწევის პირობებიდან გამომდინარე მათ მიერ განხორციელებულ უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებზე; ასევე, აუცილებელი (მათ შორის, სიმაღლიდან ვარდნის) დამცავი საშუალებების, ინვენტარის, ინსტრუმენტების და სამარჯვების არსებობაზე, გამართულობაზე და სწორად გამოყენებაზე; მომსახურების გაწევის ადგილზე
შემოღობვების, უსაფრთხოების პლაკატებისა და ნიშნების, ჩამკეტი მოწყობილობების დაცულობაზე; ხანძარსაწინააღმდეგო და ფეთქებადსაწინააღმდეგო წინასწარი ღონისძიებების გატარებაზე და მკაცრად დაცვაზე, მომსახურების უსაფრთხოდ გაწევაზე და ბრიგადის წევრებისა და მათ მიერ მოქმედი წესების დაცვაზე; ბრიგადის წევრებზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებაზე;
10. მომსახურების გაწევის ადგილზე/გამოყოფილ უბანზე უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მივლინებული მუშაკების უსაფრთხოდ მოქმედებაზე და მათი კვალიფიკაციის შესაბამისობაზე გასაწევი მომსახურების თავისებურებებთან, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმავლინებელ საწარმოს. ამასთან, მივლინებული პირები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან მომსახურების გაწევის ადგილზე არსებული მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობა–დანადგარების მუშაობის დადგენილი რეჟიმები და თავიანთი ქმედებებით არ გამოიწვიონ რაიმე შეფერხებები;
11. მივლინებულმა პირებმა მომსახურების გაწევის ადგილზე უნდა უზრუნველყონ საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა. მომსახურების გაწევის დროს აკრძალულია ფეთქებადი და ადვილადაალებადი ნივთიერებების გამოყენება. მომსახურების გაწევისას მიღებული და დაცული უნდა იყოს აფეთქება და ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. მივლინებულ პირებს ობიექტის ტერიტორიაზე ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა, გარდა საგანგებოდ საამისოდ გამოყოფილი ადგილებისა;
12. მაღლივი/სიმაღლეზე, მანქანა–მექანიზმების გამოყენებით მომსახურების გაწევა მივლინებულმა პირებმა უნდა განახორციელონ გამოცდილი (საიმედოობაზე და გამართულობაზე წინასწარ შემოწმებული) და გამოყენებისათვის ვარგისი დამცავი სათვალის, დამცავი ჩაფხუტის/ჩაჩქანის, დამცავი ქამრის, დამზღვევი ბაგირის, ჩამკეტი მოწყობილობების, კარაბინების, დამცავი ხელთათმანების, შემოღობვის ლენტის და სხვა აუცილებელი საშუალებების სავალდებულო გამოყენებით. აღნიშნული საშუალებები ობიექტზე დაშვებისას თან უნდა იქონიონ/მოიტანონ მივლინებული საწარმოს მუშაკებმა. მათ თან უნდა ჰქონდეთ აგრეთვე, სხვა საჭირო საშუალებებიც (უსაფრთხოების ღობურები, პლაკატები, ნიშნები და სხვა). 1,3 მეტრ და მეტ სიმაღლეზე სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო ადგილები უნდა შემოიღობოს არანაკლებ 1,1 მეტრი სიმაღლის მოაჯირით. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ადგილზე დამატებით უნდა დაყენდეს დამცავი მოწყობილობები (ბადეები, ფარები,
ფენილები და ა.შ.). მომსახურების გაწევისას აკრძალულია დაზიანებული, სველი ან ძლიერ ნოტიო თოკების ან/და დამზღვევი ბაგირების გამოყენება. ყოველ ჯერზე მომსახურების გაწევის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ უნდა ჩატარდეს თოკების/ბაგირების, კარაბინების, ჩამკეტი და სხვა მოწყობილობების/აღჭურვილობის სიმრთელისა და სიმტკიცის პრაქტიკული შემოწმება ბრიგადის მწარმოებლის ხელმძღვანელობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით. შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, ისინი მიიჩნეული უნდა იქნან მომსახურების გაწევისათვის უვარგისად და უნდა მოიხსნან გამოსაყენებელი აღჭურვილობის შემადგენლობიდან. მაღლივად/სიმაღლეზე მომსახურების გაწევა სავალდებულოდ უნდა განხორციელდეს თითოეულ მუშაკზე ერთდროულად არანაკლებ 2 (ორი) თოკის/დამზღვევი ბაგირის და მათი შესაბამისი რაოდენობის კარაბინების/ჩამკეტი მოწყობილობების გამოყენებით, რომელთაგანაც თითოეული თოკი/დამზღვევი ბაგირი (შესაბამის მოწყობილობებთან ერთად) დამოუკიდებლად უნდა აკმაყოფილებდეს მაღლივი/სიმაღლეზე მომსახურების გაწევისას ან სიმაღლიდან ვარდნისას ადამიანის სრულყოფილად დაცვის/გადარჩენის მოთხოვნებს;
13. მასალები უნდა დასაწყობდეს სსე–ს სამეურნეო სამსახურის მიერ წინასწარ გამოყოფილ ადგილზე. აღნიშნულ შემთხვევაში აგრეთვე გამოყენებული უნდა იქნას ყველა აუცილებელი დამცავი საშუალება;
14. მომსახურების გაწევის ადგილზე (საჭიროების შემთხვევაში) ხარაჩოები უნდა მოეწყოს 1985 წლის 30 აპრილს სსრკ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული “უსაფრთხოების წესები ინსტრუმენტითა და სამარჯვებით მუშაობისას" შესაბამისად (საქართველოს მთავრობის 17.12.2013 წლის N340 დადგენილებით დამტკიცებული წესების 78–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნა); 4 მეტრი სიმაღლის ხარაჩოების ექსპლუატაცია დასაშვებია მწარმოებლის ან ხელმძღვანელის მიერ მათი მიღების და სამუშაოების წარმოების რეგისტრაციის ჟურნალში მათი გატარების შემდეგ, ხოლო 4 მეტრზე მეტი _ მიმავლინებელი საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული კომისიის მიერ მიღების და სათანადო აქტის შედგენის შემდეგ. ხარაჩოები ექსპლუატაციის პროცესში უნდა მოწმდებოდეს მიმავლინებელი საწარმოს მწარმოებლის ან ხელმძღვანელის მიერ მომსახურების გაწევის დაწყების წინ, სათანადო ჟურნალში გატარებით; საკიდი ხარაჩოების ექსპლუატაცია დაიშვება მხოლოდ მათი 1 საათის განმავლობაში სტატიკური დატვირთვით გამოცდის შემდეგ, რომელიც ნორმატიულს უნდა აღემატებოდეს 20%-ით. გამოცდის შედეგები უნდა აისახოს მათი მიღების აქტში ან მომსახურების გაწევის საერთო ჟურნალში. ასაწევი ხარაჩოები გარდა აღნიშნულისა, უნდა იყოს გამოცდილი დინამიურ დატვირთვაზე, რომელიც აღემატება ნორმატიულზე 10%-ით მეტით. დაუშვებელია ხარაჩოების გადაადგილება ქარის 10 მ/წ-ზე მეტი სიჩქარის დროს; აკრძალულია მოხარაჩოების რაიმე საშუალებების დაყენება (მიმაგრება) დაყენებულ, დაყენების საფეხურზე მყოფ ან დასაყენებლად გამზადებულ მოწყობილობებთან, თუ ამას არ ითვალისწინებს მომსახურების გაწევის გეგმა/პროექტი ან არ არის დადასტურებული საპროექტო საწარმოსთან შეთანხმებული ანგარიშით; დატვირთვა ხარაჩოების ფენილებზე არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის გეგმით/პროექტით ან ტექნიკური პასპორტით დადგენილ სიდიდეებს;
15. მანქანა–მექანიზმების გამოყენებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაიცეს განწესი, დაინიშნოს ბრიგადის ხელმძღვანელი, განისაზღვროს უსაფრთხოების ორგანიზაციულ–ტექნიკური ღონისძიებები და სათანადოდ მომზადდეს მომსახურების გაწევის ადგილი. მომსახურების გაწევისას გამოყენებული ყველა ამწე–სატრანსპორტო საშუალება, მანქანა–მექანიზმი, ტვირთამწე მანქანები, ბაგირები, ჯალამბარები უნდა იყოს გამოყენებისთვის ვარგისი, გამართული და შემოწმებაგავლილი/გამოცდილი. აკრძალულია ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების გამოყენებისას ასაწევი ტვირთის, ტელესკოპური კალათის ქვეშ, აგრეთვე დასაჭიმი სადენების (გვარლების), საბრჯენების, სამაგრების და მექანიზმების უშუალო სიახლოვეს (5 მ-ზე ახლოს) ადამიანების ყოფნა. ბრიგადის ხელმძღვანელმა ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ბრიგადის მწარმოებელს, მეთვალყურეს და ბრიგადის წევრებს. მანქანა–მექანიზმები უნდა განლაგდეს ისე, რომ არ შეეხოს და არ დააზიანოს მიმდებარედ არსებული სხვადასხვა მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები. მივლინებული პირების მიერ სსე–ს სათაო ოფისის შენობის მიმდებარედ მომსახურების გაწევა სხვადასხვა სახის ამწე მანქანებით და გამოსაწევ ნაწილებიანი მექანიზმებით დასაშვებია იმ პირობით, რომ მანქანის ან მისი გამოსაწევი ან ამწევი ნაწილიდან, ასევე მისი მუშა ორგანოდან ან ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ასაწევი ტვირთიდან (მათ შორის, მაქსიმალურად აწეული ტვირთით ან ისრით) ძაბვის ქვეშ მყოფ უახლოეს სადენამდე, არ იქნება ცხრილი #1-ში მითითებულ მანძილებზე
ნაკლები. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, განწესის გამცემმა უნდა განსაზღვროს ელექტროდანადგარების/ეგხ–ების გამორთვის და დამიწების საჭიროება.
ცხრილი 1. დასაშვები მანძილები ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროგადამცემი ხაზის/ელექტროდანადგარის დენგამტარ ნაწილებამდე მანქანა–მექანიზმების შემთხვევაში, სსე–ს სათაო ოფისის შენობასთან მომსახურების გაწევისას:
მაღალი ძაბვის ეგხ-ს ძაბვა, კვ | მანძილი, მ | |
ნომინალური | მინიმალური, ტექნიკური საშუალებებით გაზომვადი | |
1-მდე | 1,5 | 1,5 |
1-დან 20-მდე | 2,0 | 2,0 |
16. სსე–ს სათაო ოფისის შენობის მიმდებარედ მომსახურების გაწევისას, ასევე მასალების დასაწყობებისას აკრძალულია ადამიანების მიახლოება ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების/ელექტროგადაცემის ხაზების შემოუღობავ დენგამტარ ნაწილებთან ცხრილი #2-ში მითითებულ მანძილზე ახლოს:
~
ცხრილი 2. დენგამტარ ნაწილებამდე მიახლოების დასაშვები მანძილები ადამიანების შემთხვევაში
ძაბვა, კვ | მანძილი ადამიანებიდან და მათ მიერ გამოყენებული იარაღებიდან, სამარჯვებიდან, დროებითი შემოღობვებიდან (მ) | |
1- მდე | სეგხ-ზე | 0,6 |
დანარჩენ ელექტრო დანადგარებში | არ ნორმირდება (შეხების გარეშე) | |
1-35 | 0,6 |
17. მომსახურების გაწევისას ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში/ ელექტროდანადგარებში დაზიანების შემჩნევის შემთხვევაში, მომუშავე დაზიანების ადგილს არ უნდა მიუახლოვდეს 8-10 მეტრის მანძილზე, რათა არ მოხვდეს ბიჯური ძაბვის ზონაში. ბიჯური ძაბვის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში მომუშავემ ბიჯური ძაბვის ზონიდან გამოსვლა უნდა განახორციელოს მოკლე ნაბიჯებით ფეხის ტერფების ერთმანეთისგან მოუცილებლად 8-10 მეტრის მანძილზე;
18. მომსახურების გაწევისას შემსრულებლებმა უნდა დაიცვან სახიფათო ზონების საზღვრები, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია საფრთხის წარმოქმნა საგნების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ცხრილი #3-ის შესაბამისად:
ცხრილი 3. სახიფათო ზონების საზღვრები
საგნის შესაძლო ჩამოვარდნის სიმაღლე, მეტრი | ტვირთის გადაზიდვის ადგილებთან ახლოს მანქანებით გადაად– გილებული ტვირთის მაქსიმალური გაბარი–ტის ტრაექტორიის ჰორიზონტალური პროექციიდან), მეტრი | მოქმედი/ მშენებარე შენობა-ნაგებო– ბების ახლოს (მისი გარე პერიმეტრიდან), მეტრი | დასანგრევი (სადემონტაჟო) შენობა–ნაგებობის ახლოს (მისი გარე პერიმეტრიდან), მეტრი |
10 მ-მდე | 4 | 3,5 | 7 |
20 მ-მდე | 7 | 5 | 10 |
20-დან 70 მ–მდე | 10 | 7 | 14 |
19. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროს (შესვენება სადილზე, მომსახურების გაწევის პირობებით გამოწვეული შესვენება და სხვა) ბრიგადა გამოყვანილი უნდა იქნას მომსახურების გაწევის ადგილიდან. ბრიგადის წევრებს შესვენების შემდეგ უფლება არა აქვთ ბრიგადის მწარმოებლის (მეთვალყურის) გარეშე დაბრუნდნენ მომსახურების გაწევის ადგილზე. შესვენების შემდეგ დაშვებას ახორციელებს ბრიგადის მწარმოებელი (მეთვალყურე) განწესში გაუფორმებლად. მომსახურების გაწევის დაწყებამდე, მიმდინარეობისას, შესვენებისას და დამთავრებისას ბრიგადის წევრებს, ბრიგადის ხელმძღვანელს, მწარმოებელს (მეთვალყურეს) ეკრძალებათ შემოღობილი მომსახურების გაწევის ადგილის გარეთ არსებული კონსტრუქციებზე/ნაგებობებზე ასვლა; ასევე, არამიზნობრივი დანიშნულებით შენობის სხვადასხვა სათავსებში და ოთახებში შესვლა. მომსახურების გაწევისას სავალდებულოა დაინიშნოს მეთვალყურე, რომელიც მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მომსახურების გაწევის ადგილზე;
20. სამუშაო დღის დამთავრებით გამოწვეული მომსახურების გაწევის შეწყვეტის დროს ბრიგადა უნდა გავიდეს მომსახურების გაწევის ადგილიდან. უსაფრთხოების პლაკატები, დროებითი შემოღობვები, ალმები არ იხსნება. მომსახურების გაწევის დროებით შეწყვეტას მწარმოებელი (მეთვალყურე) აფორმებს განწესის თავის ეგზემპლარში ხელის მოწერით. მომდევნო დღეებში მწარმოებელს (მეთვალყურეს) მომზადებულ ადგილზე შეუძლია დაუშვას ბრიგადა დამშვების ნებართვით თუ მას ეს ევალება განწესის “ცალკეული მითითებების" სტრიქონში ჩანაწერით. მეორე დღეს მომსახურების გაწევის განახლებისას მწარმოებელი (მეთვალყურე) უნდა დარწმუნდეს დატოვებული უსაფრთხოების პლაკატების, დროებითი შემოღობვების, ალმების სიმრთელესა და ხელუხლებლობაში, ასევე მუშაკებისათვის აუცილებელი ყველა სახის საწარმოო და დამცავი აღჭურვილობის არსებობაში/გამართულობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვას ბრიგადა მომსახურების გასაწევად. დაშვება უნდა აღირიცხოს განწესის ორივე პირში;
მომსახურების გაწევის სრულად დამთავრების შემდეგ მწარმოებელმა (მეთვალყურემ) უნდა გაიყვანოს ბრიგადა მომსახურების გაწევის ადგილიდან, მოხსნას მხოლოდ ბრიგადის მიერ დაყენებული დროებითი შემოღობვები, უსაფრთხოების გადასატანი პლაკატები, ალმები და განწესში გააფორმოს მომსახურების დამთავრება ხელის მოწერით. ბრიგადის ხელმძღვანელმა მომსახურების გაწევის ადგილის შემოწმების შემდეგ განწესში უნდა გააფორმოს მომსახურების დამთავრება. ბრიგადის მწარმოებელი (მეთვალყურე) დახურულ განწესს აბარებს სსე–ს სათაო ოფისის შესაბამის სამსახურს (მომსახურების ხელშეკრულებით მაკონტროლებელ პირს).