Contract
ხელშეკრულება #
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის შესახებ
ქ. თბილისი -- .2017 წ.
ერთის მხრივ, შპს “------------------------------------”შემდგომში - ,კომპანია”, წარმოდგენილი დირექტორის სახით და მეორეს მხრივ შპს,, -------
--------------------------------------“მისი დირექტორის სახით, შემდგომში - “აბონენტი”, ვდებთ წინამდებარე
ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია ახორციელებს აბონენტისათვის საკომუნიკაციო (სატელეფონო) მომსახურებას (შემდგომში – “მომსახურება”), ხოლო აბონენტი კისრულებს ვალდებულებას სრულად და დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
1.2 მომსახურების უზრუნველსაყოფად კომპანიამ აბონენტს შესაძლოა შესთავაზოს ტელეფონები და სატელეფონო ნომერი:---------
-------------------, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი ერთ ნომერზე არის ლარი.
თუ შეერთება ხდება VOIP ტექნოლოგიით KEკერძოდ შIP პროტოკოლის გამოყენებით, საბაზო კონფიგურაცია არ ითვალისწინებს აბონენტისთვის უფასო ვირტუალური არხის გამოყოფას. არხის გამოყოფის შემთხვევაში აბონენტს ეკისრება გადასახადი ერთ არხზე
ლარის ოდენობით.
1.3 აბონენტის პირველადი ჩართვა განხორციელდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან და აბონენტისათვის დაწესებული საფასურების გადახდიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
2 მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები
2.1 აბონენტის მიერ მომსახურების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის, მოქმედი კანონმდებლობის ან წინამდებარე ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის შეთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია შეუზღუდოს ან/და შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის შესაბამისად.
3 მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 აბონენეტი ვალდებულია:
3.1.1 ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უზრუნველყოს ტელეფონების უწყვეტი ინერნეტით მომსახურება, სხვა შემთხვევაში კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მომსახურებაზე.
3.1.2 დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების დადგენილი საფასური;
3.1.3 წერილობით აცნობოს კომპანიას იმ მომსახურების/ების შეზღუდვის შესახებ, რომლითაც სარგებლობაც მას არ სურს.
3.1.4 დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას დაზიანების შესახებ.
3.1.5 ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს კომპანიას მომსახურებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებაში.
3.1.6 დაუყონებლივ აცნობოს კომპანიას ამ ხელშეკრულებაში მითითებული მისი მონაცემების ცვლილებების შესახებ.
3.1.7 ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3.2 აბონენტი უფლებამოსილია:
3.2.1 მოითხოვოს მის მიერ არჩეული პაკეტის ცვლილება კომპანის მიერ დაწესებული პირობების შესრულების შემდგომ.
3.2.2 მოსთხოვოს კომპანიას ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
3.3 კომპანია ვალდებულია:
3.3.1 განახორციელოს ხარისხიანი მომსახურება, ხოლო გარკვეული შეფერხებების არსებობის შემთხვევებში დროულად აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და დაზიანებები;
3.3.2 აბონენტის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ამომწურავი ინფორმაცია მომსახურების სახეების, ტარიფების, გადახდის პირობების, კომპანიის საგადასახადო ოფისის ადგილმდებარეობის და დაზიანებების აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება როგორც კომპანიის ოფისებში აგრეთვე ცხელი ხაზის მეშვეობით;
3.3.3 “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის შესაბამისად განიხილოს და დასაბუთებული პასუხი გაცეს აბონენტის ყველა პრეტენზიას, რომელიც ეხება მომსახურებას.
3.3.4 ყოველთვიურად, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს აბონენტს გადასახდელი თანხის ანგარიში საანგარიშო თვის შესახებ;
3.3.5 არ გაამჟღავნოს აბონენტის პერსონალრი ინფორმაცია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავალიანების გადახდა ხორციელდება მესამე პირების მიერ ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
3.4 კომპანია უფლებამოსილია:
3.4.1 ერთპიროვნულად განახორციელოს მომსახურების პირობებში, ასევე ტარიფებში ცვლილებები. ცვლილებები ძალაშია საჯარო წესით გამოცხადებისთანავე ან აბონენტის შეტყობინებისთანავე. თუ აბონენტი არ ეთანხმება ახალ პირობებს, მას უფლება აქვს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მოშალოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოშლამდე მომსახურება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით.
3.4.2 მომსახურების განხორციელებისას თუ აბონენტი ისარგებლებს გაფართოებული, დამატებითი ან სხვა ოპერატორი კომპანიების მომსახურებებით, მოსთხოვოს აბონენტს ამ მომსახურებების საფასურის გადახდა მის მიერ დადგენილ ვადებში, ამასთან გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილი წესით მოახდინოს მომსახურებების შეზღუდვა და/ან შეწყვეტა.
3.4.3 გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში (სამი თვე) დაკისროს აბონენეტს პირგასამტეხლო არ გადახდილი თანხის 0.1 პროცენტის ოდენიბით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული კომპანიისთვის არ წარმოედგენს სავალდებულო ხასიათის ქმედებას და მისი განხორციელება დამოკიდენულია კომპანიის ნებაზე.
3.4.4 დავალიანების ამოღების მიზნით მიიღოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერ ზომა.
3.4.5 გამოიყენოს ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები და მოსთხოვოს აბონენტს ამ უფლებების და აბონენტზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
4. მომსახურების ტარიფები და ანგარიშსწორების პირობები
4.1 მომსახურების ძირითადი ტარიფები მოცემულია ხელშეკრულების დანართში;
4.2 აბონენტი კომპანიასთან ანგარიშსწორებას აწარმოებს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
4.3 ანგარიშსწორება წარმოებს: კომპანიის ოფისში, ხელშეკრულებაში მითითებულ კომპანიის ანგარიშზე ან კომპანიის მიერ ოფიციალური შეტყობინებით გაგზავნილი ადგილის მიხედვით, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გადამხდელ პუნქტებში (ე.წ “ბოქსები”).
4.4 თუ კი აბონენტმა საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე არ გადაიხდა ფიქსირებულ ნომერზე დარიცხული საფასური მას გაეთიშება შემავალი/გამავალი ზარები.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
5.1 აბონენტი უფლებამოსილია მიზეზების მითითებით შეწყვიტოს ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების და 2 (ორი) თვით ადრე წერილობითი შეატყობინების საფუძველზე.
5.2 კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება:
- თუ, აბონენტი არ იცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს;
- თუ, კომპანია შეწყვეტს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას მთლიანად ან არსებული სახით;
5.3 ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს დამდგარი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან.
6.დასკვნითი დებულებანი
6.1 აბონენტი აცხადებს თანხმობას მის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები შეყვანილ იქნეს კომპანიის მონაცემთა ბაზაში
6.2. აბონენტი აცხადებს და ადასტურებს რომ იგი გაცნობილია კომპანიის მომსახურების პირობებს, წესებს და ტარიფებს (რომლებიც არის მოცემული დანართში)
6.3 ახალი ან გაფართოებული მომსახურებების გაწევის შესახებ მხარეები თანხმდებიან დამატებით.
6.4 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გამო (ფორს-მაჟორი);
6.5 წინამდებარე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ასეთი უფლების უარყოფას.
6.6ხელშეკრულების პირობებიდან წამოჭრილ სადავო საკითხებს მხარეები წყვეტენ მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში დავას თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ან სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.7მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა აღსრულებას
.
6.8ყველა სხვა საკითხი რაც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით.
6.9კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები რჩება ძალაში.
6.10.ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ პირად.
7.მხარეთა რეკვიზიტები შპს ,,ნიუ ვიჟენი“
ს/კ 400095080
საბანკო რეკვიზიტები:
,,თი ბი სი” ბანკი
ბანკის კოდი:თBშBGE22
ა/ა GE92თX0000000000000000
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, 5 სართული ტელ: 2 060 000
ელ-ფოსტა:Xxxx@xxxxxxxxx.xxx.xx
,,აბონენტი” ,, ”
ს/ნ
ბანკის კოდი:
ა/ა GEG
იურიდიული მისამართი: თბილისი,
ფაქტობრივი მისამართი: საკონტაქტო ტელეფონი: Eმაილ:
დირექტორი: