იპოთეკის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
იპოთეკის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები/დანართი N1
იპოთეკის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულების მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული მესაკუთრის ანგარიში, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
განცხადებები და გარანტიები – სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლში მოცემული მესაკუთრის განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები/დანართი N2 – იპოთეკის ხელშეკრულების დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დანართი – ხელშეკრულების დანართი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
ვებ-გვერდი - ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის ამჟამინდელი მისამართია - xxx.xxxxxxxxxxxxx.xx;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად ბანკსა და მესაკუთრეს ან/და ბანკსა და მესამე პირს (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად მოვალეს) შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება, სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე;
მესაკუთრე – უძრავი ნივთის და აღნაგობის უფლების მესაკუთრე ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია იპოთეკის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა მესაკუთრისა და ბანკისა;
მოვალე – იპოთეკის ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრული არსებული ან/და სამომავლო მოვალე;
მხარე/მხარეები – მესაკუთრე ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად;
პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
სპეციფიკური პირობები/დანართი N1 - იპოთეკის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით;
უზრუნველყოფილი მოთხოვნები – იპოთეკის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა ან/და მათზე არსებული უფლება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულება - ძირითადი ხელშეკრულება ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება;
შენობა-ნაგებობის ერთეული – ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად (მაგ: ბინა, არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი, და სხვა);
შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი;
ძირითადი ხელშეკრულება – იპოთეკის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – იპოთეკის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი;
ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში - იპოთეკის ხელშეკრულება); (ბ) დანართი N1; (გ) დანართი N2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და რომელიც დაიდება მომავალში მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით და (ე) მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
განცხადებები და გარანტიები
მესაკუთრე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მისთვის ცნობილი და ნათელია:
რომ იპოთეკის საგანი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იტვირთება მოვალის მიმართ არსებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
თუ რა სახის და მოცულობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ტვირთავს იპოთეკის საგანს ბანკის სასარგებლოდ;
ძირითადი ხელშეკრულების არსებული პირობები და დებულებები, მათ შორის, ის გარემოება, რომ მესაკუთრის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების (მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) პირობებისა და დებულებების შესაბამისად.
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
იპოთეკის საგანს არ გააჩნია რაიმე თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას, განადგურებას, ღირებულების შემცირებას ან გაუფასურებას;
იპოთეკის საგანი არ არის ამოღებული ბრუნვიდან;
იპოთეკის საგნის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით იპოთეკით დატვირთვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არ არღვევს სხვა პირის კანონმდებლობით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მხარეთა მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა.
ხელშეკრულების დადებისას იპოთეკის საგნის ნივთობრივი და უფლებრივი მდგომარეობის დადგენისას ბანკი დაეყრდნო მესაკუთრის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
მესაკუთრეს უფლება აქვს ისარგებლოს იპოთეკის საგნით და მისი ნაყოფით ისე, რომ ამით არ შემცირდეს იპოთეკის საგნის ღირებულება, თუ ეს შემცირება არ არის იპოთეკის საგნის ნორმალური სამეურნეო გამოყენების შედეგი.
მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას იპოთეკის საგანი მესამე პირების ხელყოფისა და მოთხოვნებისაგან. ამასთან, xxxxx დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ მესამე პირის მიერ სარჩელის აღძვრის შესახებ, თუ სასარჩელო მოთხოვნის საგანია იპოთეკის საგანზე, მის ნაწილზე, ნაყოფზე ან/და გაუმჯობესებაზე მესაკუთრის საკუთრების უფლების შეწყვეტა ან შეზღუდვა.
დაზღვევა.
ბანკის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები ბანკის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს ბანკი ან/და xxxxxx მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს ბანკის (ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები;
დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს ბანკს; თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს ბანკს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვადით;
დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და სადაზღვევო კომპანიას.
ინფორმაციის წარდგენა.
xxxxxx წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
ასახავს მონაცემებს იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან/და სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მესაკუთრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, იპოთეკის საგანთან, გადახდისუუნარობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას;
აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში (მესაკუთრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით).
სხვა ვალდებულებები.
როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაუშვას საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია;
ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) განკარგვა (საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, აღნაგობის უფლებით დატვირთვა გარდაქმნა, გაყოფა ან/და გაერთიანება სხვა საგანთან და სხვ.). ბანკის უარი გამორიცხავს იპოთეკის საგანზე (ან მის ნაწილზე) ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას;
იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის შედეგად იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად იპოთეკის საგნის ბანკის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში) ბანკის წერილობით მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში სრულად გაათავისუფლოს იპოთეკის საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაუხადოს ბანკს ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფასის 0.1%-ის ოდენობით;
უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებებისა და გარანტიების, ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა.
ბანკს უფლება აქვს:
იპოთეკის საგნის ნივთობრივი და უფლებრივი უნაკლობის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს იგივე უფლებები, რაც მესაკუთრემ;
უზრუნველყოფილი მოთხოვნები და იპოთეკა (ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი უფლებები და მოთხოვნები) გადასცეს სხვა პირს;
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნების ვადამდელი დაკმაყოფილება და მოთხოვნები დაიკმაყოფილოს სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯზე;
განახორციელოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მფლობელობაში, სარგებლობაში ან საკუთრებაშია იპოთეკის საგანი.
ბანკი ვალდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნების და იპოთეკის დათმობის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს მესაკუთრეს.
თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და ვალდებულებები ან/და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
გადახდევინების მიქცევა
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების დარღვევა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ბანკმა ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა.
მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის ქვემოთ მითითებულ წესებზე. კერძოდ, იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლებამოსილების წარმოშობის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ:
იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს ბანკის განცხადების საფუძველზე სასამართლოს (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლოს (ამგვარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (ამგვარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში), ბანკის შეხედულებისამებრ აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კერძო აუქციონის ფორმით.
ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ:
თუ იპოთეკის საგანს წარმოადგენს ერთზე მეტი იპოთეკის საგანი (საერთო იპოთეკა), უზრუნველყოფილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი მათგანი, ხოლო აღნიშნულ იპოთეკის საგნებზე გადახდევინების მიქცევის აუცილებლობას და რიგითობას განსაზღვრავს ბანკი;
xxxxxx მიერ სპეციფიკური პირობების 4.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ–ერთი უფლების – იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აღმასრულებლის მეშვეობით, გამოყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია: (ა) შეარჩიოს ამგვარი კერძო აღმასრულებელი და (ბ) კერძო აღმასრულებელთან შეთანხმებით გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს კერძო აღმასრულებელის ანაზღაურების თუ სხვა ხარჯების ოდენობა, რომელიც დაეკისრება მესაკუთრეს. ამასთან, აღნიშნული საფასური არ უნდა იყოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფასურზე/ხარჯებზე მეტი;
თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
რეალიზაცია კერძო აუქციონის მეშვეობით
xxxxxx მიერ სპეციფიკური პირობების 4.2.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია: (ა) მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით, რომელიც უნდა იყოს ქმედუნარიანი პირი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი) (შემდგომში - სპეციალისტი) (ამასთან, მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამგვარი სპეციალისტი იქნება - შ.პ.ს. „თბილისის სააუქციონო სახლი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545974; ვებ-გვერდი: xxx.xxxxxxxxxxxx.xx) ან მისი სამართალმემკვიდრე). სპეციალისტის მომსახურების საზღაური, მათ შორის საზღაური აუქციონის შეწყვეტის შემთხვევისათვის, მოცემულია სპეციალისტის ვებგვერდზე.
სპეციალისტის მიერ კერძო აუქციონი ჩატარდება ბანკის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის თარიღისათვის ხელშეკრულებითა და სპეციალისტის მიერ დადგენილი იმ სტანდარტული წესებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც განთავსებული იქნება სპეციალისტის ვებგვერდზე (xxx.xxxxxxxxxxxx.xx).
იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე იპოთეკის საგნით, ბანკს შეუძლია განუსაზღვროს სპეციალისტს თუ როგორი თანმიმდევრობით მოახდინოს მათი აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა, ასევე ეს ნივთები აუქციონზე გაიტანოს ერთ ლოტად თუ რამდენიმე ლოტად (მათ შორის, შესაძლოა იპოთეკის საგნები გატანილი იქნას ერთ ლოტად).
პირველ აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის საწყისი ფასი დგინდება: (1) ბანკის მოთხოვნის ოდენობის, ან ბანკის მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ განსაზღვრული ფასის (იმისდა მიხედვით თუ რომელი იქნება უფრო მცირე თანხა) და (2) აუქციონის ორგანიზებასთან ან სპეციალისტის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობით.
პირველი აუქციონის შემდეგ ბანკს შეუძლია მოთხოვოს სპეციალიტს ლოტის დაშლა და ლოტში შემავალი ნივთების რამდენიმე ლოტად გატანა მეორე და შემდეგ აუქციონზე.
თუ მეორე აუქციონზე არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, ინიშნება მესამე აუქციონი, რომელზეც ნივთის/ლოტის საწყის ფასს განსაზღვრავს სპეციალისტი.
ბანკს უფლება აქვს როგორც პირველი აუქციონის შემდეგ, ისე მეორე აუქციონის შემდეგაც თუკი აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მოითხოვოს და მიიღოს ნატურით საკუთრებაში აუქციონზე გატანილი ნივთი, იმ ფასში რა ფასშიც იყო ის გატანილი აუქციონზე, ნატურით მიღების შესახებ განცხადების გაკეთებამდე.
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი), ხოლო ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან/გადახდისგან.
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, გადახევინების მიქცევის შედეგად მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, გარდა მესაკუთრისათვის ხელშეკრულებიდან ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულების მოთხოვნის წარდგენისა ან ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შეტყობინებისა, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, მობილ-ბანკით, ინტერნეტ ბანკით) გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
ელექტრონული ფოსტის, ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე;
რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
მიუხედავად სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, მესაკუთრე ბანკს ანიჭებს უფლებას, მესაკუთრის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს მესაკუთრისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია მესაკუთრის შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და მესაკუთრის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxxxx.xx), რაც იწვევს მესაკუთრის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: (ა) მესაკუთრეზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და (ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). მესაკუთრისათვის ცნობილია, რომ: (ა) სს „კრედიტინფო საქართველო“ წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; (ბ) სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე მესაკუთრის მსხვილი აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს მესაკუთრის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
ხელშეკრულების ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების ან/და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულების მხარეებს;
მესამე პირებს (ა) მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და მესაკუთრის ვალდებულებების გადაკისრებით.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება მესაკუთრის მიმართ
ხელშეკრულების მიზნებისათვის, „მესაკუთრის” დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი მესაკუთრე:
თითოეული ასეთი მესაკუთრე წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული მესაკუთრის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ მესაკუთრეს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის იპოთეკის უფლების წარმოშობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული იპოთეკის ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოქმედებს:
ძირითადი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე (იმ პირობით, რომ აღნიშნული თარიღისათვის მოვალის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნება შესრულებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი მოთხოვნები); ან
მესაკუთრის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
-
ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და განუყოფელ ნაწილს.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას.
ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები, კონტექსტის შესაბამისად, გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.
ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით, ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის.
ხელშეკრულებაში განსაზღვრული დეფინიციები გამოყოფილია მკაფიოდ გამუქებული სიტყვებით ან/და სიმბოლოებით.
იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან, ღირებულების შემცირებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) ადგილს. ამასთან, მესაკუთრეს უფლება აქვს ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ანაზღაურების თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს იპოთეკის საგნის (ან მისი ნაწილის) ადგილს.
მესაკუთრეს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ მესაკუთრემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა მესაკუთრე.
ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
ხელშეკრულების იდენტური ეგზემპლიარი გადაეცა მხარეებს. ხოლო ერთი ეგზემპლიარი წარედგინება საჯარო რეესტრს.
8 / 8