სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/
პროექტი
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებული
პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ქ. თბილისი 2019 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი ----- სახით (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, „ “ (შემდგომში „მიმწოდებელი“) სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი
გათვალისწინებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი: ქალაქ თბილისში, კუს ტბის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: 01.14.13.013.009) არსებული ფართობის გასამწვანებლად დასარგავი მცენარეების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა) სახელმწიფო შესყიდვა.
2.2 შესყიდვის საშუალება - ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე), განცხადების ნომერი -
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.
2.4 კლასიფიკატორის კოდი: 03451100 - ნერგები, ჩითილები.
2.5 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან მდე/ჩათვლით.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და პირობები
3.1 შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დარგვა, მოვლა-პატრონობა) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად:
3.1.1 მცენარეების (თანმდევი მომსახურებით: დარგვა) მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად;
3.1.2 დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
3.2 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა უზრუნველყოს ფასების ცხრილის „ტერიტორიაზე არსებული გამხმარი ხეების მოჭრის, სხვლა-ფორმირების და ნარჩენების გატანის მომსახურების“ თავით გათალისწინებული მომსახურების დაწყება.
3.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების (თანმდევი მომსახურებით: დარგვა, მოვლა-პატრონობა) ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: 01.14.13.013.009) არსებული ტერიტორია.
3.4 წიწვოვანი ნერგი გამოზრდილი უნდა იყოს კონტეინერში და მიწოდებულ უნდა იქნას კონტეინერით (ქოთნით). ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს. ნერგი უნდა იყოს თავგადაუჭრელი. ხოლო ფოთლოვანი ნერგები მიწოდებულ უნდა იქნას კონტეინერით (ქოთნით) ან კომს შემოხვეული უნდა ქონდეს ჯვალოს ნაჭერი და სპეციალური მავთულბადე, რომელიც მიწაში იჟანგება და იშლება. ნერგები გამოზრდილი უნდა იყოს სანერგეში და მთავარი ღერო უნდა იყოს სწორი ფორმის.
3.5 თუ ადგილი ექნება ისეთ კლიმატურ პირობებს (უამინდობა, უხვი ნალექი და სხვა), რის გამოც ვერ ხერხდება მომსახურების სავალდებულო ჯერადობის განხორციელება, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის თაობაზე და შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუსრულებელი მომსახურების ჯერადობა გადაინაცვლებს მომდევნო თვეში (ან საერთოდ არ განხორციელდება).
3.6 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ნერგების სისტემატიური მონიტორინგი და დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში დაუყონებლივ (წერილობით) აცნობოს შემსყიდველს და შესაბამის სამსახურებს.
3.7 მიმწოდებელმა დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელოს შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
3.8 მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე მომუშავე პერსონალი უზრუნველყოს ესკიზი N1-ის შესაბამისი სპეც-ფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს ზურგზე წარწერა „გაამწვანე შენი ქალაქი“. პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ხელსაწყოებით, ხელთათმანებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.
3.9 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტზე საგზაო ნიშნების, დამცავი ბარიერისა და საინფორმაციო დაფის მოწყობა.
3.10 მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს და შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან საქონლის (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდების ან/და გასაწევი მომსახურების გაწევის პერიოდი, რომლებიც იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
3.11 ნერგის სიმაღლე იანგარიშება მიწის ზედაპირიდან მცენარის წვერომდე.
3.12 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნვეყოს მცენარეების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა (მიბმული ჭიგოზე და გამართული), აგრეთვე დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში ჭიგოს და მისაბმელის ჩანაცვლება ანალოგიურით.
3.13 სარწყავის სისტემის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებლმა უნდა უზრუნველყოს მორწყვა წყალმზიდით ან/და სხვა ალტერნატიული საშუალებით.
3.14 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს თითოეულ ნერგის არანაკლებ 20 ლიტრი წყლით მორწყვა.
3.15 ფასების ცხრილის მე-4 თავით („სარწყავი წყლის ხარჯი“) გათვალისწინებული სარწყავი წყლის ხარჯის ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე.
3.16 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს და შეუთანხმოს მოვლა-პატრონობის გეგმა-გრაფიკი, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ვადაში.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2 მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დარგული ნერგი 100%-იანი გახარებით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს შემსყიდველს ხელშეკრულების დასრულებისას.
4.3 ნერგების დარგვიდან მეორე წელს საჭიროების შემთხვევაში, გამხმარი ან დაზიანებილი ნერგების ჩანაცვლება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა, საიდანაც შემსყიდველი მოახდენს დარგული მცენარეების ღირებულების 10 %-ის ანაზღაურებას ფასების ცხრილის (დანართი N1) მეორე თავის („ნერგების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა“) მიწოდება) მე-2 პუნქტით (საჭიროებისამებრ მცენარეების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდება (ჩანაცვლება 10 %-ის ფარგლებში) II წელი) გათვალისწინებული სახეობებისა და რაოდენობების შესაბამისად, ხოლო მომსახურების გაწევის მეორე წელს მცენარეებოს 10%-ზე მეტის ხმობის ან დაზიანების შემთხვევაში დამატებითი ნერგების დარგვას ახორციელებს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯით. მიმწოდებელმა გამხმარი ან დაზიანებული ხეების ჩანაცვლების მიზნით მცენარეების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა. მომდევნო წლებში ნერგების გახმობის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ ან/და შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოს მათი ანალოგიურით ჩანაცვლება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ საქონელი და გაწეული მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ნერგების სისტემატიური მონიტორინგი და დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში დაუყონებლივ (წერილობით) აცნობოს შემსყიდველს და შესაბამის სამსახურებს.
5.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი) ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ან/და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მესამე პირ(ებ)ი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი).
6.3 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მცენარეების იდენტურობის (მათ შორის პარამეტრების) დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დასკვნა გაცემული შესაბამისი პროფილის მქონე დარგობრივი ორგანიზაციის (შპს, სსიპ, ა(ა)იპ) ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დანართი N2-ით („ნიადაგის ნოყიერი ნაზავის ქიმიური მახასიათებლები“) მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება განხორციელდება 2019, 2020, 2021 და 2022 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის (საქონლის (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდებისა და მომსახურების გაწევის) მიწოდების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება- ჩაბარების აქტით განსაზღვრული მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა შემსყიდველის მიერ დაქვითულ იქნეს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.
8.4 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ (იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, საბანკო გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენება და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%- ის ოდენობით).
8.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
8.6 თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.7 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან შემსყიდველთან შეთანხმებული მოვლა-პატრონობის ჯერადობების დარღვევის შემთხვევაში;
გ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.6 ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ღირებულება
12.1 მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული შესასრულებელი ვალდებულების ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულებას.
12.2 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა.
12.3 ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
12.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
12.5 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით, სადაც გაგზავნილი შეტყობინება/დაკვეთა ჩაითვლება ოფიციალურ დაკვეთად. შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით. ამასთან ტელეფონით დაკვეთის შემთხვევაში მიმწოდებელს 24 საათის განმავლობაში ჩართული უნდა ჰქონდეს 13.2 პუნქტში მითითებული მობილური და ქალაქის ტელეფონის ნომრები.
13.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი -----------; საკონტ. პირი ბ/ქ-ნ ----------, ელექტრონული
ფოსტა: .
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი ----------; საკონტ. პირი ბ/ქ-ნ -----------, ელექტრონული
ფოსტა: .
13.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
13.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
14.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
15.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5/10%-ის ოდენობით.
15.2 მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
15.3 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
15.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
15. სხვა პირობები
15.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
15.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
15.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
15.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს „ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა)
„ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.