ერთი მხრივ ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის კახა აბულაძის სახით, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის 89/24, მე-6 სართული, ს/კ 405155898, სახელმწიფო ხაზინა, კოდი:...
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01-09/შ/51
ქ. თბილისი
ხელშეკრულების მხარეები
ერთი მხრივ ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxxx სახით, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის 89/24, მე-6 სართული, ს/კ 405155898, სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22, XX00XX0000000000000000
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
და მეორე მხრივ fპ xxxx xxxxxx (შემდგომში მიმწოდებელი), იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი, 22-ე კორპუსი, ბინა 46. პირადი ნომერი 18001062966, სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00, ა/ა XX00XX0000000000000000
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება
1.1 ხელშეკრულების საგანია 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ მიერ 2019 წლის 5-12 აგვისტოს, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში დაგეგმილი ზაფხულის ბანაკის ფარგლებში, სატრეინინგო მომსახურების შესყიდვა (CPV 80532000 - პროფესიული მომზადება მენეჯმენტის სფეროში) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (ს1) ქვეპუნქტის საფუძველზე.
1.2 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 770.00 (შვიდას სამოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
2.1. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი ახორციელებს კონტროლს.
2.2. ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზანს წარმოადგენს:
2.2.1 მომსახურების გაწევის ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
2.2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე კონტროლის განხორციელება, მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.
2.3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების
გაერთიანების“ ახალგაზრდული ბანაკების კოორდინატორი xxxx xxxxxxxxxxx.
3. შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები
3.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2019 წლის 05 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით ტრეინინგების ჩატარება თემაზე: „პროექტის მართვა; „ეფექტური კომუნიკაცია“, „ლიდერობა და მოხალისეობრივი საქმიანობა“.
4.მომსახურების გაწევის პირობები
4.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2019 წლის 05 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-18:00 სთ-მდე, (შესვენება ერთი საათი) სხვადასხვა ჯგუფებთან ტრეინინგის ჩატარება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თემებზე.
4.2. გაწეული მომსახურება უნდა იყოს მაღალი ხარისხის.
5.შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარება ხორციელდება მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2. ხელშეკრულებით გათვლისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსი პირია ა(ა)იპ
„თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ დირექტორი xxxx xxxxxxx.
6. ანგარიშსწორება
6.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
6.3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7. მხარეთა ვალდებულებები
7.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
7.1.1. გაუწიოს „შემსყიდველს“ მაღალი ხარისხის მომსახურება;
7.1.2. კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურ დონეზე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება;
7.1.3.დროულად განიხილოს „შემსყიდველის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
7.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
7.2.1. უზრუნველყოს „მიმწოდებლის“ დროული და სრული დაფინანსება;
7.2.2. დროულად განიხილოს „მიმწოდებლის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
7.2.3. დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
8. მხარეთა უფლება
8.1. „მიმწოდებელს“ უფლება აქვს:
8.1.1. ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვოს დროული და სრული დაფინანსება.
8.2. „შემსყიდველს“ უფლება აქვს:
8.2.1. აწარმოოს გაწეული მომსახურების კონტროლი;
9. ფორს-მაჟორი
9.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
9.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
9.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10. ხელშეკრულების პირობების და ფასების გადასინჯვა
1.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფასების შეცვლა დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
10.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11. სადაო საკითხების გადაწყვეტა
11.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
11.2. თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ ათი დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების
შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის (შეთანხმების) გზით.
13. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
13.1. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ განხორციელდა მომსახურების გაწევა, მიმწოდებელს დაეკისრება პირსაგამტეხლო მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0,01%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს, მეორე მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
13.3. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1. ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს:
14.1.1. მხარეთა შეთანხმებით;
14.1.2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
15.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
16. განსაკუთრებული პირობები
16.1. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად და თითოეულ მათგანს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს;
16.2. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ინახება ,,მიმწოდებელთან’’; ერთი ეგზემპლარი ,,შემსყიდველთან’’.
„შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“