ა) ფასების ცხრილი, დანართი N1; ბ) გეგმა-გრაფიკი, დანართი N2;
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი
ხელშეკრულება № სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
(კლასიფიკატორის კოდი 45200000)
ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი 2019 წელი
ერთის მხრივ, ა(ა)იპ-„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ (შემდგომში ,,შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, ელექტრონულ ტენდერის
( ) საშუალებით, გოდერძის ალპურ ბაღის ტერიტორიაზე ავტოპარკინგის
შემოღობვის და მყარი კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით,
გამარჯვებული (შემდგომში ,,მიმწოდებელი”) წარმოდგენილი მისი
დირექტორის სახით, საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ _ საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „სამუშაო“–ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გოდერძის ალპურ ბაღის ტერიტორიაზე ავტოპარკინგის შემოღობვის და მყარი კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოების შესრულება - შემდგომში „სამუშაო“.
მუხლი 3. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარი, მისი დაფინანსების წყაროა არასაბიუჯეტო (გრანტი) სახსრები (შემდგომში - „ხელშეკრულების ფასი“).
3.2. ხელშეკრულების ფასი მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
მუხლი 4. ხელშეკრულების შემადგნელობა
4.1. წინამდებარე ხელშეკრულებას ქმნიან და ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ შემდეგი დოკუმენტები:
ა) ფასების ცხრილი, დანართი N1; ბ) გეგმა-გრაფიკი, დანართი N2;
გ) ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი (ინსპექტირება), რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან;
5.2. მიმწოდებლის მიერ გასაწევ, ან უკვე გაწეულ სამუშაოებზე კონტროლი (ინსპექტირება) ხორციელდება სისტემატიურად შემსყიდველის შეხედულებისამებრ;
5.3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს (ინსპექტირებას) ახორციელებენ ა(ა)იპ-„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“-ს ------------------------------------- ან\და ამ საქმიანობისათვის საჭირო მოწვეული სპეციალისტი (სპეციალისტთა ჯგუფი);
5.4. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინსპექტირების ჩატარებას აუცილებელი პერსონალით და ტექნიკური საშუალებებით;
5.5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა;
5.6. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე, თანახმად საქართველოში მოქმედი ყველა სამშენებლო ნორმების, სტანდარტების და წესებისა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს გააჩნია უფლება შეაჩეროს სამუშაოები და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
მუხლი 6. სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი
6.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშოების დასრულების შემდგომ, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ-xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან. (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
6.2. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) გაფორმებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ;
6.3. შესყიდვის ობიექტის მიღება და საბოლოო შემოწმება ხდება გაწეული სამუშაოების შესრულების ადგილზე;
6.4. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი;
6.5. შემსყიდველის მხრიდან აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმომწერი პირია -------------
------------ან/და დირექტორის (ან/და მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ინდივიდუალური აქტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირი.
მუხლი 7. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
7.1. ანგარიშსწორების ფორმა:
ა) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ვალუტა - ლარი; ბ) საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
7.2. ანგარიშსწორების ვადები:
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების, შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურისა (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) და ექსპერტიზის დასკვნის („სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის“ მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)) წარმოდგენის შემდეგ;
7.3 თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით
გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ღირებულების ანაზღაურებაზე;
მუხლი 8. ტექნიკური პირობები 8.1.სამუშაოთა შესრულების წესი:
8.1.1. სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება. მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მიმწოდებლების მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი იქნეს სამუშაოს წარმოების ჟურნალი. შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება.
მშენებლობის დროს აუცილებელია СHиП-ებით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას. შემსრულებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა სამშენებლო წესს, რომელიც კანონითაა დადგენილი.
8.2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა:
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მოზარდი ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
ე) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;
მუხლი. 9 პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
9.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,2% პროცენტის ოდენობით, რომელსაც მიმწოდებელი შემსყიდველს უხდის სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხვის წესით, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმალობაში.
9.2. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
9.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით;
9.4. შემსყიდველი უფლებამოსილია წინამდებარე პუნქტით გათვალისწნებული პირგასამტეხლო გაუქვითოს მიმწოდებელს სახელშეკრულებო ფასიდან.
მუხლი 10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა;
10.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია;
10.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
10.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;
10.5. ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შეიძლება მხარეების მიერ ხელმოწერილი იქნას ცალცალკე და ხელშეკრულების მეორე მხარეს ხელმოსაწერად გაეგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ასეთ დროს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმებაში უნდა მიეთითოს თითოეული მხარის მიერ მასზე ხელმოწერის თარიღი და უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს, მაგრამ არაუადრეს შეთანხმებაზე პირველი ხელმოწერის შესრულების თარიღისა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმება ძალაში შედის მასზე ბოლო ხელმოწერის შესრულების დღიდან;
10.6. ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმება მხარეების მიერ შეიძლება ხელმოწერილი იქნას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ხელმოწერილი შეთანხმების ერთი პირი გაეგზავნოს ხელშეკრულების მხარეს. ასეთ დროს სავალდებულოა, რომ ხელშეკრულების თითოეული მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტი იყოს იდენტური და იგი შედგენილი იყოს ორმხვრივი შეთანხმებისათვის დადგენილი ფორმით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თითოეული მხარის მიერ ხელმოწერილი ტექსტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ხელმომწერი მხარის ხელმოწერის პუნქტს იურიდიული მისამართისა და საბანკო რეკვიზიტების მითითებით. ასეთ დროს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმებაში უნდა მიეთითოს თითოეული მხარის მიერ მასზე ხელმოწერის თარიღი და უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს, მაგრამ არაუადრეს შეთანხმებაზე პირველი ხელმოწერის შესრულების თარიღისა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმება ძალაში შედის მასზე ბოლო ხელმოწერის შესრულების დღიდან;
10.7. ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე ორმხვრივ შეთანხმებას უთანაბრდება მხარეთა მიერ ერთმანეთისადმი გაგზავნილი წერილობითი დოკუმენტები, როცა ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნება მიღებული იქნება ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ და საპასუხო წერილობითი დოკუმენტით პირდაპირ აცნობებს მისი თხოვის დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთი წერილობითი დოკუმენტი პირდაპირ უნდა შეიცავდეს, ხელშეკრულების რომელი პირობა იცვლება და როგორია ხელშეკრულების შეცვლილი პირობა ან/და ხელშეკრულებას რა შინაარსის პირობა დაემატა. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად ხელმოწერილ წერილობით დოკუმენტს ორმხვრივი შეთანხმების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლების მქონე პირი;
10.8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით ხელშეკრულების ვადის (ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის) გაგრძელების საკითხის განხილვისას, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულებას ახორციელებდა ხელშეკრულების დანართი გრაფიკის შესაბამისად, თუნდაც რომ გრაფიკით დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყოს პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების
თანდართული გრაფიკით დადგენილ ვადაში სამუშაოთა შესრულების მდგომარეობა, რა დროსაც, თუ დადასტურდა, რომ ხელშეკრულების (ვალდებულების შესრულების) საბოლოო ვადის დარღვევა განაპირობა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით დადგენილ ვადაში სამუშაოთა ბრალეულმა შეუსრულებლობამ, დაუშვებელია ხელშეკრულების (ვალდებულების შესრულების) საბოლოო ვადის გაგრძელება.
მუხლი 11. სუბკონტრაქტორები
11.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში;
11.2. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს;
112.3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.
მუხლი 12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით;
12.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით;
12.3. ხელშეკრულების მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დარღვევა არ ჩაითვლება ბრალეულ დარღვევად, თუ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედება სავალდებულოდ საჭიროებს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის, ლიცენზიის ან თანხმობის გაცემას, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანო არ ახდენს აღნიშნულზე ხელშეკრულების მხარის მოთხოვნის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვას ან უსაფუძვლოდ უარს ეტყვის ხელშეკრულების მხარეს ნებართვის, ლიცენზიის ან თანხმობის გაცემაზე;
12.4. 12.3. - პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განუხილველობა ან ხელშეკრულების მხარისათვის ნებართვის, ლიცენზიის ან თანხმობის გაცემაზე უარის უსაფუძვლობა დადასტურებული უნდა იყოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს აქტით;
12.5. წინამდებარე პუნქტი არ მოიცავს ფორსმაჟორულ გარემოებებს და მათი რეგულირება ხდება სხვა პუნქტით.
მუხლი 13. ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
13.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა შემსყიდველის თანხმობის გარეშე, გარდა ამ პუნქტის 13.1.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
13.1.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად ამ პუნქტის 13.1.3. და 13.1.4. პუნქტების შესაბამისად;
13.1.3. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულება ცალმხრივად ვადამდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):
13.1.3.1. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში;
13.1.3.2. თუკი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
13.1.3.3. მიმწოდებლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების იმავე პირობების განმეორებით ან/და სხვა პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში;
13.1.3.4. ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე აშკარა ხდება, რომ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის (შეწყვეტის) საფუძვლები, ხოლო შემსყიდველმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
13.1.3.5. მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
13.1.3.6. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
13.1.3.7. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
13.1.3.8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
13.1.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):
13.1.4.1. თუ არ მოხდა შემსყიდველის მიერ იმ ობიექტის დროულად გამოთავისუფლება და მიმწოდებლისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გადაცემა, სადაც ან რომელზეც უნდა განხორციელდეს სამუშაოს შესრულება, თუ აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა ოთხ თვეზე მეტ ხანს;
13.1.4.2. თუ მიმწოდებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
13.1.4.3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
13.2. ხელშეკრულება წყდება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
13.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან;
13.4. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხვრივად მოშლა (შეწყვეტა) დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით;
13.5. მიმწოდებლის მიერ აღნაგობის ხელშეკრულების ცალმხვრივად მოშლა (შეწყვეტა) დასტურდება განცხადების საფუძველზე, რომელზეც მიმწოდებლის მხრიდან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს სანოტარო წესით და რომელიც პირდაპირ უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ გამოვლენილ ნებას, რომ იგი ცალმხვრივად შლის (წყვეტს)ხელშეკრულებას;
მუხლი 14. დაუძლეველი ძალა (ფორს–მაჟორი) და დაუძლეველი ძალის გარემოება
14.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი და/ან დაგვიანებით შესრულების გამო პასუხისმგებლობისაგან, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით, რაც ასევე არ გამოიწვევს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას;
14.2. ამ პუნქტის მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალის გარემოება“ ნიშნავს მხარეთა ნებისა და კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მხარეთა შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია მიუხედავად მხარეთა გონივრული მცდელობებისა და რომელთაც მიეკუთვნება, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით: ა) ომი, სამხედრო მოქმედება, რეკვიზიცია, ბლოკადა, მობილიზაცია, ემბარგო; ბ) აჯანყება, რევოლუცია, სამხედრო ან უკანონო ქმედება ან სამოქალაქო ომი; გ) ამბოხი ან საბოტაჟი; დ) საზოგადოების მტრების ან ტერორისტების მოქმედებები; ე) სტიქიური უბედურებები (ქარიშხლი, ქარბორბალა, წყალდიდობა და სხვა), ეპიდემია, კარანტინი, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება ვ) სხვა გარემოებები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია ფორს– მაჟორულ გარემოებად ან/და რომელიც ასეთად იქნება აღიარებული ხელისუფლების ორგანოების მიერ.
14.3. დაუძლეველი ძალის გარემოების გამო მხარეები პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ იმ დროთა და მოცულობით, რაც აუცილებელია დაუძლეველი ძალის სიტუაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისათვის. დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების
დროს მხარემ, რომელზეც იმოქედებს ასეთი გარემოება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების შესახებ და მიაწოდოს ასეთი გარემოების
დამამტკიცებელი სათანადო საბუთი და მისი ხანგრძლივობის სავარაუდო ვადა და შედეგები და ორივე მხარემ უნდა მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ შეამცირონ მეორე მხარისადმი ზარალის ოდენობა, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებით;
14.4. თუ დაუძლეველი ძალის გარემოებები გაგარძელდა 2 (ორი) თვეზე მეტი ხნის ვადით, ხელშეკრულების თითოეული მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა (მოშლა);
14.5. იმ შემთხვევაში, თუ ფორს–მაჟორული გარემოებების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. ამასთან, ხელშეკრულების პირობების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ დროთა და მოცულობით, რაც აუცილებელია დაუძლეველი ძალის სიტუაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისათვის;
14.6. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის არცერთ შემთხვევაში ფორს-მაჟორულ გარემოებას არ წარმოადგენს მხარეთა ფინანსური სიძნელეები, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან ურთიერთობის გამო დამდგარი შედეგები და კლიმატური პირობები, გარდა სტიქიური უბედურებებისა, რამაც მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა ხელშეკრულების პირობების (ხარისხის) შესაბამისად შესრულებული სამუშოა ან შეუძლებელი გახადა მისი შესრულება;
14.7. მიმწოდებელი თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი და/ან დაგვიანებით შესრულების გამო პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაშიც, როცა მას შესრულება უნდა მიეღო მესამე პირისაგან და ასეთი ვერ მიიღო, თუ მესამე პირმა მიმწოდებელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა ფორსმაჟორული გარემოებების გამო.
მუხლი 15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ;
15.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს;
15.3. სასამართლოში სადაო საკითხის განხილვისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა;
მუხლი 16. სხვა პირობები
16.1. იურიდული მისამართის ან/და საბანკო რეკვიზიტების შეცვლის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან 3 დღის ვადაში წერილობით აცნობონ ერთმანეთს ამის შესახებ.
16.2. ხელშეკრულება დადებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16.3. ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის შესრულდება ქართულ ენაზე.
16.4. სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
მუხლი 17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
17.1. სამუშაოს გაწევა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დღის
განმავლობაში, მიმდინარე წლის ჩათვლით პერიოდი;
17.2. სამუშაოს გაწევის ადგილია: ქ. ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
17.3. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედების ვადაა მიმდინარე წლის ჩათვლით;
მუხლი18. განსაკუთრებული პირობები
18.1. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) ეგზემპლარად და თითოეულ მათგანს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს;
18.2. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ინახება ,,მიმწოდებელთან’’ მეორე ეგზემპლარი
,,შემსყიდველთან’’
მუხლი 19. რეკვიზიტები
“შემსყიდველი” ა(ა)იპ-„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ საიდენტიფიკაციო კოდი: 245615963 მისამართი: ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი. ტელეფონი: (0422) 27 00 33 სახელმწიფო ხაზინა; შემოსავლის სახაზინო კოდი: TRESGE22 ა/ა№740717520 | „მიმწოდებელი“
საიდენტიფიკაციო კოდი: მისამართი: ტელეფონი: სს „ “ ბანკის კოდი: ა/ა: |
შემსყიდველი მიმწოდებელი
xxxxxx xxxxxx
--------------------