ხელშეკრულება N 2019/102 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ხელშეკრულება N 2019/102 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ქ.თბილისი
ერთის მხრივ სსიპ სოხუმის xxxx xxxxxx ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით, და, შ.პ.ს „თბილისი კარგო სერვისი“ (შემდგომში
„მიმწოდებელი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxx xxxxxxxxxxxx სახით, მეორეს მხრივ, საქართველოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. ტერმინთა განმარტება
1.1. ავიაკომპანია - მოქმედი ქართული და საერთაშორისო სტანადარტების მიხედვით რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს რეგულარულ და არარეგულარულ რეისებს და რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველის ტვირთის/ფოსტის გადაზიდვას. ხელშეკრულების მიზნებისათვის შემსყიდველის ტვირთში/ფოსტაში იგულისხმება ისეთი გზავნილი, რომლის ტვირთგამგზავნად სატვირთო ავიაზედდებულზე (გადაზდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასა და დამკვეთს შორის) გამგზავნად/დაინტერესებულ მხარედ ფიქსირდება შემსყიდველი. ასევე, ჩამოსული ტვირთის შემთხვევაში სატვირთო ავიაზედდებულზე ტვირთმიმღებად/დაინტერესებულ მხარედ ფიქსირდება შემსყიდველი.
1.2. სატვირთო ტერმინალი - შ.პ.ს. „თბილისი კარგო სერვისი“-ს საავიაციო სატვირთო ტერმინალი, რომელიც გამოიყენება ავიაკომპანიების რეისებით ჩამოსული ან გასაგზავნი ფოსტის/ტვირთების გადასამუშავებლად.
1.3. სატვირთო-სატერმინალო მომსახურება - მიმწოდებლის მიერ ავიაკომპანიისათვის გაწეული მომსახურება, რომელზეც მიმწოდებელს დაწესებული აქვს საფასური და რომლის გადახდაც შესაძლოა დაეკისროს შემსყიდველს ტვირთის ავიაკომპანიის რეისზე გაგზავნისას ან ავიაკომპანიის რეისით ჩამოსული ტვირთის მიმწოდებლის სატვირთო ტერმინალიდან მიღებისას.
1.4. ჩამოსული ტვირთი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდით ჩამოსული ტვირთი, რომლის სატრანსპორტო ავიაზედდებულში ტვირთის მიმღებად ან/და გადაზიდვაში დაინტერესებულ პირად წარმოდგენილია შემსყიდველი.
1.5. გასაგზავნი ტვირთი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საჰაერო ხომალდით გასაგზავნი შემსყიდველის ტვირთი, რომლის სატრანსპორტო ავიაზედდებულში ტვირთის გამგზავნად ან/და გადაზიდვაში დაინტერესებულ პირად წარმოდგენილია შემსყიდველი.
2. ხელშეკრულების საგანი
ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემსყიდველი მიმწოდებლისგან შეისყიდის კლასიფიკატორის კოდით CPV63100000 გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ: საჰაერო გზით ავიაკომპანიის მიერ ჩამოტანილი ტვირთის/ფოსტის (ავიაზედდებული: 07137830) სატვირთო-სატერმინალო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ამ ხელშეკრულების ღირებულებაა 201.04 (ორას ერთი ლარი და 04 თეთრი) ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით. გაწეული მომსახურებაზე ფაქტობრივად გადასახდელი თანხა დაზუსტდება მიღება-ჩაბარების აქტით.
3.2. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისგან შესყიდულ მომსახურებაზე ანგარიშსწორება ხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გაწეული მომსახურებების საფასურის შესაბამისად.
4. მხარეთა ვალდებულებები
4.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
4.1.1. ავიაკომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოს დამვკეთის მიერ შესაბამისად უფლებამოსილ პირზე ტვირთის ტერმინალიდან გაცემა.
4.2. შემსყიდველი ვალდებულია:
4.2.1. დროებით შენახვაზე ან/და საწყობის რეჟიმში სატვირთო საწყობში შემოიტანოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ტვირთი.
4.2.2. აანაზღაუროს გაწეული მომსახურების ღირებულების საფასური ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების პირობების მიხედვით.
5. მომსახურების გაწევის პირობები და ვადები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს დამკვეთისათვის ჩამოსული ტვირთის მიღების დღიდან დამკვეთის(ან მისი წარმომადგენლის) მიერ ტვირთის მიმწოდებლის ტერმინალიდან გატანის მომენტამდე.
5.2. მომსახურების მიწოდების ადგილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1. გაწეული მომსახურების ხელშეკრულებით შეთანხმებულ მოთხოვნებთან და პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი იტოვებს უფლებას განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირება.
6.2. ინსპექტირების განხორციელების უფლება გააჩნია შემსყიდველის მიერ აღჭურვილ პირს/პირებს, ინსპექირების განხორციელებაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლისვის წარდგენის საფუ-ძველზე.
6.3. ინსპექტირების განხორციელებია შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ ნაკისრი მოვალეობის შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
7. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
7.1. მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს აღიარებულ სტანდარტებს. მომსახურების უხარისხობის შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზს, ხოლო მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველოფს შესყიდვის ობიექტის ნაკლის დაფარვას შემსყიდველის ინტერესების გათვალისწინებით.
8. მიღება-ჩაბარების წესი
8.1. ხელშეკრულების ობიექტი ჩაითვლება მიღებულად სათანადო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე.
8.2. მიღება-ჩაბარების თითოეული ეტაპის წინ განხორციელდება მოწოდებული მომსახურების საბოლოო შემოწმება, რომელსაც განახორციელებს შემსყიდველის მიერ სპეციალურად შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
8.3. მიღება-ჩაბარების აქტებს შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელი, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
8.4. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მომწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს სასაქონლო ზედდებულს, ასევე, მიწოდებული მომსახურების დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების ამსახველ და სხვა აუცილებელ დოკუმენტაციას.
8.5. სამუშაოს მიღება-ჩაბარება ხორციელდება ავიაზედდებულში მითითებული ადგილების რაოდენობით ან ფაქტიურად მიღებული და დაფიქსირებული ადგილებით, ასევე შესრულებული მომსახურების მიხედვით.
9. ანგარიშსწორების პირობები
9.1. ანგარიშსწორება ხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
9.2. ანგარიშსწორება წარმოებს ქართულ ლარში.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
10.1. მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე. ხელშეკრულების არაჯეროვან ან ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
11. ფორს-მაჟორი
11.1. ფორს-მაჟორის პირობებში მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის, ფორს-მაჟორში იგულისხმება ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობა ისეთი შემთხვევების გამო, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება შეუძლებელი იყო (ომი, სტიქიური უბედურობები, ეპიდემიები და ა.შ.). ფორს-მაჟორულ სიტუაციაში არ ჩაითვლება შემსყიდველისათვის ბიუჯეტის ასიგნებების, დაფინანსების მკვეთრი შემცირება ან შეწყვეტა.
12. ხელშეკრულების ვადები
12.1. ხელშეკრულება ძალაში შედის 2019 წლის 8 ნოემბრიდან და წყდება მხარეთა შორის ვალდებულებათა სრულად შესრულებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.
12.2. ხელშეკრულების გაგრძელება ხდება მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დანართის სახით დაერთვის ხელშეკრულებას და არის მისი განუყოფელი ნაწილი.
12.3. მხარეები იტოვებენ უფლებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს ცალმხრივად გაწყვიტონ ურთიერთობა. ურთიერთობის გაწყვეტა მოხდება მხოლოდ მხარეთა შორის სრული ანგარიშსწორების შემდეგ.
13. გამოსაყენებელი სამართალი და დავები
13.1. მხარეთა შორის სადავო საკითხები გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, ხოლო, თუ დავის წარმოქმნიდან 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, მაშინ მხარეებს აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს.
13.2. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განმარტებულ იქნება საქართველოს კნონმდებლობის მიხედვით.
14. დასკვნითი დებულებები
14.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა მოხდეს მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე და დანართის სახით დაერთოს ხელშეკრულებას.
14.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.
15. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
სსიპ სოხუმის xxxx xxxxxx შ.პ.ს. „თბილისი კარგო სერვისი“ ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი
ს.კ. 245250821 ს.კ. 208163949
xxxx xxxxxxxxxx სახელობის
მის: მინდელის 7, თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
საქართველო 0158 თბილისი, საქართველო
ტელ: 000-00-00, 000-00-00
ელ.ფოსტა: xxxxxxxx_xxxxxxxxx@xxxx.xxx საბანკო რეკვიზიტები:
სს“ თიბისი ბანკი“
XXXXXX00
ანგ: XX00XX0000000000000000
xxxxx xxxxxxxx xxxxx xxxxxxxxxxx