საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N000000.001-000 00.00.2022წ.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ხაზი
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N000000.001-000 00.00.2022წ.
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ინდექსირებული
• კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = რეფინანსირების განაკვეთს + %
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = %
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
ფინანსური ხარჯები
• ყოველთვიური შენატანები (პროცენტი) = ლარი
• ვადის ბოლოს შენატანი = ლარი
• საკრედიტო ხაზის ათვისების საკომისიო = ლარი
• ბანკომატიდან/ფილიალიდან თანხის განაღდების საკომისიო = ლარი
• სანოტარო ხარჯი = ლარი
• იპოთეკის რეგისტრაცია = ლარი
• იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია = ლარი
• გირავნობის რეგისტრაცია = ლარი
• გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია = ლარი
• დაზღვევის ღირებულება = %
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
• საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა = ლარი
• მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა = ლარი
• საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა = თვე
• საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა = თვე
• საკომისიო საკრედიტო ხაზის წინსწრებით (ვადაზე ადრე) დაფარვისათვის ან სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების შემთხვევაში = გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი ვადა და 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა.
• ვადაგადაცილების პირგასამტეხლო = ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ
დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა.
• საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ვალდებულების დასაფარად შემოტანილი ან ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ – კრედიტზე დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა.
• მსესხებელი იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ბანკისთვის მისაღები ფორმით წარუდგენს ბანკს ყოველკვარტალურ ანგარიშგებებს.
• ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე მსესხებელს არ აქვს უფლება: ა) გენერალური ხელშეკრულების
მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირთა სასარგებლოდ დააგირავოს ან იპოთეკით დატვირთოს აქტივები, რომლებიც უკვე დატვირთულია იპოთეკით ან დაგირავებულია სს „პაშა ბანკი საქართველო- ს სასარგებლოდ; ბ) გასცეს ნებისმიერ პირზე ფინანსური ან სხვა სახის გარანტიები; გ) იკისროს საპროცენტო სარგებლის მქონე რაიმე დამატებითი ვალდებულება; დ) მესამე პირთა სასარგებლოდ დააგირავოს/დატვირთოს თავისი აქტივები; ე) გაანაწილოს და გასცეს დივიდენდები ან მოახდინოს აქციონერების, დამფუძნებლების სხვაგვარი კომპენსაცია საკუთარი მოგებიდან; ვ) განახორციელოს რეორგანიზაცია, გაყოფა, გამოყოფა, მიერთება, გაერთიანება ან სხვა სახის ცვლილება; ზ) განახორციელოს დამფუძნებლის სტრუქტურის, წესდების ან სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება, რის შედეგადაც ხდება მმართველი ორგანოს წევრების, ხელმძღვანელების ან კონტროლის ცვლილება; თ) კრედიტის ვადის განმავლობაში მოახდინოს აქციონერების/პარტნიორებისაგან ან დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების დაფარვა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს უკვე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების ცვლილებები ბანკისთვის მისაღები ფორმით; ი) განახორციელოს კაპიტალური დაბანდებები ან ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიცია; კ) მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს კრედიტის მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე.
• ზემოხსენებული პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება მსესხებლთან შეთანხმებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს 2%-ის ოდენობით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში ან მოახდინოს სესხის სრული თანხის ან დარჩენილი თანხის დაბრუნება ბანკის მოთხოვნიდან ორი თვის განმავლობაში.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. ინდექსის მაჩვენებლის წლის განმავლობაში შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = %
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, გარდა მსესხებლის სასარგებლოდ განხორციელებული ცვლილებისა, მსესხებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მისამართზე: xxxxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xx
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N 00000.001-000 საქართველო, ქ. თბილისი 00.00.2022წ. მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები 1.1. ბანკი: 1.2. მსესხებელი: მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი 2.1. წინამდებარე საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) ბანკი იღებს ვალდებულებას მსესხებელზე გახსნას საკრედიტო ხაზი, რომელიც წარმოადგენს თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მსესხებელი უფლებამოსილია პერიოდულად მოითხოვოს კრედიტის თანხის ათვისება (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის) და ვალდებულია წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს ხელშეკრულებით და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ვადებში. მუხლი 3. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დადების საფუძველი 3.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში - გენერალური ხელშეკრულება) საფუძველზე, რომლის გაფორმების თარიღი და ნომერი მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტში. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაზე სრულად გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები და ყველა სხვა პირობები, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს გენერალური ხელშეკრულების ყველა მუხლს. 3.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დადება/ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ მსესხებლის კრედიტით სარგებლობის უფლების მინიჭებას და კრედიტის თანხის ფაქტობრივ გაცემამდე ბანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს მსესხებელს კრედიტის თანხით სარგებლობაზე. მუხლი 4. საკრედიტო ხაზის პირობები | ||
4.1. გენერალური ხელშეკრულების ნომერი და ამოქმედების თარიღი: | N 0000000.001 00.00.2022წ. | |
1.1.1. საფირმო სახელწოდება: | სააქციო საზოგადოება „პაშა ბანკი საქართველო“ |
1.1.2. რეგისტრაციის ფორმა: | კომერციული ბანკი |
1.1.3. საიდენტიფიკაციო ნომერი: | 404433671 |
1.1.4. იურიდიული მისამართი: | საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, xxxx xxxxxxxxxx გამზირი, N37მ |
1.1.5. ფაქტობრივი მისამართი: | |
1.1.6. წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |
1.1.7. წარმომადგენლობა: | მინდობილობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი -; სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი - |
1.1.8. xxxxxxxx: | + 995 (322) 265 000 |
1.1.9. ელ.ფოსტა: |
1.2.1. სახელი, გვარი/საფირმო სახელწოდება: | |
1.2.2. პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: | |
1.2.3. იურიდიული მისამართი: | |
1.2.4. ფაქტობრივი მისამართი: | |
1.2.5. წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |
1.2.6. წარმომადგენლობა: | |
1.2.7. ტელეფონი: | |
1.2.8. ელ.ფოსტა: |
4.2. საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა: | ლარი | ||
4.3. საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა: | თვე | ||
4.4. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | თვე | ||
4.5. კრედიტის ტიპი: | საკრედიტო ხაზი | ||
4.6. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ინდექსირებული | ||
4.7. საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე წლიურად დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: | ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთს და გაანგარიშებულია შემდეგი წესით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს (საჯარო ინდექსი) დამატებული ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი - -%, მაგრამ არანაკლებ --%-ისა. ა) მსესხებელს საშუალება აქვს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი (საჯარო ინდექსი) იხილოს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე: xxx.xxx.xxx.xx ბ) საჯარო ინდექსის გაუქმების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად განსაზღვროს საჯარო ინდექსი, რომლის შესაბამისადაც მოხდება საპროცენტო სარგებლის ფორმირება ან საპროცენტო განაკვეთი შეიძენს ფიქსირებულ ხასიათს და განისაზღვრება იმ ოდენობით რა ოდენობითაც იყო საჯარო ინდექსის გაუქმების მომენტისათვის. აღნიშნულის თაობაზე ბანკი შეატყობინებს მსესხებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებით. გ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის (საჯარო ინდექსის) გაზრდიდან მომდევნო საბანკო დღეს ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნული ცვლილება ავტომატურად აისახება გადახდის გრაფიკში და მსესხებელი ვალდებულია გადახდები განახორციელოს შეცვლილი გრაფიკის შესაბამისად, გრაფიკის ცვლილების ნამდვილობისათვის არ არის საჭირო მსესხებლის დამატებითი თანხმობა. დ) საჯარო ინდექსის ცვლილების (გაზრდის) შესახებ მსესხებელს ინფორმაცია მიეწოდება წერილობით/ ელექტრონული ფოსტით/ინერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ცვლილების ძალაში შესვლიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის (საჯარო ინდექსის) შემცირების შემთხვევაში მცირდება საპროცენტო განაკვეთიც, მაგრამ იმ წინაპირობით რომ შემცირების მინიმალური ზღვარს წარმოადგენს წლიური --- %. | ||
4.8. საკრედიტო ხაზის ფარგლებში აუთვისებელ კრედიტის თანხაზე წლიურად დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: | % | ||
4.9. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | % | ||
4.10. ინდექსის მაჩვენებლის წლის განმავლობაში შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში | % |
გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | |||
4.11. კრედიტის გასატანი თანხა ფინანსური ხარჯების გამოკლებით: | ლარი | ||
4.12. მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | ლარი | ||
4.13. ფინანსური ხარჯები: | • ყოველთვიური შენატანები (პროცენტი) = ლარი • ვადის ბოლოს შენატანი = ლარი • საკრედიტო ხაზის ათვისების საკომისიო = კრედიტის ათვისების საკომისიო შეადგენს კრედიტის სრული თანხის 0.5 %, რომლის გადახდა მოხდება მსესხებლის ანგარიშზე კრედიტის თანხის გადარიცხვისას. აღნიშნული საკომისიო დაბრუნებას არ ექვემდებარება. • ბანკომატიდან/ფილიალიდან თანხის განაღდების საკომისიო = % • სანოტარო ხარჯი = ლარი • იპოთეკის რეგისტრაცია = ლარი • იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია = ლარი • გირავნობის რეგისტრაცია = ლარი • გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია = ლარი • დაზღვევის ღირებულება = % | ||
4.14. ათვისებულ საკრედიტო ხაზის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა: | ათვისებული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაიფაროს ყოველი თვის -- რიცხვში, ძირითადი თანხის სრული დაფარვა განხორციელდეს საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის ბოლოს. | ||
4.15. საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების ან/და ვადამდე დაფარვის საკომისიო: | გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი ვადა და 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა. | ||
4.16. საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე ან/და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო: | ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. | ||
4.17. საკრედიტო ხაზის ათვისების ვადა: | ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის ბოლო წინა საბანკო დღე. | ||
4.18. საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა: | |||
4.19. განსაკუთრებული პირობები: | 1.მსესხებელი იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ბანკისთვის მისაღები ფორმით წარუდგენს ბანკს ყოველკვარტალურ ანგარიშგებებს. 2.ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე მსესხებელს არ აქვს უფლება: ა) გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირთა სასარგებლოდ დააგირავოს ან |
იპოთეკით დატვირთოს აქტივები, რომლებიც უკვე დატვირთულია იპოთეკით ან დაგირავებულია სს „პაშა ბანკი საქართველო“-ს სასარგებლოდ; ბ) გასცეს ნებისმიერ პირზე ფინანსური ან სხვა სახის გარანტიები; გ) იკისროს საპროცენტო სარგებლის მქონე რაიმე დამატებითი ვალდებულება; დ) მესამე პირთა სასარგებლოდ დააგირავოს თავისი აქტივები; ე) გაანაწილოს და გასცეს დივიდენდები ან მოახდინოს აქციონერების, დამფუძნებლების სხვაგვარი კომპენსაცია საკუთარი მოგებიდან; ვ) განახორციელოს რეორგანიზაცია, გაყოფა, გამოყოფა, მიერთება, გაერთიანება ან სხვა სახის ცვლილება; ზ) განახორციელოს დამფუძნებლის სტრუქტურის, წესდების ან სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება, რის შედეგადაც ხდება მმართველი ორგანოს წევრების, ხელმძღვანელების ან კონტროლის ცვლილება; თ) კრედიტის ვადის განმავლობაში მოახდინოს აქციონერების/პარტნიორებისაგან ან დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების დაფარვა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს უკვე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების ცვლილებები ბანკისთვის მისაღები ფორმით; ი) განახორციელოს კაპიტალური დაბანდებები ან ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიცია; კ) მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს კრედიტის მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე. 3.მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის მიერ გაცემული ნებისმიერი შეთანხმებული პირობის ან/და გაცემული გარანტიის ან/და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება მსესხებლის მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სანქცია, საკუთარი შეხედულების მიხედვით: ა) შეთანხმებულ კრედიტის საპროცენტო განაკვეთს ჯარიმის სახით დაემატება წლიური საპროცენტო სარგებელი 2%-ის ოდენობით. დარღვეული პირობ(ებ)ის გამოსწორების შემთხვევაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი დაიწევს იმდენივე პროცენტით, რამდენი პროცენტის დამატებაც მოხდა მხარეთა შეთანხმებული პირობების დარღვევის გამო. ბ) მოხდება სესხის სრული თანხის ან დარჩენილი თანხის დაბრუნება ბანკის მოთხოვნიდან ორი თვის განმავლობაში. | |||
4.19. სპეციფიკური პირობები: | |||
მუხლი 5. კრედიტით სარგებლობის დამატებითი პირობები 5.1. მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად (მათ შორის, თუ მსესხებელი სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და ამ პერიოდის განმავლობაში) შემოტანილი ან ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ - დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ – კრედიტზე დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. ამასთან, მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს აღნიშნული რიგითობა. 5.1.1. თუ მსესხებელი სარგებლობს საშეღავათო პერიოდით საპროცენტო სარგებლის გადახდისათვის, აღნიშნული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდება კრედიტის დარჩენილ ვადაზე და მსესხებლის მიერ გადაიხდება 4.14. პუნქტის შესაბამისად, სხვა გადასახდელებთან ერთად. ამასთან, მსესხებლის მიერ კრედიტის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად |
დაფაროს, მათ შორის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული გადაუხდელი საპროცენტო სარგებელიც.
5.2. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, მსესხებელი აცხადებს წინასწარ თანხმობას შემდეგზე:
5.2.1. თუ მსესხებელი სარგებლობს სხვადასხვა საკრედიტო/საფინანსო პროდუქტით და მის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად დასაფარად, მსესხებელი ვალდებულია დაუკავშირდეს ბანკს სამუშაო დღის ბოლომდე (18.00 საათამდე) და აცნობოს (შეტყობინების ბანკისათვის მიწოდება დასაშვებია, როგორც წერილობით (ფილიალი/ინტერნეტ ბანკის შეტყობინება), ისე, ზეპირად, ბანკის ქოლცენტრის მეშვეობით) თუ რომელი ვალდებულების დაფარვა სურს უპირატესად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიფარება ის ვალდებულება, რომლის ნარჩენი თანხაც ნაკლებია.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ანგარიშზე განთავსებული იქნება კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხა, კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად არ განხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელის მიერ აუცილებელია წერილობითი განაცხადის წარმოდგენა ან ინტერნეტბანკის საშუალებით მოთხოვნის დაფიქსირება.
5.4. თუ ნებისმიერი გადახდის დღე დაემთხვევა არასამუშაო - დასვენების ან/და კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღე(ებ)ს, მაშინ გადახდა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.
5.4.1. საბანკო დღე – ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო დღე (ბანკის მიერ განსაზღვრული დასვენების ან/და კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა), რომლის განმავლობაშიც ბანკი ახორციელებს საბანკო მომსახურებას.
5.5. ინფლაციის ზრდის, ეკონომიკური ვარდნის და/ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისას, რომელიც აღემატება 5 პროცენტულ პუნქტს, ასევე სავალუტო რისკის გაზრდის ან/და სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების ან/და ქვეყანაში სხვა ნეგატიური პროცესების გათვალისწინებით, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მსესხებლის დამატებითი თანხმობისა თუ აქცეპტის გარეშე, მსესხებლისათვის შეტყობინების საფუძველზე ( ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის დადგომამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე) შეიტანოს ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებები:
5.5.1. შეამციროს კრედიტის მოცულობა;
5.5.2. შეცვალოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა(ები);
5.5.3. შეცვალოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები;
5.5.4. შეცვალოს ხელშეკრულების სხვა პირობები;
5.6. მსესხებლისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ინტერნეტბანკის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასევე, შესაძლებელია მსესხებელის ინფორმირება როგორც წერილობით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება და ა.შ.).
5.7. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ეთანხმება 5.5. პუნქტით გათვალისწინებულ შეცვლილ პირობებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბანკს და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე 2 (ორი) თვის განმავლობაში, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის დადგომამდე 1 (ერთი) თვის განმავლობაში - ვადამდე დაფაროს მიღებული საბანკო პროდუქტი დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლო საბანკო პროდუქტის ვადამდე დაფარვისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი, არ ისარგებლებს წინამდებარე პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
5.8. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, გარდა მსესხებელის სასარგებლოდ განხორციელებული ცვლილებისა, მსესხებლის, ასევე ხელშეკრულების თავდების, უზრუნველყოფის მესაკუთრის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
5.9. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას, ბანკი განახორციელებს მსესხებლის სასარგებლოდ, ბანკი არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მსესხებელს ცვლილების შესახებ. მსესხებლის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ
ცვლილებას მსესხებელი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. მსესხებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე.
5.10. მსესხებელი ითვალისწინებს, რომ ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების შესახებ, ასევე, კრედიტის შესაძლო გასხვისების შესახებ - ასეთი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მას .5.6. პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალებებით.
5.11. თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
5.12. ათვისებულ საკრედიტო ხაზის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის პერიოდულად გადახდის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ვადის დადგომისას, ბანკი უფლებამოსილია, ბანკში არსებული მსესხებლის ანგარიშებიდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს შესაბამისი თანხები, საჭიროებისას, მათი კრედიტის ვალუტაში კონვერტაციით ბანკში დადგენილი კურსით და აღნიშნული თანხები წარმართოს დავალიანების დასაფარად.
5.13. ბანკის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) გადახდის დავალება მისი ანგარიშიდან თანხის დავალიანების დასაფარად გადარიცხვის შესახებ.
მუხლი 6. დავების გადაწყვეტა
6.1. მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოება და დავა წყდება მოლაპარაკების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ამ მუხლის შესაბამისად:
6.1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 8 000 (რვა ათასი) ლარზე ან მეტია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
6.1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკს უფლება აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს - შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204547348), ისეთ დავებზე სადაც დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 8 000 (რვა ათასი) ლარზე და ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
6.1.4. მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოცემული საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმების შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება შპს
„დავების განმხილველი ცენტრის“ დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 25 000
(ოცდახუთი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
6.1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასევე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების)/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
6.1.6. მხარეები ვთანხმდებით, რომ მხარეებს შორის, ასევე საარბიტრაჟო დაწესებულებას დავების განმხილველი ცენტრს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში შეტყობინება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება მათთვის ჩაბარებულად ითვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ ექნებათ.
6.1.7. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, მათ შორის, საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკისათვის ცნობილ საკონტაქტო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება/გაფრთხილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ასევე, იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე; მუხლი 7. მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა; ხელშეკრულების დარღვევა
7.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.
7.2. მსესხებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ზარალი, რომელიც მას მიადგება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად.
7.3. xxxxx უფლება აქვს შეწყვიტოს მსესხებელთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა (ხელშეკრულების მოქმედება) ან/და მოსთხოვოს მსესხებელს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობისას) და ამ მიზნით საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე და/ან მსესხებლის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გზით, თუ მსესხებელი დაარღვევს წინამდებარე და/ან გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას. ასევე, xxxxxx მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
7.3.1. მსესხებელი დაარღვევს ათვისებულ საკრედიტო ხაზის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ბანკთან შეთანხმებული პერიოდულობით გადახდას ზედიზედ ორჯერ და სრულად არ დაფარავს მიმდინარე
დავალიანებას ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ორკვირიან ვადაში. ათვისებულ საკრედიტო ხაზის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის პერიოდულად გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად;
7.3.2. მსესხებელი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ნებისმიერ სხვა ისეთ ვალდებულებას, რაც საფრთხეს უქმნის ან მომავალში შეუქმნის მსესხებლის მიერ სესხის უკან დაბრუნებას;
7.3.3. არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება მსესხებლის ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულება;
7.3.4. ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა მსესხებელი ან რაც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არსებითად არასწორი, რამაც გამოიწვია ბანკის ფინანსური ზარალი;
7.3.5. ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემის მიზნობრიობის არსებითი დარღვევით.
7.4. ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში მსესხებელს უფლება აქვს მიმართოს ბანკს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად მსესხებელს შეუძლია მიმართოს კონტაქტ ცენტრს (ბანკის სატელეფონო სერვისცენტრი) (+995 322) 26 50 00. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებ-გვერდის (xxx.xxxxxxxxx.xx) საშუალებით. მსესხებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, მსესხებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „პაშა ბანკი საქართველოს“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მსესხებელს ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მსესხებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით. პრეტენზიასთან დაკავშირებით მსესხებელსა და ბანკს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ბანკის შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xx.
7.5. მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
7.5.1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ფინანსურ ხარჯს, ინფორმირებულია კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ და თანახმაა, გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება;
7.5.2. გაცნობიერებული აქვს კრედიტის გადაუხდელობის/კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, ის გარემოება, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით დავალიანების გადაუხდელობის/ნებისმიერი პირობის (გარანტიის) დარღვევის და xxxxxx მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, დააყადაღოს მსესხებელის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და საბანკო ანგარიშები. მსესხებელის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განახორციელოს მსესხებელის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია.
7.6. ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის წინამდებარე ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი დანართ(ებ)ის) ასლ(ებ)ი გადასცეს ხელშეკრულების თავდებს, ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის/იპოთეკის/საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მხარეებს.
7.7. მსესხებელი ითვალისწინებს, რომ ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი
(მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, xxxxxxxxx xxxx X0, 0000).
7.8. ხელშეკრულების ხელმოწერით მსესხებელი ადასურებს, რომ იცნობს გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობას და ეთანხმება მათ. გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ყველა პირობა წარმოადგენენ ერთ მთლიან შეთანხმებას მხარეთა შორის. ხელშეკრულებაში შეტანილი (მათ შორის ცალმხრივად განხორციელებული) ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.9. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მსესხებელს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ბანკს.