CPV –34328200
ხელშეკრულება № რქმ/19-059
მანქანის სამოდერნიზაციო კომპლექტის შესყიდვის შესახებ
CPV –34328200
ქ. თბილისი 11 ოქტომბერი 2019 წელი
ერთის მხრივ შპს ”ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - ”შემსყიდველი”, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის xxxxx xxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ შპს
„ჯი-თი მოტორსი“ (ს/კ 206276340.) შემდგომში - ”მიმწოდებელი”, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვხელმძღვანელობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ~ (შემდგომში – `ხელშეკრულება~) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. ხელშეკრულების ღირებულება~ –საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. `დღე~, `კვირა~, `თვე~ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. `შემსყიდველი” _ ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. `მიმწოდებელი” – პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „შესყიდვის ობიექტი“-ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1. ავტომანქანა xxxx xxxxxxxxx (პიკაპი) კანოპი და ბედლაინერი თანმდევი მომსახურებით (მონტაჟი) დანართი
№1-ს შეაბამისად.
2.2. რაიმე სახის თანმდევი საჭირო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მუშახელისა და აღჭურვილობის დაქირავებას ან/და შეძენას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 4400 (ოთხიათასოთხასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადის ჩათვლით. (დღგ-ს ჩათვლით).
4. ანგრაშისწორების წესი
4.1. ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
4.2. ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო,
4.3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და მიღება-ჩაბარების წესი
5.1. მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით .
5.2. შესყიდვის ობიექტის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს - xxxxx xxxxxxxxxx (ხელშეკრულების ადმინისტრატორი) ტელ: 591542000
6. ხარისხი და გარანტია
6.1. ავტომანქანის კანოპი და ბედლაინერი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი.
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1. შემსყიდველმა შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთანავე უნდა ჩაატაროს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, რომელსაც განახორციელებს შემსყიდველის თანამშრომელი xxxxx xxxxxxxxxx ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მას კონტროლის განხორციელების დროს.
8. მხარეთა უფლება–მოვალეობები
8.1. ,,შემსყიდველი" უფლებამოსილია:
8.1.1. კონტროლის შედეგად „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მიმწოდებელს მითითება ხარვეზის გამოსწორების შესახებ;
8.2. ,,შემსყიდველი" ვალდებულია:
8.2.1. უზრუნველყოს მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით.
8.3. ,,მიმწოდებელი" უფლებამოსილია:
8.3.1. მოსთხოვოს ,,შემსყიდველს" უზრუნველყოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
8.4. ,,მიმწოდებელი" ვალდებულია:
8.4.1. დადგენილ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
9.1. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
10.3. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5%-ს.
10.4. მიმწოდებლის მიერ ხელეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 5%-ის ოდენობით.
10.5. ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რომელიც შეიძლება დაეკისროს მიმწოდებელს, შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) არაუმეტეს 5%-სა.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.2. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კნონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა
12.1. თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
12.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დარჩენილი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12.3. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
12.4. მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე დამრღვევ მხარეს აძლევს 5 სამუშაო დღიან დამატებით ვადას. იმ შემთხვევაში თუ დამატებით ვადაშიც ვერ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო დამრღვევი მხარე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
13. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
13.1. წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
13.2. ამ მუხლის მიზნებისათვის `ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და
მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
13.3. მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
14. სხვა პირობები
14.1. მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზარალს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
14.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
14.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმით იქნება შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
15. დავების გადაწყვეტა
15.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
15.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია მიმართოს საქართველოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
16.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის დასრულებიდან 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
16.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ორი ინახება „შემსყიდველთან“, ხოლო, ერთი „მიმწოდებელთან“.
16.3.
MOTORS
. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
„შემსყიდველი“ შპს ”ჯიარ ქონების მართვა” ს/კ 202460103 მის:ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ.№15 ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxx xxxxxxxxxx გენერალური დირექტორის მოადგილე | „მიმწოდებელი“ შპს „ჯი-თი მოტორსი“ (ს/კ 206276340.) მის: ქ. თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxxx ხეივანი №155. ბანკი: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00, XX00XX0000000000000000 xxxxx xxxxxxxxxx დირექტორი |
Подписано
GR Property цифровой
JI-TI
Подписано цифровой
Manageme nt LLC
подписью: GR Property Management LLC Дата: 2019.10.11
10:45:31 +04'00'
LLC
подписью: JI-TI MOTORS LLC Дата: 2019.10.11
12:04:13 +04'00'
დანართი №1
დასახელება | ზ/ერთეული | რაოდენობა | ერთ.ფასი | ღირებულება დღგ-ს ჩათვლით |
კანოპი-28266 CANOPY RANGER | ცალი | 1 | 3200 | 3200 |
ბედლაინერი-BED LAINER REAR | ცალი | 1 | 1200 | 1200 |
ჯამი დღგ-ს ჩათვლით | 4400 |
ღირებულება მოცემულია მონტაჟის ჩათვლით
თანხა სიტყვიერად: ოთხიათასოთხასი ლარი დღგ-ს ჩათვლით
„შემსყიდველი“ შპს ”ჯიარ ქონების მართვა” ს/კ 202460103 მის:ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ.№15 ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxx xxxxxxxxxx გენერალური დირექტორის მოადგილე | „მიმწოდებელი“ შპს „ჯი-თი მოტორსი“ (ს/კ 206276340.) მის: ქ. თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxxx ხეივანი №155. ბანკი: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00, XX00XX0000000000000000 xxxxx xxxxxxxxxx დირექტორი |
GR Property
Подписано цифровой подписью:
Manageme nt LLC
GR Property Management LLC Дата: 2019.10.11
10:46:19 +04'00'