კონსოლიდირებული ტენდერი № CON210000490)
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
(კონსოლიდირებული ტენდერი № CON210000490)
ქ. თბილისი „---“ „---------------“ 20-- წელი
ერთის მხრივ, (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება), შემდგომში – „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი (თანამდებობის დასახელება), (სახელი, გვარი) სახით და, მეორეს მხრივ, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’’, შემდგომში – „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’’-ს მინდობილი პირის xxxxx xxxxxxxx (პ/ნ 01025006491, თანახმად 28.12.2021-ის მინდობილობისა , ინდ# 87973982207821, რეგ.# 211445896) სახით, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობები“-ს, აგრეთვე „2021, 2022 და 2023 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ნოემბრის №2049 განკარგულებისა და საწვავის 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1.ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე და მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2022 წლის განმავლობაში დიზელის (არაუმეტეს 50 PPM საწვავი) გატანა ავტოგასამარი სადგურიდან სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, CON210000490 კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, თანდართული ყველა დოკუმენტით და დოკუმენტაციით, რომლზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა (შესასყიდი საორიენტაციო რაოდენობა გამრავლებული 1 (ერთი) ლიტრი საწვავის სავარაუდო ფასზე), რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3 დღე, კვირა, თვე - კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
1.4 ,,შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შესყიდვას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების მიხედვით.
1.5 „მიმწოდებელი“ - იურიდიული/ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მომსახურების გაწევას ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების მიხედვით;
1.6 „საქონელი“ – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ობიექტი.
1.7 „დიზელი“ მარკის საწვავი - არაუმეტეს 50 PPM დიზელის ტიპის საწვავი, გატანა ავტოგასამართი სადგურიდან.
1.8 ავტორიზებული ავტომანქანა – შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა, რომელიც უნდა აღიჭურვოს „აგაი“ სისტემის კომპონენტებით.
1.9 ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (შემდგომში – აგაი სისტემა) – სისტემა/საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგად მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე “დიზელის“ ჩასხმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.
1.10 სატენდერო კომისია - საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ნოემბრის N2049 განკარგულების საფუძველზე შექმნილი სატენდერო კომისია;
1.11 სატენდერო დოკუმენტაცია – არაუმეტეს 50 PPM „დიზელის (გატანა ავტოგასამართი სადგურიდან) მარკის საწვავის 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON210000490) სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა თან არ ერთვოდეს ხელშეკრულებას, თუმცა წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.ხელშეკრულების საგანი და შესყიდვის ობიექტი
2.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, შემსყიდველის მიერ „დიზელის“ მარკის საწვავის (ერთჯერადად ან ეტაპობრივად, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, (შემდგომში - საწვავი, რომელიც აკმაყოფილებს „დიზელის’ მარკის საწვავის 2022 წლის კონსოლიდირებული სატენდერო დოკუმენტაციითა და დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს) შესყიდვა. სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული (CON210000490) სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ღირებულებით.
2.2 შესყიდვის ობიექტია „დიზელის“ მარკის საწვავის გატანა ავტოგასამართი სადგურიდან. საორიენტაციო რაოდენობაა --------------- ლიტრი.
3.ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა ------- ლარი.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და საწვავის შენახვის ხარჯებს.
3.3 ხელშეკრულებაში მითითებული შესასყიდი დიზელის მოცულობა, ერთი ლიტრი დიზელის ფასი, ხელშეკრულების ღირებულება და ავტომანქანების რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
4.შესყიდვის ობიექტის ხარისხი, ფასის განსაზღვრა და სხვა პირობები
4.1 მიმწოდებებლი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულებასთან.
4.2 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი საბოლოო ფასიდან გამოითვლება „Z“ აშშ დოლარში, ასეულის სიზუსტით, (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
რომელშიც:
C bid - ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრ დიზელზე (ლარში);
Rnov - აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის 2021 წლის ნოემბრის თვის საშუალო არითმეტიკული;
D - მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი დიზელის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3);
Pnov - PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის 2021 წლის ნოემბრის თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში - პლაცის ნიშნული);
Anov - 2021 წლის ნოემბრის თვეში ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობა ლარებში.
Z და D სიდიდეები უცვლელია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4.3 მიმწოდებელი ახორციელებს ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის 1 ლიტრი დიზელის ნომინალური ღირებულების განსაზღვრას თვის პირველივე სამუშაო დღეს (შემდგომში - ნომინალური ღირებულება - Cnom) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
nom
სადაც, P და R წარმოადგენს მიმდინარეს წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A - მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% - დღგ, ხოლო Z და D – 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს.
4.4 ნავთობპროდუქციის (საწვავის) სპეციფიურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P) ან/და აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლით კურსზე (R) ან/და ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის (A) ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი - C1).
4.5 2022 წლის იანვრის სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 1 ლიტრი დიზელის საბოლოო ფასის (Cbid) ტოლი სიდიდით. ყოველი მომდევნო თვის სახელშეკრულებო ფასი კი გამოითვლება 1 ლიტრი დიზელის ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით, შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:
ა) მიმწოდებელი, ითვალისწინებს რა პლაცის ნიშნულის, აქციზისა და სავალუტო კურსის ცვალებადობას, ყოველი კალენდარული თვის პირველ სამუშაო დღეს,, განსაზღვრავს 1 ლიტრი დიზელის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასს შემდეგი პრინციპის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ A-ს, P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი დიზელის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამზე ნაკლები პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უდრის წინა თვის სახელშეკრულებო ფასს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ A-ს, P-სა და R-ის ცვლილება იწვევს ფორმულით გაანგარიშებული 1 ლიტრი დიზელის ნომინალური ღირებულების (Cnom) სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას წინა თვის სახელშეკრულებო ფასთან მიმართებაში, მაშინ მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი უტოლდება ფორმულით გაანგარიშებული მიმდინარე თვის ნომინალურ ფასს.
ბ) სახელშეკრულებო ფასის დადგენისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი პრინციპი: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი დიზელის საანგარიშო თვის საშუალო არითმეტიკული ფასი წინა კალენდარული თვის შესაბამის მაჩვენებელზე 10%–ზე (ასეულის სიზუსტით) მეტით შემცირებულია, მაშინ მიმდინარე თვის C1 უნდა იყოს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი დიზელის საანგარიშო თვის საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე მინიმუმ 10 თეთრით (0,10 ლარით) ნაკლები, ხოლო თუ 15%–ზე მეტით შემცირებულია – მინიმუმ 5 თეთრით (0,05 ლარით) ნაკლები.
მაგალითი: მიმდინარე თვე არის მარტი, საანგარიშო თვე არის თებერვალი, ხოლო საანგარიშო თვის წინა თვე არის იანვარი. შესაბამისად, თუ მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში თებერვლის თვეში ერთი ლიტრის საშუალო ფასი იანვრის ანალოგიურ ფასთან მიმართებაში შემცირებულია 10%–ზე მეტით, მაშინ მარტის თვის C1 უნდა იყოს თებერვლის თვის საშუალო არითმეტიკულ ფასზე მინიმუმ 10 თეთრით (0,10 ლარით) ნაკლები, ხოლო თუ 15%–მეტით შემცირებულია – მინიმუმ 5 თეთრით (0,05 ლარით) ნაკლები.
4.6 მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის მე-2 პუნქტით A, P და R და საფუძველზე გამოთვლილი 1 ლიტრი დიზელის მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი (C1). ზემოაღნიშნული ფასი დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს მიმწოდებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
4.7 მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე ასევე უნდა განათავსოს ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრულ საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი დიზელის ყოველდღიური ფასის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი დიზელის ყოველდღიური ფასის შესახებ ელექტრონული ფოსტის მისამართზე xxx0000-0000@xxx.xxx.xx
4.8 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის არ ხორციელდება დამატებითი შეთანხმებების სახით მიმდინარე სახელშეკრულებო ფასის ყოველთვიურად ასახვა, ანგარიშსწორების განხორციელებისას ხელშეკრულების მხარეები ხელმძღვანელობენ მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საანგარიშსწორებო ფასით.
4.9 მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, ასევე მის ვებ-გვერდზე განთავსებული, ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე.
4.10 გარდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, მიმწოდებელი ვალდებულია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის გაცემა განახორციელოს „აგაი“ სისტემის მეშვეობით. „აგაი“ სისტემა უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას.
4.11 მიმწოდებელი ვალდებულია საწვავის გაცემა განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც „აგაი“ სისტემის მეშვეობით განხორციელდება ავტორიზებული ავტომანქანის იდენტიფიცირება.
4.12 „აგაი“ სისტემის დამონტაჟებამდე, „დიზელის“ მიწოდება უნდა განხორციელდეს პლასტიკური ბარათების მეშვეობით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადებიდან ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის ---- საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაცია ბარათებით. „აგაი“ სისტემის დანერგვის შემდგომ, „დიზელის“ მარკის საწვავის მიწოდება განახორციელოს აღნიშნული სისტემის მეშვეობით, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საწვავის აგაი სისტემის გარეშე შესყიდვაზე სატენდერო კომისიის შესაბამისი ნებართვის წარდგენის შემთხვევებისა. საწვავის მიღება განხორციელდება ხელშეკრულების №3 დანართით (ავტოგასამართი სადგურების ან/და ნავთობბაზების სია) განსაზღვრულ ავტოგასამართ სადგურებზე.
4.13 აგაის სისტემის გარეშე საწვავის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში.
4.14 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „აგაი“ სისტემის კომპონენტის მონტაჟი განახორციელოს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოხსნა/დემონტაჟი. დაუშვებელია შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს „აგაი“ სისტემის კომპონენტის დემონტაჟი ან/და რაიმე სახის ზემოქმედება. აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზრაურება განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
4.15 მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ღირებულებასთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
4.16 „დიზელის“ მარკის საწვავის მიწოდება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემებრისა.
5. ანგარიშსწორების პირობები
5.1 მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის (C2) მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. საანგარიშსწორებო ფასი გამოქვეყნდება მიმწოდებლისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
5.2 შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრა და ანგარიშწორების პირობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის შესაბამისად.
5.3 ანგარიშსწორებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
5.3.1 ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (შემდგომში - „აგაი“ სისტემის) ან/და საბარათე სისტემის მეშვეობით „დიზელის“ შესყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველთვიურად წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას ელექტრონული ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა მიმდინარე თვის განმავლობაში მიწოდებულ დიზელზე. ასეთი შესყიდვის შემთხვევაში საანგარიშსწორებო ფასის განსაზღვრისას მხარეები ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებას: საანგარიშსწორებო ფასი მინიმუმ 15 თეთრით (0,15 ლარით) ნაკლები უნდა იყოს მიმდინარე თვის განმავლობაში მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული ერთი ლიტრი „დიზელის“ ფასების საშუალო არითმეტიკულ ოდენობაზე (CAV).
მაგალითი: თუ (CAV)-0.15≥C1, საანგარიშსწორებო ფასი უდრის თვის დასაწყისში დადგენილ სახელშეკრულებო ფასს (C1), ხოლო თუ (CAV)-0.15<C1, მაშინ საანგარიშსწორებო ფასი უდრის ((CAV)-0.15) ტოლ სიდიდეს.
5.3.2 არასაბარათე (ტალონის) სისტემით „დიზელის“ შესყიდვისას, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს თითოეულ ჯერზე გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ელექტრონული ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, საწვავის გატანის დღეს. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს ტალონის გატანის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე მინიმუმ 15 თეთრით ნაკლები.
5.4 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს იგი ან უარი თქვას ანგარიშ- ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. არასაბარათე (ტალონი), საბარათე და „აგაი“ სისტემის მეშვეობით „დიზელის“ მიწოდებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ელექტრონული ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
5.5 საანგარიშსწორებო ფასის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი გარემოება: დიზელის შესყიდვისას, მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს თითოეულ ჯერზე გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილ ანგარიშ- ფაქტურას, საწვავის გატანის დღეს. საანგარიშსწორებო ფასი გამოითვლება ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით განსაზღვრული საანგარიშსწორებო ფასის მიხედვით, რომელიც უნდა იყოს საწვავის გატანის დღისათვის მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებულ ფასზე (CR) მინიმუმ 15 თეთრით ნაკლები.
5.6 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის არ ხორციელდება დამატებითი შეთანხმებების სახით მიმდინარე სახელშეკრულებო ფასის ყოველთვიურად ასახვა, ანგარიშსწორების განხორციელებისას ხელშეკრულების მხარეები ხელმძღვანელობენ მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საანგარიშსწორებო ფასით.
5.7 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის იანვრისა.
6. მხარეთა უფლებება - მოვალეობები
6.1 მიმწოდებელი ვალდებულია:
6.1.1 კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან „დიზელის“ მარკის საწვავის გაცემა განახორციელოს მხოლოდ „აგაი“ სისტემის მეშვეობით, გარდა შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. „აგაი“ სისტემა უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის (შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე მყოფი ავტომანქნა, რომელიც უნდა აღიჭურვოს "აგაი" სისტემის კომპონენტებით) საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე „დიზელის“ მარკის საწვავის ჩასხმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.
6.1.2 უზრუნველყოს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ეტაპობრივად, მაგრამ, არაუგვიანეს 2022 წლის 1 -ლი აპრილისა, შემსყიდველი ორგანიზაციების ბალანსზე მყოფი, შესაბამისი დანართით განსაზღვრული ავტომანქანების (ავტორიზებული ავტომანქანების) აღჭურვა „აგაი“ სისტემით.
6.1.3 იმ შემთხვევაში, თუ „დიზელის“ 2022 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა „დიზელის“ 2021 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა, რომელიც ზემოაღნიშნული წლის განმავლობაში „დიზელის“ მიწოდებას ახორციელებდა ,,აგაი“ სისტემის მეშვეობით, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, „დიზელის“ მიწოდება განახორციელოს 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის ფარგლებში დაემატა აგაი სისტემით აღსაჭურვი ავტომანქანების რაოდენობა, ყველა მათგანი აღჭურვოს, არაუგვიანს 2022 წლის 31 იანვრისა, შემსყიდველი ორგანიზაციის განაცხადის საფუძველზე.
6.1.4 იმ შემთხვევაში, თუ „დიზელის“ 2022 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა „დიზელის“ 2019/2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა, რომელიც ზემოაღნიშნულ წლებში „დიზელის“ მიწოდებას ახორციელებდა აგაი სისტემის მეშვეობით, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტორიზებული ავტომანაქანების აღჭურვა არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა.
6.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციისაგან შესაბამისი წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ, ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში, უსასყიდლოდ აღჭურვოს შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ავტორიზებული ავტომანქანა „აგაი“ სისტემით.
6.1.6 აგაი სისტემის მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, არ შეაფერხოს აღნიშნული პროცესი.
6.1.7 აგაი სისტემის კომპონენტების მონტაჟის ან/და დემონტაჟის პროცესის რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სატენდერო კომისიას.
6.1.8 არაუგვიანეს 2023 წლის 31 იანვრისა, საკუთარი ხარჯებით მოახდინოს შემსყიდველის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებული აგაი სისტემის კომპონენტების დემონტაჟი.
6.1.9 შემსყიდველის მიერ ავტოგასამართ სადგურზე პლასტიკური ბარათის ან ტალონის წარდგენისთანავე ან „აგაი“ სისტემის შემთხვევაში – ავტოგასამართ სადგურებზე ავტორიზებული ავტომანქანის მისვლისთანავე უზრუნველყოს ავტომანქანის გამართვა შესაბამისი საწვავით (საწვავის გაცემისას ხურდის სახით თანხის ან ტალონის დაბრუნება არ დაიშვება).
6.1.10 საწვავის აგაი სისტემის, ნომრიანი/უნომრო პლასტიკური ბარათების და ტალონების მეშვეობით ჩასხმის შესაბამისი პროცედურის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სატენდერო კომისიას.
6.1.11 წარუდგინოს ანგარიშ-ფაქტურა შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების 5 მუხლით დადგენილ ვადებში.
6.1.12 სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს შემსყიდველთან, განიხილოს მისი მოსაზრებები, პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული წერილობითი პასუხი ყველა საკითხზე.
6.1.13 უზრუნველყოს შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
6.1.14 არ განახორციელოს საწვავის შემსყიდველისათვის მიწოდება აგაი სისტემის გარეშე, შემსყიდველის მიერ სატენდერო კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის წარდგენის გარეშე.
6.1.15 გაუფორმოს „დიზელის“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ყველა იმ შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც წერილობით მიმართავს მას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე, შემსყიდველის წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საორიენტაციო რაოდენობის საწვავის მიწოდება, ერთჯერადად ან ეტაპობრივად, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე.
6.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
6.2.1 შემსყიდველს შეუჩეროს საწვავის მიწოდება, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 5.4 პუნქტით გათვალისწინებული გადახდის ვადები იქნება დარღვეული.
6.2.2 მოსთხოვოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
6.2.3 უზრუნველყოს საწვავის გაცემა მხოლოდ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ ავტოგასამართ სადგურებზე, მიუხედავად მიმწოდებლის სასაქონლო ნიშნისა.
6.3 შემსყიდველი ვალდებულია:
6.3.1 შემსყიდველი ორგანიზაციის ავტოპარკის შემადგენლობაში სანომრე ნიშნების ან სხვა რაიმე ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს, რათა მიმწოდებელმა დროულად უზრუნველყოს აგაი სისტემასთან ან პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები.
6.3.2 იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტიპის საწვავის 2022 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად არ გამოვლინდა 2021 წლის შესაბამისი ტიპის საწვავის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის კომპონენტის მიმწოდებლისთვის უკან დაბრუნების მიზნით.
6.3.3 აგაი სისტემის კომპონენტების შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში ან მიმწოდებლისათვის უკან დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს აუნაზღაუროს აღნიშნული კომპონენტის საინვოისო ღირებულება.
6.3.4 ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღისა, მიმწოდებელს წერილობით წარუდგინოს ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობა, რომელშიც უნდა ჩაისხას „დიზელის“ მარკის საწვავი, თითოეულ ავტომანქანაზე დაწესებული ლიმიტი და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი.
6.3.5 ავტოპარკის შემადგენლობაში რაიმე ცვლილების, ან სანომრე ნიშნების ცვლილების შემეთხვევაში, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მიმწოდებელს, რათა მიმწოდებელმა დროულად უზრუნველყოს აგაი სისტემასთან ან პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები
6.3.6 აგაი სისტემის კომპონენტების მონტაჟის ან/და დემონტაჟის პროცესის რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სატენდერო კომისიას.
6.3.7 აგაი სისტემის მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, დროულად მიმართოს მიმწოდებელს აგაი სისტემის დამონტაჟებისა და დემონტაჟის მოთხოვნით.
6.3.8 უზრუნველყოს ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება 5.4 პუნქტით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად.
6.3.9 სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს მიმწოდებელთან, განიხილოს მისი მოსაზრებები, პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული წერილობითი პასუხი ყველა საკითხზე.
6.3.10 უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება).
6.3.11 შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მასზე დაკისრებული ვალდებულებები.
6.3.12 საწვავის აგაი სისტემის გარეშე შესყიდვის შემთხვევაში წარუდგინოს მიმწოდებელს სატენდერო კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებრთვა.
6.4 შემსყიდველი უფლებამოსილია:
6.4.1 მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
6.4.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმართოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
6.4.3 ჩაატაროს შემოწმება/კონტროლი (ლაბორატორიული კვლევა ან უფლებამოსილი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა) მიწოდებელი საქონლის ხარისხის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით..
7. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
7.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
7.2 შემსყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 5.4 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევისათვის, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს (ხოლო ასეთი, მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს) პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით.
7.3 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები
8.1 იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება 200 000 (ორასი ათას) ლარს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, - ეროვნულ ვალუტაში. რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მინიმუმ 20 --- წლის ------ ჩათვლით. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის საგარანტიო ვალდებულებები სრულად შესრულდება 20 ----- წლის ------, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დაუბრუნის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
8.2 ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.3 ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2% ის ოდენობით.
8.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს საბანკო გარანტია ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში.
8.5 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
8.6 წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ მცირდება მიმწიდობლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროპორციულად.
9.ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს არაუგვიანეს 2023 წლის 31 იანვრისა.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
11. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
11.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და უშუალო ზემოქმედებას ახდენენ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
11.2 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
11.3 თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო შეწყვიტენ წინამდებარე ხელშეკრულებას, მათ არ აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
11.4 ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დადასტურებულ უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.
12.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
12.1 კონტროლის განმახორციელებელ კომისიას/საამისოდ უფლებამოსილ პირს, ნებისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესრულების ინსპექტირება.
12.2 კონტროლისას ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონტროლის განმახორციელებელმა კომისიამ/საამისოდ უფლებამოსილმა პირმა უნდა შეადგინოს შემოწმების აქტი.
12.3 ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით ან/და სატელეფონო შეტყობინებით აცნობოს მიმწოდებელს აღმოჩენილი ნაკლის შესახებ და მოსთხოვოს აღნიშნულის გამოსწორება ან შეცვლა.
12.4 აქტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება მოწოდებული საქონლის ექსპერტიზა.
12.5 გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა, ცვლილებების შეტანა
13.1 მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
13.2 ხელშეკრულების შესწყვეტის თაობაზე შემსყიდველის მომართვის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, უფლებამოსილია იმსჯელოს კონკრეტული ხელშეკრულების ან/და კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზმიერების პრინციპებით.
13.3 კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი „დიზელის“ ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) „დიზელის“ საორიენტაციო მოცულობაზე.
13.4 სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასყიდი (დარჩენილი) საქონლის ღირებულების 5% ოდენობით.
13.5 შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება:
13.5.1 მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
13.6 ხელშეკრულების ცალკეული პირობების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან.
13.7 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
13.8 წინამდებარე ხელშკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს:
13.8.1 ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, სატენდერო კომისიის რეკომენდაციით.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების შესრულებისას, მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სახვადასხაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
14.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. კონფიდენციალურობა
15.1 მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის საკუთრებას, არ გახადონ მესამე პირთათვის ცნობილი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ითვლება კონფიდენციალურად.
15.2 ვალდებულება კონფიდენციალურობის შესახებ ძალაში რჩება ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც.
16. სხვა პირობები
16.1 არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
16.2 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
16.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე
16.4 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
17. მხარეთა რეკვიზიტები:
მხარეთა რეკვიზიტები:
დანართი №1
202_ წლის “____”_________________” # ______
# |
საქონლის დასახელება |
საქონლის ძირითადი მახასიათებლები |
წარმოშობის ქვეყანა |
საორიენტაციო რაოდენობა (ლიტრი) |
ერთეულის ფასი (ლარი) |
საერთო საორიენტაციო ღირებულება (ლარი) |
მიწოდების ადგილი |
მიწოდების ვადები |
1 |
„დიზელი“
|
„არაუმეტეს 50 პპმ“) |
აზერბაიჯანი |
----------- |
-------- |
-------- |
ავტოგასამართი სადგურები თანდართული სიის მიხედვით |
არაუადრეს 2022 წლის 1 იანვრიდან და არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა |
დანართი №2
ავტომანქანების მონაცემები და საწვავის ლიმიტები (ლიმიტების მოცულობა საორიენტაციო ხასიათს ატარებს და შესაძლებელია შეიცვალოს მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებული წესით, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით და არ საჭიროებს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას)
------------------------
------------------------
------------------------
დანართი №3
შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი’’
ავტოგასამართი სადგურები :
ქ.თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო :
„ფორტუნა“- თბილისი ვაკე-საბურთალო / აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ;
„ბოტანიკა“- დიდუბე ვაკე-საბურთალო / საქართველოს სამხედრო გზა ბოტანიკის ინსტ.მოპ;
„xxxxxxxxxx 1“- თბილისი დიდუბე-ჩუღურეთი / xxxxxxxxxxx ქ. მიონის მიმდ. ტერ;
„ვახუშტი“- თბილისი დიდუბე-ჩუღურეთი/ხოშარაულის, ელიავას. მტკ. მარც. სან. და ვახუშტის ხიდს შორის;
„xxxxxxxxxxx“- თბილისი ვაკე-საბურთალო / თამარაშვილის 12;
„საბურთალო“- თბილისის საბურთალოს რაიონი / საბურთალოს ქ. 18;
„სანაპირო 1“- თბილისის საბურთალოს რაიონი / მტკვრის მარჯვენა სანაპირო ;
„გულია“- თბილისი / გულიას 12;
„ქავთარაძე“ - თბილისი ვაკე-საბურთალო / ქავთარაძის 19
ქ.თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო :
„ლილო“ - თბილისი ისანი-სამგორი / კახეთის გზატკეცილი
„აეროპორტი 1“- თბილისი ისანი-სამგორი / კახეთის გზატკეცილი #44762 ს/ნ;
„აეროპორტი 2“- თბილისი ისანი-სამგორი / სავაჭრო საბითუმო ბაზა ცეკავშირის მიმდ.ტერ;
„დიდუბე“ თბილისი დიდუბე-ჩუღურეთი / მტკვრის მარცხენა სანაპირო გუდაუთის ქ. კვეთაზე;
,,ალიგატორი’’ - თბილისი ისანი-სამგორი / რიტუალების სასახლის მიმდ.;
„გურამიშვილი 1“- თბილისი გლდანი-ნაძალადევი / xxxxxxxxxxxx გამზ. 84;
„გურამიშვილი 2“- თბილისი გლდანი-ნაძალადევი / xxxxxxxxxxxx გამზ.N15 (00.00.00.000/000);
„თბილისის ზღვა“ - თბილისი გლდანი-ნაძალადევი / თბილისის ზღვა 01.12.21.001.108;
„სანაპირო 2“ - თბილისი გლდანი-ნაძალადევი / ქსნის ქ. (არ მისული დიდუბის ხიდთან);
„შეშელიძე 1“- თბილისის გლდანის რაიონი / სარაჯიშვილის ქ.;
„შეშელიძე 2“ - თბილისის გლდანის რაიონი / თ.xxxxxxxxx 34;
ქვემო ქართლი :
„რუსთავი კომპლექსი “- თბილისი, წითელი ხიდის გზატკეცილი მე-19 კმ;
„გარდაბანი“- გარდაბანი, აღმაშენებელის ქ. თბილსრესის მოედნის მ/ტ
„რუსთავი ცენტრი“- რუსთავი, შარტავას გამზირი;
„თელეთი“- გარდაბმის რაიონი, სოფელი წალასყური;
,,ბოლნისი’’ - ბოლნისის რ-ნი, ქალაქი ბოლნისი;
“დმანისი“- დმანისის რ-ნი, შემოსასვლელი მონუმენტის მიმდებარე ;
„მარნეული“ - xxxxxxxx xxxx xxxxxxxxx;
„შულავერი“- მარნეული, ქვემო სარალი;
„სადახლო“- მარნეულის რაიონი, სადახლო;
„მარტყოფი-თბ. შემოვლითი’’ - გარდაბანი, სოფელი მარტყოფი;
კახეთი :
„ჩალაუბანი“- სოფ.ჩალაუბანი;
„ყვარელი“- ყვარელი;
„საგარეჯო“- კახეთის გზატ.N14;
„გომბორი“- ვარდისუბანი (გომბორის მიმართ);
„კაბალი“ სოფ.კაბალი და სოფ.დონას კვეთა;
„ახმეტა“- რუსთაველის ქუჩა;
„დედოფლისწყარო“- დედოფლისწაროს, რუსთაველის #1;
“თელავი“ - ქ. თელავი, აღმაშენებლის 15ა
რაჭა-იმერეთი:
“ზესტაფონი“- ზესტაფონი, xxxxxxxxxxx #16;
„იანეთი“- სამტრედიის რ/ნი სოფ.იანეთი;
„ქუთაისი 1“- ქ.ქუთაისი. xxxxxxxx #16;
„ნიკეა“- ქუთაისი, ნიკეას #8;
„ტყიბული“ - ტყიბული, ტყვარჩელის #17;
,,ამბროლაური’’ - ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქუჩა;
,,ჭიათურა 1“ - ჭიათურა, აბაშიძის #15 ;
„დაფნარი“- სამტრედიის რ/ნი სოფ.დაფნარი;
აჭარა:
„ბარცხანა“- ბათუმი, თამარ მეფის xxxxxxx;
„გონიო“- გონიო, ანდრია პირველწოდებულის ქ 8 ;
„მაკდონალდსი“- ბათუმი, მაკდონალდსი, ხიმშიაშვილის ქ;
„ქედა“- ქედა, ცხემნა;
„ხელვაჩაური“- ხელვაჩაური ,xxxxxx xxxxxxxx გამზ. 144;
„ანგისა“- ქ.ბათუმი, ანგისას დასახლება;
„ბაგრატიონი“- x.xxxxxxxx ქ# 91 (ყოფილი ბაგრატიონის ქ);
„ქობულეთი“- ქობულეთი რუსთაველის ქ 109
ქართლი-ახალციხე:
„გორი“- ცხინვალის გზატკეცილი N8;
„ხაშური“- ხაშური, იმერეთის ქ. N36;
„ბორჯომი“- ბორჯომი, აღმაშენებლის. ქ;
„ურბნისი“- ქარელის რ. სოფ. ურბნისი;
„ახალციხე’’- აბასტუმანის გზატკეცილი;
„ბაკურიანი“- ბორჯომის ქ. N55
მცხეთა-მთიანეთი:
სტეფანწმინდა - ყაზბეგის რაიონი / დაბა სტეფანწმინდა 740111056
გურია-სამეგრელო-სვანეთი:
„ლანჩხუთი“- ლანჩხუთი, სოფ. გვიმბალაური, აღმაშენებლის ხეივანი
„ჩოხატაური“- ჩოხატაური, დუმბაძის №41 ;
„ოზურგეთი“- ოზურგეთი, თაყაიშვილის ქუჩა 48;
„ფოთი 3 “- ფოთი, ლარნაკას ქ;
„ზუგდიდი 1“- სოფ . ჭითაწყარი ;
„სენაკი 1“ - ღვინჯილიას ქ # 4 ;
„ჯვარი“- წალენჯიხის რაიონი, დაბა ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის #85;
,,მესტია’’- დაბა მესტია , xxxxxxxxx ქ #25
ნავთობბაზები :
1. ქ.თბილისი, ქიზიყის ქუჩა # 19-21-23 ;
2. სამტრედია, ბახტაძის ჩიხი 1, #23
3.ქ.თბილისი , ქვემო ალექსეევკა, ალექსეევკის ქუჩა
შემსყიდველი:
დასახელება: ______________________ მის: ______________________________ ს/კ: _______________________________ საბანკო რეკვიზიტები: ______________ ბანკის კოდი: ______________________ ანგარიშის ნომერი: _________________ ტელ: _____________________________
ხელმძღვანელი პირი __________________________________
|
მიმწოდებელი:
შპს „სოკარ xxxxxx xxxxxxxxxx“ მის.: ქ.თბილისი, 300 არაგველის 24 საიდენტიფიკაცო კოდი:202352514 საბანკო რეკვიზიტები: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000 ტელ.: 249 97 57
მინდობილი პირი xxxxx xxxxxxx
|
|
|