ხელშეკრულება N62
ხელშეკრულება N62
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თელავი 07,05,2019
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“, დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxxxx სახით, შემდგომში წოდებული „შემსყიდველი“ და მეორეს მხრივ, ფ.პ. xxxxxx xxxxxxxxxx (20001010485), შემდგომში „მიმწოდებელი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობის ცენტრალური ელექტრომომარაგების ჯიხურთან (ტრანსფორმატორთან) დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელის მოწყობის სამუშაოების შესრულება. იხ. დანართი. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს. მიმწოდებელი ვალდბეულია საგარანტიო პერიოდში აღმოფხვრას ნებისმიერი ხარვეზი და წუნი შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 დღეში.
1.2 შესყიდვის საშუალება: გამარტივებული შესყიდვა.
1.3 შესყიდვის ტიპი: მონეტარული ზღვრის დაცვით.
1.4 კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი: 45310000 -
ელექტროსამონტაჟო სამუშაოები.
1.5 დაფინანსების წყარო: 2019 წლის საკუთარი შემოსავლები.
2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
2.1. ხელშეკრულების ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
2.2. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, ინსპექტირების ჯგუფი, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნდებული შესყიდვის ობიექტი, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს წუნი, იმ შემთხვევაში თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს ღირებულება დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული წუნდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ადგილი
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 3 კალენდარული დღე.
3.2. მიწოდების ადგილი ქ. თელავი, xxxxxxxxxxx N2.
4. მხარეთა უფლება - მოვალეობები
4.1.„შემსყიდველი“ ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული საქონლის/მომსახურების ღირებულება.
4.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია დაუყონებლივ, წერილობითი ფორმით აცნობოს
„მიმწოდებელს“ წუნის შესახებ.
4.3. მიწოდებელი საქონლის/მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. პირობების ცვლილების შემთხვევაში ფორმდება შეთანხმება. 4.4.„მიმწოდებელი“ ვალდებულია გადასცეს „შემსყიდველს“ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება დადგენილ ვადებში;
4.5.ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“ მოქმედებენ „სახელმწიფო
საქართველოს კანონის სრული დაცვით.
5.2. შესყიდვის ობიექტი, ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად ითვლება გაფორმების შემდეგ.
შესყიდვების შესახებ“ მიღება-ჩაბარების აქტის
5.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრისას, „შემსყიდველს“ უფლება აქვს „მიმწოდებლის“ ხარჯზე განახორციელოს აღდგენასთან დაკავშირებული ოპერაციები.
6. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
6.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 2192 (ორიათასასოთხმოცდათორმეტი) ლარს.
6.2. ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს დღგ-ს გარდა.
7. ანგარიშსწორების პირობები
7.1. შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდა ხდება სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.2. მიწოდებული სამუშაოს სრული ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
8. ფორს-მაჟორი
8.1. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი
კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემკვეთსა და/ან შემსრულებელს შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინის და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
8.2. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
9. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან და ძალაშია 2019 წლის 01 აგვისტომდე.
11. სხვა პირობები
11.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
11.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
11.3. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე ელექტრონულად და ინახება მხარეებთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“
შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“
ს.კ. 231184232
ფ.პ. xxxxxx xxxxxxxxxx
მის: ქ. თელავი,
ქ. xxxxxx, xxxxxxxxxxx ქ. N2 პირადი N 20001010485 ბანკი: სს თიბისი ბანკი
დირექტორი ბანკის კოდი: XXXXXX00
xxxxxx xxxxxxxxxxxxxx ანგN XX00XX0000000000000000
xxxxxx xxxxxxxxxx
„შემსყიდველი“
Digitally signed by
LTD Childrens LTD Childrens
Health Center
Health Center
Date: 2019.05.07
17:01:28 +04'00'
„მიმწოდებელი“
Bachiashvili
Giorgi
Digitally signed by Xxxxxx Xxxxxxxxxxxx Date: 2019.05.07
17:00:00 +04'00'