Contract
ხელშეკრულება
ქ. თბილისი 2019წ.
ერთი მხრივ, სსიპ „იუსტიციის სახლი“ (შემდგომში – იუსტიციის სახლი), წარმოდგენილი ----------
------------------------ სახით და მეორე მხრივ ----------------- (შემდგომში – დამკვეთი), წარმოდგენილი -------------------- სახით, შემდგომში ერთობლივად წოდებულნი როგორც – მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულებით თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საფუძველზე იუსტიციის სახლი გადასცემს დამკვეთს იუსტიციის სახლის ფილიალებში (თბილისი; ქუთაისი; ბათუმი; ზუგდიდი; რუსთავი; მარნეული; გორი; ახალციხე; თელავი; გურჯაანი; ფოთი; ოზურგეთი; ყვარელი; თიანეთი; ყაზბეგი; ბორჯომი; ლაგოდეხი; ონი) არსებული რიგის მართვის სისტემიდან ამობეჭდილ ბილეთებზე (შემდგომში - ბილეთებზე) სარეკლამო ინფორმაციის განთავსების უფლებას.
1.2. სარეკლამო ინფორმაციის განთავსების უფლების გადაცემის პირობები, რომელიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, განისაზღვროს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2015 წლის 04 დეკემბრის №2997/ს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამტკიცებული „სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებული რიგის მართვის სისტემიდან ამობეჭდილ ბილეთებზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსების წესის“ შესაბამისად, რომელიც დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2. ხელშეკრულების საფასური და ანგარიშსწორების წესი
2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეკლამო ინფორმაციის განთავსების უფლების გადაცემის თვიური საფასური შეადგენს ---------------------- ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
2.2. ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით, წინასწარ, საანგარიშსწორებო თვის დასაწყისში (არაუგვიანეს 5 (ხუთი) რიცხვისა), უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებაში მითითებულ იუსტიციის სახლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2.3. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა თვის 5 რიცხვის შემდეგ, დამკვეთი ვალდებულია განახორციელოს ანგარიშსწორება ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საანგარიშსწორებო თვის განმავლობაში დარჩენილი დღეების პროპორციულად.
2.4. სარეკლამო ინფორმაციის განთავსების უფლების გადაცემისთვის გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.
2.5. დამკვეთს, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.
მუხლი 3. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
3.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ------------ და მოქმედებს ვადით.
3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნდა განხორციელდეს 2019 წლის ------
-- 2019 წლის ჩათვლით.
მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
4.1. მხარეები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებენ კეთილსინდისიერების, მხარეთა ურთიერთთანამშრომლობისა და გულისხმიერების პრინციპებზე დაყრდნობით. მხარეები ვალდებულნი არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან (კონსულტაციის გაწევით, ურთიერთდახმარებით და სხვ.) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
4.2. იუსტიციის სახლი ვალდებულია:
4.2.1. უზრუნველყოს სარეკლამო ინფორმაციის განთავსებისათვის აუცილებელი ტექნიკისა და კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება;
4.2.2. უზრუნველყოს დამკვეთის მიერ მიწოდებული და მხარეთა შორის შეთანხმებული სარეკლამო ინფორმაციის ბილეთებზე განთავსება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში;
4.2.3. საკუთარ ინფრასტრუქტურასთან (მათ შორის პროგრამულ ინფრასტრუქტურასთან) დაკავშირებული წინასწარ ცნობილი შეფერხების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაზე, აცნობოს დამკვეთს შეფერხებამდე არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე, ხოლო გაუთვალისწინებელი შეფერხების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
4.3. იუსტიციის სახლი უფლებამოსილია:
4.3.1. საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული ფორმით, საკუთარი თანამშრომლების ან სხვა უფლებამოსილი პირების მეშვეობით განახორციელოს კონტროლი დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
4.3.2. გონივრულ ვადაში აცნობოს დამკვეთს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისას აღმოჩენილი რაიმე ნაკლის შესახებ და მოსთხოვოს მას გამოვლენილი ნაკლის ან სხვა შეუსაბამობების აღმოფხვრა, რაც უნდა შესრულდეს ბრალეულის გაჭიანურების გარეშე, მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში.
4.3.3. ბილეთებზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსების შემდგომ, ნებისმიერ დროს განახორციელოს სარეკლამო ინფორმაციის განთავსების შეწყვეტა და მოსთხოვოს დამკვეთს ბილეთებზე სხვა სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. აღნიშნულ საფუძვლით სარეკლამო ინფორმაციის შეწყვეტის შემთხვევაში იუსტიციის სახლს არ დაეკისრება რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება დამკვეთის სასარგებლოდ.
4.3.4. შეუწყვიტოს დამკვეთს სარეკლამო ინფორმაციის განთავსების უფლება, არაუმეტეს 6 (ექვსი) დღის ვადით (აღნიშნული დღეები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ცალ-ცალკე ასევე მიყოლებით), ბილეთებზე საკუთარი ინფორმაციის განთავსების მიზნით, დამკვეთისათვის წინასწარ 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე;
4.3.5. განახორციელოს განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის შეწყვეტა, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადაუხდელობის, არადროული ან არასრული გადახდის შემთხვევაში.
4.4. დამკვეთი ვალდებულია:
4.4.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის სახლისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის გადახდა;
4.4.2. განსათავსებელი სარეკლამო ინფორმაცია და შემდგომში მასში დაგეგმილი ცვლილებები წინასწარ, წერილობით შეათანხმოს იუსტიციის სახლთან ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად;
4.4.3. სარეკლამო ინფორმაციის განთავსება განახორციელოს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონით და აღნიშნულ სფეროში მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით;
4.5. დამკვეთი უფლებამოსილია იუსტიციის სახლის ფილიალებში რიგის მართვის სისტემის გათიშვის შემთხვევაში, მოითხოვოს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უფლების გადაცემის საფასურის გადახდისგან გათავისუფლება, თუ რიგის მართვის სისტემის გათიშვის ვადა დღის განმავლობაში აღემატება 2 (ორი) საათს.
მუხლი 5. განსათავსებელი სარეკლამო ინფორმაციის შეთანხმების წესი
5.1. ბილეთებზე ნებისმიერი სახის სარეკლამო ინფორმაციის განთავსება ხორციელდება იუსტიციის სახლთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
5.2. დამკვეთი ვალდებულია ბილეთებზე განსათავსებელი სარეკლამო ინფორმაცია (სარეკლამო ინფორმაციის დამკვეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარეკლამო ინფორმაციის ზუსტი ნიმუში (გრაფიკული), შინაარსი, ტექსტი, ვიზუალი და ა.შ.) წინასწარ, წერილობითი სახით შეუთანხმოს იუსტიციის სახლს.
5.3. იუსტიციის სახლი დამკვეთის მხრიდან წერილობითი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში ახორციელებს განსათავსებელი სარეკლამო ინფორმაციის შეთანხმებას ან უარს აცხადებს შეთანხმებაზე. იმ შემთხვევაში თუ 5 დღის ვადაში იუსტიციის სახლის მიერ არ იქნება წერილობით დადასტურებული წარმოდგენილი სარეკლამო ინფორმაციის შეთანხმება, აღნიშნული ჩაითვლება უარად სარეკლამო ინფორმაციის განთავსებაზე.
5.4. სარეკლამო ინფორმაციის შეთანხმებისათვის, იუსტიციის სახლი უფლებამოსილია დამკვეთს წინამდებარე მუხლის 5.2. პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, დამატებით მოსთხოვოს სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.
5.5. იუსტიციის სახლს არ ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს სარეკლამო ინფორმაციის შეთანხმებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და საფუძველი.
5.6. იუსტიციის სახლის ფილიალებში ბილეთებზე არ შეიძლება განთავსებულ იქნეს შემდეგი სახის სარეკლამო ინფორმაცია:
ა) დისკრიმინაციული ხასიათის მასალა;
ბ) სიძულვილისკენ ან/და ძალადობისკენ მომწოდებელი მასალა; გ) შეურაცხმყოფელი ან/და უცენზურო მასალა;
დ) სიძულვილის გამომხატველი მესიჯები, რომელიც შეურაცხყოფს ან ემუქრება ჯგუფებს, მათი რასის, კანის ფერის, რელიგიის, ეროვნული წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა თვისებებზე დაყრდნობით;
ე) ნებისმიერი საჯარო დაწესებულებების საჯარო ან/და ლეგიტიმურ მიზნებთან შეუთავსებელი მასალა;
ვ) პოლიტიკური პარტიების პროპაგანდა ან/და ანტიპროპაგანდა;
ზ) რელიგიის, ათეიზმის, სექტების პროპაგანდა ან/და ანტიპროპაგნდა (ნებისმიერი);
თ) სიგარეტის და ალკოჰოლის პროპაგანდა (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით);
ი) აზარტული თამაშების პროპაგანდა; კ) პორნოგრაფია ან/და სიშიშვლე;
ლ) უკანონო ნივთიერებების პროპაგანდა;
მ) საჯარო შეკრებებისკენ მოწოდება;
ნ) ომისა ან/და ტერორიზმის პროპაგანდა;
ო)ნებისმიერი შინაარსის ინფორმაცია, რომელიც ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას
(ანტიპატრიოტული შინაარსი);
პ) აგრესიის და იარაღის პროპაგანდა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკრძალული რეკლამა;
რ) პირდაპირი ან არაპირდაპირი შეტყობინებები საქართველოს ოკუპაციის სასარგებლოდ.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა
6.1. მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე მათ მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ქონებრივი და არაქონებრივი (საქმიანი რეპუტაციის შელახვით გამოწვეული) ზიანის ანაზღაურება.
6.3. ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთს დაეკისრება პირგასამტეხლო იუსტიციის სახლის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
6.4. სარეკლამო ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს. თუ აღნიშნული პრეტენზიის შედეგად რაიმე სახის ზიანი მიადგება იუსტიციის სახლს, დამკვეთი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება.
6.5. მხარეების პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ამ ხელშეკრულების პირობების არასათანადოდ ცოდნით ან გაგებით მხარეთა მიერ.
მუხლი 7. კომუნიკაციის პირობები
7.1. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდება იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ან/და ხელშეკრულების 7.2. მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
7.2. დამკვეთის ელექტრონული ფოსტის მისამართია: ---------------- ხოლო იუსტიციის სახლის ელექტრონული ფოსტის მისამართია: xxxxx@xxx.xxx.xx.
7.3. შეტყობინება მეორე მხარის მიერ მიღებულად ითვლება წერილობითი შეტყობინების იურიდიულ მისამართზე ჩაბარების, ხოლო შეტყობინების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და/ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის შემთხვევაში - ელექტრონული დოკუმენტის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში შესვლის და ადრესატის მიერ მასზე ხელმისაწვდომობის წარმოშობის მომენტიდან.
7.4. თითოეული მხარე ვალდებულია ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით მეორე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია იურიდიული მისამართ(ებ)ის შეცვლის ან მისამართის დამატების შესახებ, რაც სავალდებულოა მეორე მხარისათვის მიწოდების მომენტიდან, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა შესაბამისი ცვლილება ხელშეკრულების ტექსტში. ასეთ შემთხვევაში მიწოდებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
8.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე საომარი მოქმედებები თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე.
8.2. მხარე, რომელსაც შეექმნა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების შესრულებას, სამი კალენდარული დღის ვადაში აცნობებს ხელშეკრულების მეორე მხარეს ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზებს და მათი შესრულების მოსალოდნელ თარიღს, რის შემდეგაც, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გადაიდოს შესაბამისი გარემოების გაგრძელების ვადით.
მუხლი 9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და შეწყვეტა
9.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა დასაშვებია მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმებით.
9.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმებით ან ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლით.
9.3. მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, თუ მეორე მხარის მიერ კანონმდებლობის ან სახელშეკრულებო ვალდებულებათა უხეში ან/და მრავალჯერადი დარღვევის გამო ხარისხიანად ვერ ხორციელდება მომსახურება, ასევე კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საფუძვლის არსებობისას.
9.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარე წერილობით შეატყობინებს ვალდებულების დარღვევის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნულის აღმოსაფხვრელად.
9.5. იმ შემთხვევაში თუ მხარე წინამდებარე მუხლის 9.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულების შესრულებას, მეორე მხარე უფლებამოსილია, ყოველგვარი დამატებითი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან და აღნიშნულის თაობაზე მიაწოდოს ინფორმაცია მეორე მხარეს.
9.6. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ურთიერთმოთხოვნები, შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნული მოთხოვნების გაქვითვა. ვალდებულებათა გაქვითვა განხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. იმ შემთხვევაში თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
მუხლი 10. დავის გადაწყვეტის წესი
10.1. ამ ხელშეკრულებასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ყოველგვარი დავა ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით.
10.2. თუ მხარეები მოლაპარაკებების დაწყებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ დავა, ასეთ შემთხვევაში თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. სხვა პირობები
11.1. საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
11.2. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
11.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
11.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა, რომელთაგან თითო ეგზემპლარი ინახება თითოეულ მხარესთან.
11.5. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.