3.2 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ბათუმი. ბაქოს ქუჩა N 8.
ხელშეკრულება № 15
ქ. თბილისი 15 ივლისი 2019 წელი
ერთი მხრივ სს „აჭარის წყლის ალიანსი “ წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxx xxxxxxxxx სახით (შემდგომში „მომხმარებელი“) და მეორე მხრივ, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში „შემსრულებელი“/„აკადემია”), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით, საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - მომხმარებელსა და აკადემიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართულია ყველა დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა აკადემიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.4 „მომხმარებელი“ - პირადი საჭიროებისათვის მომსახურების შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე, დაინტერესებული მხარე;
1.5 ,,მსმენელი“ - მომხამრებლის მიერ წარმოდგენილი კანდიდატ(ებ)ი;
1.6 „აკადემია” - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში;
1.7 „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
2. ხელშეკრულების საგანი:
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 30 (ოცდაათი) საათიანი ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება თემაზე:
„ფინანსური ანგარიშგების საერათშორისო სტანდარტები, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის IFRS for SME“, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებისათვის - xxxxxxxx xxxxxxxx, xxxxxxx xxxxxxx;
3. მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი
3.1 მომსახურების გაწევის ვადები: 2019 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
3.2 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ბათუმი. xxxxx xxxx X 0.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1,200.00 (ერთიათასორას) ლარს;
4.2 ერთი მსმენელისათვის ტრენინგის ჩატარების ღირებულება შეადგენს 600 (ექვსასი ლარი);
4.3 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს გასაწევ მომსახურებსთან დაკავშირებულ მომხმარებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს ;
4.4 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ღირებულების შეცვლა შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
5.1 აკადემია უფლებამოსილია:
5.1.1 სასწავლო პროცესი წარმართოს აკადემიაში დანერგილი მეთოდოლოგიის, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი სხვა ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
5.1.2 განსაზღვროს/დაადგინოს შუალედური ან/და საბოლოო, შემაჯამებელი გამოცდების გამსვლელი ქულები (გამსვლელი ქულების ზღვარი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5.1.3 მსმენელის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები „სასწავლო პროცესების მარეგურილებელი ინსტრუქციის“ შესაბამისად;
5.1.4 სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით დაადგინოს სასწავლო კურსის გავლისათვის სავალდებულო მოთხოვნები და პირობები;
5.1.5 სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;
5.2 მომხმარებელი უფლებამოსილია:
5.2.1 მოითხოვოს ახსნა-განმარტება ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.3 პუნქტით განსაზღვრული შედეგების დადგომისას.
5.2.2 მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
5.3 აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს:
5.3.1 „სასწავლო პროცესების მარეგურილებელი ინსტრუქციის“ გაცნობა მსმენელ(ებ)ისთვის. „სასწავლო პროცესების მარეგურილებელი ინსტრუქცია“ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
5.3.2 ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის ორგანიზება და ჩატარება - ქ. ბათუმი, xxxxx xxxx X 0
5.3.3 მსმენელი შესაბამისი სასწავლო მასალით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5.3.4 გასცეს შესაბამისი სერთიფიკატები მსმენელის მიერ, სასწავლო პროგრამის (სასწავლო ხასიათის პროექტის) მხოლოდ
„სასწავლო პროცესების მარეგურილებელი ინსტრუქციით“ დადგენილი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში;
5.3.5 განიხილოს მსმენელის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე;
5.3.6 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები
5.4 მომხმარებელი ვალდებულია:
5.4.1 უზრუნველყოს ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული სწავლების საფასურის გადახდა სასწავლო კურსის დაწყებიდან ერთი დღის ვადაში.
5.4.2 უზრუნველყოს მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გაუფრთხილდნენ აკადემიის პრესტიჟს და დაიცვან აკადემიის მიერ დადგენილი ქცევის წესები და სხვა შიდარეგულაციებით დადგენილი ნორმები;
5.4.3 აკადემიის შიდარეგულაციებით დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში სრულად აუნაზღაუროს დადგენილი სანქციებით განსაზღვრული სახდელები.
5.4.4 უზრუნველყოს მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები სათანადოდ მოეპყრონ აკადემიის ინვენტარსა და ტექნიკურ მოწყობილობებს, ზიანის მიყენების შემთხვევაში სრულად აანაზღაუროს მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
5.4.5 წერილობითი ფორმით აცნობოს შემსრულებელს/აკადემიას მე-2 მუხლის 2.1 პუნქტში მითითებული კანდიდატ(ებ)ის შეცვლის შესახებ სასწავლო პროცესის დაწყებამდე (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაწყებამდე) არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. სხვა შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანხის სრულად დაფარვა;
5.4.6 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები და იმოქმედოს „სასწავლო პროცესების მარეგურილებელი ინსტრუქციის“ შესაბამისად.
6. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
6.1 მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, გაწეული მომსახურების მიღების შემდეგ მხარეთა შორის ხელის მოწერით;
7. ანგარიშსწორება
7.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
7.1.1 ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
7.1.2 ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული აკადემიის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
7.2 მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით განსაზღვრული სწავლების საფასურის გადახდა ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4 პუნქტის 5.4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად.
8. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
8.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
8.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად არ განიხილება, ისეთი შემთხვევები, როდესაც შემსრულებლისაგან/აკადემიისგან დამოუკიდებელი მიზეზ(ებ)ის გამო, მსმენელი არ დაესწრება სასწავლო პროგრამას, ვერ დააკმაყოფილებს სასწავლო პროგრამის მოთხოვნებს და ვერ მიიღებს შესაბამისი სასწვალო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
9.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
10. დავების გადაწყვეტა
10.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
10.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში „მომხმარებელი“ და „აკადემია“ ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია, მიმართოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
11. ხელშეკრულების შეწყვეტა
11.1 მხარეები უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ხელშეკრულება ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.3 ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.4 მომხმარებლის მიერ, შემსრულებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა მომხმარებელს უკან არ დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა სასწავლო პროცესის რა ეტაპზე მოხდა წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2019 წლის 16 ივლისიდან და მოქმედებს 2019 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
13. ფორს-მაჟორი
13.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
13.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მომხმარებლის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
13.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
14. სხვა პირობები
14.1 ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა აკადემიას, ხოლო ერთი - მომხმარებელს.
15. მხარეთა რეკვიზიტები:
აკადემიის სახელით სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით, ს/კ 206348987 მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10 საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში № 707967150 xxxxxx xxxxxxxx | მომხმარებლის სახელით სს „ აჭარის წყლია ალიანსი “ წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, მისამართი: ქ. ბათუმი, xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxx ქ. 1, ბ. 4-7 ტელ: x000 000 000000 ს/კ 245505178 xxxxxxxx xxxxxxxx |
LEPL-THE ACADEMY OF THE
Digitally signed by LEPL-THE ACADEMY OF THE MINISTRY OF
JSC
''Adjara
Digitally signed by JSC ''Adjara Water
MINISTRY OF FINANCE
Alliance''
FINANCE
Date: 2019.07.15
17:20:57 +04'00'
Water
Date: 2019.07.15
Alliance'' 16:24:28
+04'00'