Contract
ფორმა 1
ქ.თბილისი ხელშეკრულება #
ნების თავისუფალი გამოვლინების და ურთიერთმისაღები პირობების გათვალისწინებით, აღნიშნულ ხელშეკრულებას დებენ, ერთის მხრივ შპს `ახტელი” , შემდგომში “მიმწოდებლად” წოდებული მისი დირექტორის, xxxx xxxxxx სახით და მეორეს მხრივ იურიდიული ან ფიზიკური პირი, შემდგომში “მომხმარებლად” წოდებული
“მომხმარებელი” (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი
ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების გაწევაზე "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ",`ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის და მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს „მომხმარებლისათვის“ ტელეფონის დადგმას და ციფრული სატელეფონო სადგურის საშუალებით, ძირითად და გაფართოვებულ საკომუნიკაციო მომსახურებას, რისთვისაც მომხმარებელი იხდის მომსახურების საფასურს (იხ.დანართი 1).
1.2. მომსახურების „მიმწოდებელი“ „მომხმარებელს“ ანიჭებს სააბონენტო ნომრებს
1.3. მომხმარებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში რიგითობის წესით, მომსახურების “მიმწოდებელი“ აკმაყოფილებს განცხადებას ან განცხადების წარდგენიდან
5 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების “მიმწოდებელი” იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას განცხადების დაუკმაყოფილებლობის შესახებ.
2. მომსახურების სახე და ღირებულება
2.1. ტელეფონის დადგმის (მოწყობის), სააბონენტო და მომსახურების საფასურს “მომხმარებელი“ გადაუხდის “მიმწოდებელს“ დანართ#1 მითითებული ტარიფებით.
2.2 ტელეფონის დადგმის პირობები და საფასური, ძირითადი და დამატებითი მომსახურების სახეები, აგრეთვე მათი ტარიფები მოცემულია დანართის სახით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
3. დეპოზიტი
3.1 დეპოზიტი შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი. აღნიშნული თანხა გამოყენებულ იქნება “მიმწოდებელის” მიერ „მომხმარებლის“ მიმდინარე დავალიანების დასაფარავად.
3.2 ნებაყოფლობითი დეპოზიტის დროს „მომხმარებელი“ უფლებამოსილია წინასწარ შეიტანოს მისთვის მისაღები ნებისმიერი ოდენობის თანხა.
4. ანგარიშსწორება
4.1 ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც საბანკო ქსელის, ისე მომსახურების „მიმწოდებლის“ საანგარიშსწორებო პუნქტების მეშვეობით.
4.2 „მომხმარებლის“ განცხადება ტელეფონის დაზიანების გამო ან სხვა რაიმე მიზეზით, სააბონენტო გადასახადის გადაანგარიშების შესახებ, გადაეცემა საფინანსო სამსახურს, რომელიც ტექნიკური სამსახურის მიერ დაზიანების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული რეგლამენტის (2006 წლის 17 მარტის დადგენილება #3) მე-18 მუხლით განსაზღვრულ ვადაზე მეტი ხნით დადასტურების შემთხვევაში, თანახმად ამავე რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, მოახდენს გადაანგარიშებას.
4.3 გადაანგარიშების შედეგად ზედმეტად გადახდილი თანხა აღირიცხება „მომხმარებლის“ დეპოზიტურ ანგარიშზე. “მიმწოდებელი“ უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხები გამოიყენოს მიმდინარე ანგარიშის დასაფარავად. „მომხმარებლის“ მიერ თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია დაუბრუნოს მას თანხა, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღეში.
5. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
5.1 მხარეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა:
ა) განისაზღვრება: საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კანონმდებლობით, “მეწარმეთა შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით, “,`ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ~ რეგლამენტით და სხვა მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის.
ბ) “მიმწოდებელი” არ აგებს პასუხს არაპირდაპირ მათ შორის იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგს “მომხმარებელს” ან მის, როგორც ინტელექტუალურ, ასევე მატერიალურ ფასეულობას გარე ქსელიდან მესამე პირის მიერ ორგანიზებულ წინასწარ განსაზღვრულ (ან შემთხვევით) ჩარევის შედეგად.
5.2 „მიმწოდებელი“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით უზრუნველყოს ტელეფონების ჩართვა და ხარისხიანი მომსახურების გაწევა დანართ #2-ში მითითებული ტელეფონის დაზიანების აღდგენის ვადების დაცვით.
5.3 „მომხმარებელი“ ვალდებულია:
5.3.1. დაუბრკოლებლად დაუშვას „მიმწოდებლის“ წარმომადგენელი ტექნიკური მოწყობილობის განთავსების ადგილზე.
5.3.2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ქსელის მოწყობის საფასური, რომელიც განისაზღვრება დანართ #1-ში და პირველი თვის სააბონენტო გადასახადი გადაიხადოს მომსახურების ჩართვის დღეს;
5.3.3. წინა თვის წუთობრივი და მიმდინარე თვის სააბონენტო გადასახადი გადაიხაოდს მიმდინარე თვის 6 რიცხვამდე. გადაუხდელობის შემთხვაში, მომსახურების ცალმხრივად (გამავალი ზარის) შეზღუდვის შესახებ მომხმარებელი გაფრთხილებული იქნება გათიშვამდე
სამი დღით ადრე ავტომოპასუხის მეშვეობით. ამასთან, xxxxxxxxxxx შეატყობინებს საცნობარო-საინფორმაციო სამსახურის ნომერს, სადაც უფასოდ შეეძლება გაიგოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების „მიმწოდებელი“ სხვა მომსახურების მიმწოდებლებისგან მიიღებს მომხმარებელთა ჩამონათვალს, რომელიც გაფრთხილებულ იქნა დავალიანების გამო მოსალოდენელი შეზღუდვის შესახებ, მომხმარებელს შეეზღუდება მომსახურების ის სახე, რომლის დავალიანებაც ერიცხება (ანუ საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, ინტერნეტი, მობილურით მომსახურების დავალიანების შემთხვევაში შესაბამისი კოდით მომსახურება). აღნიშნული დავალიანების 6 რიცხვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში, მომსახურება შეეზღუდება ცალმხრივად (გამავალი ზარები).
5.5. ყველა ის მომხმარებელი, რომელსაც 5.3. და 5.4 პუნქტის თანახმად მომსახურება შეეზღუდა ცალმხრივად 6 რიცხვში, 90 დღის განმავლობაში შეზღუდვის აღდგენისთვის არსებულ დავალიანებასთან (წუთობრივი და სააბონენტო გადასახადი) ერთად დამატებით იხდის აღდგენის ღირებულებას – 1 (ერთი) ლარს. აღნიშნულ ვადაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, „მომხმარებელს“ მომსახურება უწყდება (ხელშეკრულების შეწყვეტა) და ტექნიკური საშუალება იხსნება. მოხსნილი ფასიანი ნომრის უფასოდ აღდგენა ყოფილ აბონენტს შეეძელება მომსახურების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში სატელეფონო ნომერი არ გაიცა ახალ აბონენტზე.
5.6 მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, “მიმწოდებელი“ უფლებამოსილია სატელეფონო ნომერი გასცეს სხვა აბონენტზე. ხელახალი დადგმა მოხდება ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის სახელზე რიცხული დავალიანებისა და მიმწოდებლის მიერ დაწესებული ხელახალი დადგმის საფასურის გადახდის შემდეგ.
5.7 ”მომხმარებელი” ვალდებულია მითითებული საკონტაქტო მონაცემების ან ელექტრონული ფოსტის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს მომსახურების “მიმწოდებელს” საინფორმაციო სამსახურში 11 00 00 (ფიქსირებული ქსელიდან) 0800 0050 50(თბილისი) 0800 00 50 51 (ქუთაისი) (მობილური ტელეფონიდან), ზარები უფასოა.
5.8,,მომხმარებელი“ ვალდებულებას იღებს არ გამოიყენოს სატელეფონო მომსახურება უკანონო მიზნებისათვის, არ მიიღოს და არ გამოიყენოს ის უკანონო გზით. ექსპლუატაციაში გაუშვას მოწყობილობა, რომელიც საჭიროა მომსახურების უზრუნველსაყოფად, ტექნიკური უსაფრთხოების დაცვით და ისარგებლოს სერთიფიცირებული აპარატურით.
5.9 „მიმწოდებელი“ ვალდებულია არ გასცეს მომხმარებელის პერსონალური ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
5.10. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია „მომხმარებლის“ მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდებულ ანგარიშს თან დაურთოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების გაწევის დროს, დროის ხანგრძლივობის (წუთობრივად), შემომავალი და გამავალი ზარების ნომრის შესახებ.
5.11 5.10. პუნქტში მითითებული საანგარიშო პერიოდის გამავალი ზარების ინფორმაცია არის უფასო.
5.12 არასაანგარიშსწორებო პერიოდის ინფორმაცია „მომხმარებლისათვის“ გამავალი ზარების შესახებ არის ფასიანი.
6. მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების და პრეტენზიების წარდგენის და დავის გადაწყვეტის პროცედურა
6.1 „მიმწოდებლის“ სახელზე შემოსული „მომხამარებლის“ საჩივარი სატელეფონო მომსახურების გადასახადთან დაკავშირებით მიიღება ამ მომსახურების განხორციელებიდან სამი წლის განმავლობაში. საჩივრის დაკონკრეტების მიზნით, სასურველია საჩივარს თან ერთვოდეს ამონაბეჭდი, რომელის აღება მომხმარებელს შეუძლია „მიმწოდებლის“ სერვის ცენტრში და რომელიც შეიცავს ტელეფონიდან განხორციელებული საუბრების გაშიფრულ ინფორმაციას.
6.2 „მომხმარებელთა“ წერილობითი საჩივარი დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ, რეგლამენტის 26-ე მუხლის თანახმად, ან ზეპირი განცხადება „მიმწოდებლის“ მუშაობის შესახებ, მიიღება „მიმწოდებლის“ ყველა სერვის ცენტრში, სადაც ხდება ჯგუფის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში ზეპირი განცხადების დაკმაყოფილება, ხოლო წერილობითი საჩივარი გადაიგზავნება „მიმწოდებლის“ საპრეტენზიო სამსახურში.
6.3 „მიმწოდებელი“ ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს საჩივარი მიღების დღესვე, დასვას მასზე რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას რეგისტრაციაში გატარების დადასტურება.
6.4 „მიმწოდებელი“ მოქალაქეების მიღებას აწარმოებს გამსახურდიას გამზ. 36-ში მდებარე სერვისცენტრში ორშაბათი–პარასკევი 10-დან 18-სთ-მდე.
6.5 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის რეგისტრაციდან არა უგვიანეს მე- 15 დღეს.
6.6 „მიმწოდებლის“ გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული. იგი სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს იმ პროცედურების აღწერილობას, რომლის გამოყენებითაც მოხდა საჩივრის და მოთხოვნის შესწავლა და მითითებული გარემოებების გამოკვლევა.
6.7 ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში, „მომხმარებელი“ საინფორმაციო სამსახურს ატყობინებს დაზიანების შესახებ სატელეფონო ან წერილობითი განაცხადის მეშვეობით. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის მიერ არსებული წესების დაცვით ხორციელდება მუშაობა დაზიანების აღმოფხვრაზე.
6.8 საინფორმაციო სამსახურის ტელეფონების ნომრებია: ფიქსირებული ქსელიდან 11 00 00, მობილური ტელეფონიდან 0800 0050 50(თბილისი), 0800 00 50 51 (ქუთაისი), ზარები უფასოა.
6.9 „მიმწოდებლის“ საინფორმაციო სამსახურში „მომხმარებელს“ შეუძლია უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: კომპანიის ტარიფების, ტელეფონზე არსებული დავალიანების, დამატებითი მომსახურეობის სახეებზე, მათი ჩართვის წესებზე და სხვა.
6.10 „მიმწოდებელი“ ვალდებულია განუმარტოს „მომხმარებელს“ მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს საჩივრის განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომები.
7. ფორს-მაჟორი
7.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
7.2 „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობენ ხელშეკრულების დადების დროს და რომელთა დადგომა თუ ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ.
7.3 დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა) აფეთქებები (მათ შორის ტერორისტული თუ დივერსიული აქტები). საომარი მოქმედებები (მათ შორის სამოქალაქო არეულობები და გაფიცვები), ხელისუფლების ისეთი აქტები, რაც არსებითად აფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე კაბელების ქურდობა-გატაცება და სხვა.
7.4 თუ ზემოხსენებულმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შერულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება. მხარემ, რომლისათვისაც ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მეორე მხარეს, მაგრამ არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა ამ გარემოებების დადგომიდან ან დასრულებიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოება გაგრძელდა 3 თვეზე მეტი ხნით მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება.
8. ხელშეკრულების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2 (ორი) წლის ვადით. ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება მომდევნო 2 წლის ვადით და იგივე პირობებით, თუ ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს წერილობით უარს მის გაგრძელებაზე.
8.2 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება:
–”მომხმარებელს” უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება ვადის გასვლამდე. ამისათვის საჭიროა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით წერილობით მიმართოს “მიმწოდებელს” და დაფაროს გაწეული მომსახურების საფასური შესაბამისი გადაანგარიშებით.
- `მომხმარებლის~ მიერ `მიმწოდებლის~ მხრიდან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
- `მიმწოდებლის~ მიერ `მომხმარებლის~ მხრიდან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 8.3. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გულისხმობს, დავალიანების გადახდის მოთხოვნის უფლებაზე, ერთ-ერთი მხარის უარს თქმას.
9. სხვა პირობები
9.1 წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავა მხარეებს შორის გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. ურთიერთმოლაპარაკების გზით დავის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, მხარეები დავის გადასაწყვეტად მიმართავენ სასამართლოს, გარდა ამ მუხლის 9.2 პუნქტით გათვალიწინებული შემთხვევისა ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისად.
9.2. დავა, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებით გათვალიწინებული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის ან არაჯეროვანი გადახდის გამო და რომლის ღირებულება რამოდენიმე მოპასუხის მიმართ ერთობლივად აღემატება 2000 ლარს, განიხილება საქართველოში მოქმედი „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“, ხოლო თუ დავის წარმოშობის დროისათვის არ იარსებებს ზემოაღნიშნული არბიტრაჟი, არბიტრაჟი შერჩეული იქნება მოსარჩელის მიერ იმ დროისათვის საქართველოში მოქმედი სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებისაგან. “საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ წესებით (ან იმ არბიტრაჟის წესებით, რომელიც ალტერნეტიულად იქნება შერჩეული) ერთი არბიტრის მიერ. საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს საქართველო. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ქართულ ენაზე. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წარმოადგენს შეთანხმებას დავის საარბიტრაჟო განხილვაზე, ზემოთ მოცემული პირობებით.
9.3. ხელშეკრულების მხარეები უპირობოდ თანახმანი არიან რომ ერთი და იგივე შინაარსის დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავები შესაძლოა გაერთიანდეს და მხარე გაერთიანებული დავის ფარგლებში გამოვიდეს ერთობლივად სხვა მოპასუხეებთან ერთად- მოპასუხედ ან მოსარჩელედ.
9.4. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით “მომხმარებელი“ თანხმობას აცხადებს „მიმწოდებელმა“ საინფორმაციო სამსახურს ან გამომცემლობას სატელოფონო ცნობარისათვის გადასცეს
„მომხმარებლის“ სახელი და გვარი, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართი და ტელეფონის ნომერი.
9.5. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება მხარეებთან.
9.6.. „მომხმარებელი“ რომელსაც სურს მისი ტელეფონი გადავიდეს სხვა პირის მფლობელობაში (შეიძლება ეს იყოს მოიჯარე, დამქირავებელი, ბინის ახალი მესაკუთრე ან მემკვიდრე) წერს შემდეგი შინაარსის განცხადებას : `მე -------------------- (სახელი, გვარი), პირადი #------------------, მოგმართავთ თხოვნით, რათა ჩემს სარგებლობაში არსებული ტელეფონი # , რომელიც
ირიცხება შემდეგ მისამართზე -------------, გადავიდეს ---------------------- (სახელი, გვარი), პირადი #----------, იგივე მისამართზე და მომსახურების ხელშეკრულებაში მხარე შეიცვალოს შესაბამისად~;
9.7.. ტელეფონოს ახალი მფლობელი (შეიძლება იგი იყოს მოიჯარე, დამქირავებელი, ბინის ახალი მესკუთრე ან მემკვიდრე) წერს შემდეგი შინაარშსის განცხადებას:
`გთხოვთ, --------------- (სახელი, გვარი)_ის ------------------ მისამართზე რიცხული ნომერი, გადმომიფორმოთ ჩემს სახელზე ----------------
(სახელი, გვარი), პირადი #---------------
იგივე მისამართზე---------------- , და შესაბამისი ცვლილებები ასახოთ მომსახურების ხელშეკრულებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ნომრის პირვანდელი მფლობელი (ან მისი მემკვიდრე სამკვიდრო ცნობის საფუძველზე) განაცხადებს აღნიშნულის გამო პრეტენზიას, თანახმა ვარ (ტელეფონის დადგმის ტექნიკური საშუალების შემთხვევაში) გადავიხადო ტელეფონის დადგმის საფასური და ვისარგებლო ახლად მინიჭებული ნომრით~;
9.8.. კომპანია ვალდებულია ტელეფონის ნომრის გადაფორმების შესახებ განცხადების მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, გაუგზავნოს შეტყობინება მომსახურების მეორე მხარეს, ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან/და ტელეფონის ნომრის მისამართზე, აღნიშნული მოთხოვნის არსებობის შესახებ და ითხოვოს თანხმობა ხელშეკრულების მეორე მხარისაგან ერთი თვის განმავლობაში;
9.9. თუ შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის მანძილზე აბონენტი არ განაცხადებს წერილობით უარს, ტელეფონის ნომრის გადაფორმების შესახებ, მესამე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კომპანია უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მესამე პირის მოთხოვნა მის სახელზე, იგივე მისამართზე ტელეფონის გადაფორმების თაობაზე.
9.10. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ამ ცვლილების მიმწოდებლის ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს/ ამასთან, საქ. ომუნიკაციების ეროვნული კომისიის
#3 დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აბონენტს ეგზავნება ინდივიდუალური შეტყობინება.
9 11. სატელეფონო კოდის (ხელშეკრულების ნომრის) გამოყენებით „მომხმარებელს“ უფლება აქვს კომპანიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვის გზით, ფიქსირებული ნომრიდან 11 00 00-
ზე ან მობილური ტელეფონიდან 0800 00 50 50 (თბილისი ) /0800 00 50 51 (ქუთაისი) შეცვალოს მასთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების პირობა, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების პაკეტის ცვლილებასთან და იწვევს მომსახურების ფასისა და ტარიფის ცვლილებას.
9.12. თუ „მომხმარებლის“ საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ემთხვევა რომელიმე მომსახურების ხელშეკრულების მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემებს,
„მომხმარებელს“ უფლება ეძლევა სამივე ხელშეკრულების მიმართ ისარგებლოს ერთი სატელეფონო კოდით (ხელშეკრულების ნომრით);
9.13. თუ „მომხმარებელმა“ დაკარგა/არ ახსოვს საკუთარი სატელეფონო კოდი (ხელშეკრულების ნომრი), (რომელიც უნიკალურია და ეცნობება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეს ხელშეკრულების გაფორმების დროს და წინამდებარე მუხლის საუძველზე მისი კონფედენციალურად შენახვის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს), მას შეუძლია დარეკოს ქოლცენტრში ფიქსირებული ტელეფონიდან 110000-ზე ან მობილური ტელეფონიდან 0800 00 5050 (თბილისი) 0800 00 50 51 (ქუთაისი), ქოლცენტრის ოპერატორი სატელეფონო კოდს გადაუგზავნის sms– ის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე ან „მომხმარებელი“ მიდის პირადობის დამადასტურებელი საბუთით სერვის ცენტრში, სადაც სერვისცენტრის ოპერატორი
„მომხმარებელს“ გადასცემს „მიმწოდებელთან“ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლს.
9.14. წინამდებარე ხელშეკრულების 9.1; 9.2; 9.3. და 9.4 მუხლებს მიენიჭოს უკუძალა და მათი მოქმედება განისაზღვროს ხელშეკრულების დადების მომენტიდან.
10. მხართა რეკვიზიტები:
მიმწოდებელი: მომხმარებელი:
შპს "ახტელი" ქ.თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ. 42
ს/კ 202 913 106
საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი” ბანკის კოდი XXXXXX00
ა/ა XX00XX0000000000000000
დირექტორი xxxx xxxxx
დანართი 1.
„მიმწოდებლის“ მომსახურების ტარიფები (შეიცავს დღგ-ს):
მომსახურების მიღების თარიღის განსაზღვრა _ 15 დღე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან სხვა ვადაზე).
II. ძირითადი მომსახურების ტარიფები:
1. ტელეფონის დადგმა (ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში) – 30 ლარი (ქვედა ქვიტირში – 60 ლარი), სხვა შემთხვევაში, ფასი ჩასატარებელი სამუშაოების სასმეტო თანხიდან გამომდინარე.
2. არსებული ტელეფონების სერიულად მოწყობა 50 ლარი;
3. ბინის სექტორის აბონენტისათვის სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი: I პაკეტი _ 3 ლარი,
შიდა ქსელში ადგილობრივ სატელეფონო
საუბრებზე უფასო სალიმიტო დრო _300 წუთი, ლიმიტს ზევით: დამატებითი 1 წუთის ღირებულება დღის სთ 2 თეთრი, ღამის სთ (24:8) 1 თეთრი, გარე ქსელში (სხვა ოპერატორის ქსელის მიმართულებით) ადგილობრივი სატელეფონო საუბრების 1 წუთი - 4 თეთრი, უსადენო ტელეფონზე 1 წთ–5 თეთრი,საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრების 1 წუთის ღირებულება - 6 თეთრი, მობილური ქსელის მიმართულებით 1 წუთი – 28 თეთრი.
II პაკეტი - 5 ლარი,
შიდა ქსელში ადგილობრივი სატელეფონო საუბრები უფასო. გარე ქსელში (სხვა ოპერატორის ქსელის მიმართულებით) ადგილობრივი სატელეფონო საუბრების 1 წუთი -4 თეთრი, უსადენო ტელეფონზე 1 წთ–5 თეთრი, საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრების 1 წუთის ღირებულება - 6 თეთრი, მობილური ქსელის მიმართულებით 1 წუთი – 28 თეთრი.
III პაკეტი - 6 ლარი,
შიდა ქსელში ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრები უფასო. გარე ქსელში (სხვა ოპერატორის ქსელის მიმართულებით): ადგილობრივ სატელეფონო საუბრების 1 წუთის ღირებულება - 4 თეთრი, უსადენო ტელეფონზე 1 წთ–5 თეთრი, საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრების 1 წუთის ღირებულება - 6 თეთრი, მობილური ქსელის მიმართულებით 1 წუთი – 14 თეთრი.
4. საბიუჯეტო ორგანიზაციების სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი - 2 ლარი, ადგილობრივი სატელეფონო საუბრები:
_ შიდა ქსელში („ახალი ქსელები“, „ახტელი“) უფასო სალიმიტო დრო 300 წუთი; სალიმიტო დროის გადაჭარბების შემთხვევაში შიდა ქსელში („ახალი ქსელები“, „ახტელი“) ადგილობრივი სატელეფონო საუბრების წუთობრივი გადასახადი დღის საათებში (8:24) 2 თეთრი, ღამის საათებში (24:8) 1 თეთრი; გარე ქსელში (სხვა ოპერატორის ქსელის მიმართულებით) ადგილობრივი სატელეფონო საუბრების 1 წუთი - 4 თეთრი, უსადენო ტელეფონზე 1 წთ–5 თეთრი
5. არასაბიუჯეტო საწარმოს სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი - 10 ლარი, ადგილობრივი სატელეფონო საუბრები:
_ შიდა ქსელში („ახალი ქსელები“, „ახტელი“) უფასო სალიმიტო დრო 300 წუთი; _ სალიმოტო დროის გადაჭარბების შემთხვევაში შიდა ქსელში („ახალი ქსელები“, „ახტელი“) ადგილობრივი სატელეფონო საუბრების წუთობრივი გადასახადი დღის საათებში (8:24) 2 თეთრი, ღამის საათებში ( 24:8) 1 თეთრი; გარე ქსელში (სხვა ოპერატორის ქსელის მიმართულებით) ადგილობრივი სატელეფონო საუბრების 1 წუთი - 4 თეთრი, უსადენო ტელეფონზე 1 წთ–5 თეთრი
6. საბიუჯეტო ორგანიზაციების და არასაბიუჯეტო საწარმოს სერიულად მოწყობილი ნომრის მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი – 10 ლარი;
7. ტელეფონის ნომრის შეცვლა ( აბონენტის თხოვნით) 10 ლარი;
8. ტელეფონის გადაფორმება 5 ლარი
მომსახურების სახე | ჩართვის გადასახადი (ლარი, თეთრი) | ყოველთვიური გადასახადი (ლარი, თეთრი) |
ინფორმაცია ტელეფონზე რიცხული დავალიანების შესახებ | უფასო | |
შემომავალი ზარების ამონაბეჭდის გაცემა _ ერთი თვის | 1.50 | |
გამავალი ზარების (ადგილობრივი ზარები) ამონაბეჭდის გაცემა - საანგარიშო პერიოდის - გასული პერიოდის (არაუმეტეს 3 წლისა) | უფასო 1.50 | |
კონფერენც-კავშირი | 10 | 2 |
პირდაპირი ცხელი ხაზი | 3 | 0.50 |
მაღვიძარა | ufaso | 0.30 |
გადამისამართება | 3 | 0.50 |
შემომავალი კავშირის შეზღუდვა | 1 | 0.20 |
ნომრის შემოკლებული აკრეფვა | 3 | 0.30 |
აბონენტის გამოძახების შეზღუდვა პაროლით | 0.50 | 0.20 |
სამმხრივი გამოძახება | 5 | 0.50 |
დაკავებული ხაზის გადამისამართება | 3 | 0.50 |
ავტომატური გადარეკვა | 2 | 0.50 |
გამოძახების ლოდინი | 3 | 0.50 |
შემომავალი ზარების ამომცნობი | 5 | 1 |
ქსელების~ და `ახტელის~ ასს-ის ინდექსები (შიდა ქსელი):
თბილისი _ 213, 2186***-2189***, 2190***- 2191***, 221, 2245***- 2249***, 227, 232, 233, 2455***- 2459***, 252, 253, 254, 257, 258, 259,
265, 269, 270, 275, 276, 277, 279.
ქუთაისი _ 211***-2135*** 2138***-214***, 22, 24, 27, 29
ზესტაფონი – 24**** თერჯოლა 24**** ფოთი – 24****
24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი ცხელი ხაზი ტელ: ფიქსირებული ქსელიდან 11 00 00 მობილურიდან 800 00 50 50
(თბილისი)/ 0800 00 50 51 (ქუთაისი)
დანართი 2
„მიმწოდებლის“ ადგილობრივი სატელეფონო ქსელის დაზიანების შესახებ განაცხადის აღრიცხვისა და დაზიანების აღდგენის ვადები
1. მომხმარებლისაგან ტელეფონის დაზიანების შესახებ განაცხადის მიღება წარმოებს საინფორმაციო სამსახურის მიერ 24 საათის განმავლობაში ნომერზე 11 00 00.
2. დაზიანების აღმოფხვრა წარმოებს: 10-დან 17 საათამდე (სამუშაო დღეებში); 10-დან 15 საათამდე (შაბათ დღეს).
3. 16 საათის შემდეგ შემოსული დაზიანების აღდგენა ხორციელდება მეორე დღეს. შაბათს 14 საათის შემდეგ შემოსული დაზიანებები სწორდება ორშაბათს.
4. განაცხადი შესაძლო იყოს ზეპირი ან წერილობითი.
5. დაზიანების სახეები და დაზიანების აღმოფხვრის საკონტროლო ვადები:
# | დაზიანების ტიპი | დაზიანების აღდგენის საკონტროლო |
ვადა | ||
(დაზიანების შესახებ განაცხადის | ||
შემოსვლიდან) | ||
1 | საკომუტაციო დაზიანება (სასადგურო/კროსი) | სამი საათის განმავლობაში |
2 | სახაზო-სააბონენტო | სამუშაო დღეებში - იმავე დღეს, თუ |
განაცხადი შემოვიდა 15 საათამდე | ||
-შაბათს , თუ განაცხადი შემოვიდა 14 | ||
საათამდე | ||
3 | საკაბელო | კაბელის მოცულობის |
(50*2 – 1200*2) გათავალისწინებით- 24 | ||
საათიდან – 96 საათის განმავლობაში |