სესხი №2749-GEO (SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1 – სასესხო ხელშეკრულების №3 ცვლილება
სესხი №2749-GEO (SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1 – სასესხო ხელშეკრულების №3 ცვლილება
1. საქართველოს („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის 2011 წლის 10 მაისს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“-ის სასესხო ხელშეკრულებასთან („სასესხო ხელშეკრულება“) დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ყველა აქ გამოყენებულ, მაგრამ არა განმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.
2. ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 18 მაისის წერილის პასუხად, ADB-მ 2016 წლის 25 აგვისტოს დაამტკიცა ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამა, პროექტის 1-ის შინაარსის ცვლილება, რაც მდგომარეობს ქალაქ აბაშაში წყალმომარაგების სამუშაოების დაფინანსებასა და სესხის თანხის გადანაწილებაში ამგვარი დაფინანსების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გთავაზობთ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებას, რათა მოხდეს მასში აღნიშნული ცვლილებების ასახვა:
(ა) დანართი 1-ის 2(ა) ქვეპუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
„(ა) წყალმომარაგების, წყლის გამწმენდი ნაგებობებისა და წყლის გადამცემი სისტემების მშენებლობა აბაშაში, ანაკლიაში, ქუთაისში, მესტიაში, ფოთსა და ურეკში და წყალმომარაგებისა და სანიტარიული სისტემის დამხმარე მანქანა-დანადგარების შესყიდვა.”.
(ბ) სასესხო ხელშეკრულების დანართი 3-ის დამატებაში არსებული სესხის თანხების განთავსებისა და გამოთხოვის ცხრილი უნდა წაიშალოს და შეიცვალოს ცხრილით, რომელიც თანდართულია ამ წერილ- შეთანხმებაზე.
3. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, სასესხო ხელშეკრულების მუხლები არ იცვლება.
4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ს საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის (PCP) შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულების ცვლილებებები უნდა განთავსებულ იქნეს ADB-ის საიტზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოღებული იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს, როგორც ეს განმარტებულია მსესხებლის მიერ.
5. გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილ-შეთანხმების მე-2 პარაგრაფში მოცემულ ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილ-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს.
6. შემოთავაზებული ცვლილებები ეფექტური გახდება იმ თარიღიდან, როცა ADB მიიღებს საქართველოს მთავრობისგან შეტყობინებას წინამდებარე წერილ-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
შონ მ. ოსალივანი გენერალური დირექტორი
ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი
ა. მისაღებია და ვეთანხმებით.
ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს.
საქართველოს სახელით
სახელი: xxxxx xxxxxx თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი თარიღი: 15.11.2016
დანართი
სასესხო სახსრების განთავსება და გამოთხოვა (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1) | |||
კატეგორია | ADB დაფინანსება | ||
ნომერი | დასახელება | ADB-ის მიერ კატეგორიის დასაფინანსებლად გამოყოფილი ჯამური თანხა (SDR) კატეგორია | სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის პროცენტული რაოდენობა და საფუძველი |
1 | სამუშაოები | 34,829,218 | მთლიანი ხარჯის 84.75% |
2 | საქონელი | 2,846,608 | მთლიანი ხარჯის 84.75% |
3 | საკონსულტაციო მომსახურება | 12,298,276 | მთლიანი ხარჯის 84.75% |
4 | პროცენტი | 1,368,898 | მისაღები თანხის 100% |
5 | გაუნაწილებელი | --- | |
სულ | 51,343,000 |