შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მოთხოვნებისა და SPA ----------------- მეთოდით განხორციელებულ ელექტრონულ...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №---
xxxx xxxxx, ,,-----“ ,,-----“ 2019 წელი
ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი (შემდგომ - შემსყიდველი), წარმოდგენილი მისი უფროსის , xxxx xxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, ------------------
- (შემდგომ - მიმწოდებელი), წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით, ,,სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მოთხოვნებისა და SPA ----------------- მეთოდით განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულის მიერ საბოლოო ფასად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საფუძველზე, ვაფორმებთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტებები
1.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ - ხელშეკრულება) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, ყველა თანდართული დოკუმენტით;
1.2. ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელზედაც გაფორმებულია ხელშეკრულება;
1.3. შემსყიდველი - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4. მიმწოდებელი - პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5. დღე, კვირა, თვე - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.6. შესყიდვის ობიექტი - ხელშეკრულების მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი, რაოდენობა, ერთეულის ფასი და გარანტია
2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავეჯის კოდით განსაზღვრული საოფისე სავარძლების (CPV-39113100) (შემდგომ -
,,საქონელი“) სახელმწიფო შესყიდვა;
2.2. საქონლის რაოდენობა - 6 (ექვსი) ცალი; ერთეულის ფასი ლარი;
2.3. შესასყიდ საქონელზე საგარანტიო პერიოდი უნდა გავრცელდეს 1 (ერთი) წლის ვადით.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულებაა ლარი;
3.2.ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის ღირებულებას, ასევე შესყიდვასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადა
საქონლის ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები და მიღება-ჩაბარების აქტი) გაფორმების შემდეგ, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ მითითებული საბანკო რეკვიზიტების მიხედვით.
5. მიწოდების ადგილი, საქონლის მოწოდებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადები
5.1. მიმწოდებელმა საქონლის მოწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
5.2. საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს, მის: დაბა ჩაქვი, xxxxxxxxxxxxx ქ. №25; 5.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა --.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
6.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ბ) ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუ მიმწოდებელი სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
6.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) აანაზღაუროს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადის დაცვით;
ბ) უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
გ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
6.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
შემსყიდველს მოსთხოვოს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადის დაცვით;
6.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) შემსყიდველს მიაწოდოს სათანადო ხარისხის საქონელი სრული მოცულობით; ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულების პირობები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;
ბ) განიხილოს შემსყიდველის დასაბუთებული პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი თითოეულ საკითხზე;
გ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი
7.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებენ შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლები, კერძოდ:
• ვლადიმერ ჭყონია - აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი;
• xxxxxx xxxxxxxxxxxxxx - აჭარის x.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოჯისტიკის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
7.2. კონტროლი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიწოდებული საქონლის ხარისხის, რაოდენობის, მიწოდების ვადებისა და დოკუმენტების შემოწმებას;
7.3. ყოველი გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებასთან ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.4. კონტროლი ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანა ან ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის, შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობები გადაისინჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
8.2. ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების სახით, რომელსაც იგივე იურიდიული ძალა ექნება, რაც ხელშეკრულებას;
8.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ, რაც უნდა აცნობოს მხარეს არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
8.4. ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
8.5. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი)
9.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ მათი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორსმაჟორი). აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში მხარე ვალდებულია წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
9.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მეორე მხარეს მისი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი მხარე არ განთავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან;
9.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ხელშეკრულების პირობები;
10.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება/შეუსრულებლობა ვადების გადაცილების შემთხვევისას, მიმწოდებელს ავალდებულებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდას ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,03%-ის ოდენობით;
10.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%-ის ოდენობით;
10.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ინტერესთა კონფლიქტი
შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენელი პირი და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველმყოფი პირები,
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ მათი მონაწილეობა აღნიშნულ შესყიდვაში არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი ყოველი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, დავის გადასაწყვეტად მიმართონ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
13. სხვა პირობები
13.1. ყოველი სხვა საკითხი, რაც გათვალისწინებული არ არის ამ ხელშეკრულებით გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
13.2. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლის თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან.
14. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მის.: დაბა ჩაქვი, xxxxxxxxxxxxx ქ. №25 ს/კ: 245 425 749 ბანკის დასახელება-სახელმწიფო ხაზინა ბ/კ: TRESGE22 | ,,მიმწოდებელი“ ------------------ მის.: ------------------------------------------ ს/კ: ------------------------------------------- მომსახურე ბანკი: -------------------------- ბ/კ: ------------------------------------------- ანგ: №---------------------------------------- |