Contract
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №16/ს (გამარტივებული შესყიდვა)
ერთი მხრივ, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში „შემსყიდველი’’) წარმოდგენილი მისი დირექტორის მოვალეობის შესმრულებლის xxxxxx xxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, ი/მ xxxxxx xxxxxxxxxx” (შემდგომში „მიმწოდებელი”) წარმოდგენილი xxxxxx xxxxxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანომდებლობის, მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებულ ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.4 „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელ
1.5 „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში;
1.6 „საქონელი“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 საკუთარი სახსრებით სასაჩუქრე სუვენირების (კლასიფიკატორის CPV- 18500000 კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი - 18530000) შესყიდვა დანარი N1-ის შესაბამისად. დანართი N1 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მიწოდების ვადები და ადგილი
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 აგვისტომდე;
3.2 მიწოდების ვადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი დღის განმავლობაში.
3.3 მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი გორგასლის #10;
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 205 (ორას ხუთი) ლარს.
4.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც გასაწევი მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
4.3 ფასების ცვლილების შესახებ ამ ხელშეკრულების მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია არ დაეთანხმოს აღნიშნულ ცვილებაზე.
4.4 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
5. მხარეთა ვალდებულებები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
5.1.1 წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტისა შესაბამისად უნაკლო საქონლის მიწოდება;
5.1.2 დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;
5.1.3 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები;
5.2. შემსყიდველი ვალდებულია:
5.2.1 უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
5.2.2 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
6. ხარისხი
მიწოდებული საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს’
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსახურების გაწევის დროს.
7.2 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს: სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
7.3 შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნი მოწოდებულ საქონელში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს წუნი.
8. მიღება-ჩაბარების წესი
8.1 მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით, კონტროლის განმახორციელები xxx(ებ)ის დადებითი დასკვნის საფუძველზე.
8.2 მომსახურების მიღებას აწარმოებს: სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
9. ანგარიშსწორება
9.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
ბ) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
9.2 შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულება შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან, (თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ეს გადამხდელი, დღგ-ეს არ გადამხდელობის შესახებ შესაბამისი ცნობის წარმოდგენიდან) და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში.
9.3 თუ ანგარიშსწორება ბოლო ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს.
10.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1 ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით;
11.2 ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
11.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ზიანის (პირგასამტეხლოს გათვალისწინებით) ანაზღაურება.
11.4 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების
შესრულებისაგან.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
13. დავების გადაწყვეტა
13.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია, მიმართოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
14.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
14.3 ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
15. ფორს-მაჟორი
15.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
15.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
15.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
16. სხვა პირობები ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონულად, ქართულ ენაზე.
შემსყიდველი
17. მხარეთა რეკვიზიტები:
მიმწოდებელი
სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოდგენილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის xxxxxx xxxxxxxx სახით,
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22, ს/კ 206348987
ი/მ „xxxxxx xxxxxxxxxx” წარმოდგენილი xxxxxx xxxxxxxxxxx სახით;
მის: ქ.თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxxx 3ა. საბანკო რეკვიზიტები: „თი-ბი-სი“ ბანკის კოდი XXXXXX00, ანგ:XX00XX0000000000000000, ს/კ 01019010478
xxxxxx xxxxxxx
xxxxxx xxxxxxxxxx
დანართი: N1
N | საქონლის დასახელება | საქონლის აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი |
1 | მხედარი ფარით | მეტალი - თითბერი; ქვა - გრანიტი, შეფუთვა - მუყაოს ყუთი | 1 | 112.00 |
2 | ვანი, მხედარი 1 | მეტალი - თითბერი; ქვა - გრანიტი, შეფუთვა - მუყაოს ყუთი | 1 | 93.00 |
სულ ჯამი: 205.00 |