Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №რფმ/
ქ. თბილისი 2015 წელი
შპს `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ (საიდენტიფიკაციო კოდი 202460103), შემდგომში –
~გამყიდველი~, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx (პირადი №01024029986) სახით და (პირადი #/საიდენტიფიკაციო კოდი) შემდგომში – ~მყიდველი~, შპს `რეილვეი
ფროფერთი მენეჯმენტი~-ს მიერ 2015 წლის
გამოცხადებული № /
ელექტრონული (ინტერნეტ)
აუქციონის შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის” მიერ ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის წესით ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი №2-ში მდებარე 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.17.12.002.040) რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს ”მყიდველს” - დანართი
№1-ში მითითებულ ქონებას.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარს (ელექტრონული აუქციონზე
`მყიდველის~ მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) ჩარიცხულია შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის” საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დასტურდება მყიდველის მიერ წარმოდეგენილი საგადახდო დავალებებით (დანართი №2);
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული საერთო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
5.2 ”გამყიდველის” მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პირია,
(პირადი № ).
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშკრულების გაფორმებისთანავე მოახდინოს ხელშკეურლების ობიექტის მიღება ”გამყიდველისაგან”;
6.3 ”მყიდველი” ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების ასლის (2 ეგზემპლიარად) გამოთხოვის ხარჯები ანაზღაურდება „მყიდველის“ მიერ.;
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის, სანოტარო წესით დამოწმების და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ხუთი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სანოტარო ბიუროში, ერთი მყიდველს, ორი გამყიდველს და ერთი ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი” ს/კ 202460103 ქ.თბილისი, თამარ მეფის №15 თიბისი ბანკი: კოდი XXXXXX00 ანგ. XX00XX0000000000000000 ტელ.: 219 96 62; 595 03 00 08 | ”მყიდველი” --------------------------- მისამართი: ------------------------------ ----------------------------------------- იურიდ. მისამართი: -------------------------- ტელ.: --------------------------- |
გენერალური დირექტორი
xxxxxx xxxxxxxxx ------------------------------