Contract
ხელშეკრულების პროექტი საქონლის შესყიდვის შესახებ #
ქ. თბილისი 2021 წ. ------------------
I.მხარეები
1.1 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2021 წლის --------------------, ერთის მხრივ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, წარმოდგენილი მისი –––––––––– სახით (შემდგომში – ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ ––––––––––––––– (შემდგომში–,,მიმწოდებელი’’) შორის, წარმოდგენილი –––––––––––––– სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II. ხელშეკრულების საგანი
2.1. ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ,,შემსყიდველს“ მიაწოდოს დამტვირთი ტრანსფორმატორი (CPV კოდი: 31100000, 31170000) დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) და დანართი #2–ის (ტექნიკური პირობა) შესაბამისად.
2.2 დანართი #1 და დანართი #2 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
III. საქონლის ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1. საქონლის საერთო ღირეულება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად და შეადგენს ––– (–) ლარს დღგ-ს (შემდგომში – ,,ხელშეკრულების ღირებულება“).
,,ხელშეკრულების ღირებულება“ ითვალისწინებს ყველა ხარჯს, მათ შორის შემსყიდველის მისამართამდე ტრანსპორტირების და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ხარჯებს.
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;
3.3. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ანგარიშსწორებისათვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე საქონელზე აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი” ვალდებულია ,,შემსყიდველის” წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს აღმოჩენილი ნაკლოვანება ან წუნდებული საქონელი შეცვალოს ახლით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დააყოვნებს ანგარიშსწორების პროცესს იმ ვადით, სანამ მიმწოდებლის მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულება;
3.4 იმ შემთხვევაში, თუ „მიმწოდებლის“ მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, „შემსყიდველი“ იხდის საავანსო თანხას (არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ისა) „მიმწოდებლის“ მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო- საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ,,მიმწოდებელი” არის დღგ-ს გადამხდელი, უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში. საავანსო-საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი ვადით.
3.5. უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
3.6. რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
3.7 არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.
3.8 არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო- საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
3.9 ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3.10 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. “მიმწოდებელი” მოვალეა
4.1.1 გადასცეს “შემსყიდველს” საქონელი (ექსპლუატაციაში არ მყოფი, არ უნდა იყოს აღდგენილი ან/და მეორადი).
4.1.2 საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს ქარხანა დამამზადებლის მიერ გაცემული პასპორტი ან სამონტაჟო/საექსპლუატაციო დოკუმენტი.
4.2. “შემსყიდველი” მოვალეა:
4.2.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად გადაიხადოს მიწოდებული საქონლის ღირებულება;
4.2.2 შეამოწმოს საქონლის მდგომარეობა ვარგისიანობაზე;
4.2.3. წერილობით შეატყობინოს “მიმწოდებელს” მიღების ან ექსპლუატაციის დროს საქონელზე შემჩნეული ნაკლის აღმოჩენისთანავე.
V. მიწოდების ვადა და ადგილი.
5.1 საქონლის მიწოდების ვადა არის: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს _ (_) კალენდარული დღე.
5.2 საქონლის მიწოდების და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ადგილი (მისამართი) არის: ქ. თბილისი, ქინძმარაულის #29 (სსე-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა)
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.
VI. გარანტია
6.1. “მიმწოდებელი” იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი მისი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტებს.
6.2. საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს - (-) წელს, მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან.
6.3. საგარანტიო ვადის განმავლობაში თუ გამოვლინდება რაიმე ხარვეზი ან შეუსაბამობა, “მიმწოდებელი” ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს ხარვეზი “შემსყიდველის” წერილობითი შეტყობინების მიღებიდან – (–) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ ეს შეუძლებელია “მიმწოდებელმა” “შემსყიდველის” წერილობითი შეტყობინების მიღებიდან – (-) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეცვალოს საქონელი.
VII. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით საქონლის დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ მიწოდების შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო მოუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, ხარისხიანი საქონლის სრულად მიწოდების დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
7.2 ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 3% -ის ოდენობით.
7.3 ამ ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო “მიმწოდებელს” გადასახდელად დაერიცხება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გამოასწორებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზს ან არ შეცვლის საქონელს ამ ხელშეკრულებით საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის/საქონლის შეცვლისთვის დადგენილ ვადებში - შესატყვისი ვადის გასვლიდან ხარვეზის გამოსწორების/საქონლის შეცვლის დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
7.4 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
7.5 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
7.6 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა ,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 7.4 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VIII. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
8.1 ,,შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
8.2 “მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
8.3 ,,შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ --.
8.4 კონტროლი განხორციელდება მიწოდებული საქონლის ხარისხისა და მიწოდების ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
IX. ფორს-მაჟორი
9.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
9.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს–მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად მხარეები
9.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
X. ურთიერთობა მხარეებს შორის
10.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, ხორციელდება საფოსტო გზავნილის ან ელექტრონული კომუნიკაციის გზით ხელმძღვანელობაზე ან /და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან ამ კონტრაქტის ფარგლებში უფლებამოსილი საკონტაქტო პირების (ელექტრონული კომუნიკაციის შემთხვევაში) მიერ. ოპერატილი კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით.
10.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
10.3 ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის წარმოების პროცესში პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, საკონტაქტო საკითხების მითითებით ხორციელდება მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
XI. ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
11.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.2 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
11.3. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
11.3.1. მხარეთა შეთანხმებით;
11.3.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
11.4 ,,შემსყიდველს“ შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
11.4.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
11.4.2. ,,მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში;
11.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს, ,,შემსყიდველის“ მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველს.
11.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11.5 ამ მუხლის 11.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
XII. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
XIII. დავათა განხილვა
13.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს. დავის განხილვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
XIV. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
14.1 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება საბოლოოდ, სრულად ან/და მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
14.2 საქონლის მოწოდებისას (საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ, ოფიციალური უქმე დღეების გარდა) “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 8.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს მოწოდებული საქონლის შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, ხარვეზების (წუნდების) არ არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად მიღებული საქონლის მიხედვით ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის.
14.3 საქონელი მიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ პასუხისგებლობა საქონელზე გადადის შემსყიდველზე.
14.4 “შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი არის სს “სსე”-ს დირექტორთა საბჭოს შესაბამისი წევრი ან/და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი”.
XV. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
15.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე.
15.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულად ჩაითვლება აღნიშნული პირობების შესრულებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 20-- წლის ––––– ჩათვლით, ხოლო საგარანტიო ვალდებულებების ნაწილში საგარანტიო ვადის ბოლომდე.
XVI. ხელშეკრულების სხვა პირობები
16.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.
16.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
16.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
XVII. კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა:
17.1 მხარეები აცნობიერებენ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დანერგილია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO/IEC 27001 მიხედვით და შესაბამისად, შემდგომ ურთიერთობებში ითვალისწინებენ
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონფიდენციალურობისა და გაუმჟღავნებლობის პირობებს“, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx (ჩვენს შესახებ/ შესყიდვები/ კონტრაქტის პირობები).
XVIII . მხარეთა რეკვიზიტები
“შემსყიდველი”: “მიმწოდებელი”:
დანართი #1
ფასების ცხრილი:
დანართი #2
ტექნიკური პირობა: