2.3 ტენდერის განცხადების ნომერი NAT...................
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1.1.13/30/
ქ.თბილისი 2018 წ.
1.ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობა (,,შემდგომში – შემსყიდველი”), წარმოდგენილი გამგებლის xxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ ............... (,,შემდგომში მიმწოდებელი”), წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2.ხელშეკრულების (შესყიდვის) საგანი, ხელშეკრულების ღირებულება და მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია - .......................... ასფალტობეტონის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა, რომლის აღწერა მოცემულია ფასების ცხრილში დანართის სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.2 შესყიდვის საშუალება – ელექტრონული ტენდერი;
2.3 ტენდერის განცხადების ნომერი NAT...................
2.4 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ............................... ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.5 კლასიფიკატორის კოდი - 71300000;
2.6 ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2018 წლის ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები და ვადები
3.1 მთლიანი მომსახურების გაწევის ვადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
3.2 მიმწოდებელმა: ყოველ კონკრეტულ მისამართებზე საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდება უნდა განახორციელოს წერილობითი შეკვეთიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (მომსახურების გაწევის ვადებში არ შედის სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის მქონე სხვა საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვადები).
3.3. მიმწოდებელმა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დროს უნდა იხელმძღვანელოს საქ. მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41-ე დადგენილებით ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
3.4 გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი: ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ითვალისწინებს საკვლევ‐საძიებო სამუშაოების ჩატარებას
1. ტერიტორიის საინჟინრო‐გეოლოგიური კვლევა და შესაბამისი დასკვნის წარმოგენა (მინიმუმ 3 შურფი; ნიმუშების ლაბორატორიული კველვა; ლითოლოგიური ჭრილი; ობიექტის გეოლოგიური აღწერა; გეოლოგიური დასკვნა‐რეკომენდაცია;
2. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
WGS‐84 კოორდინატთა სისტემაში UTM პროექციაში (აუცილებელია ტოპოგეოდეზიური სამშაოების წარმოება
GeoCORS‐ის სისტემაში)
‐ ობიექტის ტოპოგადაღება 1:500 მასშტაბში;
‐ ობიექტზე მინიმუმ 2 გეგმურ‐სიმაღლური წერტილის (რეპერის) დამაგრება;
‐ რეპერების უწყისი (აგრეთვე გრაფიკული ინფორმაცია);
‐ ტოპოგადარების (ელ. ტაქეომეტრის და GPS ‐ის) ტექსტური ფაილის ამობეჭდვა;
3. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ეზოში შესასვლელი, ტროტუარი, ბორდიური, საკომუნიკაციო ჭები) და ხელოვნური ბაგებობების (არსებობის შემთხვევაში‐საყრდენი კედლების, ჯებირების) მდგომარეობის შესწავლა.
4. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება)
5. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა) მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმებზე.
მუშა პროექტის შედგენა, მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვით
1. განმარტებითი ბარათი (უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში) აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, არსებულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის მონაცემებს, შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა.
2. სავალი ნაწილისა და ტროტუარის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა.
3. საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და დამკვეთთან შეთანხმებით.
4. სიტუაციური გეგმები (რეპერები კოორდინატების მითითებით)
4.1 საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების და ხელოვნური ნაგებობების დატანით
4.2 არსებული და საპროექტო მიწისქვეშ კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
5. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით)
6. განივი პროფილები, გადაღებული ყოველ 10 მეტრში და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებელთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას.
7. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ),მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებელთან ერთად;
8. საჭიროების შემთხვევაში ‐ მოსაწყობი კომუნიკაციების (მ.შ. სანიაღვრე და კანალიზაცია) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები, დეტალები, სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები.
9. ცხრილები და უწყისები. მათ შორის:
‐ მიწის სამუშოების უწყისი პიკეტაჟის მიხედვით
‐ საჭირო მასალების კრებსითი უწყისები
10. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით
11. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური სქემები. კალენდარული გრაფიკი, მანქანა‐მექანიზმების ჩამონათვალი.
12. საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა ნაბეჭდი სახით 4 (ოთხ) ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიის სახით (ნახაზები ‐ DWG და PDF ფორმატში, ხარჯთაღრიცხვა ‐ Excell‐ის ფორმატში) 2 (ორი) ეგზემპლარად.
სხვა მოთხოვნები
1. გზის სამოსის, ტროტუარების და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური ნაგებობების (მ.ს. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის შეთანხმება დამკვეთთან.
2. საზოგადო ტრანსპროტის გასაჩერებელ ადგილებსა და ნარჩენების შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების
(შეჭრა) ადგილების განსაზღვრა და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
3. მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტების სავარაუდო ქსელებისათვის საჭირო დიამეტრის განივი გარცმის მილების გათვალისწინება პროექტში.
4. შესაკეთებელ ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის (ფრეზირებული მასის) გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით (შესაძლებლობის ფარგლებში).
5. დაპროექტების პროცესში, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, დამკვეთთან შეთანხმებით.
6. სამშენებლო სამუშოების ეტაპებად დაყოფა (საჭიროების შემთხვევაში ‐ დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად).
7. შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი.
8. მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს პროექტის საავტორო ზედამხედველობა მუშაობის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის კორექტირება წერილობითი შეკვეთიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
4.გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1 საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდულ ინსპექტირებას და კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდევლი.
5.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ - ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების შესაბამისი სპეციალისტები.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის
(ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და მითითებულ ვადაში წარმოადგინოს ინსპექტირებული დოკუმენტები
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ (საკუთარი ხარჯით) სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან აკრედიტაციის მქონე სხვა საექსპერტო დაწესებულების მიერ სრულ საპროექტო/სახარჯთარრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე.
6.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტში მითითებული პირები.
6.3 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს
შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშწწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება მოხდება 2018 წლის გამგეობის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი (უხარისხოდ) შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 5%-ის ოდენობით.
8.4 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილი უნდა იქნეს მხარისათვის (მიმწოდებელი)
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
8.5 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია
შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.2ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი
კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
10.3ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშ კრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. უფლებების გადაცემა
12.1მხარე ვალდებულია მეორე მხარეს წარუდგინოს წერილობითი განცხადება მესამე პირისათვის მთლიანი ან დარჩენილი უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე, აგრეთვე, მესამე პირის წერილობითი თანხმობა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი ან დარჩენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
12.2 მხარეებს არა აქვთ უფლება მხარეთა (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი) წერილობითი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
12.3 უფლება-მოვალეობების გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი -
მიმწოდებელი - მესამე პირი).
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ნებისმიერი უთანხმოება და დავა წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, შ საძლებელია გადაწყდეს მხარეთა გონივრული შეთანხმებით ან/და მოგვარდეს პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით სამართლიანობის ფარგლებში.
14.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების თაობაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს
14.3ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.4 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ნებისმიერი სადაო საკითხი გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. სხვა პირობები
15.1ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, თითოეულ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ერთი ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებას მიენიჭება უპირატესობა.