საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები CMR/C-001/22
საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები CMR/C-001/22
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე პირობების შესაბამისად მზღვეველი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს დამზღვევის მიერ ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის საფუძველზე (შემდგომში
„კონვენცია“) საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების განხორციელების პროცესში დამდგარი ტვირთის პირდაპირი ფიზიკური დაზიანება, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშობა დამზღვევს კონვენციის შესაბამისად.
1.2. მზღვეველი აგრეთვე აანაზღაურებს ტვირთის პირდაპირ ფიზიკურ ზიანს, რომელიც დადგება დამზღვევის მიერ გადაზიდვების საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელების პროცესში და რომელიც გახდება დამზღვევის პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადაზიდვა განხორციელდება კონვენციის მოთხოვნების დაცვით, გარდა მოთხოვნისა გადაზიდვების საერთაშორისო ხასიათის შესახებ.
1.3. წინამდებარე პირობების თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომლის შესახებაც დამზღვევი შეიტყობს და აცნობებს მზღვეველს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.
1.4. წინამდებარე პირობების თანახმად მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა გამოითვლება გადამზიდველის ბრალით ტვირთის გაფუჭების/დაზიანების შედეგად მიყენებული რეალური დანაკარგის შესაბამისად, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაში არ აღემატება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღეს ტვირთის ღირებულებისა ჩატვირთვის ქვეყანაში და ტრანსპორტირების ხარჯების ჯამურ ოდენობასა და ტვირთის მთლიანი განადგურების შემთხვევაში 8.33 საანგარიშო ერთეულს 1 კგ ბრუტო წონის დანაკლისზე, ხოლო ტვირთის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში შესაბამის პროცენტს აღნიშნული ლიმიტიდან.
1.5. მთლიანი სადაზღვევო ანაზღაურება, რომელიც მოიცავს ზიანის ოდენობისა და მიზეზების დასადგენად და/ან ზიანის თავიდან ასაცილებლად გაწეულ ხარჯებს არავითარ შემთხვევაში არ აღემატება პოლისით განსაზღვრულ ანაზღაურების ლიმიტებს.
1.6. წინამდებარე პირობების საფუძველზე გაიცემა დაზღვევის პოლისი. აღნიშნულ პოლისზე მთლიანად ვრცელდება წინამდებარე პირობებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სადაზღვევო პოლისის გაცემა ხორციელდება შესაბამისი განაცხადის დამზღვევის მიერ შევსების საფუძველზე. ხსენებული სადაზღვევო პოლისი და შესაბამისი განაცხადი და წინამდებარე პირობები იქცევა დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილებად.
2. ტერმინთა განმარტება
2.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ზოგიერთ ტერმინს გააჩნია ამ მუხლში ასახული მნიშვნელობა:
2.1. მზღვეველი _ სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი”;
2.2. დამზღვევი _ პირი, რომელიც დებს ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულებას მზღვეველთან, და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას;
2.3. მოსარგებლე _ პირი, რომელიც წინამდებარე პირობების, დაზღვევის პოლისის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
2.4. სადაზღვევო თანხა _ თანხა, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში და რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება; დამატებით შეიძლება დაწესდეს სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტ(ებ)ი, რაც ასევე ასახვას ჰპოვებს სადაზღვევო პოლისში;
2.5. სადაზღვევო პრემია _ თანხა, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში მისი გადახდის პირობებთან და ვადებთან ერთად და რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით და სადაზღვევო პოლისით გათვალისწიენბული დაზღვევის საფასურს;
2.6. ფრანშიზა _ სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი და რომელიც აკლდება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობას; სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევის მიმართ შეიძლება, დადგენილი იქნას ცალ-ცალკე ფრანშიზები, რაც, ასევე, ასახვას ჰპოვებს სადაზღვევო პოლისში;
2.7. სადაზღვევო პერიოდი _ (დაზღვევის მოქმედების ვადა) _ სადაზღვევო პოლისში მითითებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა ძალაშია და რომლის დროსაც დამდგარი შემთხვევები ექვემდებარება ანაზღაურებას.;
2.8. სადაზღვევო პოლისი _ ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2.9. დაზღვევის განაცხადი _ მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით დამზღვევის მიერ შესავსები კითხვარი, რომელშიც აისახება დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებლი მზღვეველისათვის საინტერესო გარემოებები.
2.10. დაზღვევის ობიექტი – დამზღვევის ქონებრივი ინტერესი, დაკავშირებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის მზღვეველის მიერ ანაზღაურებასთან
2.11. ტვირთი – საქონელი, მათ შორის შესაფუთად/დასაცავად გამოყენებული ან გამოსაყენებელი (კონტეინერის და სხვა გადასაზიდი მოწყობილობების გარდა), რომელიც გადაიზიდება ერთი ადგილიდან მეორეში, რათა განხორციელდეს დამზღვევის ან დამზღვევის კონტრაქტორის მიერ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება;
2.12. სადაზღვევო შემთხვევა - წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული რისკების ხდომილებით გამოწვეული დაზღვეული ტვირთის დაზიანება ან განადგურება, წინამდებარე პირობების მე-3 მუხლში მოყვანილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
2.13. სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გაიცემა მზღვეველის მიერ მოსარგებლის სასარგებლოდ.
2.14. კონვენცია – კონვენცია ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ (ჩMღ);
2.15. მაღალი ღირებულების ტვირთი – სიგარეტები, სპირტი, ალკოჰოლური სასმელები, კომპიუტერები, კომპიუტერის ნაწილები, ტელევიზორები, აუდიო აპარატურა, ძვირფასი მეტალისგან დამზადებული საგნები, საიუველირო ნაწარმი და ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები;
2.16. ზოდი – ოქრო, ვერცხლი ან პლატინა ზოდის ან სხვა მსგავსი ფორმით;
2.17. მოთხოვნასთან დაკავშირებული ხარჯები – სასამართლო ხარჯები, რომლებიც გაწეულია წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული შემთხვევის საფუძველზე წამოყენებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის ადვოკატების ჰონორარის, სასამართლო პროცესის, გამოძიების, ექსპერტიზის, აპელაციის ხარჯების ჩათვლით. მოთხოვნასთან დაკავშირებული ხარჯები არ მოიცავს მზღვეველის წინასწარი თანხმობის მიღებამდე გაღებულ გადასახადებს, ხელფასებს ან ანაზღაურებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის და დაქირავებული კონსულტანტებისთვის საგანგებო მომსახურებისთვის გადახდილ თანხებს, აგრეთვე დამზღვევის ადმინისტრაციულ ხარჯებს;
2.18. გადასაზიდი აღჭურვილობა – ნებისმიერი კონტეინერი, კორპუსი, მისაბმელი, რკინიგზის ვაგონი ან სხვა მსგავსი აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად;
2.19. უბედური შემთხვევა – უეცარი, დამზღვევისათვის მოულოდნელი და დამზღვევის მიერ წინასწარ განუზრახავი შემთხვევა;
2.20. ნაღდი ფული – ბანკნოტები, ხურდა ფული, ტურისტული და საბანკო ჩეკები, საკრედიტო ბარათები;
2.21. მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისთვისაც დამზღვევი ახორციელებს მომსახურებას პირადად ან ქვეკონტრაქტორების საშუალებით;
2.22. xxxxx (TEU) – 20 ფუტი (6.10 მ) სიგრძის მქონე კონტეინერის აღმნიშვნელი სტანდარტული ერთეული.
2.23. სადაზღვევო შემთხვევა - მოულოდნელი მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე პირობების შესაბამისად;
3. გამონაკლისები
3.1. წინამდებარე პირობების თანახმად დაზღვევა არავითარ შემთხვევაში არ ვრცელდება ზიანზე ან დანაკლისზე, რომელიც გამოწვეულია ან დადგა:
3.1.1. დამზღვევის მიერ პირველი საპრემიო შენატანის გადახდამდე;
3.1.2. ტვირთის იმ საგზაო სატრანსპორტო საშუალებით და/ან იმ მძღოლის მიერ გადაზიდვის შედეგად, რომელიც მითითებულია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის მიწოდებულ დაუშვებელ საგზაო სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა სიაში;
3.1.3. დამზღვევის ქვეკონტრაქტორის მიერ დაზღვევის არქონის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უბედური შემთხვევის დადგომამდე დამზღვევმა მიიღო წერილობითი დადასტურება ქვეკონტრაქტორის მზღვეველისაგან ან ქვეკონტრაქტორის დაზღვევის პოლისის ასლი და მიიღო ყველა გონივრული ზომა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კონტრაქტისა და კანონმდებლობის საფუძველზე წარმოქმნილი ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობა დამზღვევის მიმართ დაზღვეულია და რომ აღნიშნული დაზღვევის თანახმად
ა) პასუხისმგებლობის ლიმიტი შეადგენს არანაკლებ პოლისში მითითებული სადაზღვევო ლიმიტისა ერთ შემთხვევაზე; ბ) სადაზღვევო პერიოდი სრულდება უბედური შემთხვევის დადგომის შემდეგ.
3.1.4. ტვირთის სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე გადაზიდვისას;
3.1.5. სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა არაკანონიერი ქმედებით და/ან მათზე დაკისრებული მოვალეობის დროულად არშესრულების ან მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდებით;
3.1.6. პასუხისმგებლობით ნებისმიერ xxxxxx, მიუხედავად მისი მიზეზისა, თუ ადგილი ჰქონდა საგზაო გადაზიდვებისათვის დადგენილი წონის ლიმიტის დარღვევას;
3.1.7. დამზღვევის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის აღჭურვილობის მწარმოებლის მითითებებში განსაზღვრული უსაფრთხო სამუშაო დატვირთვების გადაჭარბების შედეგად;
3.1.8. “მაღალი ღირებულების ტვირთის” მოპარვის ან დაკარგვის გამო წამოყენებული მოთხოვნის შედეგად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის გამოწვეულია:
ა) დაცულ ან ჩაკეტილ შენობაში ან საწყობში ძალისმიერი შეჭრით;
ბ) ჩაკეტილ ავტომანქანაში ძალისმიერი შეჭრით იმ პირობით, რომ ამგვარი ავტომანქანა არ იყო მიტოვებული ყურადღების გარეშე, გარდა ჩაკეტილ ავტოფარეხში, შენობაში ან საწყობში ყოფნისას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამგვარი ავტომანქანა მხოლოდ დროებით არის დატოვებული უყურადღებოდ მომხმარებლის შენობებში ან შენობებთან ტვირთის მიტანის მიზნით.
3.1.9. xxxxxx მიერ ნაკისრი ვალდებულებით გადაზიდვის გარკვეული დროისათვის ან დროში განხორციელების შესახებ;
3.1.10. იმ მოცულობით, რომლითაც ზარალი გაიზარდა დამზღვევის მომხმარებლის მიერ ტვირთის ღირებულების შესახებ გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის შედეგად;
3.1.11. დამზღვევის მიერ მომხმარებელთან გაფორმებული კონტრაქტის დებულებით, რომლის საფუძველზეც დამზღვევს არაბრალეული ქმედებების გამოც ეკისრება პასუხისმგებლობა;
3.1.12. შეუსაბამო/არასწორი შეფუთვით ან საქონლის ხარვეზიანი დატვირთვით გამგზავნის მიერ;
3.1.13. დაზღვეული ობიექტის არასაკმარისი/შეუსაბამო/არადამაკმაყოფილებელი/არასრული შეფუთვით, მარკირებით ან მომზადებით (ამ გამონაკლისის არსის მიზნებისათვის “შეფუთვაში” ასევე იგულისხმება კონტეინერში (ლიფტვანში) ჩატვირთვა-ჩალაგებაც);
3.1.14. ტვირთის დაკარგვით ან დაზიანებით, როდესაც ტვირთი არის გაცემული გადასაზიდად წონის ან შეფუთვების რაოდენობის მითითების გარეშე;
3.1.15. იმ მოცულობით, რომლითაც მოთხოვნა გაიზარდა ნებისმიერ სატრანსპორტო ზედნადებში ან გადაზიდვის კონტრაქტში არსებული შეცდომის შედეგად;
3.1.16. იმ მოცულობით, რომლითაც მოთხოვნა გაიზარდა ნებისმიერ თქვენს სატრანსპორტო ზედნადებში ან გადაზიდვის კონტრაქტში დამზღვევის ქვე-კონტრაქტორის სატრანსპორტო ზედნადებთან ან გადაზიდვის კონტრაქტთან შედარებით შეფუთვების განსხვავებული რაოდენობის ჩვენების შედეგად;
3.1.17. დამზღვევის მიერ განხორციელებული არაკანონიერი საქმიანობით, მოტყუებით ან გაყალბებით (მათ შორის დამზღვევის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ქვეკონტრაქტორის მიერ ჩადენილი), ფარული გარიგების, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებების შედეგად (მაგალითად, სათანადო კონტროლის მექანიზმების შექმნის შეუძლებლობა);
3.1.18. დამზღვევის მიერ მოცემული გადაზიდვისათვის ან საქონლის სახეობასთან ან ტექნიკურ სტანდარტებთან შუსაბამო სარტასნპორტო საშუალების გამოყენებით;
3.1.19. საგზაო წესების ან საქონლის გადაზიდვის/მოძრაობის ქვეყნის სხვა კანონების მნიშვნელოვანი დარღვევით;
3.1.20. დამზღვევის შეგნებული შეცდომით/დარღვევით ან უკიდურესი დაუდევრობით;
3.1.21. კონტრაბანდული ან კანონის დარღვევით ტვირთის დამუშავების, შენახვის ან გადაზიდვის შედეგად;
3.1.22. ნებისმიერი ჯარიმით ან საურავით ან დამატებითი ხარჯებით, რომელიც გამოწვეულია ანაზღაურებადი ზარალის ოდენობის გაზრდით აღნიშნული ჯარიმებისა და საურავების დაკისრების შედეგად;
3.1.23. სარტანსპორტო საშუალების ცუდი მართვით, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია შემდეგით:
- მძღოლის მიერ არასათანადო მართვის მოწმობის ფლობა (არასათანადო მოცემული სახის
- სატრანსპორტო საშუალებისათვის ან პოლიციის მიერ ჩამორთმეული/შეჩერებული);
- ალკოჰოლის დასაშვები დონის გადაჭარბება;
- სხვა დასჯადი/საჯარიმო მიზეზები;
3.1.24. გადასაზიდი საქონლის ან სატრასსპორტო საშუალების უყურადღებოდ მიტოვებით;
3.1.25. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან დამზღვევის სახელით მოქმედი სხვა პირის მიერ ალკოჰოლური, ტოქსიკური ან სხვა, მსგავსი ზემოქმედების მქონე ნივთიერებების მოხმარების შედეგად:
3.1.26. ნებისმიერი საბაჟო გადასახადის, სააქციზო გადასახადის ან მსგავსი საგადასახადო მოსაკრებლების შედეგად;
3.1.27. ზოდებთან, მალფუჭებად სურსათთან ან ყვავილებთან, ცხოველებთან, თხილთან, მოლიბდენთან, მობილურ ტელეფონებთან, ძვირფას ქვებთან, ნაღდ ფულთან, ობლიგაციებთან, საბრუნავ დოკუმენტებთან ან ნებისმიერი სახის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით;
3.1.28. ერთი დაზღვეული პირის მიერ მეორის მიმართ წამოყენებული ნებისმიერი მოთხოვნის, დამზღვევის კომპანიაში ფინანსური ან ადმინისტრაციული ინტერესის მქონე ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ან მის წინააღმდეგ წამოყენებული ნებისმიერი მოთხოვნის შედეგად;
3.1.29. ნებისმიერი სახის საწარმოო დავების, გაფიცვების, ამბოხის, მასობრივი არეულობების, სამოქალაქო მღელვარების, ლოკაუტის, წარმოების გაჩერების ან მუშაობის შეზღუდვის შედეგად, მიუხედავად მათი ნაწილობრივი ან ზოგადი ხასიათისა ან მათში დამზღვევის თანამშრომლების მონაწილეობისა;
3.1.30. დაზღვევა არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს პასუხისმგებლობას დანაკარგზე ან ზიანზე ან ხარჯზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია ან დადგა ან წარმოადგენს შემდეგი გარემოებების შედეგს:
ა) მაიონებელი რადიაციის ან ნებისმიერი ბირთვული საწვავის ან ბირთვული ნარჩენების ან ბირთვული საწვავის წვის შედეგად გამოწვეული რადიოაქტიური დაბინძურების შედეგად;
ბ) ნებისმიერი ბირთვული დანადგარის, რეაქტორის ან სხვა ბირთვული მოწყობილობის ან მისი ბირთვული კომპონენტის რადიოაქტიური, ტოქსიკური, ფეთქებადსაშიში ან სხვა სახის სახიფათო ან დამაბინძურებელი თვისებების გამო;
გ) ნებისმიერი ატომური ან ბირთვული დაყოფის და/ან სინთეზის ან სხვა მსგავსი რეაქციის ან რადიოაქტიური ძალის ან ნივთიერების საშუალებით მოქმედი ნებისმიერი იარაღის ან ხელსაწყოს გამო;
დ) რადიოაქტიური ნივთიერების რადიოაქტიული, ტოქსიკური, ფეთქებადსაშიში ან სხვა სახიფათო ან დამაბინძურებელი თვისებების. წინამდებარე პუნქტის გამონაკლისი არ ვრცელდება რადიო იზოტოპებზე, გარდა ბირთვული საწვავისა, როდესაც ისინი მზადდება, გადაიზიდება, ინახება ან გამოიყენება კომერციული, სამეურნეო, სამედიცინო, სამეცნიერო ან სხვა მსგავსი მშვიდობიანი მიზნებისათვის;
ე) ნებისმიერი ქიმიური, ბიოლოგიური, ბიო-ქიმიური ან ელექტრომაგნიტური იარაღი.
3.1.31. ფორს-მაჟორული გარემოებების, სტიქიური უბედურებების, ომის, ინტერვენციის, უცხოელი მტრების მოქმედებების, საომარი მოქმედებების (ომის გამოცხადებით ან მის გარეშე), სამოქალაქო ომის, ტერორიზმის ან საბოტაჟის, აჯანყების, რევოლუციის, სამხედრო ამბოხების ან ძალაუფლების უზურპაციის ან ნებისმიერი ხელისუფლების ბრძანებით ქონების კონფისკაციის, ნაციონალიზაციის, რეკვიზიციის ან განადგურების ან დაზიანების გამო.
4. დაზღვევის მოქმედების ვადა
4.1. დაზღვევა იწყება დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის ოცდაოთხს საათზე და მთავრდება სადაზღვევო პერიოდით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხს საათზე. ამასთან, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
5.1. მზღვეველი უფლებამოსილია:
5.1.1. დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო რისკის გაზრდის შემთხვევაში მოითხოვოს დაზღვევის პირობების შეცვლა და/ან დამზღვევის მიერ დამატებითი სადაზღვევო პრემიის გადახდა;
5.1.2. დაზღვევის პირობების შეცვლაზე ან დამატებითი პრემიის გადახდაზე დამზღვევის უარის შემთხვევაში გააუქმოს დაზღვევის პოლისი მზღვეველის მიერ დამატებითი პრემიის გადახდის მოთხოვნის მომენტიდან;
5.1.3. სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მიაწოდოს დამზღვევს იმ მანქანათა სია, რომელთა მიერ დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით დაზღვეული გადაზიდვების განხორციელება;
5.1.4. მონაწილეობა მიიღოს დაზღვეული ტვირთის გადარჩენასა და შენარჩუნებაში და აღნიშნული მიზნით მიიღოს ან მიუთითოს დამზღვევს კონკრეტული ზომების მიღებაზე.
5.2. მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ზიანის მთლიან ან ნაწილობრივ ანაზღაურებაზე, თუ დამზღვევმა:
5.2.1. შეატყობინა არასწორი ინფორმაცია იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს რისკის ხარისხის განსაზღვრისათვის; მაგალითად, სადაზღვევო განაცხადში მიუთითა არასწორი ან არასრული ინფორმაცია;
5.2.2. არ აცნობა მზღვეველს ან მის წარმომადგენელს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში და ტვირთის გადმოტვირთვის დაწყებამდე;
5.2.3. არ მიიღო ტვირთის გადასარჩენად და შესანახად აუცილებელი და შესაძლო ზომები;
5.2.4 არ გააცნო გადასაზიდად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მზღვეველის ინსტრუქცია მძღოლებისათვის, თუ ზიანი გამოწვეულია ან მისი ოდენობა გაიზარდა მძღოლის მიერ აღნიშნული ინსტრუქციის არცოდნის გამო;
5.2.5. სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია განზრახი ქმედებით;
5.2.6. არ განახორციელა ყველა ის ქმედება, რომელიც აუცილებელია მზღვეველის მიერ რეგრესის განხორციელებისათვის;
5.2.7. არ შეასრულა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
5.3. მზღვეველი ვალდებულია:
5.3.1. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ გასცეს სადაზღვევო პოლისი;
5.3.2. დაიცვას კონფიდენციალობა დამზღვევის საქმიანობის შესახებ;
5.3.3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შეადგინოს სადაზღვევო აქტი მას შემდეგ, რაც მიიღებს სადაზღვევო შემთხვევის გარემოებებისა და ზიანის ოდენობის დასადგენად აუცილებელ ყველა დოკუმენტს;
5.3.4. სადაზღვევო აქტის ხელმოწერიდან ერთი (1) თვის ვადაში გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
5.4. დამზღვევი უფლებამოსილია:
5.4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარუდგინოს მზღვეველს მოთხოვნა სადაზღვევო ანაზღაურების მიღების თაობაზე.
5.5. დამზღვევი ვალდებულია:
5.5.1. წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით გადაიხადოს სადაზღვევო პრემია;
5.5.2. დაზღვევის გაფორმებისას შეატყობინოს მზღვეველს ყველა მისთვის ცნობილი გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა იქონიოს გავლენა სადაზღვევო შემთხვევების დადგომის რისკის შეფასებაზე;
5.5.3. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მზღვეველს დაზღვევის პოლისის გაცემის დროს მზღვეველისათვის შეტყობინებულ გარემოებებში მისთვის ცნობილი ცვლილებების ან მანამდე არსებული მისთვის უცნობი გარემოებების შესახებ, თუ აღნიშნული გარემოებები ზრდიან სადაზღვევო შემთხვევების დადგომის რისკს (განსაკუთრებით სადაზღვევო განაცხადში მითითებულ გარემოებებში);
5.5.4. გააცნოს ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული ავტომანქანის მძღოლს წინამდებარე ხელშეკრულებაზე დართული მზღვეველის ინსტრუქცია მძღოლებისათვის და მოიპოვოს მათი თანხმობა წერილობითი სახით აღნიშნული ინსტრუქციების შესრულებაზე;
5.5.5. მიიღოს ყველა აუცილებელი და შესაძლო ზომა სადაზღვევო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და/ან მისი დადგომის რისკის შესამცირებლად;
5.5.6. სადაზღვევო შემთხვევის აღმოჩენისას ან შეტყობისას აღნიშნულიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს მზღვეველს წერილობით ასეთი შემთხვევის შესახებ, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ტვირთის გადმოტვირთვის აუცილებლობის შემთხვევაში, არ დაიწყოს აღნიშნული პროცესი მზღვეველის ან მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე;
5.5.7. მიაწოდოს მზღვეველს მის ხელთ არსებული ყველა საბუთი, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევასთან;
5.5.8. თავის თავზე აიღოს ნებისმიერი ჯარიმების, სანქციების ან სხვა სავალდებულო გადასახდელების და ა.შ. გადახდის ვალდებულება, რომელიც არ შედის კონვენციით გათვალისწინებული გადამზიდველის პასუხისმგებლობის მოცულობაში.
6. სადაზღვევო პრემია
6.1. დამზღვევის მიერ მზღვეველის სასარგებლოდ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის, შესაბამისი სადაზღვევო თანხის, მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტების, სადაზღვევო ტარიფისა და უპირობო ფრანშიზის მოცულობა განისაზღვრება სადაზღვევო პოლისით დამზღვევის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მონაცემთა საფუძველზე.
6.2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი პრემია პოლისში მოცემული ოდენობის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ რეალურად განხორციელებული გადაზიდვების ოდენობა გადააჭარბებს პოლისში მითითებულ ოდენობას.
6.3. წინამდებარ პირობების 6.2. პუნქტის შესაბამისად დამატებითი პრემიის გადახდა ხდება მზღვეველის მიერ შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
6.4. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის დამზღვევის მიერ გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია ნაკისრი მოვალეობის შესრულებისაგან.
6.5 სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, პრემიის დროულად, სადაზღვევო პოლისით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მზღვეველის მხრიდან განისაზღვრება პრემიის გადახდის ორკვირიანი დამატებითი ვადა. თუ ამ ვადის გასვლის შემდგომ ადგილი ექნება სადაზღვევო შემთხვევას, და გადახდა არ იქნება განხორციელებული, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან. ამასთან, პრემიის დროულად გადაუხდელობისას მზღვეველი უფლებას იტოვებს ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულება..
7. სუბროგაცია
7.1. მზღვეველზე, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადადის სუბროგაციული მოთხოვნის უფლება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ გადახდილი ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში. დამზღვევი ვალდებულია, გადასცეს მზღვეველს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი (მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ ოფიციალური ფორმით გაცემული (დამოწმებული უფლებამოსილი პირის ბეჭიდთა და ხელმოწერით) სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორიგინალის სახით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს: შემთხვევის ადგილი და თარიღი, შემთხვევის ყველა მონაწილის ვინაობა, შემთხვევის მოხდენაზე პასუხისმგებელი პირი (პირები), აგრეთვე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები), რომელიც საჭიროა ამ მოთხოვნის რეალიზაციისათვის.
7.2. დამზღვევის მიერ ზიანზე პასუხისმგებელი პირისათვის უარის თქმა პრეტენზიებზე ან იმ უფლებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მიმართ მოთხოვნების რეალიზაციას, აგრეთვე უარის თქმა მზღვეველისათვის, გადასცეს ამ უკანასკნელს რეგრესული მოთხოვნის წასაყენებლად საჭირო დოკუმენტები, ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან, ხოლო თუ ასეთი ანაზღაურება უკვე გაცემულია, მზღვეველს ანიჭებს გაცემული თანხის უკან მოთხოვნის უფლებამოსილებას.
8. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
8.1.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში არ გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო პრემიას;
8.1.2. არ აცნობებს მზღვეველს ან არასწორად აღწერს იმ ცნობებს, რომლებიც ზრდიან რისკის ფაქტორს ან გავლენას ახდენენ რისკის ხარისხის შეფასებაზე;
8.1.3. დაარღვევს 5.2.2. პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას;
8.1.4. ამოიწურა სადაზღვევო თანხით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი.
8.1.5. დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაშილ
8.1.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.2. წინამდებარე პირობების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია დაიტოვოს სადაზღვევო პრემიის ნაწილი, რომელიც პროპორციულია იმ პერიოდისა, რომელშიც მოქმედებდა დაზღვევა და აგრეთვე გამოქვითოს დასაბრუნებელი პრემიის ოდენობიდან დაზღვევასთან დაკავშირებით მზღვეველის მიერ გაღებული ყველა ხარჯი.
8.3. დაზღვევის შეწყვეტისას მზღვეველის მიერ პოლისის მოქმედების პერიოდში კონკრეტულ დაზღვეულ ტვირთთან მიმართებაში ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში, გამოუმუშავებელი პრემია ასეთ ტვირთთან მიმართებაში დაბრუნებას არ ექვემდებარება, განვადებით სადაზღვევო პრემიის გადახდისას კი გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია ექვემდებარება დამზღვევის მიერ სრულად დაფარვას.
9. დავების განხილვის წესი
9.1. მზღვეველსა და დამზღვევს შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, ხოლო თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, მისი ურთიერთშეთანხმებით/მორიგებით დასრულების მიზნით მხარეები, აგრეთვე დაზღვეული და მოსარგებლე მიმართავენ ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციის“ მედიატორს სატელეფონო ხაზის მეშვეობით ნომერზე: 2555155, ან მისამართზე: თბილისი xxxxxxxxxx ქუჩა 24, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxxxxxx@xxxxxxxxx.xxx.xx. „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“
„დაზღვევის მედიაციის“ პროცესთან დაკავშირებული საერთო ხარჯების დაფინანსება ხდება „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ საწევრო შემოსავლებიდან.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ისინი წარმოადგენენ დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10.2. დაზღვევის ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელ-შეკრულების
Bბათილობას, თუ იგი დაიდებობა ასეთი ბათილი პუნქტის გარეშეც.
10.3. დაზღვევის ხელშეკრულების აღსრულებისათვის აუცილებელი ყველა შეტყობინება მხარეებს მიეწოდება წერილობითი ფორმით, ან გადაეგზავნება ფაქსით, ან დაზღვეული ფოსტით მხარეთა ადფილსამყოფელის მიხედვით. მისამართის/ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მზღვეველისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მზღვეველის მიერ გამგზავნილი ნებისმიერი კორესპოდენცია/შეტყობინება ჩაითვლება დამზღვევის მიერ მიღებულად.
10.4. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირს (პირებს) გადაეცემა(თ) მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებული შემთხვევებში. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო პოლისზე ხელმოწერით დამზღვევი ანიჭებს უპირობო უფლებას მზღვეველს, დამატებითი შეთანხმების გარეშე, დამზღვევის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს სს “კრედიტინფო საქართველოს” (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეესტრის #06/5-51, საიდენტ. #204470740), რაც გამოიწვევს დამზღვევის აღრიცხვას “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში.
10.5. დაზღვევის ხელშეკრულება ყველა ვალდებულებით ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე, წარმომადგენლებზე და რწმუნებულებზე;
10.6. მზღვეველი ვალდებულია სათანადოდ დაიცვას დამზღვევის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა, დამზღვევის თანხმობით, სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნებისათვის; ამასთან, მზღვეველი უფლებამოსილია დაამუშაოს დამზღვევის პერსონალური ინფორმაცია სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებისათვის და დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მესამე პირთათვის გადაცემის გზით, მზღვეველის ინტერესების დაცვისათვის და დაამუშაოს დამზღვევის პერსონალური მონაცემები კანონით დადგენილი წესით უფლებამოსლი პირის მეშვეობით.
10.7. დაზღვევის პოლისზე და განაცხადზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ დაზრვევის ხელშეკრულება დადებულია გონივრული განსჯის შედეგად და მასზე ხელმომწერ პირებს აქვთ სათანადო უფლებამოსილება ამისათვის;
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” ინსტრუქცია მძღოლებისთვის
გადაზიდვისთვის ტვირთის მიღების დროს
დარწმუნდით, რომ თქვენ ხელზე მიიღეთ აუცილებელი დოკუმენტები:
• ზედნადები CMR (ან სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები) - პირმა, რომელიც გადმოგცემთ თქვენ ტვირთს, უნდა დაიტოვოს ზედნადების ერთი ასლი, ხოლო სხვა ასლს (ასლებს) ხელი მოაწეროს და თქვენ გადმოგცეთ;
• თქვენი კომპანიის ან ექსპედიტორის მიერ შევსებული TIR წიგნაკი (ან საბაჟო კონტროლის სხვა დოკუმენტი);
• კომერციული ინვოისი;
• შეფუთვის ფურცელი;
• მიწოდების მკაფიო ინსტრუქციები;
უარი თქვით ტვირთის მიღებაზე, თუ თქვენ არ გადმოგეცათ ყველა ეს დოკუმენტი ან არ მიიღეთ მკაფიო ინსტრუქციები თქვენი კომპანიისგან. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი, გადაზიდვისთვის ტვირთის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს კომპანიას ან მზღვეველის წარმომადგენელს.
შეამოწმეთ შეფუთვების რაოდენობის შესაბამისობა დოკუმენტებისადმი, კერძოდ CMR
ზედნადებისადმი.
გააკეთეთ შენიშვნები ზედნადებში თუ:
• თქვენ არ შეგიძლიათ ზუსტი გადაანგარიშების განხორციელება (მიზეზების მითითებით!);
• შეფუთვების რაოდენობა არ შეესაბამება CMR ზედნადებს;
შეამოწმეთ ტვირთის გარეგანი მდგომარეობა. გააკეთეთ შენიშვნები ზედნადებში თუ:
• თქვენ, რაიმე მიზეზით (აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტული მიზეზი!) არ შეგიძლიათ ტვირთის მდგომარეობის შემოწმება;
• არსებობს ტვირთის რომელიმე შესამჩნევი დაზიანება;
შეამოწმეთ კონტეინერისა და ნახევარმისაბმელის მდგომარეობა. თუ თქვენ შეამჩნიეთ კონტეინერის ან ნახევარმისაბმელის რაიმე დაზიანება, აღნიშნეთ ეს ზედნადებში.
შეამოწმეთ ლუქი, მისი მდგომარეობა, შეადარეთ ლუქის ნომერი დოკუმენტებში მითითებულ ნომერთან. არ მიიღოთ ტვირთი, თუ ლუქი გატეხილია ან მისი ნომერი არ შეესაბამება დოკუმენტაციაში მითითებულს.
გააკეთეთ შენიშვნები ჩატვირთვის პირობების შესახებ:
• ტვირთის არასაკმარისი დამაგრება
• ამინდის პირობები (ძლიერი წვიმა ან სიცხე)
• სატვირთო ნაკვეთურში ადგილების განთავსების წესი (მძიმე ტვირთი დაწყობილი არის ზემოდან ან უკანა ნაწილში)
• კერძოდ ვინ ახორციელებს/ხელმძღვანელობს ჩატვირთვას (გამგზავნის საწყობის მომსახურენი)
Insurer/mzRveveli
Page 1 of 5 Insured/damzRvevi
შეამოწმეთ ადგილების მარკირება: მარკირების შესაბამისობა თანმხლები დოკუმენტებისადმი (მაგალითად, “coffee” და “cacao”). თუ ამის გაკეთების საშუალება არ გაქვთ, აღნიშნეთ ეს CMR ზედნადებში.
თუ თქვენ უნდა შეიტანოთ შენიშვნა CMR ზედნადებში, წერეთ გასაგებად და გარკვევით, დასვით თარიღი და ხელი მოაწერეთ. შესაძლოა შენიშვნების შემდეგი ვარიანტები:
«მიღებული არის ადგილების გადათვლის გარეშე, ვინაიდან მე არ ვიყავი დაშვებული ტვირთის გამგზავნის საწყობში»
«არ მაქვს შესაძლებლობა შევამოწმო ტვირთის ხარისხი (მიღებული არის ხარისხის შემოწმების გარეშე), ვინაიდან მე არ ვიყავი დაშვებული ტვირთის გამგზავნის საწყობში»
«6-სანტიმეტრიანი ნახვრეტი კონტეინერის სახურავში»/«ნახევარმისაბმელის რეზინი ძლიერ გაცვეთილია, ტენტი გახეულია ორ ადგილზე»
«გადაზიდვისთვის მიღებული არის 2050 ადგილი »
«გადაზიდვისთვის მიღებული არის პოლიეთილენის აფსკით შემოჭიმული 30 ადგილი გამგზავნის უარის გამო საერთო რაოდენობის შემოწმების გარეშე»
«მინის 2 ადგილი არის დაზიანებული/გატეხილი»/«შეფუთვაზე - სისველის კვალი»
«ტვირთის ჩატვირთვა და დამაგრება ხორციელდებოდა გამგზავნის მიერ»
«ჩატვირთვა ხორციელდებოდა ქუჩაში, ძლიერი წვიმის პირობებში»
«ხორცის (პროდუქტის) გადატვირთვა ხორციელდებოდა არა მაცივრიდან, არამედ ავტომანქანიდან, რომელიც არ იყო მოწყობილი სამაცივრო დანადგარით»
«ჩატვირთვის შემდეგ მაცივარში არ არსებობს სივრცე ჰაერის ცირკულირებისთვის. ჩატვირთვა ტვირთის გამგზავნის მიერ»
თქვენ უნდა სთხოვოთ პირს, რომელიც გადმოგცემთ ტვირთს, ხელი მოაწეროს CMR ზედნადებს და ამგვარად დაადასტუროს აღნიშნული დაზიანებები და/ან ტვირთის დანაკლისი.
შეატყობინეთ საწარმოს ან მზღვეველის წარმომადგენელს გამგზავნის (ან ექსპედიტორის) ყველა იმ ინსტრუქციის შესახებ, რომლებიც თქვენ უჩვეულოდ ან საეჭვოდ მიგაჩნიათ.
დარწმუნდით ყველა მარეგისტრირებელი მოწყობილობის გამართულობაში (ტახოგრაფი, თერმოგრაფი და ა.შ.).
გამგზავრებამდე წინასწარ იზრუნეთ მოძრაობის მარშრუტზე, აგრეთვე ვალუტის გადაცვლაზე, სურსათზე, პირად ნივთებსა და დოკუმენტებზე, რათა აიცილოთ ტვირთით გაჩერება დაუცველ სადგომებთან (ბანკთან, საბაჟოსთან, სახლთან) ან მარშრუტის გარკვევა შემთხვევით გამვლელებთან.
გარაჟიდან ან ტვირთის გამგზავნისგან გამგზავრების წინ სთხოვეთ ექსპედიტორს ან თქვენი კომპანიის წარმომადგენელს, დაუკავშირდეს მიმღებს და გაარკვიოს გადმოტვირთვისა და განბაჟების დეტალები. იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს თქვენ რაიმე მიზეზით არ გაცნობებენ, იყავით განსაკუთრებით ყურადღებით მიმღების მიერ თქვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტების მიმართ.
Insurer/mzRveveli
Page 2 of 5 Insured/damzRvevi
არ შეატყობინოთ გარეშე პირებს გადასაზიდი ტვირთის არც ხასიათი და არც ღირებულება! თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვები, დაუკავშირდით თქვენს კომპანიას ან მზღვეველს.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების ან საბაჟო ორგანოების ჩარევის შემთხვევაში
• მიიღეთ ზომები თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად;
• მიიღეთ ზომები ტვირთის შემდგომი დაზიანებისა და/ან დაკარგვის აცილებისთვის. დასახლებულ პუნქტებთან ახლო მდებარე ადგილებში დაიცავით ტვირთი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლის ლოდინისას;
• შეეცადეთ შეინარჩუნოთ საბაჟო იდენტიფიცირების საშუალებები (ლუქები);
• შეეცადეთ განსაზღვროთ ნებისმიერი ინციდენტის მოწმეები და ბრალეული პირები და შეინარჩუნოთ ნივთიერი მტკიცებულებები;
• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან დანაშაულის (ქურდობა) შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციასა და საბაჟოს;
შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად დაუკავშირდით თქვენს კომპანიას ან მზღვეველს;
თუ საბაჟო მოითხოვს ტვირთის დათვალიერებას საზღვარზე, მოითხოვეთ შემდეგი შინაარსის წერილობითი ოქმის შედგენა:
• ტვირთის აღწერილობა, რაოდენობა და მდგომარეობა
• ამონაღების ოდენობა
• ძველი და ახალი ლუქების ნომრები
• მებაჟის ხელმოწერა და პირადი ნომრიანი ბეჭედი
• მიიღეთ ამ ოქმის ასლი.
ტვირთის რაოდენობაში ან მის სახელწოდებაში განსხვავებების აღმოჩენის შემთხვევაში საწარმოდან ინსტრუქციის მიღებამდე ან მზღვეველის ადვოკატის ჩამოსვლამდე არ მისცეთ არანაირი წერილობითი განმარტება.
თქვენს მიერ ტვირთის მიტანისას
1. მიიტანეთ ტვირთი დროებითი შენახვის საწყობში სასაზღვრო საბაჟოს მიმმართველი შტამპის ზუსტი შესაბამისობით;
2. სატრანსპორტო საშუალება ტვირთით განათავსეთ დროებითი შენახვის საწყობის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ზონაში;
3. შეავსეთ შეტყობინება-დადასტურების ბლანკი დანიშნულების ადგილის საბაჟოზე მისვლის თაობაზე და სასაქონლო-თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად გადაეცით საბაჟოს ინსპექტორს ფორმის ტანსაცმელში;
4. მიიღეთ და შეინახეთ შეტყობინება-დადასტურების ორიგინალი მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება აღნიშვნები საბაჟოს ინსპექტორის პირადი ნომრიანი ბეჭდით დამოწმებული ხელმოწერის სახით;
5. აუცილებელი წესით დაესწარით ლუქების იდენტიფიცირებასა და საქონლის დათვალიერებას საბაჟოს ინსპექტორების მიერ;
6. არ დატოვოთ საბაჟო კონტროლის ზონა, ვიდრე ხელზე არ მიიღებთ სასაქონლო-თანმხლებ დოკუმენტებს საბაჟო ორგანოს აღნიშვნებით და მოწმობას საქონლის მიწოდების დადასტურების შესახებ;
Insurer/mzRveveli
Page 3 of 5 Insured/damzRvevi
7. შეამოწმეთ საბაჟო ორგანოს აღნიშვნების შესაბამისობა მიწოდების ფაქტობრივი ადგილისადმი (საბაჟოს, საგუშაგოს, დროებითი შენახვის საწყობის სახელწოდება), სასაქონლო-თანმხლები დოკუმენტების ნომრებისა და თარიღების შესაბამისობა;
8. განახორციელეთ გადმოტვირთვა დროებითი შენახვის საწყობზეზე (ან საბაჟოს საწყობზე) სასაქონლო-თანმხლებ დოკუმენტებზე შტამპი „საქონელი შემოვიდა“ არსებობისას;
9. შეასრულეთ ტვირთის მიმღების ინსტრუქციები, როდესაც არსებობს შტამპი „გაშვება ნებადართულია“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ მინდობილობა და შეადარეთ ის იმ პირის საპასპორტო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს ფირმა-მიმღებს!
ზედნადები და სხვა დოკუმენტები გადაეცით საბაჟოს წარმომადგენელს (ჩაიწერეთ მისი სახელი და მოწმობის ნომერი) მხოლოდ „შეტყობინების სატრანსპორტო საშუალების გამოყოფის შესახებ...“ სანაცვლოდ, ხოლო მიმღების წარმომადგენელს მხოლოდ ფირმის მინდობილობის ორიგინალის სანაცვლოდ, რომელშიც არის მიმღების საპასპორტო მონაცემები და დამოწმებული არის ფირმის ბეჭდით.
ტვირთი მიიტანეთ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც მითითებული არის ზედნადებსა და თქვენს წერილობით ინსტრუქციებში. ეს წერილობით ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს: მიმღების სრულ სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს, ტვირთის მიმღების საპასპორტო მონაცემებს.
შეეცადეთ გააკეთოთ თქვენთვის წერილობითი ჩანაწერები გადმოტვირთვის დეტალების შესახებ -
ტვირთის მიმღები პირების აღწერილობა და სახელები, მანქანების ნომრები, მისამართები და ა.შ.
ყოველგვარი ინსტრუქციების მიუხედავად, ვიდრე არ მიიღებთ ყველა გაფორმებულ დოკუმენტსა და ტვირთის მიმღების მინდობილობას, არსად არ დატოვოთ მანქანა ტვირთით, საბაჟოს ან საპასუხისმგებლო შენახვის ადგილის გარდა, , (ყურადღებით მოეკიდეთ მანქანის გაჩერების ადგილის შერჩევას და მიიღეთ ქვითარი).
შეინახეთ მიმღების მინდობილობა ზედნადების თქვენს ასლთან ერთად. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მიმღების ბეჭედი ზუსტად ემთხვეოდეს ზედნადებისა და სხვა დოკუმენტების მონაცემებს.
საბაჟო პუნქტების ან ზედნადებში მითითებული დანიშნულების ადგილის გარდა არსად არ დატოვოთ მანქანა ტვირთით!
იმ სათავსოებში გადმოტვირთვის შემდეგ, რომლებიც განსხვავდება ზედნადებში მითითებულებისგან ან სხვა მანქანაზე გადატვირთვისას, აუცილებლად დაურეკეთ მიმღებს და შეატყობინეთ მას გადმოტვირთვის მისამართი და დრო, აგრეთვე ავტომანქანის ნომერი. თუ თქვენ გაქვთ პრობლემები მიმღებისთვის ტვირთის გადაცემის დროს:
• თქვენ არ შეგიძლიათ მიმღების პოვნა მისამართის მიხედვით;
• მითითებულ მისამართზე უარს ამბობენ ტვირთის მიღებაზე და კიდევ სადღაც გაგზავნიან;
• თქვენ მოგმართეს წინადადებით სხვა საწყობში გადმოტვირთვის ან სხვა მანქანაზე გადატვირთვის თაობაზე;
• თქვენი წერილობითი ინსტრუქციები გაუგებარია ან თქვენ საერთოდ არ გაქვთ წერილობითი ინსტრუქციები;
თუ თქვენ გაქვთ ეჭვები ან მიწოდებასთან დაკავშირებული სიძნელეები, დაუკავშირდით თქვენს კომპანიას ან მზღვეველს!
თქვენი კომპანიის ან მზღვეველის სპეციალური ნებართვის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ მიაწოდოთ ტვირთი იმ მისამართზე ან იმ პირებს, რომლებიც არ არიან მითითებული ზედნადებში ან თქვენს ინსტრუქციებში!
Insurer/mzRveveli
Page 4 of 5 Insured/damzRvevi
გადაითვალეთ ტვირთი და მიიღეთ მიმღებისგან მკაფიო ხელმოწერა ზედნადებში იმის შესახებ, რომ ტვირთი მიღებულია შენიშვნების გარეშე რაოდენობასა და ხარისხთან მიმართებაში.
თუ მიმღები ვარაუდობს, რომ არსებობს დანაკლისი ან დაზიანებები
• შეაჩერეთ გადმოტვირთვა;
• არ მოაწეროთ ხელი ამის დამადასტურებელ არანაირ აქტს;
• დაუკავშირდით მზღვეველის წარმომადგენელს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს თქვენს მოქმედებებს და მოგცემთ საჭირო ინსტრუქციებს;
• არ დაუშვათ დაზიანებული ტვირთის გადმოტვირთვა დათვალიერების ჩატარებამდე;
თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვები გადმოტვირთვასთან მიმართებაში ან თქვენ გემუქრებოდნენ, დაუყონებლივ დაუკავშირდით მზღვეველის წარმომადგენელს ან პოლიციას.
Insurer/mzRveveli
Page 5 of 5 Insured/damzRvevi