სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N
ქ. თბილისი 15 აგვისტო, 2021
ერთის მხრივ, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, -----------------
(შემდგომში “მიმწოდებელი“), წარმოდგენილი სახით, შემდგომში ერთობლივად წოდებული მხარეებად,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონულ ტენდერში“ (NAT )
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. მუხლი 1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – „შემსყიდველისა“ და
„მიმწოდებლის“ მიერ ხელმოწერილი წინამდებარე ხელშეკრულება, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს „შემსყიდველმა“ „მიმწოდებლის“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურების“ მიწოდებას.
1.1.6. „მომსახურება“ – „ხელშეკრულების“ მე-2 მუხლით (ხელშეკრულების საგანი) გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.
1.1.7. „ინსპექტირება“ – „ხელშეკრულების“ პირობების შესრულების კონტროლი.
2. მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის სატრენინგო მომსახურების შესყიდვა (80500000 - სატრენინგო მომსახურებები; ბიუჯეტის კოდი: 270105) შესყიდვა, „ხელშეკრულების“ პირობებისა და “დანართის” (რაც თავის მხრივ წარმოადგენს
„ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს) შესაბამისად.
3. მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. „ხელშეკრულების ღირებულება“ შეადგენს ლარს.
3.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ მოიცავს როგორც გასაწევი „მომსახურების“ ღირებულებას, ასევე
„ხელშეკრულების“ შესრულებასთან დაკავშირებით „მიმწოდებლის“ მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. მუხლი 4. მომსახურების გაწევის ადგილი და ვადა
4.1. „მომსახურების“ გაწევის ადგილია: მომსახურების გაწევა განხორციელდება დისტანციურად, ონლაინ-ვიდეო კონფერენციის პლატფორმ(ებ)ის საშუალებით.
4.2. „მომსახურების“ გაწევის ვადაა: ხელშეკრულების ხელმოწერიდან 70 დღე.
5. მუხლი 5. მხარეთა უფლება–მოვალეობები
5.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს „ინსპექტირება“.
5.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
5.2.1. უზრუნველყოს გაწეული „მომსახურების“ ღირებულების ანაზღაურება „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში;
5.3. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „შემსყიდველს“ „მომსახურების“ ღირებულების ანაზღაურება
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში.
5.4. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
5.4.1. განახორციელოს „მომსახურება“ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ხარისხიანად და სრულად;
5.4.2. შესაბამისი შეტყობინების შემთხვევაში, დროულად აღმოფხვრას გაწეული „მომსახურების“ შემოწმების შედეგად გამოვლენილი წუნი, „შემსყიდველის“ მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
5.4.3. „მომსახურების“ გაწევისას აცნობოს „შემსყიდველს“ ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ.
6. მუხლი 6. გარანტია
მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ გაწეული „მომსახურება“ იქნება ხარისხიანი და სრულ შესაბამისობაში ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
7. მუხლი 7. ინსპექტირება
7.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ჩაატაროს ინსპექტირება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს, ხოლო „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელი შეუწყოს მას ინსპექტირების განხორციელების დროს.
7.2. ინსპექტირებას განახორციელებს „შემსყიდველი“ ორგანიზაციის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
7.3. ამ მუხლის 7.2 პუნქტში მითითებული პირი უფლებამოსილია განახორციელოს გაწეული მომსახურების ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინსპექტირების შედეგად თუ აღმოჩნდება ხარვეზი, „მიმწოდებელი“ ვალდებულია, „შემსყიდველის“ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში, გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი.
8. მუხლი 8. მომსახურების მიღება-ჩაბარება
8.1. „მომსახურება“ მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს მოაწერენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს.
8.2. „შემსყიდველის“ მხრიდან ამ მუხლის 8.1. პუნქტში აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს
„ხელშეკრულების“ მე-7 მუხლის 7.2. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
8.3. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოუდგინოს
„შემსყიდველს“ შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
9. მუხლი 9. ანგარიშსწორება
9.1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, World Vision საფრანგეთის მიზნობრივი გრანტის "ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობის" - 2021 წლის ასიგნებების ფარგლებში (საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება; პროექტის დასახელება: Reinforcing the Child Welfare and Protection System in Georgia);
9.2. ანგარიშსწორება ხორციელდება მთლიანად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
10. მუხლი 10. ფორს-მაჟორი
10.1. მხარეებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისათვის თუკი, შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.
10.2. ფორს-მაჟორი ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის გამო მხარისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (სტიქიური მოვლენები, საომარი მოქმედება, ეპიდემია, კარანტინი, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, მომსახურების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, სახელწიფო გადატრიალება და სხვ.).
10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში „ხელშეკრულების“ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე, შეტყობინების ყველა შესაძლო საშუალებით, უნდა გაუგზავნოს ინფორმაცია მეორე მხარეს, ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით, აგრძელებს
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
11. მუხლი 11. მხარეთა პასუხისმგებლობა
11.1. „ხელშეკრულებით“ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
11.2. „ხელშეკრულების“ მე-4 მუხლის 4.2 და მე-7 მუხლის 7.3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
11.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.4. „მიმწოდებელს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრება ჯარიმა „ხელშეკრულების ღირებულების“ 5%-ის ოდენობით.
12. მუხლი 12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1. ნებისმიერი ცვლილება „ხელშეკრულებაში“ შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა „ხელშეკრულების“ პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12.3. „ხელშეკრულების“ პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება „ხელშეკრულების“ პირობები „შემსყიდველისთვის“, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „ხელშეკრულების“ პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „ხელშეკრულების ღირებულების“ გაზრდა დაუშვებელია „ხელშეკრულების ღირებულების“ 10%–ზე მეტი ოდენობით.
13. მუხლი 13. დავების გადაწყვეტა
13.1. „ხელშეკრულების“ შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით.
13.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში მხარეები ვერ უზრუნველყოფენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს სასამართლოს დავის გადაწყვეტის მიზნით.
14. მუხლი 14. ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს „ხელშეკრულების“ მოქმედება, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს.
14.2. „ხელშეკრულების“ ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“
„ხელშკრულებით“ განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან.
14.3. „ხელშეკრულება“ აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14.4. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მოქმედი კანონმდბლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15. მუხლი 15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
„ხელშეკრულება“ ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
16. მუხლი 16. სხვა პირობები
16.1. „ხელშეკრულებით“ გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2. „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე. მუხლი 17. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ | „მიმწოდებელი“ |
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ ს. კოდი 205169592 მის: ქ. თბილისი xxxxxx xxxxxxxxx N 9 სახელმწიფო ხაზინა ბ. კოდი TRESGE22 ა/ა XX00XX0000000000000000 | ს. კოდი: ბანკი: ბ. კოდი: ა/ა: |