• დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: ლარი: წლიური X%; აშშ დოლარი: წლიური X%; ევრო: წლიური X%.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები მოთხოვნამდე დეპოზიტის ხელშეკრულება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
• დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: ლარი: წლიური X%; აშშ დოლარი: წლიური X%; ევრო: წლიური X%.
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ლარი: წლიური X%; აშშ დოლარი: წლიური
X%; ევრო: წლიური X%.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• დეპოზიტის ვადა: უვადო (ხელშეკრულების შეწყვეტამდე).
• დეპოზიტარს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
• „თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში“.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მოთხოვნამდე დეპოზიტის
ხელშეკრულების პირობებში (მათ შორის, საპროცენტო განაკვეთში). ხელშეკრულების თავსართში მოცემული, მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, დეპოზიტარის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ინფორმირება არ არის საჭირო, თუ ცვლილება ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ ან ცვლილება არ აუარესებს მის მდგომარეობას.
უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
• დეპოზიტარი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
• ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში, გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: აშშ დოლარი: წლიური X%; ევრო: წლიური X%.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
მოთხოვნამდე დეპოზიტის ხელშეკრულება
თარიღი
ერთის მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორეს მხრივ სახელი, გვარი (შემდგომში “დეპოზიტარი”), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ბანკი უხსნის დეპოზიტარს მულტი სავალუტო სადეპოზიტო ანგარიშს ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. დეპოზიტარი განათავსებს სადეპოზიტო ანგარიშზე დროებით თავისუფალ ფულად სახსრებს, ხოლო ბანკი სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხულ თანხას არიცხავს სარგებელს ამ ხელშეკრულებითა და ბანკში დადგენილი წესით.
1.2. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx
მუხლი 2. დეპოზიტის მოქმედების პირობები
2.1. დეპოზიტის სარგებელი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი.
• დეპოზიტს, თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შემოტანის მომდევნო დღიდან, თანხის გატანის დღის ჩათვლით, დაერიცხება შესაბამისი სარგებელი: ლარი: წლიური X%; აშშ დოლარი: წლიური X%; ევრო: წლიური X%.
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ლარი: წლიური X%; აშშ დოლარი: წლიური X%; ევრო:
წლიური X%.
• ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს, დეპოზიტზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთ(ებ)ის გადახედვა და ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ბანკის მიერ ცალმხრივად, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სადეპოზიტო პროდუქტ(ებ)ზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისას/განახლებისას.
2.2. სადეპოზიტო ანგარიშზე ლარში 100 ერთეულიდან 3 000 000 ერთეულის ჩათვლით, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 100 ერთეულიდან 1 000 000 ერთეულის ჩათვლით განთავსებულ თანხას სარგებელი დაერიცხება ხელშეკრულების “2.1” პუნქტის შესაბამისი განაკვეთით, ხოლო აღნიშნულ მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებზე ნაკლებ ან/და მეტ თანხას სარგებელი არ დაერიცხება.
2.3. სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე, წელიწადში 365 (სამასამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით.
2.4. დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად (ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს, ხოლო, თუ ეს დღე ემთხვევა უქმე/არასაბანკო დღეს, მაშინ დარიცხვა მოხდება მომდევნო საბანკო დღეს) და ირიცხება დეპოზიტარის ანგარიშზე.
2.5. სადეპოზიტო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით ჩარიცხული თანხის განაღდების საკომისიო: ლარი: X%, მინიმუმ X ლარი; აშშ დოლარი: წლიური X%, მინიმუმ X ლარი; ევრო: წლიური X%, მინიმუმ X ლარი.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.6. ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში, გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: აშშ დოლარი – წლიური X%; ევრო: წლიური X%.
3.1. დეპოზიტარი უფლებამოსილია:
3.1.1. ყოველთვიურად მიიღოს დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი.
3.1.2. ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3.1.3. მოთხოვნისთანავე მიიღოს სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა და მოთხოვნის დროისათვის რეალიზებული სარგებელი.
3.1.4. საკომისიო გადასახადის გარეშე, მიიღოს ინფორმაცია მის სადეპოზიტო ანგარიშზე ოპერაციების წარმოების შესახებ.
3.1.5. წარადგინოს პრეტენზია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და/ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.2. დეპოზიტარი ვალდებულია:
3.2.1. სადეპოზიტო ანგარიშის წარმოებისა და ანგარიშზე განხორცილებული ოპერაციებისათვის, გადაუხადოს ბანკს ამ ხელშკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საკომისიო.
3.3. ბანკი ვალდებულია:
3.3.1. მიიღოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა, როგორც მოთხოვნამდე დეპოზიტი და დაარიცხოს მას სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3.3.2. ყოველთვიურად გასცეს დეპოზიტარზე მის დეპოზიტზე დარიცხული შესაბამისი სარგებელი.
3.3.3. დეპოზიტარის მოთხოვნისთანავე გასცეს დეპოზიტის თანხა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სარგებელი იმავე ვალუტაში.
3.3.4. დაიცვას საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობა, არ გასცეს ასეთი ინფორმაცია მესამე პირზე დეპოზიტარის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
3.4. ბანკი უფლებამოსილია:
მუხლი 4. ხელშეკრულების ძალაში შესვლა
3.4.1. განკარგოს მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ.
მუხლი 5. დავების გადაწყვეტის წესი
4.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ერთ- ერთი მხარის მიერ მის შეწყვეტამდე.
5.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად.
მუხლი 6. განსაკუთრებული დებულებები
5.2. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეთა შორის დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.1. ბანკს უფლება აქვს დეპოზიტარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დეპოზიტის უზრუნველყოფით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გამოუყოს დეპოზიტარს ან მესამე პირს ბანკში არსებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტი.
6.2. იმ მომენტიდან, როდესაც დეპოზიტი გახდება “6.1.“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება (მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება), ბანკს ეძლევა დეპოზიტის და მასზე დარიცხული სარგებლის ხარჯზე თავისი მოთხოვნ(ებ)ის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა კრედიტორთან შედარებით.
6.3. დეპოზიტარი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის/გაქვითვის მიზნით, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს დავალიანების შესაბამისი თანხები დეპოზიტიდან და დახუროს (შეწყვიტოს) სადეპოზიტო ანგარიში. ამასთან, დეპოზიტარი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ბანკმა განახორციელოს ვალდებულებათა სრულად დასაფარად საკმარისი თანხის კონვერტაცია თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკში დადგენილი კომერციული გაცვლითი კურსით.
6.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთების ცვლილება) შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრვად, რა დროსაც ბანკის მიერ დეპოზიტარს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ დეპოზიტარი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ბანკისათვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის გზით.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტარი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების “6.4.” პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება დეპოზიტარის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
6.6. ბანკს არ ევალება დეპოზიტარის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე.
6.7. დეპოზიტარი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე:
6.7.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, დეპოზიტარის შესახებ პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები.
მუხლი 7. შეტყობინება
6.7.2. დაამუშავოს დეპოზიტარის შესახებ ნებისმიერი მესამე პირისაგან და/ან თავად დეპოზიტარისაგან მიღებული, აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემი, მათ შორის გამოიყენოს მოპოვებული მონაცემი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
7.1. მხარეთა შეტყობინება ხორციელდება წერილობით, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
7.2. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
7.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ - გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია დეპოზიტარის მიერ - ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
7.2.2. xxxxxx მიერ შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, დისტანციური არხის (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკის, xxxxxx xxxxxx) ან ტელეფონის (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღის მომდევნო საბანკო დღეს.
7.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის გამო: (ა) ამ ხელშეკრულების “7.1.” პუნქტში მითითებულ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) ადრესატი თავს აარიდებს შეტყობინების მიღებას.
7.4. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, დეპოზიტარი თანახმაა შეტყობინება მიიღოს ამ მუხლით დადგენილი წესითა და ფორმით.
7.5. დეპოზიტარი ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს ბანკს სახელი/გვარის (სახელწოდების), საპასპორტო მონაცემების (რეგისტრაციის მონაცემების), მისამართის (იურიდიული/ფაქტიური) და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილებების შესახებ.
7.6. xxxxx xxxxxx არ აგებს დეპოზიტარის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 8. სხვა პირობები
8.1. ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი N1. ტელეფონი: +995 322 922 922, ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@basisbank.ge, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
დეპოზიტარი: (მიეთითება რეკვიზიტები)