2.1. ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრის (სოფლის სახლის) შენობის სამშენებლო სამუშაოები (შემდგომში – სამუშაოები (CPV- 45200000)), სამშენებლო მოედანი მდებარეობს ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის ქ. N 28, (საკადასტრო კოდი: 20.42.06.982).
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ქ. თბილისი , 2019 წ.
ერთი მხრივ, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, წარმოდგენილი ----------
------------------- სახით, შემდგომში წოდებული, როგორც „შემსყიდველი”, და, მეორე მხრივ, ––––––––
––––, წარმოდგენილი -–––––––––––––––– სახით, შემდგომში წოდებული, როგორც „მიმწოდებელი”, ყველანი ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - ხელშეკრულება) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებიც ხელშეკრულებაშია ნახსენები.
1.2. ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. დღე, კვირა, თვე - კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.4. შემსყიდველი – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. მიმწოდებელი – პირი ან ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამუშაოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. სამუშაო – ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების საგანი;
1.7. ექსპერტი – სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბურო ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირი (წარმოდგენილ უნდა იქნეს აკრედიტაციის მოწმობა);
1.8. ეტაპი - წინამდებარე ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სრული/არასრული თვე (კალენდარული თვე);
2. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრის (სოფლის სახლის) შენობის სამშენებლო სამუშაოები (შემდგომში – სამუშაოები (CPV- 45200000)), სამშენებლო მოედანი მდებარეობს ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის ქ. N 28, (საკადასტრო კოდი: 00.00.00.000).
2.2. სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა მოცემულია ხელშეკრულების #1 დანართში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს არაუმეტეს -------------------( ) ლარს,
ხელშეკრულების #1 დანართის შესაბამისად.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება შეიძლება შემცირდეს ფაქტობრივად გაწეული სამუშაოების მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
3.3. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას, ისე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.4. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, რა დროსაც, შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღისა, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ამ გარემოების წარმოშობისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე დაურთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები. შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ასეთი გარემოებების დაზუსტება და დამატებით მტკიცებულებების წარდგენა. შემსყიდველი უფლებამოსილია დამოუკიდებლადაც მოიპოვოს მესამე პირებისაგან ასეთი ინფორმაცია და მოიპოვოს მტკიცებულებები.
3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს 10%-ით.
3.6. შემსყიდველის მიერ დაფინანსების წყარო: 2019 წლის საკუთარი შემოსავლები.
მუხლი 4. მიმწოდებლის ვალდებულება და უფლებამოსილება
4.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
4.1.1 უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დაწყება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან არაუგვიანეს ------------- (----------------
---------- სამუშაო დღისა) და დაასრულოს ------------------- თვის განმავლობაში, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
4.1.2 უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ამ ხელშეკრულების პირობების, ასევე შენობის პროექტის (#2 დანართის), ხარჯთაღრიცხვის (#1 დანართის) და #3 დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, ხელშეკრულების ძირითად ტექსტსა და მის დანართებს შორის წინააღმდეგობის/შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
4.1.3 სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოშობილი საჭიროების შემთხვევაში, შენობის პროექტში შესატანი ნებისმიერი ცვლილების განხორციელების თხოვნით მიმართოს შემსყიდველს. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნას წერილობით. ხსენებული მიმართვის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში, შემსყიდველი უზრუნველყოფს ცვლილების შეტანას საპროექტო დოკუმენტაციაში.
4.1.4 განიხილოს შემსყიდველის ნებისმიერი პრეტენზია და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მოტივირებული პოზიცია ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით;
4.1.5 სამუშაოთა წარმოებისას ყველა გამოსაყენებელი სამშენებლო მასალის/მოწყობილობის ნიმუში წარუდგინოს შემსყიდველს მისი ხარისხისა და სხვა მახასიათებლების შეთანხმების მიზნით. სამშენებლო მასალა/მოწყობილობები უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს გამოყენებული (მეორადი მოხმარების), და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნით ხარისხის დადასტურება. გამოყენებული მასალის ხარისხის საეჭვოობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მიმწოდებელს.
4.1.6 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვ.) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი ხარჯით აღმოფხვრას ასეთი შეუსაბამობა (გამოასწოროს დეფექტი ან, ჩაანაცვლოს შემსყიდველისათვის მისაღები მასალით, მოწყობილობით ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო).
4.1.7 სამუშაოების პროცესში სამუშაო შეასრულოს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით; ობიექტის მშენებლობის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას სახანძრო, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები.. სამუშაოების წარმოებისას საკუთარი თანამშრომლებისა თუ მესამე პირების მიმართ გამოწვეულ ნებისმიერ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ამ კუთხით არავინ შეიძლება დააყენოს რაიმე სახის მოთხოვნა შემსყიდველის მიმართ;
4.1.8 სამუშაოების შესრულების პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაური, ვიბრაცია და მტვრის გავრცელება.
4.1.9 სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის #62 დადგენილების შესაბამისად;
4.1.10 სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, სამუშაოს შესასრულებლად დაიქირაოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალი;
4.1.11 ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს;
4.1.12 სრულად აანაზღაუროს ან/და საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას სამუშაოს შესრულების პროცესში მისი მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით) შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი (ზარალი);
4.1.13 სამუშაოების მიმდინარეობისას მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებისა და შესაბამისი სამოქმედო ინსტრუქციის (გეგმის) ერთობლივად შემუშავების მიზნით, პრობლემისა და სავარაუდო ნეგატიური შედეგების დეტალური აღწერილობა წერილობით წარუდგინოს ინსპექტირების ჯგუფს;
4.1.14 ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და შეტყობინება შემსყიდველს მიაწოდოს (წარუდგინოს) წერილობით;
4.1.15 ხელი შეუწყოს შემსყიდველის მითითებით წარგზავნილ იუსტიციის სამინისტროს სისტემის ნებისმიერ თანამშრომელს ინსპექტირების განხორციელებისას და შეასრულოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ნებისმიერი მითითება ინსპექტირების მიზნებისთვის, შეასრულოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირების ან უშუალოდ შემსყიდველის ან ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილი პირების მითითებები. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, შეასრულოს შემსყიდველის ნებისმიერი სახის მითითება წინამდებარე კონტრაქტთან დაკავშირებით;
4.1.16 წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები (ასეთის არსებობისას) გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიღებული თანხების მიზნობრივად განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 5 დღისა;
4.1.17 ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, შეადგინოს შესაბამისი ფარული სამუშაოების აქტები, ასევე სხვა ყველა სახის დოკუმენტაცია (მათ შორის, ფოტო- ან/და ვიდეომასალა) შემსყიდველი ორგანიზაციის უშუალო მეთვალყურეობით;
4.1.18 აანაზღაუროს სამუშაოების წარმოების პროცესში მოხმარებული კომუნალური მომსახურების გადასახადები და წარადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4.1.19 საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თავს არიდებს წინამდებარე ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ობიექტის დასუფთავება და გაწეული ხარჯი დაუქვითოს მიმწოდებელს საბოლოო ანგარიშსწორებისას ან მოსთხოვოს მისი ანაზღაურება;
4.1.20 წარმოადგინოს ყოველკვირეული ანგარიში შესრულებულ სამუშაოთა შესახებ წერილობით, ხოლო შემსყიდველის მითითებით - ელექტრონული ფორმით;
4.1.21 ყოველდღიურად აწარმოოს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი. ამასთან, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გაეცნოს აღრიცხვის ჟურნალს და მიიღოს ჟურნალის ჩანაწერების ასლები;
4.1.22 წარმოადგინოს ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ფორმა #2 - ექსპერტიზის დასკვნა. შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, რაც სავალდებულოა შესასრულებლად მიმწოდებლისთვის;
4.1.23 შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო სამუშაოების სატენდერო ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმური მოგება და სხვ.) ნორმატიული ხარჯის დაცვით;
4.1.24 წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მესამე პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში სავალდებულო წესით ასახოს დებულება იმის შესახებ, რომ სააგენტო უფლებამოსილია, მიმწოდებლის კონტრაჰენტისგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესასრულებლად განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით;
4.1.25 სამშენებლო ობიექტზე არ დაუშვას ისეთი პირების ყოფნა, რომლებმაც შესაძლოა რაიმე ფორმით ხელი შეუშალონ სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას და პროექტის განხორციელებას (გამოიწვიონ სამუშაოთა შეფერხება, არსებობს მაღალი რისკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და სხვ.). ასეთი პირების შესახებ მითითება შეიძლება ასევე გასცეს შემსყიდველმაც, რომლის გათვალისწინებაც მიმწოდებლისთვის სავალდებულოა;
4.1.26 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დაადგენს, რომ არასაკმარისი პერსონალის გამო შესაძლოა საფრთხე შეექმნას გეგმა-გრაფიკის შესაბამისად სამუშაოების შესრულებას, შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით მოიზიდოს პერსონალი და გაზარდოს მშენებლობის მიმდინარეობის ტემპი;
4.1.27. შეასრულოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები;
4.1.28. დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემსყიდველს სრული ინფორმაცია ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ან ქმნიდეს/ზრდიდეს საფრთხეს ასეთი შესრულებისათვის. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ასეთი ინფორმაციის ამსახველი მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
4.1.29. შემსყიდველის მოთხოვნით მას წარუდგინოს ინფორმაცია და მის ხელთ არსებული შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
4.1.29.1 ქვეკონტრაქტორების/დაქირავებული პირების შესახებ (ასევე შესაბამისი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტები);
4.1.29.2 ქვეკონტრაქტორების/დაქირავებული პირების მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებების ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
4.1.29.3 მიმწოდებლის სხვა (მესამე პირების წინაშე ნაკისრი) ვალდებულებების შესახებ (შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის ჩათვლით). ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს მესამე პირებისაგან ასეთი ინფორმაცია პირდაპირ ასეთი მესამე პირებისაგან, რაზედაც მიმწოდებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
4.1.29.4 კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებობისა და მისი შესრულების შესახებ;
4.1.29.5 სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობების არსებობის შეფასებისათვის;
4.1.29.6 გადასცეს სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებულ ყოველგვარ ქონებაზე საკუთრების უფლება შემსყიდველს უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან თავისუფალ მდგომარეობაში.
4.1.30. წინამდებარე ხელშეკრულების დანართებს შორის (22-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები) რაიმე სახის ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ხსენებული საკითხის აღწერით წერილობით მიმართოს შემსყიდველს ასეთი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღის ვადაში. თავის მხრივ, შემსყიდველი ხსენებულ
შეუსაბამობასთან დაკავშირებით მიმწოდებელს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებას აძლევს არაუგვიანეს 10 (ათი) დღის განმავლობაში.
4.1.31. წინამდებარე მუხლის 4.1.30. პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს შეუსაბამობის ფაქტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას.
4.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების %-ის
ოდენობით, ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადას.
მუხლი 5. შემსყიდველის ვალდებულება და უფლებამოსილება
5.1. შემსყიდველი ვალდებულია:
5.1.1 უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების შესაბამისად;
5.1.2 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.1.3 უზრუნველყოს, შესაბამის ორგანოებში მშენებლობის პროექტის შეთანხმება და ნებართვის მიღება. ასევე პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული.
5.2. შემსყიდველი უფლებამოსილია:
5.2.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა უზრუნველყოს საავანსო საბანკო გარანტიის ამოქმედებით ან/და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედებით ან/და ეს თანხა გადაახდევინოს მიმწოდებელს;
5.2.2. ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ექსპერტის მოწვევის გზით) შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისი ხარისხი. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს შეუჩეროს თანხის გადახდა. ასეთი საფუძვლით გადახდის შეჩერების შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებისაგან;
5.2.3. უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და ამისათვის მოითხოვოს სრული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, სხვა მტკიცებულებების წარდგენა, მოსთხოვოს ამავე მიზნით განმარტებები უშუალოდ მიმწოდებელს ან მის ქვეკონტრაქტორებს (დაქირავებულ პირებს).
მუხლი 6. განხორციელებული სამუშაოების ხარისხი და გარანტია
6.1. შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი სრულად უნდა პასუხობდეს ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შეთანხმებულ ხარისხს ან/და არ არის გამოყენებული ის სამშენებლო მასალა/მოწყობილობები, რომელთა გამოყენებაზეც ნიმუშის წარდგენისას შეთანხმდნენ შემსყიდველი და მიმწოდებელი, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი თანხის გაღების გარეშე უზრუნველყოს შესაბამისი სამშენებლო მასალით/მოწყობილობით მათი ჩანაცვლება. თუკი სხვაგვარად არ იქნება ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული, სამუშაოები უნდა შესრულდეს და აღჭურვისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი მასალები/აღჭურვილობა, რომელიც მოსალოდნელია, რომ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხი) წლიანი პერიოდისა) იქნება ექსპლუატაციისათვის ვარგისი, არსებითი ცვეთის გარეშე.
6.2. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს:
6.2.1. სამშენებლო სამუშაოებზე (გარდა სანტექნიკური, ელექტროტექნიკური და გათბობა– გაგრილების ნაწილებისა) - 3 (სამი) წელი;
6.2.2. სანტექნიკური ნაწილი, ელექტროტექნიკური ნაწილი, გათბობა–გაგრილების ნაწილზე – 2 (ორი) წელი.
6.3. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
6.4. ხელშეკრულების 6.2. პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოში (ხელშეკრულების #1 დანართით გათვალისწინებული სამუშაოები) ხარვეზის აღმოჩენის ან/და დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით გამოასწოროს ხარვეზი ან/და შეცვალოს იგი. აღნიშნულის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება მიმწოდებელს, მაგრამ წერილობითი შეტყობინების მიღებამდე ვალდებულია მიმწოდებელი უზრუნველყოს საკითხის შესწავლისა და ხარვეზის აღმოფხვრის დაწყება. შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არაუმეტეს 20 (ოცი) დღე) დეფექტების აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი კვლავაც აარიდებს თავს ნაკლის აღმოფხვრის ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა მიიღოს ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო პირობის რეალიზების გზით.
მუხლი 7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მის მიერ არჩეული ნებისმიერი ფორმით გააკონტროლოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი და შეამოწმოს სამუშაოების ხარისხი. მიმწოდებელს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს შემსყიდველს ამ პუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენებაში.
7.2. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნით შესრულებული სამუშაო, შედგება შესაბამისი დეფექტური აქტი და მიმწოდებელს განესაზღვრება გონივრული ვადა (არაუმეტეს 20 (ოცი) დღე) დეფექტების აღმოსაფხვრელად. მიმწოდებელი ვალდებულია, გამოასწოროს წუნი, თუ წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის ბრალით, ან თუ მიმწოდებელი ვერ შეძლებს წუნის გამოსწორებას შეთანხმებულ ვადაში და შემსყიდველს გადახდილი აქვს ამ წუნდებული სამუშაოს ღირებულება, მიმწოდებელი ვალდებულია, წუნდებული სამუშაოს საფასური შემსყიდველს დაუბრუნოს შეთანხმებული ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
7.3. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმომწერ და შესყიდვის ობიექტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სააგენტოს --------------------
-----, ხოლო ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს განახორციელებს სააგენტოს ------
--------------------. აღნიშნული პირების ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს წერილობით მიაწოდოს მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია, რაც არ გამოიწვევს ხელშეკრულებაში დამატებით ცვლილებას.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტირების ჩატარების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია.
7.5. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინსპექტირების განხორციელება წარმოადგენს შემსყიდველის უფლებას და არა ვალდებულებას. შესაბამისად ხსენებული მექანიზმი გამოიყენება შემსყიდველის შეხედულებისამებრ.
მუხლი 8. სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი
8.1. შესრულებული სამუშაოს მიღება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად მიღება- ჩაბარების აქტის წერილობით გაფორმებით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-ისა და
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.. შემსყიდველი უფლებამოსილია, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოაწეროს მიმწოდებლის მომართვიდან 10 (ათი) დღის ვადაში. ამ პერიოდში შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტაცია (რაც საჭირო იქნება მიღება- ჩაბარების აქტზე ხელმოწერის საკითხის გადასაწყვეტად, მასში მოყვანილი ფაქტების შეფასებისათვის). ხსენებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10-დღიანი ვადის ათვლა იწყება ხელახლა.
8.2. შემსყიდველს უფლება აქვს, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას მიმწოდებელს მოსთხოვოს მშენებლობაზე დასაქმებულ პერსონალთან სახელფასო დავალიანების არქონის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა და არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს ამ დოკუმენტაციის წარდგენამდე. ამ უფლებით სარგებლობა შემსყიდველს შეუძლია მიღება-ჩაბარების შემდგომაც, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის წარდგენამდე შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს თანხის გადახდა.
8.3. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, ინსპექტირების აქტის შედგენა, ისევე როგორც რაიმე უფლების გამოყენებისაგან თავის შეკავება არ ნიშნავს და არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ შემსყიდველს ერთმევა ან ეზღუდება ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. შემსყიდველის მხრიდან უფლების გამოუყენებლობა არ შეიძლება განიმარტოს მსგავს ვითარებაში იგივე უფლებების გამოყენების შეზღუდვის მიზეზად.
მუხლი 9. ანგარიშსწორება
9.1. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით - ლარით.
9.2. შემსყიდველი ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებას მიმწოდებელთან წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
9.3. მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი ფორმით: შემსყიდველი წინასწარ გადარიცხავს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30%-ს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო საავანსო გარანტიის საფუძველზე. საავანსო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შემსყიდველი გადაიხდის საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში. ფაქტობრივად, მიწოდებული სამუშაოების ღირებულების 50% მიმართული იქნება გაცემული ავანსის დასაფარად, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება შემსყიდველის მიერ 20 (ოცი) სამუშაო დღეში. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის მიერ საშეღავათო წინასწარი ანგარიშსწორების, გარანტიით განხორციელებული ანგარიშსწორების შემთხვევაში გაცემული ავანსი დაიფარება შემდეგი წესით: შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან პროპორციული გადახდისას პირველად იფარება გარანტიით გათვალისწინებული თანხის გარეშე შეღავათით გაცემული ავანსი მის სრულ ამოწურვამდე, ხოლო შემდეგ დაიფარება გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
9.4. სამუშაოების შესაბამისი ეტაპების მიხედვით, შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.
9.5. მიღება-ჩაბარების აქტი, თავის მხრივ, გაფორმდება ფორმა #2-ის წარდგენის საფუძველზე (რომელიც დადასტურებული იქნება ექსპერტიზის დასკვნით).
9.6. შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს ამ ხელშეკრულების მიხედვით ნებისმიერი გადახდა, თუ მიმწოდებელს არ აქვს შესრულებული რომელიმე ვადამოსული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს არ აქვს უფლება დაეყრდნოს შეუსრულებელი ვალდებულების სიმცირეს. შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს თანხის გადახდა იმ ვალდებულების მოცულობაზე მეტის ფარგლებშიც, ვიდრე ფიქსირდება შეუსრულებლობა.
მუხლი 10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების
ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზ(ებ)ის შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება, მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
10.2. ამ ხელშეკრულების 10.1. პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელშეკრულების შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების დადგომა მოსალოდნელია.
10.3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული შეფერხება გასტანს 1 (ერთ) თვეს ან მეტხანს, შემსყიდველს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება.
მუხლი 11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1. ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში (მათ შორის, თითოეული ეტაპის დასრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს. მისი გადაჭარბების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება..
11.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
11.3. ხელშეკრულების 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადების და 6.4. პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სახის ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველი დღის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს.
11.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.5. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ისეთი ვადების დინებისას, როდესაც განსაზღვრულია დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის.
11.6. პირგასამტეხლოს გამოთვლისას არ იანგარიშება ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტის მიერ გახარჯული დრო, თუ დასკვნით დადასტურდება ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
მუხლი 12. საავანსო გარანტია
12.1. საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღეში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადას.
12.2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო გარანტია შემსყიდველის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საავანსო გარანტიის თანხის ღირებულების სამუშაოს შესრულებას გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე.
მუხლი 13. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
13.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილი საბანკო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.
13.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა, სულ მცირე 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც შეიძლება მიადგეს შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
13.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
13.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
13.5. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
მუხლი 14. ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1. წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი დანარჩენი პირობების ბათილობას და მხარეებს ეკისრებათ მათი განუხრელად დაცვის ვალდებულება.
14.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14.3. შემსყიდველი უფლებამოსილია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება:
14.3.1 თუ მიმწოდებლის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე თუ მიმწოდებლის მიმართ დაწყებულია იძულებითი აღსრულება, რომლის ოდენობაც აღემატება ამ ხელშეკრულების ღირებულების 20%-ს (ასევე, როდესაც ასეთი აღსრულების დაწყება მოსალოდნელია და მიმწოდებელს არ შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ასეთი ვალდებულება);
14.3.2 მიმწოდებლის მიერ სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ნებისმიერი ეტაპის ვადის 20 (ოცი) დღეზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში;
14.3.3 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ არც მომავალში აპირებს/მოახერხებს მათ შესრულებას;
14.3.4 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
14.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არღვევს (რაშიც იგულისხმება ასევე ვალდებულებების შესრულების გაჭიანურება საამისოდ აუცილებელი ობიექტური მიზეზის დასახელებისა და დასაბუთების გარეშე) ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ისეთ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება შემსყიდველისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, შემსყიდველისათვის გამოყენებული უნდა იქნას ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების პროცესის კონტროლისათვის, ხელშეკრულების მოშლისათვის არ მოითხოვება დამატებითი ვადის დაწესება ან/და დამატებით გაფრთხილება.
მუხლი 15. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
15.1. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
15.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
15.3. სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ნებისმიერი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების წერილობით ინიციირებამდე არ არის გასული 15
(თხუთმეტი) დღეზე მეტი იმ დღიდან, რაც წარმოიშვა ის გარემოებები, რომელიც ანიჭებს ერთ-ერთ მხარეს ხელშეკრულებაში ცვლილებების მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 16. ფასები
16.1. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასები შეიძლება გადაისინჯოს და მოხდეს ფასების შეცვლა მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში:
16.1.1 საგადასახადო რეჟიმის არსებითად შეცვლა;
16.1.2 ინფლაციის მაღალი დონე;
16.1.3 სამშენებლო სამუშაოს საბაზრო ღირებულების არსებითი ცვლილება.
16.2. წინამდებარე მუხლი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შესასრულებელი სამუშაოს ფასის ცვლილება აჭარბებს 5%-ს და ცვლილების ჯამური ღირებულება არ აღემატება ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.
მუხლი 17. კონფიდენციალურობის დაცვა
17.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მათთვის შესაძლოა ზეპირად, წერილობით, გამოსახულებით ან ელექტრონული მატარებლების საშუალებით ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია, რომლის მესამე პირისთვის გამჟღავნება კონტრაჰენტს მიზანშეუწონლად შეიძლება მიაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მეორე მხარემ ხსენებული ინფორმაცია არ უნდა გახადოს მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი.
17.2. წინამდებარე მუხლის 17.1. პუნქტით დადგენილი შეზღუდვისას შემსყიდველს არ შეიძლება მოეთხოვოს იმ ინფორმაციის დაფარვა მესამე პირებისგან, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებულია საჯარო ინფორმაციად.
17.3. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიუხედავად.
მუხლი 18. მხარეთა კომუნიკაციის პირობები
18.1. მხარეები ერთმანეთის ინფორმირებას ახდენენ ამ მუხლში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სატელეფონო ან/და წერილობით.
18.2. ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარეთა უფლებამოსილი პირები არიან: შემსყიდველის მხრიდან - ---------------------- (ტელ. ;
ელფოსტა: -----------------); მიმწოდებლის მხრიდან - ------------ (ტელ.: ---------------- ელფოსტა: -------
).
18.3. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია აწარმოოს მხოლოდ წერილობით.
18.4. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებელთან კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ამ მუხლში მითითებულ ელფოსტაზე გზავნილით, ისევე ამავე მუხლში მითითებულ უფლებამოსილ პირთან სატელეფონო კომუნიკაციითა და/ან წერილობით. ყველა ამ ფორმით გადაცემული ინფორმაცია ოფიციალურ ძალას ატარებს.
18.5. მიმწოდებელი ვალდებულია, წინამდებარე მუხლში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგზავნილი ინფორმაცია ჩაითვლება სათანადო წესით მიწოდებულად.
მუხლი 19. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
19.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის ----------------- ჩათვლით, გარდა 6.2, 6.4. 7.2. და 11.3. პუნქტებისა.
19.2. წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. 7.2. და 11.3. პუნქტები მოქმედებს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.
მუხლი 20. ფორს-მაჟორი
20.1. წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
20.2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:
20.2.1 ომით, დაპირისპირებით (იმის მიუხედავად, ომი იქნება გაცხადებული თუ გამოუცხადებელი), ინტერვენციით, უცხოელ მტერთა ქმედებით;
20.2.2 აჯანყებით, ტერორიზმით, რევოლუციით, სამხედრო გადატრიალებით ან ძალაუფლების უზურპირებით, ან სამოქალაქო ომით;
20.2.3 სამხედრო აღჭურვილობით, ასაფეთქებელი მასალებით, იონური რადიაციით ან რადიაციული დაბინძურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად მიმწოდებელი იყენებს ასეთ აღჭურვილობას, ასაფეთქებელ მასალებს, რადიაციას ან რადიოაქტიურ ნივთიერებებს;
20.2.4 ბუნებრივი კატასტროფებით;
20.2.5 ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვ.
20.3. მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
მუხლი 21. სხვა პირობები
21.1. ხელშეკრულება შედგენილია ორ ქართულენოვან ეგზემპლარად.
21.2. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელსა, ხოლო ერთი - შემსყიდველს.
21.3. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი - საქართველოს შესაბამისი სასამართლოს მეშვეობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22. ხელშეკრულების დანართები
22.1. ხელშეკრულებას თან ერთვის შემდეგი დანართები და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს:
22.1.1. სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
22.1.2. სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
22.1.3. სამშენებლო სამუშაოების პროექტი. მუხლი 23. მხარეთა რეკვიზიტები